გადაწყვეტილება №22807/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22807/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 8.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22807/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №056-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6016 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 104 151 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 765
დღგ - 25 849
საშემოსავლო გადასახადი - 44 916
ჯარიმა - 23 809
საურავი - 95 77
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო და სანტექნიკის მასალებით საცალო ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №19703 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი არ აწარმოებს აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვისას გაირკვა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებელი. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია განისაზღვროს მომჩივნის საქმიანობის პროცესში რეალურად გამოყენებული ფასნამატი და იმავე რეგიონსა და იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად გაიანგარიშა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2023 წლის №33096 ბრძანება და №056-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6016 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, 80-ე, მე-100, 102-ე, 43-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით, სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებლები, შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის პროცესში რეალურად გამოყენებული ფასნამატი, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
რამდენიმე საქონელი გაყიდულია ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი. ითხოვს, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული და აუდიტორთან ერთად გავლილი ფასნამატის პროცენტის წლიური საშემოსავლო გადასახადის გადახედვას და გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №46298-21-14 წერილში, სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:
მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ჩატარდა ინვენტარიზაცია და გაირკვა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებლები, რაზეც 18.10.2023 წელს შედგა №CB1536564 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ (დანართი 16) შევსებული იქნა სარეალიზაციო ფასების გარეშე. შემდგომ, 2023 წლის 22 ნოემბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, დადგინდა, რომ ფასის მაჩვენებლები კვლავ არ იყო გამოკრული, რაზეც შედგა 22.11.2023 წლის №CB1555526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში გაიმიჯნა დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაცია და არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებულია იმავე რეგიონში, იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (31.99%).
მომჩივნის განმარტებით, ზოგიერთი საქონელი გაყიდულია ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი, ასევე წარადგინა დოკუმენტაცია ფასნამატის დასადასტურებლად, რომელიც გავლილი იქნა აუდიტორთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6016 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი არ აწარმოებს აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვისას გაირკვა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებელი. საგადასახადო ორგანომ, იმავე რეგიონსა და იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად გაიანგარიშა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6016 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 159;