ბრძანება N 3808

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 3808
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3808

05 მარტი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.: „--------“ )

2025 წლის 12 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 12 თებერვლის №94150/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 იანვრის №006-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებას და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ 2019 წლამდე პერიოდზე საწარმოს გააჩნია ბუღალტრულად აღრიცხული ოპერაციები, რითიც დასტურდება საწესდებო კაპიტალში შენატანები. განმარტავს, რომ ახალ ბუღალტერს არ ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდებზე და შესაბამისად, ვერ მიაწოდა შემოწმებას. გადამხდელი მიუთითებს, რომ მათი პოზიციის დასტურად მტკიცებულების სახით წარდგენილი ჰქონდათ ორისის საბუღალტრო პროგრამიდან ამოღებული ბრუნვითი უწყისები 2015-2018 წლების საანგარიშო პერიოდზე, ასევე საბუღალტრო ოპერაციების გატარებების რეესტრი საბანკო ანგარიშის ამონაწერი და 2015-2018 წლებში დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში თანხის შეტანის/გატანის შესახებ კრების ოქმები, ასევე, სალარო შემოსავლისა და გასავლის ორდერები ნაღდი ანგარიშსწორებით კაპიტალში თანხის შეტანისა და გატანის შესახებ. გადამხდელის განმარტებით, წარმოდგენილი საბუღალტრო ოპერაციების გატარებების რეესტრის გაფილტვრა სხვადასხვა ჭრილშია შესაძლებელი, რისი ანალიზის შემთხვევაში ყველა კითხვაზე გაეცემოდა პასუხი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით 01.01.2019 წლის მდგომარეობით საწყისი ნაშთები სრულად იქნა გათვალისწინებული (მათ შორის დებიტორებისა და კრედიტორების) გარდა კაპიტალის (საწესდებო) ანგარიშისა. საბუღალტრო ბალანსის იმპერატიული ფორმულის მიხედვით: აქტივი=ვალდებულებას +კაპიტალი, ხოლო კომპანიის კაპიტალი = აქტივებს-ვალდებულება. აუდიტის დეპარტამენტი თავისი გადაანგარიშებით კაპიტალის ნაწილში ამბობს, რომ საწესდებო კაპიტალი 0-ს შეადგენს (ნაცვლად 458 017 ლარისა), გამოდის რომ საბუღალტრო რეგისტრი დაუბალანსებელია. ამ დისბალანსისათვის კი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, 458 017 ლარით რომელი ვალდებულებები უნდა გაიზარდოს ან/და რომელი აქტივი შემცირდეს. მაშინ, როცა ყველა ვალდებულება და აქტივების ნაწილი დოკუმენტურად დადასტურებულია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ამითაც დასტურდება კომპანიის სისწორე. მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არასწორად არის განხორციელებული და დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

2. გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვას. აცხადებს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „----- -სგან “ და შპს „------- სგან“ მიღებული მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. მიუთითებს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „------- სგან “ და შპს „------ სგან “ მიღებული მომსახურება მიწოდებულია დამკვეთისადმი, რაზედაც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც. სამწუხაროდ, აღნიშნული დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო. მიიჩნევს, რომ დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების ნაწილში აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არასწორად არის განხორციელებული და დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28463 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოჩივანის (ს/ნ „--------“) 2023 წლის 5 აგვისტოს საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28463 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 23 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 29 იანვრის №006-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციით არ გამოვლენილა ისეთი ახალი გარემოება, რაც გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების შემცირებას.

2. შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლამდე პერიოდზე საწარმოს გააჩნია ბუღალტრულად აღრიცხული ოპერაციები, რითიც დასტურდება საწესდებო კაპიტალში შენატანები. განმარტავს, რომ ახალ ბუღალტერს არ ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდებზე და შესაბამისად, ვერ მიაწოდა შემოწმებას. ამასთან, მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28463 ბრძანება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურება მიწოდებული აქვს დამკვეთი საწარმოსთვის. აღნიშნავს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „------ -სგან “ და შპს „------ -სგან “ მიღებული მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28463 ბრძანება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებას და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას.

მოჩივანი მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არასწორად არის განხორციელებული და დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვას.მიიჩნევს, რომ დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების ნაწილში აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არასწორად არის განხორციელებული და დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციით არ გამოვლენილა ისეთი ახალი გარემოება, რაც გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების შემცირებას.შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,101,154,173,174.