გადაწყვეტილება №27574/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27574/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27574/2/2026).
დავის საგანი:
შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთის შპს „-------“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №083-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11422 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 838 581.02 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 416 066
ჯარიმა - 208 033
საურავი - 214 482.02
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესწავლისა და ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 26.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
------- საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 22 თებერვლის ბრძანებისა და ------- სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის (№40460/21-14) წერილის საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“ მიმართებით შეადგენს 1 664 266 ლარს. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7212 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით შპს „-------“ არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. შემოწმებით დადგინდა, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი ნულის ტოლია. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გასავლის ორდერი, ურთიერთშედარების აქტი, საბანკო გადარიცხვა) კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია არ იქნა მოწოდებული. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დასტურდება. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.03.2026 წლის №6871 ბრძანება და №083-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11422 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, საშემოსავლო გადასახადით კრედიტორული დავალიანებიდან მხოლოდ დარჩენილი 664 266 ლარის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ შპს „-------“ მიმართ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 1 664 266 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შპს „-------“, შპს „-------“, და შპს „-------“ შორის 2023 წლის ნოემბრის თვეში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, შპს „-------“ შპს „-------“ ნაცვლად შპს „-------“ უნდა გადაეხადა 1 000 000 ლარი. შემოწმება დაუკავშირდა შპს „-------“, მაგრამ, ვერ დადასტურდა აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა 1 664 266 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის მოსაზრებით, თანხა მიღებული აქვს შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტების (სალარო შემოსავლის ორდერების გაცემას თავს არიდებენ). ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------) და შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შორის 2023 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ნაცვლად უნდა გადაეხადა 1 000 000 ლარი შპს „-------“-სთვის (ს/ნ -------), რისი გადარიცხვაც რეალურად მოხდა და ითხოვს გამოთხოვილი იქნას აღნიშნული გადახდის ქვითრები შპს „-------“-დან (ს/ნ -------), ვინაიდან ვერ წარმოადგენს, რადგან არ აქვს წვდომა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და თავად შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასაბეგრი თანხა, კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 1 664 266 ლარს, საიდანაც 1 000 000 ლარის გადახდა მოხდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ნაცვლად (ითხოვს გამოთხოვილი იქნას აღნიშნული გადახდის ქვითრები შპს „-------“-დან (ს/ნ -------)), დავალიანება დარჩა 664 266 ლარი, რომლის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 132 853.2 ლარს. შესაბამისად თუ საგადასახადო ორგანო არ გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ კრედიტორული დავალიანება სრულად არის გასტუმრებული შპს „-------“-ის მიერ, დასაბეგრ თანხად უნდა აეღო 664 266 ლარი, რომლის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 132 853.2 ლარს. თუმცა, აღნიშნული თანხა სრულად არის გასტუმრებული შპს „-------“-ის მიერ, რაც სწორად იყო ჩათვლილი 2023 წლის 4 აპრილის N7212 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სრული კამერალური საგადასახადო შემოწმებისას. თანხა მიღებული აქვთ შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტების (სალარო შემოსავლის ორდერების) გაცემას თავს არიდებენ, რაც ცდება საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას და წარმოადგენს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას.
მოითხოვს სადავო აქტების გაუქმებას. ამასთან, საკითხის სრულად შესწავლის მიზნით ითხოვს საქმე გადაეცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ითხოვს საჩივრის განხილვა ჩატარდეს მონაწილეობით, ზეპირი განხილვის წესით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგენილია, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“ მიმართებით შეადგენს 1 664 266 ლარს. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7212 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით შპს „-------“ არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. ამასთან, დადგინდა, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი ნულის ტოლია. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გასავლის ორდერი, ურთიერთშედარების აქტი, საბანკო გადარიცხვა) კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა მიწოდებული. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დადასტურდა. შესწავლილ იქნა შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „-------“ შპს „-------“ მიმართ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 1 664 266 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შპს „-------“, შპს „-------“, და შპს „-------“ შორის 2023 წლის ნოემბრის თვეში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, შპს „-------“ შპს „-------“ ნაცვლად შპს „-------“ უნდა გადაეხადა 1 000 000 ლარი. დაუკავშირდა შპს „-------“, მაგრამ, ვერ დადასტურდა აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა 1 664 266 ლარი.
მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში დასწრების და არგუმენტების წარმოდგენის (საკუთარი ინტერესების დაცვის) შესაძლებლობა, თუმცა სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა დასწრებაზე და თანხმობა განაცხადა საჩივრის მის გარეშე ზეპირ განხილვაზე.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, შპს „-------“ შპს „-------“ მიმართ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 1 664 266 ლარის ოდენობით, რომლის მომჩივნის მიერ გადახდა და კრედიტორის მიერ მიღება სრულად ან ნაწილობრივ არ დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრედიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 664 266 ლარს. შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. შემოწმებით დადგინდა, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი ნულის ტოლია. გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გასავლის ორდერი, ურთიერთშედარების აქტი, საბანკო გადარიცხვა) კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია არ იქნა მოწოდებული. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დასტურდება. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს-ებს შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ კრედიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154