ბრძანება N 4259
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4259
06.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 10 აგვისტოსა და 2023 წლის 13 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 იანვრისა და 3 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №1 და №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 10 აგვისტოს №73591/1/2022 და 2023 წლის 13 იანვრის №78006/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №006-304 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვას. აცხადებს, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ აღიარებს მის მიმართ არარეზიდენტი საწარმოს არსებულ მოთხოვნას და შესაბამისად, უარს აცხადებს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე შპს „----------“ მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე არარეზიდენტ ფიზიკურ პირსა და შპს „----------“ შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. ასევე, მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად განხილულ თანხებზე გადახდის წყაროსთან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ წარმოადგენს კომპანიის დაქირავებულ პირს. ასევე, არ არის კომპანიის ურთიერთდამოკიდებული მხარე. ამასთან, არ ეთანხმება სესხზე საპროცენტო განაკვეთად 20%-ის განსაზღვრას, ვინაიდან 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 5.5% შეადგენს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9694 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (მომჩივანი) (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 11 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 ივლისის №19014 ბრძანება და ამავე თარიღის №006–304 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 163 539 ლარი, მათ შორის გადასახადი 725 216 ლარი, ჯარიმა 350 714 ლარი და საურავი 87 609 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, ძირითადად ტვირთის საჰაერო გადაზიდვებით იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ტვირთის გადაზიდვის მომსახურება გაწეული ჰქონდა „----------“-სთვის, რომელიც რეგისტრირებული იყო ---------- ში და წარმოადგენდა არარეზიდენტ კომპანიას. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, არარეზიდენტი კომპანიის დებიტორული დავალიანება იყო მზარდი და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 767 989 დოლარის ექვივალენტს ლარში. ამასთან, 2021 წლის 2 ივლისს კომპანიებს შორის გაფორმებული იყო ურთიერთშედარების აქტი, რომლის შესაბამისადაც „----------“-ის დებიტორულმა დავალიანებამ შპს „----------“ მიმართ შეადგინა 1 588 219 დოლარის ექვივალენტი ლარში. ამასთან, კომპანიებს შორის 2021 წლის შემდგომ პერიოდში არ ფიქსირდებოდა არანაირი ურთიერთობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ვერ დადგინდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობის ფაქტი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „----------“-სთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილი და საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, გადამხდელს უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნა ფიზიკური პირის "----------" მიმართ 455 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ "----------"-მა 2021 წლის 4 მაისს ---------- ში რეგისტრირებული კომპანია შპს „----------“ წინაშე აღიარა ვალი 455 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „----------“ და შპს „----------“ შორის 2021 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ამ ---------- მა შპს „----------“ დაუთმო "----------" მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც ფიზიკური პირი არ დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "----------"-ს შპს „----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 455 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანება შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა მოგებითა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შეფასების ნაწილში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, რადგან არარეზიდენტი "----------" პირზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშებაში და დარიცხვის ნაწილში დარიცხულია, როგორც მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადები. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ მხარეებს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აკავშირებთ ეკონომიკური ურთიერთობა, რაც დგინდება როგორც შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობითაც. დებიტორული დავალიანების არსებობა კი გამომდინარეობს სავაჭრო ურთიერთობიდან. აცხადებს, რომ შპს „----------“ მიერ ხორციელდება მომსახურების გაწევა, ხოლო „----------“-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება. არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია და რიგ შემთხვევაში 4,5 მილიონ დოლარსაც აღწევს, თუმცა აღნიშნული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 767 989 ლარს, რომლის რეალურობას ადასტურებს მხარეთა შორის 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი (წარმოდგენილი აქვს საჩივარზე დანართის სახით).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად გადამხდელს უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნა არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ 455 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ "----------"-მა 2021 წლის 4 მაისს ---------- ში რეგისტრირებული კომპანია შპს „----------“ წინაშე აღიარა ვალი 455 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „----------“-სა და შპს „----------“-ს შორის 2021 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ამ ---------- მა შპს „----------“ დაუთმო "----------"-ს მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც ფიზიკური პირი არ დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ---------- შპს „----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 455 000 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხს, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებელი კი სახელფასო განაცემს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ მხარეებს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აკავშირებთ ეკონომიკური ურთიერთობა, რაც დგინდება როგორც შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობითაც. დებიტორული დავალიანების არსებობა კი გამომდინარეობს სავაჭრო ურთიერთობიდან. აცხადებს, რომ მომჩივანის მიერ ხორციელდება მომსახურების გაწევა, ხოლო არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება. არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია და რიგ შემთხვევაში 4,5 მილიონ დოლარსაც აღწევს, თუმცა აღნიშნული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 767 989 ლარს, რომლის რეალურობას ადასტურებს მხარეთა შორის 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი (წარმოდგენილი აქვს საჩივარზე დანართის სახით).
2. ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად გადამხდელს უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნა არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ 455 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ ფიზიკურმა პირმა არარეზიდენტი კომპანიის წინაშე აღიარა ვალი 455 000 აშშ დოლარის ოდენობით. მომჩივანსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის 2021 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, დაუთმო ფიზიკური პირის მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც ფიზიკური პირი არ დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს მომჩივანის სასარგებლოდ დაეკისრა 455 000 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3„ზ“); 101(1); 134; 154(1„ა“); 275.