განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N---------------0674
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--01.2--8 წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ--–-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: გ--–-----------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------
ბრალდებული: დ--------------ე
მამის სახელი: ა-------ი
დაბადებული: 2-.1-.1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელ ო----------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლი (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) 2007 წლის 03 ივლისის რედაქცია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. დ--------------ემ დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0.04224 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და თავის საცხოვრებელ სახლში, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო----------ში, 2--7 წლის 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რომელ დღესაც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამართლის განჩინების გარეშე, დ--------------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
1.2. დ--------------ე, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო მოხმარებისათვის, 2--6 წლის 07 სექტემბრის, ო----------ის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო ჯარიმა - 500 ლარი. დ--------------ე, იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ო----------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი და ოპიუმის ჯგუფი, რაც დაუდგინდა 2--7 წლის 21 აპრილის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დასკვნით N 9----4.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ--------------ემ, საბოლოო სიტყვაში, თავი ცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო აწუხებდა ტკივილები და ამ მიზნით ღებულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა, მ--–-----–-–---–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ დ--------------ე გაიცნო, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დ--------------ეს საცხოვრებელ სახლში. ეზოში შესვლისას დაინახეს ორი პირი. დ--------------ესთან მივიდა თვითონ, ხოლო მეორე პირთან სხვა თანამშრომელი. დ--------------ეს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაც დაადასტურა დ--------------ემ ხელმოწერით. დ--------------ეს პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები გ----------–-----ძე და დ--------------ლი. პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს თეთრი ფერის აბები და აბების ნატეხები, რომლებიც ამოღებისთანავე დალუქეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ დ--------------ე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში. მისივე ჩვენებით, დ--------------ეს პირადი ჩხრეკის დროს მიმდინარეობდა, მეორე პირის პირადი ჩხრეკა, რომელსაც სხვა გამომძიებელი ატარებდა. მ--–-----–-–---–---–მა დაადასტურა, რომ დანიშნა ექსპერტიზა დ--------------ეს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ----------–-----ძემ, განმარტა რომ მონაწილეობა მიიღო დ--------------ეს პირად ჩხრეკაში და მ--–-----–-–---–---–ის ჩვენების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს. გ----------–-----ძემ აღნიშნა, რომ დ--------------ეს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა აბები, რომლებიც დაილუქა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, დეტექტივ-გამომძიებელმა, დ--------------ლმა, განმარტა რომ მონაწილეობა მიიღო დ--------------ეს პირად ჩხრეკაში და მ--–-----–-–---–---–ის ჩვენების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს. დ--------------ლმა განმარტა, რომ დ--------------ეს პირადი ჩხრეკა ჩაატარა გ----------–-----ძესთან ერთად, ხოლო მ--–-----–-–---–---–მა შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----–--------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მათ შორის დ--------------ეს სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკა. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ--------------ე გადაადგილდებოდა ქალაქში, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ასევე სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ი-----–----–--ეს გამოკითხვის შემდგომ, წავიდა დ--------------ეს სახლის გასაჩხრეკად. როდესაც მივიდა დ--------------ეს საცხოვრებელ სახლში, დ--------------ეს და ზ---------------–-ძეს მიმართ საგამოძიებო მოქმედება დასრულებული იყო. დ--------------ეს მეუღლეს, ნ--------–---ტს, წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა პოლიციის თანამშრომლებთან ზ--------------ესთან და ჯ-------------------ძესთან ერთად. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში, აღმოაჩინეს ლირიკის აბები, ბოდრინი და სხვადასხვა დასახელების წამლები. ნ--------–---ტმა განუცხადა, რომ აღნიშნული წამლები დ--------------ეს სამკურნალო მიზნით, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ქონდა შეძენილი. მ-----–--------ამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ნ--------–---ტის მოთხოვნით, კარი ჩაკეტილი იყო და სახლში არავის უშვებდნენ. ნარკოტიკული საშუალება ნახეს ნიგოზით სავსე მუყაოს ყუთში. კერძოდ, მოწითალო ფერის პარკში, რომელშიც მოთავსებული იყო ქაღალდი, ხოლო ქაღალდში ნატეხები. ნივთმტკიცება დაილუქა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს, საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირებმა. ამოღებულ ნივთმტკიცებაზე დანიშნა ექსპერტიზა და დადგინა, რომ იგი წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. მისივე ჩვენებით, დ--------------ემ აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას და განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო ღებულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ-------------------ძემ განმარტა, რომ გამომძიებელ მ-----–--------ას და პოლიციის თანამშრომელ ზ--------------ესთან ერთად, მივიდა დ--------------ეს საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის ჩატარების მიზნით. ოჯახის წევრის თანხმობით დაიწყეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. პირველ სართულზე, ყუთში, რომელშიც ეყარა ნიგოზი, ნახეს წითელი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში კი იყო თეთრო ფერის ქაღალდი და ფხვნილი. ამოღებული ნივთები ადგილზევე დალუქეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ--------------ემ განმარტა, რომ გამომძიებელ მ-----–--------ას და პოლიციის თანამშრომელ ჯ-------------------ძესთან ერთად, მიიღო მონაწილეობა დ--------------ეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ზ--------------ემ, ჯ-------------------ძის ჩვენების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ი-----–----–--ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ--------------ე გადაადგილდებოდა და თან ქონდა ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დ--------------ეს ნარკოტიკული საშუალება უნდა ქონოდა სახლში, ავტომანქანაში და პირადად. მოახსენა ხელმძვანელ პირს ოპერატიული ინფორმაციის შინაარსი და დაიწყო გამოძება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმე ნ--------–---ტმა განმარტა, რომ დ--------------ე არის მისი მეუღლე და ჰყავთ საერთო შვილი ლ-–- გ------ძე. დ--------------ე დააკავეს სახლში, თუმცა უშუალოდ დაკავების მომენტი არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, მისი თანდასწრებით ნარკოტიკული საშუალება არ უნახავთ. პოლიციელებმა კი წარუდგინეს წითელ პარკში შეხვეული წამლის ნამცეცები, თუმცა საიდან ამოიღეს არ იცის, რადგან არ შესწრებია პოლიეთილენის პარკის ამოღების ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ-–- გ------ძემ განმარტა, რომ არის დ--------------ეს შვილი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იმყოფებოდა სახლში და პოლიციის თანამშრომლის მითითებით უწევდა მათ დახმარებას. უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს არ შესწრებია და გადმოცემით იცის პოლიციელებისგან, რა ვითარებაში იპოვეს ნარკოტიკული საშუალება.
2--7 წლის 21 აპრილს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–----–--ემ, შეადგინა პატაკი და აცნობა გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლითაც ო----------ის რაიონის სოფელ ო----------ში მცხოვრები, 1--- წელს დაბადებული დ--------------ე, ქალაქ ო----------ში გადაადგილდება ავტომანქანით და თან უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ამავე ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალება ასევე უნდა ჰქონოდა შენახული საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთში არსებულ შენობა-ნაგებობაში და თავის სამსახურში.
2--7 წლის 21 აპრილს, გამომძიებელმა მ--–-----–-–---–---–მა მიიღო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ--------------ეს პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. დ--------------ემ წერილობით თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე და ხელი მოაწერა დადგენილებას. პირადი ჩხრეკის ოქმით, დ--------------ეს პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა, ო----------ის რაიონის სოფელ ო----------ში, დ--------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც მის ტანთცმული ლურჯი ფერის, თეთრი ზოლებიანი, სპორტული ე.წ. ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან, ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდი, მოლურჯო ფერის ზოლებით, რომელშიც მოთავსებულია სამი ცალი თეთრი ფერის აბი, ცალ მხარეს წარწერით N 8, ნახევარი აბი, თეთრი ფერის, ასევე პატარა ნატეხები და ფხვნილი. აღნიშნული თეთრი ფერის ქაღალდი შიგთავსით მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა გურიის პოლიციის დეპარტამენტის N--- ლუქით, რომელზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ დ--------------ე, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის მონაწილენი გ----------–-----ძე და დ--------------ლი და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი მ--–-----–-–---–---–ი.
2--7 წლის 21 აპრილს, გამომძიებელმა მ-----–--------ამ მიიღო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დ--------------ეს საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთში არსებულ შენობა-ნაგებობებში ჩხრეკის წარმოების შესახებ. დ--------------ის მეუღლემ ხელი მოაწერა დადგენილებას. დ--------------ეს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, დერეფნის მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში, რომელიც საცხოვრებლად არ გამოიყენება, შესასვლელიდან მარცხნივ არსებულ კომოდის უჯრიდან ამოღებულ იქნა ყუთი წარწერით "B----N". მასში მოთავსებული ერთი ფირფიტა, ამავე დასახელების ათი კაფსულით. იქვე აღმოჩენილ იქნა წამლის ყუთი წარწერით "ლირიკა", რომელშიც მოთავსებულია ამავე დასახელების წამლის ფირფიტების 4 ნაჭერი, რომლებზეც არის 17 (ჩვიდმეტი) კაფსულა. ამავე ყუთში მოთავსებული წამლის ფირფიტა წარწერით "----ტ". ამავე უჯრიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის მათემატიკის რვეულის ნახევი, თეთრი ფერის ნახევარი აბის ნატეხით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ღია დარბაზში, წინა მხარეს არსებული მაგიდიდან აღებულ იქნა წამლის ორი ფირფიტა. ერთზე ორი წამლის ტაბლეტი, სახელის წაკითხვა შეუძლებელია. მეორე ფირფიტაზე არის შვიდი აბი და იკითხება წარწერა "დიმედროლი". ამავე დარბაზში, შუა მარცხენა მხარეს, ქაღალდის მოზრდილ ყუთში არსებული ნიგვზის კაკლებს შორის აღმოჩნდა, მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში-ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ქაღალდი, რომელშიც აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილი და აბის მცირე ზომის ნატეხები. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ნიგვზის ყუთიდან ამოღებული ფხვნილი, შეიფუთა თეთრი ფერის ქაღალდში და მოთავსდა კონვერტში. ამავე კონვერტში მოთავსდა ორი წამლის ფირფიტის ნაჭერი, რაც პირველ სართულზე იქნა ნანახი. კონვერტი დაილუქა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლუქით N---. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე კომოდის უჯრიდან ამოღებული აბის ნატეხი, მოთავსდა და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში, ხოლო ამავე კამოდის უჯრიდან ამოღებული ორი წამლის კოლოფი, მასში არსებული ყველა წამლით, დაილუქა ერთ, პოლიეთილენის, პაკეტში. საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ ჩხრეკის მონაწილენი ჯ-------------------ძე და ზ--------------ე და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი მ-----–--------ა.
ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--7 წლის 23 აპრილის განჩინებებით კანონიერად იქნა ცნობილი, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დ--------------ეს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა და დ--------------ეს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2--7 წლის 22 აპრილის N ქ---- დასკვნით, სს N 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2--7 წლის 21 აპრილს დ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ჩამონაფცქვენები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.0307 გრამის ოდენობით. დ. გ------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ტაბლეტის ნატეხი და ფხვნილი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.01154 გრამის ოდენობით.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა ჩვენების მიცემის დროს ექსპერტმა შ-------------–----იამ.
სასამართლო, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია დ--------------ეს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 2-/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/1-/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
პირადი ჩხრეკის ოქმით, დ--------------ეს პირადი ჩხრეკისას, ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან, ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდი მოლურჯო ფერის ზოლებით, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი თეთრი ფერის აბი, ცალ მხარეს წარწერით N 8, ნახევარი აბი, თეთრი ფერის, ასევე პატარა ნატეხები და ფხვნილი. აღნიშნული თეთრი ფერის ქაღალდი შიგთავსით მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა გურიის პოლიციის დეპარტამენტის N--- ლუქით, რომელზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ დ--------------ე, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის მონაწილენი გ----------–-----ძე და დ--------------ლი და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი მ--–-----–-–---–---–ი. დ--------------ეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ღია დარბაზში, შუა მარცხენა მხარეს, ქაღალდის მოზრდილ ყუთში არსებული ნიგვზის კაკლებს შორის აღმოჩნდა, მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში-ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ქაღალდი, რომელშიც აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილი და აბის მცირე ზომის ნატეხები. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ნიგვზის ყუთიდან ამოღებული ფხვნილი, შეიფუთა თეთრი ფერის ქაღალდში და მოთავსდა კონვერტში. ამავე კონვერტში მოთავსდა ორი წამლის ფირფიტის ნაჭერი, რაც პირველ სართულზე იქნა ნანახი. კონვერტი დაილუქა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლუქით N---. საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ ჩხრეკის მონაწილენი ჯ-------------------ძე და ზ--------------ე და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი მ-----–--------ა. დ--------------ეს პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმებში მითითებული გარემოებები დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა გ----------–-----ძემ, დ--------------ლმა, ჯ-------------------ძემ და ზ--------------ემ და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირებმა მ--–-----–-–---–---–მა და მ-----–--------ამ. 2--7 წლის 22 აპრილის N ქ---- დასკვნით, სს N 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2--7 წლის 21 აპრილს, დ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ჩამონაფცქვენები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.0307 გრამის ოდენობით. დ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ტაბლეტის ნატეხი და ფხვნილი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.01154 გრამის ოდენობით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა შ-------------–----იამ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტების ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის N 2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის "ნარკოტიკული საშუალებები" 29-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ბუპრენორფინის დიდი ოდენობა იწყება 0.01- გრამიდან. ამდენად, დადგენილია, რომ დ--------------ეს პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, დ--------------ეს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
სასამართლოს მიაჩნია საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები დ--------------ეს წინააღმდეგ, რომ მათ საამისოდ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენება სასამართლოსათვის და დ--------------ესათვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო რეალურ მიზეზს არც თავად დ--------------ე ასახელებს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები დ--------------ეს მიმართ და მათი ჩვენებები უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს, თვითმხილველი მოწმე პოლიციელების გ----------–-----ძეს, დ--------------ლის, ჯ-------------------ძეს, ზ--------------ეს, მ--–-----–-–---–---–ის და მ-----–--------ას თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და საცხოვრელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმები შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან დ--------------ეს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; თავად ბრალდებულ დ--------------ეს განმარტება, რომ ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო იძულებული იყო შეეძინა და შეენახა ნარკოტიკული საშუალება; ბრალდების მხარის არგუმენტაცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში დ--------------ეს დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ დ--------------ეს მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--- წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ--------------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების ჯგუფის (ო----------ი) 2--7 წლის 22 აპრილის N 9----4 დასკვნით დადგენილია, რომ დ--------------ეს შემოწმებისას დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა ჩვენების მიცემის დროს ექსპერტმა ე------------–--ლმა.
დ--------------ემ განაცხადა, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და მას ექიმის ნებართვა არ ქონდა.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ2- ნაწილის თანახმად, უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მათი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
დ--------------ეს ექიმის სპეციალური ნებართვა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და ბუპრენორფინის მოხმარებისთვის არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------ემ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ო----------ის რაიონული სასამართლოს, 2--6 წლის 07 სექტემბრის, დადგენილებით დ--------------ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების გამო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
დ--------------ეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო 2--6 წლის 07 სექტემბერს, ხოლო განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2--7 წლის 22 აპრილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ--------------ე 2--7 წლის 22 აპრილს ითვლებოდა ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ პირად - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის 03 ივლისის რედაქცია), წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ დ--------------ეს მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის 03 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
5. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით, რომლითაც - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ--------------ემ ჩაიდინა პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, ბრალდებულს სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, არის დაოჯახებული, ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
ამდენად, დ--------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
8. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დარჩენილი, დ--------------ის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხები წონით - 1.5 გრამი და 0.547 გრამი, პრეგაბალინის შემცველი 16 კაფსულა და ფხვნილი წონით 0.375 გრამი, ტაბლეტები, ნატეხები და კაფსულები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით (2007 წლის 03 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. დ--------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
1.2. დ--------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით (2007 წლის 03 ივლისის რედაქცია), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ დ--------------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
1.4. მსჯავრდებულ დ--------------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 21 აპრილის 16:20 საათიდან.
1.5. მსჯავრდებულ დ--------------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2.1. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დარჩენილი, დ--------------ის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხები წონით - 1.5 გრამი და 0.547 გრამი, პრეგაბალინის შემცველი 16 კაფსულა და ფხვნილი წონით 0.375 გრამი, ტაბლეტები, ნატეხები და კაფსულები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
3. მსჯავრდებულ დ--------------ისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა