ბრძანება N 26472

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.12.2024
№ დოკუმენტი 26472
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26472

7 დეკემბერი 2024

ბრძანება

შპს „------“- ის (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2024 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №132) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „------“) 2024 წლის პირველი ნოემბრის №92662/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-247 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, თუმცა საჩივარში არგუმენტები წარმოდგენილი არ აქვს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 აგვისტოს №18460 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 23 მაისიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 2 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ოქტომბრის №21742 ბრძანება და №007–247 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 747 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 536 ლარი, ჯარიმა 9 768 ლარი და საურავი 1 443 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო ბიზნესი. საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 5 ოქტომბერს (სტატუსი არაკვალიფიციური). შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, საიჯარო ხელშეკრულებები და ახსნა-განმარტება შემოწმებული პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერებში არსებული მონაცემების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდებზე შეადგინა სულ 57 655 ლარი (დღგ-ს გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი ჰქონდა დღგ-ს ნულოვანი დეკლარაციები, შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვაზე საწარმოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 136-ე და 158- ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შესამოწმებელ პერიოდში პირს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა ან/და ბუღალტრული რეესტრები, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა პირის ფულადი სახსრების ანალიზი. საწარმოს ფულადი მოგების გაანგარიშება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებულ ფისკალურ მონაცემებს, საბანკო ანგარიშებზე განხორციელებულ ტრანზაქციებს და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აღებული აქვს სესხი 25 000 ლარის ოდენობით, რაზეც პროცენტის და ძირის სახით გადახდილი თანხა შეადგენს სულ 9 480 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილია 34 558 ლარის სასაქონლო-მატერიალური მარაგები, ბიუჯეტში გადახდილია 800 ლარი, იჯარის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 36 000 ლარს, ხოლო სალაროს ნაშთი შეადგენს 300 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლის სულ 92 490 ლარის და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელის ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 36 652 ლარს. აღნიშნული ნაშთი ჩაითვალა დირექტორ გაცემულ ხელფასად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2024 წლის 5 ნოემბერს გაეგზავნა №-------- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები/არგუმენტები. წერილს გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 11 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, თუმცა საჩივარში არგუმენტები წარმოდგენილი არ აქვს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდებზე შეადგინა სულ 57 655 ლარი (დღგ-ს გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი ჰქონდა დღგ-ს ნულოვანი დეკლარაციები, შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვაზე საწარმოს, სსკ-ის 73-ე, 136-ე და 158- ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელის ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 36 652 ლარს. აღნიშნული ნაშთი ჩაითვალა დირექტორ გაცემულ ხელფასად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5).