ბრძანება N 20652

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20652
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20652

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(მის:---) 2023 წლის 26 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს (ოქმი №82) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის №19612/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №79920/1/2023 საჩივარი.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით შპს ---ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რასაც არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ცრუმაგიერი პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა იქნეს თანაზომიერების და პროპორციულობის სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით. ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის ცრუ გარიგების საფუძველზე გადაცემული ქონების ღირებულების ან/და ფულის ფარგლებში. მოცემული დასკვნა გამომდინარეობს თვით ცრუმაგიერობის ინსტიტუტის არსიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იარსებებდა, რომ არ მომხდარიყო ცრუმაგიერი პირისათვის ქონების გადაცემა. ცრუმაგიერი პირის მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა ფარგლები, ლოგიკურად, უნდა განსაზღვროს საგადასახადო ორგანომ მის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში. ცრუმაგიერმა პირმა სახელმწიფოს ბიუჯეტის გადასახადის გადამხდელთან ერთად მიაყენა ზიანი, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს შესაბამის, პროპორციულ, თანაზომად ზიანზე. დაუშვებელია ცრუმაგიერ პირს ქონებირივად დაეკისროს აღნიშნულზე მეტი მოცულობის პასუხისმგებლობა. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ---თან მიმართებაში განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლოს ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს ---; ---; ---; აღიარებულ იქნენ შპს „---ს“ ცრუმაგიერ პირებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №081-43 ბრძანებით, შპს „---“-ს (ს/ნ ----) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ ----ის (პ/ნ ----) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. სადავო ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა ხელზე 2023 წლის 2 მარტს.

ზემოაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2023 წლის 26 მარტის №79920/1/2023 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის №8519 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის №19612/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს მომჩივნის მოთხოვნაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „---- ''; ----; ----; ღიარებულ იქნენ შპს „---ის“ ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და მომჩივნების (სამი პირი) მიერ მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტა შემდეგნაირად: „შპს ---ს ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს ---ს) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონსძიებებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში“ და ასევე მიუთითებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაუქმდეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების და ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მთელ ქონებაზე, გარდა იმ ქონებისა, რომლის რეალიზაციას ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მოსამართლის ბრძანება, ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ქონებაზე ყადაღა გაავრცელოს ფ/პ ---ს (პ/ნ ---) ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინებისა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ქონებაზე ყადაღა გაავრცელოს ფ/პ ---ს (პ/ნ ---) ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64),საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით საწარმოს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რასაც არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ცრუმაგიერი პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №081-43 ბრძანებით, საწარმოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

ზემოაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2023 წლის 26 მარტის №79920/1/2023 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის №8519 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის №19612/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინებისა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ქონებაზე ყადაღა გაავრცელოს მომჩივნის ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 241; 246.