ბრძანება N 18014
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18014
25 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- (პ/ნ --------)
(მის.: ----------)
2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის ხდომაზე (ოქმი №77) განიხილა -------- (პ/ნ -------) №112839/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14025 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვერ შეძლო სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება და გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო დაკისრებული ჯარიმა არის პირველი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით ----------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით --------) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე --------- მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2018 წლის 24 დეკემბერი.
ვინაიდან ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა №ELC14025 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------- (პ/ნ -------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმი მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით 2021 წლის 31 დეკემბერს, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 3 ივლისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. იმავე დღეს, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (საიდენტიფიკაციო ნომრით ---------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით -------) ------- №69400088628 განცხადებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6 - მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრებოდა 60 კალენდარული დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად, დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიება - საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14025 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა ჩაითვალოს აღსრულებულად;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვერ შეძლო სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება და გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო დაკისრებული ჯარიმა არის პირველი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წლის 25 ოქტომბერს მომჩივნის მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2018 წლის 24 დეკემბერი. ვინაიდან ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა №ELC14025 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. სადავო ოქმი მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით 2021 წლის 31 დეკემბერს, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 3 ივლისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. იმავე დღეს, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მომჩივნის განცხადებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1)(14), 165, 103(4"ა").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.07.2012 წლის N 290 ბრძანება.