ბრძანება N 19175
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19175
27 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ს“ (ს/ნ --------)
(მის.: -----------;
2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 და 27 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №69; №71) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) 2025 წლის 5 აგვისტოს №97350/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №043-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები შეფასდა და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობის იდენტური. აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან, არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა დამატებით განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9753 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15400 ბრძანება და ამავე თარიღის №043-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 136 791 ლარი, მათ შორის გადასახადი 575 132 ლარი, ჯარიმა 287 566 ლარი და საურავი 274 093 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: კომპანია დაფუძნებულია 2021 წლის 20 ოქტომბერს. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ------ ბაზრობის ტერიტორიაზე, კერძოდ, ახდენს შერეული საქონლის იმპორტირებას -----დან,----დან,-----დან, -----დან. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ 2022 წელს, ხოლო 2023-2025 წლებში პირს საქმიანობა აღარ უფიქსირდება. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11812 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ პროცედურები, რომლის შედეგების მიხედვითაც ვერ მოიძებნა შპს „---ს“ ობიექტი, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები. ბოლო დეკლარაციები (ნულოვანი) გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2023 წლის მარტის თვეში. 2023 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციაში სმფ-ს ნაშთები დაფიქსირებული არ არის. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა, წარმოდგენილი არ არის ინფორმაციები, არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელს იმპორტირებული აქვს საქონელი 2022 წელს, მას შემდეგ იმპორტი არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და თვითღირებულებაზე 2 742 155 ლარზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად, კერძოდ: ავტომობილის ნაწილები 38%, ელ. სკუტერი 30%, ესთეთიკა 47.55%, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი 40%, ტრენაჟორები 60%, მამაკაცის ტანსაცმელი 54.34%, ქალის ტანსაცმელი 47.06%, მამაკაცის ფეხსაცმელი 65.66%, ქალის ფეხსაცმელი 67.84%. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 911 717 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 045 946 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები და სხვა ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 1 495 885 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის №10788 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი თანხა 1 869 857 ლარის (აგროსილი) ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას 2023-2025 წლებში აღარ ახორციელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა არ წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და სხვა შემოწმებით მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების მიხედვით. ამასთან, გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე მყოფ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9753 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15400 ბრძანება და №043-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 136 791 ლარი, მათ შორის გადასახადი 575 132 ლარი, ჯარიმა 287 566 ლარი და საურავი 274 093 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ 2022 წელს, ხოლო 2023-2025 წლებში პირს საქმიანობა აღარ უფიქსირდება. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11812 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ პროცედურები, რომლის შედეგების მიხედვითაც ვერ მოიძებნა მომჩივანის ობიექტი, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები. ბოლო დეკლარაციები (ნულოვანი) გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2023 წლის მარტის თვეში. 2023 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციაში სმფ-ს ნაშთები დაფიქსირებული არ არის. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა, წარმოდგენილი არ არის ინფორმაციები, არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელს იმპორტირებული აქვს საქონელი 2022 წელს, მას შემდეგ იმპორტი არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და თვითღირებულებაზე 2 742 155 ლარზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 911 717 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 045 946 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები და სხვა ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 1 495 885 ლარი.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №10788 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი თანხა 1 869 857 ლარის (აგროსილი) ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას 2023-2025 წლებში აღარ ახორციელებს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“2„ა“ და „ბ“ ); 159(1„ა“ ); 163(პირველი და მე-2);