გადაწყვეტილება №19536/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2023
№ დოკუმენტი 19536/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19536/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19536/2/2023).

 

დავის საგანი:

აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №028-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7735 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 550 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 19 643

დღგ - 14 129

საშემოსავლო გადასახადი - 5 463

ქონების გადასახადი - 51

ჯარიმა - 9 302

საურავი - 6 605

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, ძირითადად სურსათით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №22719 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (18 კატეგორია). კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს. შესაბამისად, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი 2019 და 2020 წელს, ხოლო 2022 წელს გამოყენებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით. საბოლოოდ, დადგინდა კომპანიის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (18 კატეგორია). კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს. შესაბამისად, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი 2019 და 2020 წელს, ხოლო 2022 წელს გამოყენებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით. საბოლოოდ, დადგინდა კომპანიის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით საწარმოს შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. კომპანიის მიერ წარდგენილია ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის და კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32511 ბრძანება და №028-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 35 550 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 აპრილის №7735 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, პირის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 18 კატეგორია). ვინაიდან კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი 2019 და 2020 წელს,ხოლო 2022 წელს - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. საკითხის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე საქმიანობა არ უფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი გავრცელებული იქნა მხოლოდ 2022 წელზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე აუდირებული ფასნამატის, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის ობიექტში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა ფასების დადგენის მიზნით. მიმდინარე კონტროლისას დადგენილი სარეალიზაციო ფასების შედარებით საქონლის თვითღირებულებასთან მიღებულია არსებითად განსხვავებული ფასნამატის პროცენტი. ვინაიდან შემმოწმებელს ჰქონდა ინფორმაცია ობიექტზე არსებული სარეალიზაციო ფასების შესახებ საქონლის სხვადასხვა სახეობაზე, არ იყო აუცილებლობა გამოეყენებინა სხვა ობიექტზე არსებული ფასნამატის მაჩვენებელი.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილზე.

რაც შეეხება აქტში მითითებულ არგუმენტს მსგავსი ობიექტის პროცენტის გავრცელების თაობაზე, საპროცენტო განაკვეთის ფასის პროპორციულად შესაძლებელია შეიცვალოს თითოეულ საქონელზე, ხოლო საქონლის საბაზრო ფასად ვერ განვიხილავთ 30 დღის ინტერვალის გათვალისწინების გარეშე დადგენილ ფასს.

დგენილ ფასს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს გადაანგარიშება და ფასნამატის პროცენტის დადგენისას იხელმძღვანელოს მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი, შესამოწმებელ ობიექტზე არსებული, რეალური სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. აგრეთვე, ითხოვს დადგენილი ფასნამატის გავრცელება მოხდეს საქონლის სახეობების მიხედვით.

ობიექტი შემოწმების პერიოდში არასდროს დაჯარიმებულა. დარიცხული თანხების გადახდა გამოიწვევს მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის სრულ პარალიზებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (18 კატეგორია). ვინაიდან საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, 2019-2022 წელს გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 წელს - მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ფასების ფიქსაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 13%-ს. ასევე, 13%-ია აუდირებული საშუალო ფასნამატი, რომელიც გავრცელებულია საქონლის სახეობების მიხედვით.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, ძირითადად სურსათით.საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები.კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (18 კატეგორია). ვინაიდან საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, 2019-2022 წელს გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 წელს - მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

136(3);73(5);161(1ა);159(1ა);163(1,2);164(1);