ბრძანება N 26232
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26232
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 22 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №109), განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №83735/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს №EL221074 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 9 აგვისტოს დაიბეჭდა დროებითი შენახვის დეკლარაციები. სატრანსპორტო საშუალებიდან რეალურად ტვირთი დაიცალა 11 აგვისტოს. გამომდინარე აქედან მომჩივნის პოზიციით დეკლარაციების დაბეჭდვის დღეს შეუძლებელი იყო დადგენა იმისა, იდო თუ არა ავტომობილში ტვირთი. სატრანსპორტო საშუალების ფიზიკურად დაცლის შემდეგ, შეიტყვეს, რომ ავტომობილში ტვირთი არ იყო. აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ კი დაუყოვნებლივ - იმავე დღეს ეცნობა საბაჟო ორგანოს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 7 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №---------- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების კუთვნილი საქონელი (სულ 24 სატრანსპორტო ზედნადები — საერთო წონა 10 000 კგ). საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“.
ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 8 აგვისტოს გამოცხადდა შპს „----------“ საბაჟო საწყობში (№----------), სადაც საქონლის ნაწილზე წარდგენილ იქნა დროებით შენახვის დეკლარაციები №----------; №----------, №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №---------- და 1№---------- (09.08.2023), ხოლო დარჩენილი ნაწილი №----------; №---------- და №---------- (07.08.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
2023 წლის 11 აგვისტოს შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №---------- განცხადებით და აცნობა, რომ №---------- (09.08.2023) (საერთო წონა 475.7კგ. ღირებულებით - 28208.9 ევრო) და №---------- (საერთო წონა 116.10კგ. ღირებულებით 11417.89 ევრო) დროებით შენახვის დეკლარაციებით შენახული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი საქონელი არ აღმოჩნდა №---------- სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე აღნიშნულის თაობაზე შპს „----------“-მა №---------- (21.08.2023) განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და განაცხადა, რომ №---------- (09.08.2023) და №---------- (09.08.2023) დროებით შენახვის დეკლარაციებში მითითებული საქონელი სხვა, №---------- სატრანსპორტო საშუალებით (№---------- 09.08.2023) იქნა შემოტანილი და დროებით შენახულია №---------- (10.08.2023) დროებით შენახვის დეკლარაციით (საერთო წონით 591.78კგ).
ვინაიდან შპს „----------“ მიერ არ იქნა შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს შედგენილი №EL221074 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25562 ბრძანებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 23 აგვისტოს შედგენილ №EL221074 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომა და მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) ჩანაწერი: „მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტებით“ შეიცვალა ჩანაწერით „მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე დროებით შენახვის დეკლარაციაში ასახული მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს.
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;
უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნმა არ შეასრულა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით. ამდენად, სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანის განმარტებით სატრანსპორტო საშუალების ფიზიკურად დაცლის შემდეგ, შეიტყვეს, რომ ავტომობილში ტვირთი არ იყო. აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ კი დაუყოვნებლივ - იმავე დღეს ეცნობა საბაჟო ორგანოს. გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნმა არ შეასრულა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო კოდექსით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1).