ბრძანება N 23876
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23876
08 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (ს/ნ ----------)
მის.: (----------)
2024 წლის 23 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №---------- წერილით გადმოგზავნილი „----------“ (ს/ნ ----------) №23781/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 6 აგვისტოს №---------- წერილის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი ასაჩივრებს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 6 აგვისტოს №---------- წერილს, თუმცა მასში დაფიქსირებულ საკითხებზე არგუმენტები არ წარმოუდგენია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მ/წლის 6 აგვისტოს N---------- წერილით უცხოური საწარმოს ფილიალს „----------“ (ს/ნ ----------) ეცნობა პასუხი მის 2024 წლის 10 ივლისის №---------- წერილზე (რეგ. №----------), რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შემდგარ №ELC33389 და №ELC33390 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალის „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების (ორი ნახევარმისაბმელი, საიდენტიფიკაციო ნომრები: ---------- და ----------, ტრანზიტული ნომრები: ---------- და ----------) ზოგადი დეკლარირება გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“ განხორციელდა 2022 წლის 23 ივლისს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 21 სექტემბერი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 30 კალენდარული დღით (2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით).
ვინაიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 29 იანვარს შედგენილი №ELC33389 და №ELC33390 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე. იმავე დღეს აღნიშნული ოქმები ელექტრონულად გადაიგზავნა გადამხდელის პირად გვერდზე და გაცნობა დაფიქსირდა 2024 წლის 30 იანვარს.
ამასთანავე ეცნობა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება მხოლოდ მითითებული სატრანსპორტო საშუალებების (ორი ნახევარმისაბმელი, საიდენტიფიკაციო ნომრები: ---------- და ----------, ტრანზიტული ნომრები: ---------- და ----------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაც საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გატანისას დადგენილი დეკლარირების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, რაც ამავე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) ელექტრონული ფორმით – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შესაბამისი განცხადებისა და საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენით;
ბ) მატერიალური ფორმით (წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში მხოლოდ თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე) – გაფორმების საბაჟო ორგანოში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენით. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „საბაჟო ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ (დანართი №8III-04) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, ხოლო ამავე კოდექსის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეექსპორტის დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2024 წლის 6 აგვისტოს №---------- წერილში მითითებული შინაარსი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ასაჩივრებს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 6 აგვისტოს წერილს, თუმცა მასში დაფიქსირებულ საკითხებზე არგუმენტები არ წარმოუდგენია.
ფაქტობრივი გარემოებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის თანახმად, მომჩივანი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განხორციელდა 2022 წლის 23 ივლისს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 21 სექტემბერი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 30 კალენდარული დღით (2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით). მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო 2024 წლის 6 აგვისტოს წერილში მითითებული შინაარსი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.