ბრძანება N 32658
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32658
25 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 10 ნოემბრის №84842/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №007-280 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №17588 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 18 ივლისის ჩათლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25040 ბრძანება და ამავე თარიღის №007-280 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 827 100 ლარი, მათ შორის, გადასახადი 405 354 ლარი, ჯარიმა 202 777 ლარი, საურავი 218 969 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 4 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 4 თებერვალს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს რეგისტრირებული აქვს 1 ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი მისამართზე ------. აღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 2021 წლის 24 თებერვალს. საწარმოს მიერ 2020 წელს -----დან განხორციელებულია ძირითადად ბავშვის, ქალისა მამაკაცის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოს დირექტორის 23.08.2023 წლის ახსნა-განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიების შესაბამისად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად), (დირექტორის განმარტებით, კომპანიას 2020 წლის შემდეგ საქმიანობა არ განუხორციელებია). შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, მასზე განსაზღვრული თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დირექტორის 23.08.2023წ-ის ახსნა-განმარტებით საწარმოს 2020 წლის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არ გააჩნდა, ამავე პერიოდისთვის დებიტორულ- კრედიტორული დავალიანება ასევე არ ჰქონდა. ამდენად, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით (აშშ დოლარი) ირკვევა, რომ 2020 წელს გადარიცხული თანხა შეადგენს 539 155 აშშ დოლარს. აღნიშნული პერიოდში განხორციელებული საქონლის იმპორტის ღირებულება შეადგენს 479 798 აშშ დოლარს. საწარმოს დირექტორის მიერ ვერ იქნა განმარტება მოცემული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული სხვაობა (59 657 აშშ დოლარი) 2019 წლიდან 2020 წლის 1 იანვრისათვის კრედიტორულ დავალიანებას და ა.შ., შემოწმების მიერ საქონლის იმპორტთან შეფარდებაში ნამეტად გადარიცხული თანხა (59 657 აშშ დოლარი - 196 432 ლარი) განხილულ იქნა როგორც ფულადი სახსრების გადაცემა და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემის მონაცემების შესაბამისად, გადამხდელს რეგისტრირებული ჰქონდა ერთი ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი 2019 წლის 9 იანვარს, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილი იქნა 2021 წლის 24 თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ რეგისტრირებულია საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ განცხადება, შემოწმების მიერ აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი ჩაითვალა რეალიზებულად სავარაუდო ფასად (200 ლარი). შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა ეა---- №------, აღნიშნული ნამეტი თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. შემოწმებამ აღნიშნულ სალარო აპარატთან მიმართებაში ასევე განსაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2020 და 2021 წლები საანგარიშო პერიოდებთან მიმართებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, საშემოსავლო და ქონების გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 13 ნოემბერს გაეგზავნა №21-04/89149 წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №007-280 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოს დირექტორის 23.08.2023 წლის ახსნა-განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიების შესაბამისად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად), (დირექტორის განმარტებით, კომპანიას 2020 წლის შემდეგ საქმიანობა არ განუხორციელებია). შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, მასზე განსაზღვრული თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დირექტორის 23.08.2023წ-ის ახსნაგანმარტებით საწარმოს 2020 წლის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არ გააჩნდა, ამავე პერიოდისთვის დებიტორულ- კრედიტორული დავალიანება ასევე არ ჰქონდა. ამდენად, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების მიერ საქონლის იმპორტთან შეფარდებაში ნამეტად გადარიცხული თანხა (59 657 აშშ დოლარი - 196 432 ლარი) განხილულ იქნა როგორც ფულადი სახსრების გადაცემა და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელს რეგისტრირებული ჰქონდა ერთი ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი 2019 წლის 9 იანვარს, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილი იქნა 2021 წლის 24 თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ რეგისტრირებულია საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ განცხადება, შემოწმების მიერ აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი ჩაითვალა რეალიზებულად სავარაუდო ფასად (200 ლარი). შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა, აღნიშნული ნამეტი თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. შემოწმებამ აღნიშნულ სალარო აპარატთან მიმართებაში ასევე განსაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2020 და 2021 წლები საანგარიშო პერიოდებთან მიმართებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, საშემოსავლო და ქონების გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").