განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
020100117002020551
დავის ტიპი
160 1 , 150 1 , 126 1
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002020551

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/457-17 29 ნოემბერი 2017 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ი-–-------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ა---------------–------–---–-----------------–-------–-–----------------–--------------–----------–-----------------------------------–-----------–---------------------–--------------–-------------------–-----------------------------------------–-----------------

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულების მცდელობა, შეასრულოს მოქმედება, რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს

 

2.1.3. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა

 

2.2. ადვოკატი დ---------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ა---- შ---–---მ ერთხელ დაარტყა ფეხი ნ---- გ---–-ას მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ძალადობა

 

მოწმე ლ--- ნ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ა---- შ---–---ს ნ---- გ---–-ამ ჰკითხა, თუ რატომ მივიდა მასთან. ა---- შ---–--- ნ---- გ---–-ას უყვიროდა, ჩემს მიმართ საჩივარი რატომ შეიტანე, გამოიტანე თორემ გაგანადგურებო. ნ---- გ---–-ამ ა---- შ---–---ს უთხრა, შენს მიმართ საჩივარი პოლიციაში შეტანილი მაქვს და ზომებს მიიღებენო, რის შემდეგ ა---- შ---–---მ ნ---- გ---–-ას მუცელში მარჯვენა ფეხი ერთხელ ძლიერად ჩარტყა. ნ---- გ---–-ა ტკივილის გამო წაიქცა და დაეცა, ხოლო ა---- შ---–--- გაიქცა.

ნ---- გ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---მ წიხლი ჰკრა მუცელში, რაც ძალიან ეტკინა. 10 წუთი ჩაკეცილი იყო იატაკზე.

მოწმეების: მ--- ხ-------ას და ნ--- გ---–-ას ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ---- გ---–-ასგან გაიგეს შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე ა---- შ---–---ს მიერ ნ---- გ---–-ასთვის ფეხის ჩარტყმის თაობაზე. ნ---- გ---–-ას ხელი მუცელზე ეკიდა ტკივილის გამო.

სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების: ლ--–- ნ------ას და ნ---- გ---–-ას, ასევე მ--- ხ-------ას და ნ--- გ---–-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---მ ნ---- გ---–-ას დაარტყა ფეხი მუცლის არეში.

ამდენად, გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარტყა ფეხი მუცლის არეში ნ---- გ---–-ას რითაც ჩაიდინა ძალადობა.

 

2.2. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

მოწმე ლ--- ნ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ნ---- გ---–-ას ეტკინა ა---- შ----–აიას დარტყმული. აღნიშნული მან იცის თავად ნ---- გ---–-ასგან. მას ტკივილგამაყუჩებელი წამალიც კი დაალევინა. ნ---- გ---–-ას რომ ეტკინა დარტყმული, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ის წაიქცა.

მოწმე ნ---- გ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---სგან დარტყმის მიღების შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი, ჩაიკეცა და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე შეძლო 112-ში დარეკვა.

მოწმე მ--- ხ-------ას ჩვენებით დასტურდება, რომ როცა მან ნ---- გ---–-ა ნახა შემთხვევის დღეს, მას მუცელზე ეკიდა ხელი, რაც ასევე მიუთითებს ტკივილის შეგრძნების არსებობაზე.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.

დაზარალებულმა ტკივილი რომ იგრძნო, აღნიშნული დასტურდება თვითონ დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების: ლ--- ნ------ას და მ--- ხ-------ას ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც დაზარალებული ფეხის ჩარტყმის შედეგად წაიქცა, მას ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდა და ხელს მუცელზე იკიდებდა, იქ, სადაც დაარტყა ბრალდებულმა. ეს ტკივილი რომ სწორედ ბრალდებულის ქმედებით არის გამოწვეული, აღნიშნულიც დასტურდება თვითმხილველი ზემოდასახელებული მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც უარყოფენ დარტყმამდე დაზარალებულის მიერ ტკივილის სიმპტომების გამოვლენას.

სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ---- გ---–-ას ჯანმრთელობის იმდაგვარი დაზიანება, რაც მოცემულია სსკ-ის 120-ე მუხლში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

საქმის მასალების თანახმად, საეჭვო არ არის ის ფაქტი, რომ ბრალდებულის დარტყმას მოჰყვა ტკივილის განცდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---მ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ამავე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ა---- შ---–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა---- შ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ა---- შ---–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ძალადობის ხასიათი, კერძოდ, ძალადობის ჩადენა ფეხის მუცელში დარტყმის გზით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და ამით შიშის გრძნობის გაჩენა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ფეხის მუცლის არეში დარტყმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (დაოჯახებულია), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ქმედების ხასიათის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, განსაკუთრებით - დანაშაულის პრევენციის მიზანი და მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. ამასთან, ა---- შ---–---ს უნდა შეეფარდოს ამ სახის მინიმალური სასჯელი.

 

II. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულების მცდელობა, შეასრულოს მოქმედება, რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ა---- შ---–---, იმ მიზნით, რომ შეხვედროდა ნ---- გ---–-ას, ურეკავდა ამ უკანასკნელის დედას - მ--- ხ-------ას მის სააბონენტო ნომერზე და დაჟინებული მოთხოვნით, მუქარის გამოყენებით ცდილობდა, იძულებული გაეხადა ის, შეეხვედრებინა მისთვის ნ---- გ---–-ა, რასაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ა---- შ---–---მ ვერ მიაღწია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ადამიანის ფსიქიკური იძულების მცდელობა, შეასრულოს მოქმედება

 

მოწმე ნ---- გ---–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ ა---- შ---–---ს ნათესავები ფიქრობდნენ, რომ მას ა---- შ---–---სთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა. ასეთი აზრების არსებობა არ სჭირდებოდა და უარი უთხრა მეგობრობის გაგრძელებაზე. ამის მერე ა---- შ---–--- მივიდა მის დედასთან და უთხრა, რომ მის შვილთან ურთიერთობა უნდოდა, რადგან უყვარდა ის. დედას უთხრა, რომ დავრეკავ, მიპასუხოსო შენმა შვილმა თორემ აქ ხშირად მოვალ და შენს შვილს სახელი გაუტყდებაო. მაისის თვეში ემუქრებოდა დედას, რეკავდა, შვილის, შვილიშვილების მკვლელობით, შვილის გატაცებით ემუქრებოდა თუ მას არ შეახვედრებდა. ბოლო მუქარის შემცველ საუბარს თავადაც შეესწრო, რადგან ხმამაღალზე იყო დაყენებული ტელეფონი. ამ დროს ა---- შ---–---ს ესაუბრა კიდეც ტელეფონით და ჰკითხა, თუ რატომ უნდა შეხვედროდა მას მუქარის პირობებში. ა---- შ---–---მ უთხრა, რომ თუ შეხვდებოდა, არავის არაფერი ემუქრებოდა, ხოლო თუ არ შეხვდებოდა, ემუქრებოდა მაშინ სახელის გაფუჭებით, უვრცელებდა ხმებს, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, რეპუტაცია ელახებოდა და ამიტომ სცადა თვითმკვლელობა. ემუქრებოდა ბრალდებული, რომ თუ დაიჭერდნენ, არ გაახარებდა. დედასთან ა---- შ---–---ს ტელეფონით საუბრის 2-3 შემთხვევას შეესწრო.

მოწმე მ--- ხ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ სახლში მივიდა ბრალდებული და უთხრა, რომ ნ---- გ---–-ასთან უნდოდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ნ---- გ---–-ამ უარი უთხრა. ამის შემდეგ ბრალდებულს უთხრა, გაეწყვიტა ურთიერთობა ნ---- გ---–-ასთან და შეენარჩუნებინა ოჯახი, ნ---- გ---–-ასთვისაც სახელი არ გაეტეხა. ბრალდებული არ დათანხმდა, მიყვარს და ჩემი უნდა გახდესო. ამაზე უარი განუცხადა. ა---- შ---–---მ უპასუხა, რომ თუ არ შემოუშვებდა მომავალში სახლში და არ დაალაპარაკებდა ნ---- გ---–-ას, მას სახელს გაუტეხდა. ბრალდებულმა დაიწყო ტელეფონზე რეკვები, რისი დამადასტურებელი ამონაწერიც გამომძიებელს წარუდგინა. ნ---- გ---–-ამ უთხრა, რომ ეშინოდა, ძმას ზურგი არ ექცია მისთვის, სახელი არ გატეხვოდა. თუ ეს მოხდა, თავს არ ვიცოცხლებო,- ამბობდა. ბრალდებული ტელეფონით დღის ბოლომდე აძლევდა დროს, რათა შეეხვედრებინა ნ---- გ---–-ასთან, ეუბნებოდა, შენ რომ ა---------ში დადიხარ, შენი შვილი ჩემთან კოტრიალობსო. ნ---- გ---–-ამ უთხრა, რომ სწორედ ამის ეშინოდა. ამის მერე ნ---- გ---–-ას დაულევია წამალი თავის მოსაკლავად. ბრალდებულმა ნ---- გ---–-ას სახელი შეულახა, დაიწყო რეკვები, მუქარები: შვილიშვილს არ განახებო თუ არ შემახვედრებო ნ---- გ---–-ას, შვილებს დაგატირებინებ, ნ---- გ---–-ას ქმარს გავაციებო. სანამ ბრალდებული პატიმრობაში იყო, დაისვენა, მაგრამ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაგრძელდა რეკვები, შვილიშვილების მოკვლის მუქარები, ისევ ითხოვდა ნ---- გ---–-ასთან შეხვედრას. ტელეფონზე მასთან ბრალდებული რომ რეკავდა იქიდან იცის, რომ თავად ეუბნებოდა. ასევე, ბრალდებულთან ისე ხშირად უწევდა საუბარი, მის ხმასაც ცნობს.

მოწმე ლ--- ნ------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ა---- შ---–--- ნ---- გ---–-ასთან საუბარს ითხოვდა მუდამ. როცა ურეკავდა, ნ---- გ---–-ასთან დალაპარაკებას ითხოვდა, იმავე მოთხოვნით ურეკავდა მ--- ხ-------ასაც. ტელეფონში იმუქრებოდა ნ---- გ---–-ას ბავშვის წართმევით და მისი სიცოცხლის მოსპობით. ამ მუქარების გამო ეშინია. ბრალდებული დაფარული ნომრიდან რეკავდა, მაგრამ ნ---- გ---–-ას კითხულობდა სულ, იმუქრებოდა და აქედან იცის, რომ ის ბრალდებული იყო. ასევე, მისმა მეუღლემაც უთხრა, რომ ამონაწერი ნახა და ტელეფონი ბრალდებულის იყო.

მოწმე ნ--- გ---–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს მ--- ხ-------ასთვის მოუთხოვია ნ---- გ---–-ასთან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელის გატეხვით, შვილიშვილის გატაცებით, შვილის მოკვლით დამუქრებია.

დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფსიქიკურ იძულებაში. პირის ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის (ახლობლების მოკვლის, მათი ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, გატაცების, ბინიდან გაგდების, ჭორების ან რეალური ინფორმაციის გავრცელების...). შესაძლებელია მუქარა მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

მსჯელობს რა ქმედების კვალიფიკაციის სისწორის შესახებ, სასამართლო ადარებს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებს და ასკვნის, რომ სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობა მუქარის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე სსკ-ის 151-ე მუხლი. ამდენად, იძულებად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ისეთი სახის მუქარის შემთხვევებიც, რომლებიც არ შეესაბამება მუქარის დანაშაულის შემადგენლობას.

მოცემულ შეთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ--- ნ------ას, ნ---- გ---–-ას, ნ--- გ---–-ას და მ--- ხ-------ას ჩვენებებით უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ბრალდებული ემუქრებოდა მ--- ხ-------ას მისი შვილისა და შვილიშვილის სიცოცხლის მოსპობით, მათი თავისუფლების აღკვეთით, შვილის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვით იმ მიზნით, რომ მ--- ხ-------ას დაერწმუნებინა ნ---- გ---–-ა, შეხვედროდა ა---- შ---–---ს. ირკვევა ასევე, რომ მ--- ხ-------ა წინააღმდეგი იყო ასეთი შეხვედრის, თუმცა ბრალდებული ცდილობდა, ამის მიუხედავად იძულებული გაეხადა მ--- ხ-------ა, ემოქმედა მისი ნების საწინააღმდეგოდ მუქარის შიშით. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა მასზე დამოკიდებული ყველაფერი გააკეთა, სხვადასხვა შინაარსის მუქარით მიმართა მ--- ხ-------ას, ეს მუქარები უშუალოდ მიმართული იყო ნ---- გ---–-ასთან შეხვედრის უზრუნველყოფისკენ, თუმცა მუქარის შემდეგ მ--- ხ-------ამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ახლობლების კეთილდღეობისათვის საფრთხის არსებობის განცდა შეიქმნა, ბრალდებულის მოთხოვნის შესრულებას არჩია სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რის გამოც მუქარას შედეგი ვერ მოჰყვა. ამდენად, ბრალდებულის ქმედება შეიცავს იძულების მცდელობის ნიშნებს.

 

2.2. რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს

 

სსკ-ის 150-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. პირადი თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ცდილობდა, შეეზღუდა მ--- ხ-------ას მოქმედების თავისუფლება, იძულებული გაეხადა ის, დაერწმუნებინა ნ---- გ---–-ა, შეხვედროდა ა---- შ---–---ს. ამ ქმედების განხორციელება - შვილის დარწმუნება, შეხვდეს სხვას, წარმოადგენდა მ--- ხ-------ას უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ, შეეძლო მიემართა ამ გზისთვის, თუმცა, თუ ჩათვლიდა, რომ ნ---- გ---–-ა არ უნდა შეხვედროდა ა---- შ---–---ს, შეეძლო მისი დარწმუნებისგან თავი შეეკავებინა. განსახილველ შემთხვევაში მ--- ხ-------ა რომ მიიჩნევდა, რომ ნ---- გ---–-ა არ უნდა შეხვედროდა ა---- შ---–---ს, რისი უფლებაც მას გააჩნდა, დადასტურებულია მოწმეთა: მ--- ხ-------ას, ნ---- გ---–-ას, ნ--- გ---–-ას, ლ--- ნ------ას ჩვენებებით, ხოლო მას რომ უფლება ჰქონდა ასე ეფიქრა და ემოქმედა ისე, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ, აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობა, სადაც არ არსებობს ამ მიმართულებით მ--- ხ-------ას მოქმედების თავისუფლების შემზღუდავი ან ამკრძალავი რაიმე ნორმა. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ მ--- ხ-------ას ჰქონდა უფლება, არ დაერწმუნებინა შვილი, შეხვედროდა ა---- შ---–---ს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) ან აიძულებენ, საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება.

სუბიექტურ მხრივ ქმედება ჩადენილ უნდა იქნეს განზრახ. მართალია, ამის შესახებ პირდაპირი მითითება სსკ-ის 150-ე მუხლში არ არის, თუმცა ეს გამომდინარეობს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია შესაბამის მუხლში. ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 150-ე მუხლში არ არის მითითება გაუფრთხილებელ დანაშაულზე, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახი დანაშაულია. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას.

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა---- შ---–--- აცნობიერებდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას და სურდა მისი ჩადენა. ამდენად, ის მოქმედებდა განზრახ.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა---- შ---–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა---- შ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ა---- შ---–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედებების ხანგრძლივობა და ინტენსივობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (ურთიერთობის გაგრძელებაზე ნ---- გ---–-ასგან უარის მიღება), მიზანს (ნ---- გ---–-ასთან ურთიერთობის აღდგენა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მოქმედების თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ტელეფონის მეშვეობით შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის სისტემატური მუქარა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ფსიქოლოგიური დისკომფორტი, საზოგადოების წევრების დამოკიდებულების შეცვლა, თავმოყვარეობის შელახვა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის დაოჯახებული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის გამოყენება, ხოლო გამასწორებელი სამუშაოს გამოყენება განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდებულს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრულ მინიმალური სასჯელი.

 

III. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ა---- შ---–--- მფლობელის - ლ--- ნ------ას ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ზუგდიდი, მექაღალდეთა ქუჩა N26-ში, რითაც დაარღვია ლ--- ნ------ას ბინის ხელშეუხებლობის უფლება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ბინაში უკანონოდ შესვლა

 

მოწმე ლ--- ნ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ლიზი მარკელიას მიერ კარის გაღების მერე ბრალდებული შევიდა მის ბინაში.

მოწმე ნ---- გ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---მ მოახერხა ლ--- ნ------ას ბინაში შესვლა.

მოწმე მ--- ხ-------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული 2017 წლის 30 მარტს ნ---- გ---–-ას შეუვარდა ლ--- ნ------ას სახლში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ--- ნ------ას, ნ---- გ---–-ას, მ--- ხ-------ას ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული შევიდა ლ--- ნ------ას ბინაში.

 

2.2. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, რითიც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობას.

 

მოწმე ლ--- ნ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ზუგდიდი, მექაღალდეთა ქუჩა N26-ში. 2017 წლის 30 მარტს 11:00 საათი შესრულებული არ იყო, როცა გავიდა ბინიდან დერეფანში, სადაც შეხვდა ა---- შ---–---. ჰკითხა მას, სად მიდიოდა. პასუხად მიიღო, ნ---სთან მივდივარო, გულისხმობდა მის მეუღლეს. უთხრა, რომ ნ--- ბინაში არ იყო. ა---- შ---–--- გარედან აკაკუნებდა კარებზე. ლიზი მარკელიას მიერ კარის გაღების მერე ბრალდებული შევიდა მის ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ მისთვის არც უკითხავს ბინაში შესვლა თუ შეიძლებოდა და მისთვის ბინაში შემოსვლის თანხმობა არ მიუცია. პირიქით, მოსთხოვა, ბინაში არ შესულიყო, კატეგორიულად მოსთხოვა, წასულიყო მისი ბინიდან, თან ხელით უბიძგა კიდეც, რომ წასულიყო, რა დროსაც ბრალდებული ნ---- გ---–-ას ეკამათა, ფეხი დაარტყა და გაიქცა. ბრალდებულის მიერ მის ბინაში უკანონო შესვლით მიიღო მორალური ზიანი.

მოწმე ნ---- გ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა, ლ--- ნ------ა როგორ ცდილობდა, ბრალდებული არ შესულიყო მის ბინაში. ა---- შ---–---ს ბინაში შესვლის ნებართვა არ ჰქონდა.

მოწმე მ--- ხ-------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული 2017 წლის 30 მარტს ნ---- გ---–-ას შეუვარდა ლ--- ნ------ას სახლში.

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა, სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გულისხმობს განზრახვას. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეთ ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.

ბრალდებულის განზრახ მოქმედებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ის ეძებდა ნ---- გ---–-ას, რომელსაც მისი ნახვა არ სურდა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ნ---- გ---–-ა იმყოფებოდა ლ--- ნ------ასთან, რის გამოც გადაწყვიტა, მფლობელის დაუკითხავად შესულიყო ბინაში და ამ გზით დალაპარაკებოდა ნ---- გ---–-ას. ბრალდებულმა იცოდა, რომ ბინის მფლობელს არ სურდა მისი ბინაში შეშვება, მიიღო ინფორმაცია მეუღლის ბინაში არყოფნის შესახებ, მიუხედავად რამდენიმე წამით ადრე მასთან გამოლაპარაკებისა, ბინის მფლობელმა ის სახლში არ შეუშვა, ესმოდა ლ--- ნ------ას მოთხოვნა, არ შესულიყო მის ბინაში, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თავისი ქმედებით არღვევდა ბინის მფლობელის კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა მიზნის - ნ---- გ---–-ას ნახვის - მისაღწევად არაფრად ჩააგდო დაზარალებულის უფლების დარღვევა და ჩაიდინა კანონით აკრძალული ქმედება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. არავის არა აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---- შ---–---მ განზრახ განახორციელა სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ა---- შ---–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა---- შ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა.

ა---- შ---–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (ნ---- გ---–-ას ლ--- ნ------ასთან ყოფნა) და მიზანს (ნ---- გ---–-ას ნახვა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (სხვისი კონსტიტუციური უფლების ხელყოფა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ბინის მფლობელის ნების უგულებელყოფით ბინაში შესვლა, ბინის დატოვების მოთხოვნის მიუხედავად იქ დარჩენა სხვა დანაშაულის ჩადენამდე), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაირღვა ბინის მფლობელის უფლება, მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს საკუთარ სახლში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, ითვალისწინებს, რომ ეს დანაშაული გახდა საფუძველი სხვა დანაშაულისა, რომ დანაშაული უკავშირდება ბრალდებულის სურვილის ნებისმიერი გზით მიღწევის, მათ შორის სხვისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის მცდელობას, სამართლიანობის აღდგენის, უფრო მეტად კი ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო გამასწორებელი სამუშაოს გამოყენება განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდებულს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ა---- შ---–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, ყველაზე მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეს ერთვის ნივთმტკიცებები: ბოქლომის სამაგრი და ტელეფონი. აქედან ბოქლომის სამაგრს რაიმე ღირებულება არ გააჩნია, რის გამოც ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს; ხოლო მობილური ტელეფონი არის მ--- ხ-------ას საკუთრება, რის გამოც ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ--- ხ-------ას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---- შ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა---- შ---–---ს განესაზღვროს ჯარიმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა---- შ---–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 20---–-–-----------იდან იმავე წლის 23 ივნისის ჩათვლით.

ა---- შ---–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–---------–--ის №1------2017 განჩინებით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, გ---–-----------–---ას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზ------------–--------------------------ში (საკადასტრო კოდი 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცება: ბოქლომის სამაგრი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მ--- ხ-------ას.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შოთა ბიჭია