გადაწყვეტილება №21084/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21084/2/2023
06 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 17.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21084/2/2023).
დავის საგანი:
ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №063-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22797 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 47 909,23 ლარი.
მათ შორის:
მიწა არასასოფლო - 27 216
ჯარიმა - 13 608
საურავი - 7 085.23
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №5925 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ---------- საკადასტრო კოდზე არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა 2005 წელს მომჩივანს მიღებული აქვს 49 წლიანი იჯარით. მიწის ფართობია 42 000 კვ.მ. მეწარმეს მის სარგებლობაში არსებულ მიწაზე გადასახადი არ ჰქონდა დეკლარირებული და გადახდილი. არასასოფლო-სამეურნეო მიწა 2015 წელს გადაცემულია ქვეიჯარით შპს „----------“ (ს/ნ ----------) და 2022 წელს უკვე შპს „----------“ (ს/ნ ----------).
სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის მოსარგებლეს წარმოადგენს მომჩივანი, რომელიც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწას გასცემს ასევე იჯარით. შესაბამისად, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 2020, 2021 და 2022 წლების მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №8554 ბრძანება და 20.04.2023 წლის №063-5 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2023 წლის №22797 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-11, მე-12 და მე-14 ნაწილებით.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ი/მ ბეჟან კორძაძეს 2005 წელს მიღებული აქვს 49 წლიანი იჯარით, რომელიც ასევე გაცემულია ქვეიჯარით. შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმეს მის სარგებლობაში არსებულ მიწაზე გადასახადი არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, განესაზღვრა მიწაზე ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, დავის წარმოების ეტაპზე პირს არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2005 წლის პირველი დეკემბრიდან ---------- 49 წლიანი იჯარით აიღო 4,2 ჰა მიწა. ამ ტერიტორიიდან ლიცენზიით აწარმოებდა ქვიშა-ხრეშის ამოღებას და მის გადამუშავებას 2015 წლის ბოლომდე. ამის შემდგომ დატოვა ეს ტერიტორია და ქვეიჯარით გადასცა შპს „----------“ (ს/ნ ----------) დირექტორ ----------, რომლისგანაც არავითარი სარგებელი არ მიუღია. მოილაპარაკეს, რომ გადასახადები უნდა გადაეხადა მას. ითხოვს დარიცხული გადასახადების მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-11, მე-12 და მე-14 ნაწილების თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის პირველი ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2005 წლის პირველი დეკემბრიდან დუშეთის რაიონის გამგეობიდან 49 წლიანი იჯარით აიღო 4,2 ჰა მიწა. ამ ტერიტორიიდან ლიცენზიით აწარმოებდა ქვიშა-ხრეშის ამოღებას და მის გადამუშავებას 2015 წლის ბოლომდე. ამის შემდგომ დატოვა ეს ტერიტორია და ქვეიჯარით გადასცა შპს ---------- (ს/ნ ----------) დირექტორ ----------, რომლისგანაც არავითარი სარგებელი არ მიუღია. მოილაპარაკეს, რომ გადასახადები უნდა გადაეხადა მას. ითხოვს დარიცხული გადასახადების მოხსნას.
მომჩივნის არგუმენტი ვერ იქნება საბჭოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ მიწას ქვეიჯარის საფუძველზე ამუშავებდა შპს ---------- (ს/ნ ----------), სწორედ მომჩივანს ჰქონდა 2005 წლის პირველი დეკემბრიდან იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მოსარგებლედაც ის ითვლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22797 ბრძანება და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2005 წლის პირველი დეკემბრიდან 49 წლიანი იჯარით აიღო 4,2 ჰა მიწა. ამ ტერიტორიიდან ლიცენზიით აწარმოებდა ქვიშა-ხრეშის ამოღებას და მის გადამუშავებას 2015 წლის ბოლომდე. ამის შემდგომ დატოვა ეს ტერიტორია და ქვეიჯარით გადასცა კომპსნიიდ დირექტორს, რომლისგანაც არავითარი სარგებელი არ მიუღია. მოილაპარაკეს, რომ გადასახადები უნდა გადაეხადა მას. ითხოვს დარიცხული გადასახადების მოხსნას. მომჩივნის არგუმენტი ვერ იქნება საბჭოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ მიწას ქვეიჯარის საფუძველზე ამუშავებდა კომპსნის, სწორედ მომჩივანს ჰქონდა 2005 წლის პირველი დეკემბრიდან იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მოსარგებლედაც ის ითვლება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი, მართებულია შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22797 ბრძანება და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205.