გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2018
საქმის ნომერი
010210016001467339
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001467339

№2-2582/2016წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ივნისი, 2017 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ე-----------------------ა’’

წარმომადგენელი - ჯუ-–----ა მგ--–----–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,დ----–--------–-----–-----------ა“

წარმომადგენელი - მა--ი კა-----ე, ნა--ო ვა–----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელის სს,,ე-----------------------ას’’ სასარგებლოდ მოპასუხე შპს ,,დ----–--------–-----–-----------ას“ გადასახდელად დაეკისროს მიწოდებული ელ.ენერგიის საფასურის დავალიანება 683.34 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხეს შპს ,,დ----–--------–-----–-----------ას“ მოსარჩელის შპს ,,ე-----------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

- სს ,,ენ----------------------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, მოპასუხეს აწვდის ელექტროენერგიას. მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობათა შესახებ კომპანიის ბილინგის მონაცემებში და დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო დავალიანება შეადგენს 683,34 ლარს. დავალიანება მომდინარეობს 2016 წლის ივნისის თვიდან.

- მოპასუხეს არაერთხელ ჩაბარდა ქვითარი მოხმარებული ელ.ენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არაერთხელ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

- მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის, ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტაციით, წესების დამტკიცებული ფორმით), მხარეებს შორის არსებული ქვითრები ითვლება ხელშეკრულებად.

- მოპასუხე იხდიდა აღრიცხულ ელ. ენერგიას და არასოდეს მისი პირობები არ გაუპროტესტებია, მას განხორციელებული აქვს გადახდებიც. მოპასუხეს დღეის მდგომარეობითაც მიეწოდება ელექტროენერგია.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგ არგუმენტაციით:

- შპს ,, დუ--–--------–-----–------------“ არ ირიცხება სს ,,ე-----------------------ას“ აბონენტად, შესაბამისად არც ინდივიდუალური მრიცხველი გააჩნია, არც მისგან მოწოდებული ელექტროენერგიით უსარგებლია, მას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არც გადახდის ქვითრები ჩაბარებია. მხარეები არანაირ სახელშკრულებო ურთიერთობაში არ ყოფილან, სემეკის 2018 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების თანახმად მიერთების მსურველი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიანტს. შესაბამისად ,,დუ--–--------–-----–------------ს“ მოსარჩელის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიით არ უსარგებლია.

- შპს ,, დუ--–--------–-----–------------“ დეველოპერული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც აქვს მრავალი სამშენებლო ობიექტი. მოსარჩელე ვერ ასახელებს, თუ რომელი ობიექტიდან გამომდინარეობს დავალიანება, არ არის წარმოდგენილი ქვითრები, რომლებიც დაადასტურებდა გადახდებს, ასევე არც ვალის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

- მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არაა მტკიცებულებით გამყარებული.

(იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე - სს ,,ენ----------------------ა“, როგორც მეწარმე სუბიექტი, წარმოადგენს ელექტროენერგიით მომმარაგებელ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მომხმარებელზე დადგენილი საფასურის საფუძველზე ელექტროენერგიის მიწოდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. მოპასუხე - შპს ,,დ----–--------–-----–-----------ა“ წარმოადგენს დეველოპერულ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გააჩნია არაერთი სამშენებლო ობიექტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ამონაწერები საჯაო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:

- სს ,,ენ----------------------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, აწვდიდა თუ რა შპს ,,დ----–--------–-----–-----------ას“ ელექტროენერგიას და იყვნენ თუ არა ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში;

- მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორცილდება თუ არა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

- ჩაბარდა თუ არა მოპასუხეს (არაერთხელ) ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნით და შეუწყდა თუ არა (არაერთხელ) მას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მხარეები იძლევიან ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. ასურის თაობაზე გარიგების დადების შესახებ მტკიცება უნდა დაეკისროს მოსარჩელეს - მიმწოდებელს, ხოლო მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცება, რომ იგი, რომელსაც ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გააჩნია არაერთი სამშენებლო ობიექტი, ელექტროენერგიას ღებულობდა (ღებულობს) სხვა მიმწოდებლისაგან, ან გააჩნდა (გააჩნია) ელქტროენერგიის ავტონომიური (საკუთარი) წყარო, აღიარებს და არ უარყოფს რა ზოგადად, ელექტროენერგიის საჭიროებისა და აუცილებლად მოხმარების ფაქტს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება მხარეთა მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად, ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.3. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების, მისი ოდენობისა და ღირებულების-საფთანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას, არგუმენტების დასამტკიცებლად თანაბარი საპროცესო საშუალების მიცემას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მხარეები მტკიცებულებების მეშვეობით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტების დადგენაში. სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას, მათ სიმყარეს, დამაჯერებლობას და მათი შეფასებით უყალიბდება შინაგანი რწმენა ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად მტკიცებულებათა შინაარსისა და მნიშვნელობისა, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული შეფასება. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილებით განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის, ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით, ასევე ქვითრებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტაციით, წესების დამტკიცებული ფორმით, მხარეებს შორის არსებული ეს დოკუმენტაცია ითვლება ხელშეკრულებად. მოსარჩელემ წარმოადგინა: ამონაწერი აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობათა შესახებ კომპანიის ბილინგის მონაცემებიდან, სს ,,ენ----------------------ა“-ს 29.10.2010წ. წერილი შპს ,,დ----–--------–-----–-----------ისადმი“ ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე შპს ,,დ----–--------–-----–-----------ის“ კუთვნილ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ელექტრომომარაგებისათვის მოთხოვნილი 800 კვტ სიმძლავრის ტრანსფორმატორის ექსპლუატაციისათვის ტექნიკური პირობების დაცვის შესახებ, სს,,ენ----------------------ა“-ს პასუხისმგებელი პირის 27.07.2011წ.მოხსენებითი ბარათი ხელმძღვანელისადმი, რომ

შპს ,,დ----–--------–-----–-----------ისათვის“ დამონტაჟებულია ტრანსფორმატორი და ელქტრომრიცხველი, რაც უნდა მიურთდეს ქსელს და აყვანილ იქნას აბონენტად. ასევე წარმოდგენილია ორმხრივად შედგენილი შესაბამისი 22.07.2011წ. აქტი, აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი. წარმოდგენილია თვით შპს ,,დ----–--------–-----–-----------ის“ 03.12.2015წ. წერილი შპს ,,ენ----------------------ისადმი“ ანგისის ქ. 32, ბი-ა #4--ში არსებული ელექტრომრიცხველის ცალკე სააბონენტო ბარათად დარეგისტრირების და ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ენ----------------------ა“-ს 29.10.2010წ. წერილი შპს ,,დ----–--------–-----–-----------ისადმი“;

- 27.07.2011წ.მოხსენებითი ბარათი;

- ორმხრივად შედგენილი 22.07.2011წ. აქტი და აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი;

- 03.12.2015წ. წერილი შპს ,,ენ----------------------ისადმი“ ანგისის ქ. 32, ბი-ა #4--ში არსებული ელექტრომრიცხველის ცალკე სააბონენტო ბარათად დარეგისტრირების და ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის შესახებ;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.6. დადგენილია, რომ მოპასუხეს არაერთხელ ჩაბარდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არაერთხელ შეუწყდა და აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.12.2015წ. წერილი შპს ,,ენ----------------------ისადმი“ ანგისის ქ. 32, ბი-ა #4--ში არსებული ელექტრომრიცხველის ცალკე სააბონენტო ბარათად დარეგისტრირების და ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის შესახებ;

- 03.12.2015წ. წერილი;

- 13.11.2015წ. განცხადება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.7. მოპასუხე იხდიდა აღრიცხულ ელ. ენერგიას და არასოდეს მისი პირობები არ გაუპროტესტებია. მისი დავალიანება 2016 წლის ივნისის თვიდან შეადგენს 683,34 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- ამონაწერი აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობათა შესახებ კომპანიის ბილინგის მონაცემებიდან;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2.8. მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად წარმოადგინა უტყუარი წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ გარდა ზეპირი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მან ვერც იმის შესახებ მიუთითა, რომ თუ არა სს ,,ენ----------------------ისაგან“, მაშინ რა წყაროებიდან მიეწოდებოდა და მიეწოდება ელექტროენერგია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.

 

შპს ,, დუ--–--------–-----–------------“ რეგისტრირებულია სს ,,ენ----------------------ას’’ აბონენტად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 3.1, 9.1, მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სს ,,ე-----------------------ას’’ მიმართ ერიცხება დავალიანება - 683.34 ლარის ოდენობით. არა მარტო დავალიანების, არამედ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთოებებში ყოფნასაც არსებობას უარყოფს მოპასუხე.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ არ ცნო.

 

მოპასუხე თავის შესაგებელს და მოსაზრებებს, არგუმენტაციას ამყარებს ზეპირი ახსნა-განმარტებით, თუმცა არ წარმოუდგენია რაიმე სხვა მტკიცებულება, მაშინ როცა მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად წარმოადგინა უტყუარი წერილობითი მტკიცებულებები. ამდენად, მოსარჩელემ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა-მასზე დაკისრებული მტკიცების ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეასრულა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ე-----------------------ას’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეს შპს ,,დუ--–--------–-----–------------ს“ მოსარჩელის სს ,,ე-----------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს 683.34 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს შპს ,,დუ--–--------–-----–------------ს“ მოსარჩელის სს ,,ე-----------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (09.08.2016წ. №11401008 საგადახდო დავალება, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150; მიმღების ბანკი - კოდი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებიდან.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე