ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ქონების გადასახადი 13.04.2018
№ დოკუმენტი 43
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2018 წლის 13 აპრილი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი და მისი განაკვეთები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის №190 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 23/04/2013; სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.160.016173).

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ლევანი ონიანი

დანართი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1.

რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო საქმიანობისათვის – ავტომოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2022 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 2.

სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 3.

1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

 

მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

#assignedTableId-1722585260211 {width:495.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

 

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

27

 

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

22,50

 

3

სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

105

 

4

საკარმიდამო

105

 

5

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით

47

 

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

 

მუხლი 5.

ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:

 

#assignedTableId-1722585269153 {width:495.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ზონა

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

 

I – ზონა

მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა

1,05

0,252

 

II – ზონა

ტყე-ჭალა

0,70

0,168

 

III – ზონა

სასაფლაოს ტერიტორია

0,665

0,1596

 

მუხლი 6. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლით.

2. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს.

შენიშვნა: მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე