ბრძანება N 7801

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2023
№ დოკუმენტი 7801
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7801

10.04.2023

შპს „-------------“ (ს/ნ -----------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 27 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი და 16 მარტის სხდომებზე (ოქმები №20 და №27) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 27 იანვრის №78619/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-637 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ სალაროში ე.წ არაგონივრული ნაშთი ფიქსირდება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე და მისი არსებობა კომპანიის ბიზნეს-გეგმის ნაწილია. კერძოდ, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით უნდა შეეძინა ------------ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, იმ შემთხვევაში თუ აუქციონის წესით შეიძენდა მერიის საკუთრებაში არსებულ მოსაზღვრე (379 მ 2 ) და მასთან ერთად მერიის საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ (428 მ 2 ) მიწის ნაკვეთებს, მშენებლობის და -----------ის საკუთრებაში არსებულ მიწასთან გაერთიანების უფლებით. 2018 წლის --------------ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთს მიუერთა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და გამოიტანა 2019 წელს აუქციონზე მშენებლობის უფლების გარეშე. რის გამოც, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა და აუქციონი ჩაიშალა. ------------ის განმეორებით მიმართვის საფუძველზე მერიამ გაყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე (სხვა ნაკვეთთან გაერთიანებისას მშენებლობის უფლება აქვს) გამოიტანა 2020 წელს აუქციონზე, რომელიც შეიძინა შპს „--------------“. პარალელურ რეჟიმში კომპანიამ შეიძინა -------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც 2020 წლის პირველ მაისს სალაროს ნაშთი განულდა. შესაბამისად, ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ხანგრძლივობა გამოწვეულია მერიის აპარატის მიერ აუქციონების დროში გაწელვის შედეგად. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ შემოწმებით დაერიცხა მოგების გადასახადი, მაგრამ სალაროს ნაშთის განულებისას არ შემცირდა მოგების გადასახადის თანხა. ასევე, კომპანიას მიწის ნაკვეთები შესყიდვის ღირებულებით ერიცხება ბალანსზე და შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

შემოწმებას, ისინი „შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთები საბუღალტრო ანგარიშებზე“ საბოლოო ნაშთებში ასახული არ აქვს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12476 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32905 ბრძანება და ამავე თარიღის №006-637 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 608 140 ლარი, მათ შორის, გადასახადი 273 600 ლარი, ჯარიმა 167 561 ლარი, საურავი 166 979 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. ფულის ნაშთი 1 006 271 ლარი 2019 წლის პირველი იანვრიდან გადმოდის 1100 ანგარიშის სადებეტო ნაშთის სახით. ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ამ თარიღში კი სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი. გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება - შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება არაარსებითი საკასო შემოსავლები და ხარჯები, რაც გათვალისწინებული იქნა გონივრული ნაშთის დაანაგარიშებისას.

შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 2020 წლის პირველ მაისამდე განხილული იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაანგარიშდა სარგებელი თვეების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. ფულის ნაშთი 1 006 271 ლარი 2019 წლის პირველი იანვრიდან გადმოდის 1100 ანგარიშის სადებეტო ნაშთის სახით. ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ამ თარიღში კი სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას. ასევე, გადამხდელს უფიქსირდება არაარსებითი საკასო შემოსავლები და ხარჯები, რაც გათვალისწინებულია გონივრული ნაშთის დაანაგარიშებისას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს საკასო ხარჯები და შესაბამისად არ ჰქონდა სალაროში ფულის ქონის საჭიროება. მიწის შეძენამდე ფულს იყენებდა თავის სურვილისამებრ. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, მეთოდური მითითება ითვალისწინებს 3 თვეს და 3 თვეზე ბევრად მეტი პერიოდითაა თანხა სალაროში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ სალაროში ნაშთი 2020 წლის პირველ მაისს განულდა, შემოწმებამ მასზე პერიოდების მიხედვით სულ კომპანიას დაარიცხა მოგების გადასახადი 207 854 ლარი, მაგრამ სალაროს ნაშთი როდესაც განულდა (რაც აქტით დასტურდება) არ შეამცირა მოგების გადასახადის თანხა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოგების გადასახადის ნაწილი, როგორც დაბრუნებული სესხი, ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში. ხოლო, დარჩენილი ნაწილი, რითაც ბრუნდება სრულად სესხის თანხა (მიწის შეძენის პერიოდში) აღარაა ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული, შესაძლებელია დაშვებულია ტექნიკური შეცდომა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მაგრამ მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მ.შ დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მ.შ დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები.ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც.ასევე სალაროდან გასულია თანხა მიწის შესაძენად. გადასახადის გადამხდელს არ აქვს საკასო ხარჯები და შესაბამისად არ ჰქონდა სალაროში ფულის ქონის საჭიროება. მიწის შეძენამდე ფულს იყენებდა თავის სურვილისამებრ.

სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 2020 წლის პირველ მაისამდე განხილული იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაანგარიშდა სარგებელი თვეების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მაგრამ მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მ.შ დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი:73,97,982,101,154

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანება;