გადაწყვეტილება №19729/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19729/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19729/2/2023

05.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 21.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19729/2/2023).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტ საწარმოზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №007-358 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9917 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 117 941,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 37 592

დღგ - (-199 809)

მოგების გადასახადი - 237 401

ჯარიმა - 37 592

საურავი - 42 757,98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

განხორციელებული იმპორტის ოპერაციების და საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გარკვეული თანხების გადარიცხვები -------ში კომპანია „-------“-ისთვის. აღნიშნული კომპანიიდან პერიოდულად ხორციელდება საქონლის შეძენა და შესაბამისი იმპორტის ოპერაციები. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, 30.12.2019 წელს „--------“-მ პირველად დაუბრუნა გადარიცხული თანხა 836 792,58 ლარის ოდენობით, ხოლო 23.08.2022 წელს - 1 115 840 ლარის ოდენობით (შემოწმებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში).

საგადასახადო ორგანომ უკან დაბრუნებულ თანხებთან მიმართებაში შეცვალა ოპერაციის შინაარსი და ჩათვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაბრუნებული თანხა, თანხა ასახული იქნა მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში. ასევე, უპროცენტო სესხზე გაანგარიშდა შესაბამისი საპროცენტო სარგებელი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხი შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №007-358 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9917 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და კომპანია „--------“-ის მიერ უკან დაბრუნებული თანხების არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგების გადასახადში შემმოწმებლების მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. უკან დაბრუნებულ თანხებთან მიმართებაში შეიცვალა ოპერაციის შინაარსი და განხილულ იქნა აღნიშნული არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის ,,ზ" პუნქტის თანახმად განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოო არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ განსაზღვრულ პროცენტის ოდენობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული გადარიცხვა განხორციელებულ იქნა საქონლის შესაძენად და რომელიც დაბრუნდა 2019 წლის დეკემბრის თვეში, ვინაიდან ვერ განხორციელდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. გარდა აღნიშნულისა, შემმოწმებლების მიერ წინასწარ ავანსად გადარიცხულ თანხებზე დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო საქონლის მიღების შემთხვევაში იტოვებს ჩათვლის უფლებას შემოწმების მიმდინარეობისას და ასევე მის დასრულების მომენტში უკვე განხორციელდა ავანსად გადარიცხული თანხებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება საქონლის სრულად მიღება და დღეის მდგომარეობით კომპანიას სრულად აქვს მიღებული კონტრაქტით გათვალისწინებული საქონელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაც ასევე შემმოწმებელს აღნიშნული აქვს კიდეც შემოწმების აქტში, საწარმოს ეძლევა უფლება დააზუსტოს დეკლარაციები და მიიღოს მოგების გადასახადში ჩათვლის უფლება. თუმცა მას რჩება დარიცხული ჯარიმები, რაც არასწორია ვინაიდან გადარიცხვები არ განხორციელებულა არც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, არც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს გადარიცხული აქვს გარკვეული თანხები -------ში კომპანია „--------“-ისთვის. აღნიშნული კომპანიიდან პერიოდულად ხორციელდება საქონლის შეძენა და შესაბამისი იმპორტის ოპერაციები. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, 30.12.2019 წელს დაბრუნებულია გადარიცხული თანხა 836 792,58 ლარის ოდენობით, ხოლო 23.08.2022 წელს - 1 115 840 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანია „-------“-ის მიერ საქონლის მიწოდებამდე ან/და თანხის დაბრუნებამდე ფიქსირდებოდა თანხების მრავალჯერადი გადარიცხვები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და კომპანია „---------“-ის მიერ უკან დაბრუნებული თანხების არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9917 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

არარეზიდენტ საწარმოზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გარკვეული თანხების გადარიცხვები არარეზიდენტი კომპანიისთვის. აღნიშნული კომპანიიდან პერიოდულად ხორციელდება საქონლის შეძენა და შესაბამისი იმპორტის ოპერაციები. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, 30.12.2019 წელს პირველად დაუბრუნა გადარიცხული თანხა 836 792,58 ლარის ოდენობით, ხოლო 23.08.2022 წელს - 1 115 840 ლარის ოდენობით (შემოწმებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში). საგადასახადო ორგანომ უკან დაბრუნებულ თანხებთან მიმართებაში შეცვალა ოპერაციის შინაარსი და ჩათვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაბრუნებული თანხა, თანხა ასახული იქნა მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში. ასევე, უპროცენტო სესხზე გაანგარიშდა შესაბამისი საპროცენტო სარგებელი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხი შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9917 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9917 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ")(4), 97(1), 982(3"ზ")(8), 983(1).