ბრძანება N 14169

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 14169
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 14169

20 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---------- (პ/ნ ----------)

(მის.: ----------, სოფ. ----------)

2023 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის (ოქმი №60) სხდომაზე განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) №87297/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს უძრავ ქონებაზე (ს/კ ----------) შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2015 წელს ---------- მდებარე მიწის ნაკვეთზე, შპს ----------, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ---------- დაიწყო მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობის განხორციელების მიზნით, შპს ---------- ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა შპს ----------თან. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და უკვე 2017 წლისათვის კორპუსი აშენებული იყო. შპს ---------- ის დირექტორმა მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში დაიწყო ბინების გაყიდვა. მან საჯარო რეესტრში წარადგინა განშლის ოქმი, შესაბამისად ყველა ბინას მინიჭებული ჰქონდა ნომერი და ინდივიდუალურად ხორციელდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა მყიდველთა დარეგისტრირება ვალდებულების გრაფაში. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დაფარული ჰქონდა უძრავი ქონების შესაძენი ღირებულების დიდი ნაწილი. მაგრამ იმის გამო, რომ შპს ----------ს და შპს ----------ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა. სარჩელის აღძვრასთან ერთად გატარდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და --------ს აეკრძალა (ს/კ ----------) მდებარე უძრავი ქონების განკარგვა, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

აკრძალვის განხოციელების შემდეგ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემა და ვეღარ შეძლეს ბინების საკუთრებაში რეგისტრაცია. საქმე სასამართლოში დასრულდა მორიგებით და შპს ----------ს, შპს ----------მა საკუთრებაში გადასცა ის ბინები, რომლებიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული. შპს ----------თან საკითხის დარეგულირებამდე თავად შპს ----------ს დაედო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მას ქონება შპს ----------დან არ შეუძენია, ქონების შეძენა და თანხის გადახდა მოხდა შპს ----------სათვის 2017 წლამდე, მანამდე სანამ სასამართლო დავა დასრულდებოდა და შესაბამისად წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მის კუთვნილ ქონებაზე (ს/კ ----------) გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2019 წლის 11 მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ ----------) მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 11 მარტი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შპს ---------- მრავალფუნქციური საცხოვრებელი ბინის განშლის გეგმა (დამოწმების თარიღი 2017 წლის 19 აპრილი); ---------- რაიონული სასამართლოს განჩინება №2/896-17, (დამოწმების თარიღი 2019 წლის 31 იანვარი).

შპს ----------ს (ს/ნ ----------) 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს ----------ის (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2020 წლის 4 დეკემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ ----------) ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ ---------- (პ/ნ ----------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2020 წლის 4 დეკემბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, (დამოწმების თარიღი 2020 წლის 30 ნოემბერი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე (ს/კ ----------) ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2020 წლის 4 დეკემბერს. ამასთან, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გამო ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ქონებაზე (ს/კ ----------) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს უძრავ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკური პირს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2019 წლის 11 მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უფიქსირდება ორგანიზაციის 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების გამო მოქალაქის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(1; 5);