განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------91-
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--01.2--8 წელი ქ------------თი
ო------------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: პ----------–------ე, ნ------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: რ-----------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------02
ბრალდებული: გ-------------ე
მამის სახელი: გ------ი
დაბადებული: 1--01.1--5 წელი
პირადი ნომერი: 3--------03
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო-----------, სოფელი ლ-------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ო------------ რაიონის სოფელ ლ-------ში მცხოვრები გ-------------ე, განაწყენებული იყო რა თავისი ყოფილი მეუღლის, ი-----------------ს მეუღლეზე, გ----------–-–-----ზე და ყოფილ სიდედრზე, ნ-----–----–---ზე, განიზრახა სანადირო თოფით, მათთვის სხეულის დაზიანების მიყენება. ამ მიზნით, 2--7 წლის 3-------ტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ-------------ე, თავისი კუთვნილი "-----–---------ს" მარკის ავტომანქანით, მივიდა ნ-----–----–--ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ------------თში ლ-----–-------ას ქუჩა N---ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ღია პირველ სართულზე დაინახა ნ-----–----–--- და მეზობელი მ----------–---. გ-------------ემ ისე, რომ მანქანიდან არ გადასულა, თავისი კუთვნილი, 1- კალიბრის ერთლულიანი სანადირო თოფიდან, განზრახ ერთხელ გაისროლა ნ-----–----–--ის და მ----------–--ის მიმართულებით, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ-----–----–---მ, მ----------–---მ და ი-----------------ს მცირეწლოვანმა შვილმა, ხუთი თვის ზ-------–-–----ამ, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ.
2.1. 2--7 წლის 1----------ბრის წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ-------------ეს მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, გ-------------ემ, წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ დაზარალებულების, მ----------–--ის და ნ-----–----–---ს ჩვენებები და მოწმე ი-----------------ს ჩვენება.
საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საბოლოო სიტყვაში კი ბრალდებულმა გ-------------ემ აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ არ სურდა ასეთი მძიმე შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, წინასასამართლო სხდომაზე, გარდა შემდეგი მტკიცებულებებისა: კერძოდ დაზარალებულების მ----------–--ის და ნ-----–----–---ს და მოწმე ი-----------------ს ჩვენებებისა სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა ნ-----–----–---მ განმარტა, რომ გ-------------ე არის მისი ყოფილი სიძე. შემთხვევის დღეს გ-------------ემ დარეკა ტელეფონზე და სურდა ი--------თან საუბარი. გ-------------ე იყო მთვრალი, რის გამოც გაუთიშა ტელეფონი და არ მისცა საშუალება ი-------- გასაუბრებოდა. მეზობელ მ----------–---სთან ერთად ისხდნენ ღია აივანზე, ხოლო მაგიდაზე დაწვენილი ყავდა ხუთი თვის შვილიშვილი, ზ-------–-–----ა. დაინახა, რომ გ-------------ე მივიდა მათთან მანქანით და ისე, რომ არ გადმოსულა მანქანიდან გაისროლა, რის გამოც მიიღო დაზიანებები. ასევე ჭრილობები ქონდათ მ----------–---ს და ზ-------–-–----ას. მისივე ჩვენებით, გ-------------ე არის კარგი მამა, ყოველთვის ნახულობს და ზრუნავს შვილებზე. ბავშვები განიცდიან მამის არ ყოფნას და ითხოვენ მამასთან დალაპარაკებას. ნ-----–----–---მ აღნიშნა, რომ გ-------------ე არ წარმოადგენს მათთვის საფრთხეს და ითხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა მ----------–---მ განმარტა, რომ არ იცნობს გ-------------ეს და გადმოცემით იცის, რომ გ-------------ე არის ი-----------------ს ყოფილი მეუღლე. 2--7 წლის 3-------ტოს, ნ-----–----–---სთან იმყოფებოდა ღია აივანზე, სადაც ნ----ს ასევე ყავდა ხუთი თვის შვილიშვილი. მოულოდნელად გაიგონა გასროლის ხმა, იგრძნო ტკივილი და ნახა, რომ დაზიანებები ქონდა სხვადასხვა ადგილას. მ----------–---მ განმარტა, რომ არ ითხოვს გ-------------ეს დასჯას და მის მიმართ რამე მოთხოვნა არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ი-----------------მ განმარტა, რომ გ-------------ე არის მისი ყოფილი მეუღლე. გ-------------ესთან აქვს ნორმალური ურთიერთობა. გასროლის მომენტში იმყოფებოდა სახლში და როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა გ-------------ეს ავტომანქანა. ი-----------------მ განმარტა, რომ არ ითხოვს გ-------------ეს დასჯას და დარწმუნებულია, რომ რაიმე სახის საფრთხე მისგან არ ემუქრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
გ-------------ეს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: 112-დან მიღებული შეტყობინება, მოწმეების პ---------------–--ის, კ-----------------–--ის, ნ----------–--ის, ტ------–---------ას და მ---------------ას ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია; დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო გ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარებაზე და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; განჩინება გ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ამოღებული ნივთმტკიცება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ-----–----–--ის მიმართ; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ზ-------–-–----ას მიმართ; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ----------–--ის მიმართ; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია გ-------------ეს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 1-/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების ნ-----–----–---ს და მ----------–---ს პირდაპირი ჩვენებებით დადგენილია, რომ გ-------------ე, ავტომანქანით მივიდა ნ-----–----–---ს საცხოვრებელ სახლთან და ერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს ნ-----–----–---მ, მ----------–---მ და ხუთი თვის ზ-------–-–----ამ. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ ზ-------–-–----ას აღენიშნებოდა მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობები ორივე წვივის, მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (საფანტის) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; მ----------–---ს აღენიშნებოდა მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობები, გულმკერდის, სახის, თავის არეში, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (საფანტის) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; ნ-----–----–---ს აღენიშნებოდა მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობები გულმკერდის წინა ზედაპირზე, კისრის, ორივე მხრის, ორივე ბარძაყის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (საფანტის) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამდენად, დადგენილია, რომ გ-------------ემ მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან გასროლით, ნ-----–----–---ს, მ----------–---ს და ზ-------–-–----ას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გ-------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, გ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ გ-------------ეს მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 1- სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფერი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ-------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასმართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომელთა რჩენის მიზნით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულებს არ აქვთ გ-------------ეს მხრიდან ქმედების განმეორების საფრთხის განცდა, განმარტავენ, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს და შერიგებული არიან. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში გ-------------ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა იგი არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით გ-------------ეს უნდა დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა მასთან, ვინც იგი შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
ამდენად, გ-------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სანადირო თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო------------ რაიონულ სამმართველოში, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დაზარალებულთა ტანსაცმელები, კუთვნილებისამებრ უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 63-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-------------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გ-------------ე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
3. მსჯავრდებულ გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--7 წლის 3-------ტოდან, 2--8 წლის 1- იანვრამდე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ გ-------------ეს, გ------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა მასთან, ვინც იგი შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. სანადირო თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო------------ რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5.2. დაზარალებულთა ტანსაცმელები, კუთვნილებისამებრ დაუბრუნდეს დაზარალებულებს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა