ბრძანება N 23910

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2024
№ დოკუმენტი 23910
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23910

11 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 24 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №158294/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 აგვისტოს №ELC41018 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მეშვეობით შეიტყო სამართალდარღვევის არსებობის შესახებ, რომელიც ეხება 2022 წლის 29 იანვარს განხორციელებულ რეისს. ---------- პორტში თბომავლით ჩამოსული ტვირთით დატვირთული მისაბმელი ---------- წარმომადგენლებმა ჩააბეს მის გამწევზე განახორციელეს საბაჟო ფორმალობები და გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული რეისი მის მიერ შესრულდა კეთილსინდისიერად, ტვირთი დაუზიანებლად ჩააბარა ბაქოში მიმღებს, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ მისაბმელი ჩაბარდა ფირმას, ---------- წარმომადგენლების მიერ მითითებულ ადგილზე (----------) გადააბარა და ჩახსნა მისაბმელი. შემდგომი თბომავლის რეისის დროს მათ უნდა მოეხდინათ თბომავალზე მისაბმელისთვის ბილეთის შეძენა და ტრანსპორტირება. მისაბმელის განკარგვაზე არანაირი წარმოდგენა არ გააჩნია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 13 თებერვალს „----------“ (პ/ნ ----------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (სატრანზიტო №----------, ს/ნ ----------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად განესაზღვრა არა უგვიანეს 2022 წლის 14 აპრილი.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2024 წლის 19 აგვისტოს შედგენილი №ELC41018 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი „----------“ გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ადრესატის მხრიდან მისი გაცნობა განხორციელდა 2024 წლის 18 სექტემბერს.

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№----------) გადაადგილებულმა სატრანსპორტო საშუალებამ (გამწევი ----------; მისაბმელი ----------), რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე „----------“, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 31 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით. თუმცა, ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართავდა „----------“, კვლავ უფიქსირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლა 2022 წლის 13 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“. ვინაიდან „----------“ მიერ კვლავ მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამსად, ის ვალდებული იყო ავტომობილი საბაჟო ორგანოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არა უგვიანეს 2022 წლის 14 აპრილისა) წარედგინა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირი და სწორედ მან აიღი მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მას ეკისრება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირი და სწორედ მან აიღი მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მას ეკისრება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.