ბრძანება N 19554

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19554
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19554

08 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------)

(იურიდიული მის.: ----------------------------;

ფაქტობრივი მის: -------------------------------)

2023 წლის 27 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) №82650/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №011-5114 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №011- 5114 შეტყობინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული არ არის, თუ რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მოხდა მის მიმართ გირავნობის გამოყენება.

საგადასახადო ორგანომ ისე გაავრცელა მის ნებისმიერ ქონებაზე საგადასახდო გირავნობა, რომ დღემდე ვერ შეძლო ზუსტად გაერკვია რის გამო აქვს საგადასახადო გირავნობა წარმოშობილი. მას არასდროს უმოქმედია ისე, რომ წარმოშობილიყო საქართველოს საგადასახდო კოდექსით 246-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობა.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 246-ე მუხლში მითითებულია გადასახადის გადამხდელის ცმუმაგიერი პირის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული დეტალები. მოცემული მუხლის შესაბამისად პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. მას არანაერი მოქმედება არ ჩაუდენია ისეთი, რომლითაც სხვას ან საკუთარ შპს-ეს თავიდან აარიდა მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება. ყოველთვის ცდილობს არსებული გადასახადები გადაიხადოს კანონის სრული დაცვით.

დღემდე მისთვის არავის გადაუცია სასამართლო შეტყობინება და წერილობითი დოკუმენტები. საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სიკეთეს წარმოადგენს. არავის აქვს უფლება უმიზეზოდ შეუზღუდოს საკუთარი ქონების ფლობა. მისი ყოველთვიური ხარჯები 1000 ლარამდეა, რომელიც საჭიროა მინიმალური სოციალური პირობების შესაქმნელად. მოცემული საგადასახადო გირავნობით წაერთვა სოციალური მინიმალური პირობების შექმნისათვის საჭირო ხარჯების განკარგვის უფლება, რაც ერთგვარად მიმართულია მისი როგორც სოციალური არსების დისკრედიტაციისათვის და ცდება ყველანაირ სამართლებრივ ლოგიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №011-5114 შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 ივნისს -----ის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) და ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) , შპს ----- ------------------ის (პ/ნ -----------------) ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის თაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2023 წლის 29 ივნისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №011-5114 შეტყობინება ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

დადგენილია, რომ შპს -----------ს (ს/ნ ----------) ცრუმაგიერ პირად ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) მიჩნევის თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 ივნისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა. დადგენილია ასევე, რომ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სადავო შეტყობინებების გამოცემის თარიღისათვის შპს -------ს (ს/ნ --------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ----- ------------------ას (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №011- 5114 შეტყობინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული შეტყობინების გაუქმებას..

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა რაიონულ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა მომჩივანის , საწარმოს ცრუმაგიერ პირად მიჩნევის თაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №011-5114 შეტყობინება მომჩივანის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238( „ა“) ; 239(1,2); 246(4); 265; 302(6 );