განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001646673
საქმეN1-1304/16წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.01.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ბუ-–----–---–-----ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ია–--------–---–ი
მამის სახელი: სკ--------
დაბადებული: 0--11.1938 წელი
პირადი ნომერი: 6---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ბათუმი, პუ–----------.
ბრალდებულის ადვოკატი - პა-----–---ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) (ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075090916002
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად
2016 წლის 09 სექტემბერს, ქ.ბათუმში მახ-------------------ის მიმართულებით გასასვლელი გვირაბის შუა მონაკვეთში მოძრავი მე---------ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №C--------, რომელსაც მართავდა ია–--------–---–ი, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 10 ქვეპუნქტი პ-ს, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ--------------ძეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ია–--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისად დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ია–--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დაზარალებულმა ზუ--------------ძემ განმარტა, რომ ბათუმში ორმხრივი გვირაბი, რაც გაკეთდა მის შემდეგ ცხვარი ყოველთვის გვირაბის მეშვეობით გადადიოდა; სულ 40 სული ცხვარი მყავდა; მართვის უფლება ჰქონდა და მოძრაობის წესებს იცნობს; მოისმინა, რომ გამოაცხადეს ხელი შეეწყოთ პირუტყვის გადაადგილებისათვის; 5 სექტემბერს წამოვიდა გოდერძის უღელტეხილიდან, გზაზე მიმდინარეობდა საგზაო სამუშაოები და ყველა უთმობდა გზას და ყველა ეხმარებოდა. 09- სექტემბერს ჩამოვიდა ბათუმში. ისე მოძრაობდა, რომ ხელი არ შეეშალა. 12 საათზე მივიდა გვირაბთან. ერთი საათი გაჩერდა და დაისვენა. ძალიან ფრთხილად მოძრაობდა; ერთი დიდი თხა ყავდა და მას უშვებდა წინ და ცხვარიც მას მიყვებოდა. ცხენი ეკავა ხელით. ცხვარი აიყვანა გვირაბის ტროტუარზე. ისინი ვიწრო გზას შეჩვეულები არიან. უკან ძაღლი მიყვებოდა და არ ტოვებდა არცერთს, გვერდით თავად და ცხენი, ცხენზე იყო ტვირთი, მაღალი კი იყო; შუაში თვითონ იყო წინ და უკან ცხვარი. ავტომანქანის სამოძრაო ზოლში იყო თვითონ და არა ცხვარი; მანქანები კი მოძრაობდნენ, სიფართე საკმარისი იყო 20 მეტრი. ორმწკრივად მიდიოდა მანქანები და ადგილი კიდევ იყო, თბილისში, რომ ვიწრო გვირაბია, ისეთი, რომ ყოფილიყო არ შევიდოდა. დღე იყო, დაახლოებით 2 საათი გვირაბის ბოლოს, რომ დაინახა სინათლე, მიხვდა რომ სამშვიდობოს გავიდა. ამის შემდეგ ახსოვს რომ ვიღაც კაცი ეკითხებოდა ვინ ხარ, რა გვარის კაცი ხარო, უთხრა, რომ ჯიბეში ბლოკნოტი ჰქონდა და მეტი არაფერი არ ახსოვდა. აზრზე რომ მოვიდა მის გოგოს ეკითხებოდა, თუ სად იყო; ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შემთხვევით გადარჩენილი იყო; შემდეგ ცოტა აზრზე მოვიდა. არაფერი არ ახსოვს. ცხენთან ერთად იყო. ხელი დაუზიანდა, ამჟამადაც მკურნალობს, წერაც უჭირს, გატეხილი არაა, მაგრამ სისხლძარღვებია დაზიანებული, დარჩა ინვალიდი. ღმერთი წამს, იმ კაცს არ ედავება, შემთხვევა უხდება კაცს, მაგრამ რომ მისულიყო მასთან და დახმარება აღმოეჩინა, კარგი იქნებოდა, ამჟამადაც არ იცის ვინაა ის კაცი; გვირაბში მარჯვენა მხარეს გადიოდა; ეს წესია და ყველამ უნდა იმოძრაოს მარჯვენა მხარეს. ცხვარი გვირაბში ტროტუარზე აიყვანა იმიტომ, რომ არავისთვის არ შეეშალა ხელი. ცხვარი არ იყო ბევრი, 40 სული ყავდა, წინ მიდიოდა თხა და უკან მიყვებოდნენ მას, ტროტუარიდან არ ჩამოსულან. ცხენი იყო მის გვერდით მარჯვენა მხარეს. ცხენს პირთან ჰქონდა რკინა და იმან დაუზიანა სახსრები, რადგან ხელი ჰქონდა მოკიდებული, ახლოს რომ ყოფილიყო მასთან. მანქანები მოძრაობდნენ, მაგრამ ცხენი მშვიდად მიდიოდა. ცხენი იდგა ცხვარის მხარეს, კედლისკენ მარჯვნივ, ცხენი იყო დიდი და მანქანამ ერთდროულად დაეჯახა ორივეს. გული ტკივა რომ არ დააფასა, არ მივიდა არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, კიდევ კარგი რომ გადარჩა, თუმცა მედიკამენტებს იღებს ტკივილის გასაყუჩებლად; ღამეები არ ძინავს. ცხენი მისი მეგობარი იყო. ტყეში, მაღაზიაში ერთად დადიოდნენ, ძალიან უყვარდა. პირველად ცხენი მოიკითხა; დიდი ზიანი მიადგა; (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 18.05.2017წ);
მოწმის სახით დაკითხვისას რო---------–-----ემ განმარტა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს საპატრულო პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. გავიდა შემთხვევის ადგილზე, იმ დროს გვირაბში მოძრაობა აღარ იყო. გვირაბში სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს, კიდესთან იყო ცხენი მკვდარი, აშკარად ემჩნეოდა შეჯახების კვალი და სიცოცხლის პერიოდში და შემდეგ გადაადგილების კვალი. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ავტომანქანა გაყვანილი იყო გარეთ, დაათვალიერა დაასურათა. ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე. მძღოლი გადაიყვანა განყოფილებაში, დაკითხა, გადაიყვანა სიმთვრალეზე შესამოწმებლად და იყო ფხიზელი. დაკითხა მეუღლე, რომელიც შემთხვევის დროს იჯდა მანქანაში. დანიშნა ტრასოლოგიური, სამედიცინო, ავტოტექნიკური ექსპერტიზები. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მძღოლს შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.
გვირაბი არის ორზოლიანი, ცალმხრივი მოძრაობით, შუაში გაყოფილია უწყვეტი თანაბარი ზოლით, ორი სავალი ნაწილი იყო თანაბრად გაყოფილი, შეჯახება მომხდარი იყო პირველ სავალ ნაწილში მარჯვენა მხარეს. გამყოფი უწყვეტი ზოლიდან ზოლში 80 სმ. დაჯახების შედეგად ცხენი ფორთხვით მისული იყო გვირაბში შემაღლებულ ადგილას; ეს ადგილი გვირაბში ორივე მხარესაა, რომ ქვეითად მოსიარულემ გაიაროს. სავალი ზოლის მარჯვენა მხარეს იყო მომხდარი შეჯახება. ჩაქვის მიმართულებით მარჯვენა მხარეს იყო ცხვრის ფარა. როცა გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქ იყო საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, მათგან შეიტყო, რომ შეჯახება მოხდა გვირაბში, უფრო ჩაქვის მხარეს და დაზარალებული გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. შევიდა გვირაბში და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. როცა მივიდა შემთხვევის ადგილიდან მანქანა იყო გვირაბის გარეთ, დაახლოებით 40 მეტრში, ის იყო დაზიანებული და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13.06.2017წ)
მოწმის სახით დაკითხვისას ლე----------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს ასრულებდა რა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილე ბე-----------თან ერთად, ეკიპაჟი N118, შუადღის შემდეგ იმყოფებოდა გვირაბთან ახლოს, დაინახა ცხვრის ფარა, იფიქრა მწყემსი აძოვებდა ფარას. შევიდა გვირაბში და დაინახა მკვდარი ცხენი, გვირაბის ბოლოს დახვდა ავტომანქანა მე--------- დაზიანებული. იქვე დატოვა მეწყვილე და გამოვიდა ცხვრის ფარასთან, სადაც მწყემსი ნახა დაწოლილ მდგომარეობაში, თავიდან სდიოდა სისხლი. გამოიძახა დამხმარე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება. როდესაც მივიდა დამხმარე ეკიპაჟი შევიდა გვირაბში და ნახა მკვდარი ცხენი, დაახლოებით ნახევარი გვირაბის იქეთ, სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს. ავტომანქანა იყო გვირაბის გარეთ. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს არც თვითონ და არც მისი მეწყვილე არ შესწრებია. რომ ყოფილიყო გვირაბში გზის სავალი ნაწილი შეფერხებული და რომ ყოფილიყო საცობი აუცილებლად შეამჩნევდა ცხვრის ფარას. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.07.2017წ)
მოწმის სახით დაკითხვისას გე-----------–----ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, ბრალდებულს გააცნო ბრალი, დაკითხა ბრალდებულის სახით და მოახდინა დაცვის მხარეზე ინფორმაციის გაცვლა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 10.10.2017);
2016 წლის 09 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი სახალვაშოს დასახლება, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის რო---------–-----ის მიერ, ია–--------–---–ის (მძღოლი) და კახ-------------ას (ექსპერტი) მონაწილეობით, დღისით გვირაბის შუა მონაკვეთის ხელოვნური განათების პირობებში, ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
დათვალიერებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბათუმში, მახ-------------------ის მიმართულებით დამაკავშირებელი გვირაბის შუა მონაკვეთში. აღნიშნული მიმართულებით გვირაბში გზის სავალი ნაწილი არის ორზოლიანი, რომელიც შუაში გაყოფილია უწყვეტი ბილიკით. გზის საერთო სიგანე შეადგენს 7,60 მეტრს, თითოეული ბილიკის სიგანეა 3,8 მეტრი. შემთხვევა მომხდარია პირველ სამოძრაო ზოლში. შემთხვევის ადგილიდან წინ 4 მეტრში გზის კვეთაზე ქვეითთა მოსიარულე ბილიკზე ეგდო პირუტყვი, ცხენი, მკვდარ მდგომარეობაში. სავალ ნაწილს ორივე მხრიდან ჰქონდა 1,2 მეტრი სიგანის ქვეითთა სასიარულო ბილიკი, რომელიც იყო შემაღლებული. ქვეითთა ბილიკიდან 0,4 მეტრში ორივე მხრიდან გზის ბილიკზე იყო უწყვეტი ზოლი. მხედველობის არე გვირაბში იყო შეუზღუდავი.
დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ავტომანქანა მე--------- სახელმწიფო ნომრით C--------. ამოღებული ავტომანქანა შესაბამისი აქტით ჩაბარდა სპეციალურ ავტოსადგურზე ბათ23-ის თანამშრომლებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2016 წლის 09 სექტემბერს 17:35 საათზე და დასრულდა 2016 წლის 09 სექტემბერს 18:10 საათზე (იხ. ს/ფ 3-8, ტომი N1).
აჭარის ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით N2----, 27.10.2016 წ, დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ ია–--------–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 10 ქვეპუნქტი პ-ს და მუხლი 33 ქვეპუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით (იხ. ს/ფ 46-50, ტომი N1).
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ზა--------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა ექსპერტიზის დასკვნის ამ სახით გაცემის საფუძვლები; ასევე განმარტა, რომ ჩატარებული გამოთვლებით ავტომობილის სრული გაჩერებისათვის მოცემულ საგზაო პირობებში, როდესაც იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით მძღოლს ესაჭიროება დაახლოებით 42 მეტრი მანძილი, ხოლო საფრთხის წარმოქმნის მომენტისათვის მის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო დაახლოებით 50 მეტრი და კონკრეტულ საგზაო სიტუაციაში მძღოლს შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს შემთხვევა;
დამატებით განმარტავს, რომ ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭიროა დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში არანაკლებ 3 წამისა; ავტოსაგზაო შემთხევა სადაც მოხდა არის დაუსახლებელი პუნქტი და მას ექსპერტიზის ჩასატარებლად მოემართა იმ სახით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მომხდარი დაუსახლებელ პუნქტში და ამის მიხედვით მოეხდინა განსაზღვრა, აქედან გამომდინარე დასკვნაში მითითებულია დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში მოძრაობის ინტენსივობასთან დაკავშირებით, მანძილი ამ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად არის სხვადასხვა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.07.2017წ)
სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით Nს-------- 04.10.2016 წ, დადგენილია, რომ 1) ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა ფრთაზე არსებული დაზიანების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის; 2) ექპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია (იხ. ს/ფ 42-43, ტომი N1).
საქმის განხილვისას გიორგი გამგებელმა განაცხადა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის გამომძიებლის რო---------–-----ის 2016 წლის 09 ოქტომბერს გამოტანილი დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე N075090916002 ჩაატარა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა 200 ს/ტ 247. ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დადგენილება ერთ ფურცლად, ავტომობილი ,,მერსედეს-ბენცი’’ სახელმწიფო ნომრით SL-739-LS. დასმული იყო შეკითხვები მასზედ, თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა წარდგენილ ავტომობილს, აღენიშნებოდა თუ არა ავტომობილს რბილ საგანთან შეჯახების კვალი და გამართული იყო თუ არა საჭე მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. ასევე აღწერილი იყო საქმის ვითარება, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ.ბათუმში, მახინჯაური ჩაქვის მიმართულებით გვირაბში, მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კონკრეტულად ავტომობილი შეჯახებული იყო ცხენზე, რის შედეგადაც დაზიანებული იყო მოქალაქე ზუ--------------ძე. ავტომობილი მე--------- დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N13-ში მდებარე სპეც ავტოსადგომზე. ავტომობილი დათვალიერებული იქნა სხვადასხვა საშუალებებით, გამოყენებულ იქნა გამადიდებელი ხელსაწყოები, მასშტაბური სახაზავი, ციფრული ფოტოაპარატი. შედგენილი იქნა ფოტოცხრილი, რომელიც თან დაერთო დასკვნას. ვიზუალური დათვალიერებით აღიწერა ავტომობილი, რომ მას სახურავის მარჯვენა ნაწილზე, წინა მარჯვენა ფრთის წინა ნაწილზე, წინა მარჯვენა საყრდენზე აღენიშნებოდა წინიდან უკან და ნაწილობრივ ზევიდან ქვევით მოქმედისას განვითარებული დაზიანებები. გატეხილი იყო წინა ბამპერის მარჯვენა ნაწილი, მოტეხილი იყო სარკის ბუდე, მოტეხილი იყო მოხვევის მაჩვენებელი. ასევე ავტომობილს დაზიანებული აქვს ოვალური ცენტრის გარშემო ბზარები. ავტომობილის ოთხივე საბურავები დათვალიერების მომენტში იყო დაბერილ მდგომარეობაში, ასევე მოხდა სამუხრუჭე სისტემების დათვალიერება, რითაც დადგინდა, რომ ორივე სისტემა ანუ საჭეც იყო გამართული ნორმალურად, ფეხის დაჭერით ის მოქმედებაში მოდიოდა, სწორად. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ორივე სისტემა დათვალიერების მომენტში იმყოფებოდა გამართულ მდგომარეობაში, რაც შემდგომში დასკვნაშიც აისახა.
ყოველ დაზიანებას აქვს თავისი მიმართულება, ამ შემთხვევაში მიმართულებები, მიმართული იყო მიმღებ ზედაპირზე ანუ ამ შემთხვევაში რომელი დეტალებიც აღწერა ძრავის სახურავი, საყრდენი წინა მარჯვენა და იგივე წინა საქარე მინა მიმართული იყო წინიდან უკან, რაც მოქმედი ძალის მიმართულებაზეა დამოკიდებული. რა მიმართულებითაც მოქმედებს ძალა იმ მიმართულებით ხდება ასახვა დაზიანების დეტალების. ინერცია მიდიოდა წინიდან უკან, ავტომობილის წინა ნაწილიდან მის უკანა ნაწილისკენ. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 10.10.2017წ)
ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------6, 09.09.2016 წ, დადგენილია, რომ ია–--------–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დადგენილია უარყოფითი შედეგი (იხ. ს/ფ 19-20, ტომი N1).
8.სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N00-------, 09.11.2016 წ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ზუ--------------ძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ სამედიცინო მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2016 წლის 09 სექტემბრიდან. დიაგნოზი: გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ყვრიმალის და ზედა ყბის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა მარცხნივ, ჭრილობა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (იხ. ს/ფ 52-55, ტომი N1).
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლე----------------ემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი სამედიცინო ექსპერტიზის უტყუარობა; განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა დასკვნის გაცემა (იხ ოქმი 13.09.2017წ)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0--------, 27.01.2017 წ, დადგენილია, რომ პასუხი გაეცა ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებიდან გამომდინარე
1) საკითხს, ,,რამდენად სწორად იქნა ჩატარებული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი დეპარტამენტის ექსპერტიზის სამსახურის მხრიდან, ამ განცხადებაში მითითებულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ექსპერტიზა - ,,არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში;
2) გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები განვითარებულია, როგორც ბლაგვ რბილგარსიან, ასევე ბლაგვ მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად;
3) საკითხს, ,,ხომ აღენიშნება ავტომანქანა ,,მერსედესს’’ სახ.ნომრით C-------- ცხენის ნალის ნაკვალევი და დადებით შემთხვევაში, კერძოდ რომელ ადგილას ? ხომ მომხდარა ცხენის შეჯახება ავტომანქანაზე ? დადებით შემთხვევაში რა გარემოებებში რომელი მხრიდან მოხდა ეს ? ‘’ გადაწყვეტა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია;
4) გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
5) საკითხს ,,ავტომანქანის წლოვანებიდან გამომდინარე მაღალი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში ხომ არ იყო გამოწვეული ძრავის ეგრეთ წოდებული გუდვის პროცესი ?’’ გადაწყვეტა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ავტომობილის ტესტირების ცენტრში შემოწმება;
6) მოცემულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. ვინაიდან შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის (დამუხრუჭების, მოცურებისა და სხვა) კვლები არ დაუტოვებია, ამდენად განსაზღვრა იმისა, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა იგი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის გზით შეუძლებელია;
7) შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის’’ მძღოლს ია–--------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,, საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
8) მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მეხრის ზუ--------------ძის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. (იხ დასკვნა N0--------, 27.01.2017);
საქმის განხილვისას ექსპერტმა დემურ დვალმა დაადასტურა მიე მიერ გაცემული დასკვნის უტყუარობა, განმარტა, რომ მათ მოახდინეს საქმის მასალების შესწავლა, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შეისწავლეს თავად განმცხადებლის განმარტება, ასევე მითითებული აქვს გამოძიების მასალებიც და მათ შორის გამოძიების მიერ გაზიარებული ვერსიაც; ცხენის დაჯახების ფაქტზე; ვინაიდან მძღოლს არ გამოუყენებია მუხრუჭი, - რადგან ამის კვალი არ არსებობს- შეუძლებელია დადგინდეს ზუსტი სიჩქარე, ამიტომ მან გამოიყენა განმოძიებით დადგენილი გარემოებები; ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე დაახლოებით 60 კმ/სთ, და შემთხვევის ადგილის დათვალიერებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მახინჯაურში - დასახლებულ პუნქტში, რომლის დასაწყისშიც განთავსებულია საგზაო ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი.., რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები - სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო - დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა; ....ასევე დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ; შესაბამისად მძღოლისთვის სრული გაჩერებისათვის საჭირო დროა 48 მეტრი; მას საფრთხე კი წარმოექმნა გაცილებით მოკლე მანძილზე, მეორე ზოლში სამოძრაოდ გადასვლის მომენტში; შესაბამისად ის თავიდან ვერ აიცილებდა შემთხვევას; რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეს, მეხრეს, მისი მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 22-ე მუხლს, რომელთა დაცვის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა საგზაო შემთხვევას; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)
ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით #40---- ატ/ტრ28.0--2017წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს იასა გვარიშვილს შექმნილ დაბრკოლებაზე და მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეზე კონტაქტის თავიდან აცილება და ავტომობილის გაჩერება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო;
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მისი მანევრით - გვერდითა სამოძრაო ზოლში გადასვლით არ მომხდარა; დამდგარი შედეგი მასზე არ იყო დამოკიდებული; მის მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მეხრემ ზუ--------------ძემ როგორც მოძრაობის მონაწილემ დაარღვია უგულებელყო საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ და მე-9 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა; (იხ დასკვნა)
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რე--------–------–--ლმა განმარტა, რომ ტრანსპორტთა პრობლემების ექსპერტიზის ცენტრი არის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრი, სადაც მოწვეული არიან პროფესიონალი ექსპერტები. ექსპერტიზის ცენტრში ხდება დამკვეთის მიერ შემოსული განცხადების მიხედვით საქმის მასალების შესწავლა და თუ მათ მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები არ არის დამაკმაყოფილებელი ექსპერტიზის ცენტრი დამკვეთის ხელმოწერით უფლებამოსილებას იღებს, რომ სასამართლოდან ან საგამოძიებო უწყებიდან გამოითხოვონ ყველა ის საქმეები, რაც ექსპერტიზის ჩასატარებლად არის საჭირო. მოცემულ შემთხვევაშიც ეს იყო დაახლოებით 2016 წლის 9 დეკემბერს ტრანსპორტთან პრობლემების ექსპერტიზის ცენტრს მომართა გვარიშვილმა და წარმოუდგინა საქმის მასალები, ბათუმი ჩაქვის მიმართულებით გვირაბში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ირგვლივ. აღნიშნული მასალებით ისინი სრულად ვერ დაკმაყოფილდნენ და პარალელურად მოითხოვეს წარმოედგინათ, ვინაიდან მასალები იყო სისხლის სამართლის საქმის, საქმეში ფიგურირებული პიროვნების სამედიცინო დოკუმენტაცია. მიზეზობრივი კავშირი იყო ის, რომ მათ მიერ ჩატარებული პირველადი მოკვლევის დროს, იმისათვის, რომ დაედგინათ რამდენად იყო სხვადასხვა ობიექტები მომხდარ საქმეში მონაწილე ან როგორ ფიგურირებს ამის გამოსარიცხად დასჭირდათ დამატებით მოეთხოვათ სისხლის სამართლის მასალები. ამიტომ ჩატარებული ექსპერტიზა, რომელსაც ისინი ატარებენ ტექნიკურ და ავტოტრასოლოგიურს გარდაისახა უკვე კომპლექსურ ექსპერტიზაში, სადაც მოწვეული იყო ცნობილი ექსპერტი და პარალელურად მიმართეს ექიმთა ასოციაციის ორგანიზაციას კვლევების ჩასატარებლად და მათი მონაცემების საფუძველზე ჩაატარეს ექსპერტიზა. ექსპერტიზის ირგვლივ დამკვეთის მხარის მიერ იყო შესაბამისი კითხვები დასმული, რომელზე ვალდებულები იყვნენ გაეცათ პასუხი და ამ კითხვებიდან გამომდინარე მათ საჭიროდ ჩათვალეს სრული პაკეტი ჰქონოდათ საქმის მასალებისა, რითაც შეძლებდნენ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. როგორ განვითარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, - იკვლევენ. მათ უნდოდათ გამოეკვლიათ როგორ მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. თუმცა ამის შესახებ კითხვებშიც იყო მითითებული, კონკრეტულად იქ იყო მითითებული სწორად იქნა ჩატარებული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი დეპარტამენტის ექსპერტების სამსახურის მხრიდან ამ განცხადებაში მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. მას, როგორც ექსპერტს არ აქვს უფლება შეაფასოს მეორე ექსპერტის დასკვნა. მეორე კითხვა იყო რა დაზიანებები აღენიშნება მე---------ს მარკის ავტომანქანას და რისგანაა იგი გამოწვეული? ამასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მტვრევის დროს როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ისინი ვალდებული არიან დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი და შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის მონაკვეთი - გვირაბი ვიზუალურად და დათვალიერება შემთხვევის ადგილის მონაკვეთთან ერთად მოხდა 2016 წლის ოქტომბრის თვეში. ავტომანქანის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მაშუქი ფარი, წინა მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელი, მარჯვენა უკანა ხედის სარკე, საქარე მინა, რომლის მარჯვენა მხარეს აღინიშნებოდა სისხლის დიდი ლაქა, საქმის მასალებში სისხლის წარმომავლობა გამოკვლეული არ არისო, ამანაც განაპირობა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან სისხლის წარმოქმნის ლაქას ჰქონდა მნიშვნელობა. დასკვნით განსაზღვრული იქნა დაზიანებების ფორმა და ხასიათი. ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები თავისთავად მეტყველებენ კონტაქტურ სუბიექტთან რა ფორმით შევიდოდა ის, რა მდებარეობა ექნებოდა მას და როგორ იქნებოდა ასახული ეს დაზიანებები და შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა სუბიექტთან, გარდა იმისა რომ ცხოველზე იყო შეჯახებული, რაც დადასტურებული იყო საგამოძიებო ნაწილით, იქნებოდა თუ არა ქვეითზე შეჯახების ნაკვალევიც. არსებული დაზიანებები ავტომობილზე მეტყველებენ, რომ აქ უნდა ყოფილიყო პირუტყვთან შეხების კვალი და არა ქვეითზე, ვინაიდან მეორე სუბიექტთან შეხების კვალი ავტომობილზე გამორიცხული იყო სხვა დასკვნებშიც, რომლებიც არსებობა საქმის მასალებში და მათაც გამორიცხეს ამ შემთხვევაში. მეორე ფაქტი არის ის თუ რამდენად შეეძლო მძღოლს თავიდან აერიდებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამ შემთხვეაში მძღოლი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო გამოძიება ადასტურებს, რომ ის მოძრაობდა 60 კმ/სთ-ით. გვირაბში დასაშვები სიჩქარე არის 40 კმ/სთ. ამიტომ მძღოლი იმოძრავებდა 60 კმ/სთ-ით თუ 40 კმ/სთ-ით ის მაინც ვერ შეძლებდა საფრთხის წარმოქმნის მომენტში შემთხვევის თავიდან აცილებას. მათ მიერ გამოთვლილი იქნა ორივე შემთხვევა. გაცემული დასკვნა კატეგორიულია; გვირაბის შესასვლელსა და გამოსასვლელში არის ვიდეოთვალი სიჩქარის შესასწავლად; შესასვლელში იყო ჩანაწერი ვერ გადმოეცა არარსებობის გამო თუმცა მოთხოვნა გააკეთა; სიჩქარის ზღვარი ორივე მხრიდან დასაშვები სიჩქარე იყო 60 კმ/სთ მეორე მხარეს აღარ იყო მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი; პირველ ჩამოსვლაზე იყო ორივე მხარეს საგზაო ნიშანი;
საერთოდ გვირაბებში მოძრაობისას არის უწყვეტი ხაზი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტი არ უნდა მოძრაობდეს მაღალი სიჩქარით დასახლებულ პუნქტში სიჩქარე არის 60 კნ/სთ შესასვლელში არის აღმართი და მაღალ სიჩქარეს ისედაც ვერ განავითარებდა მძღოლი მოცემულ მონაკვეთში; ზუსტი პარამეტრების დადგენა ამ შემთხვევაში რთულია.
ია–--------–---–იდან და მისი მოძრაობიდან გამომდინარე ეს არის ლოგიკური გარემოება; ცხენი რომ არ დამფრთხალიყო ია–--------–---–ი ჩვეულებრივად გაუვლიდა; ცხენის შემოჯახებით მოხდა ეს კონკრეტული შემთხვევა;
ადასტურებს, რომ იაშა გვარშვილს საქართველოს კანონის არ დაურღვევია და მის ქმედებაში არ შეინიშნება საგზაო მოძრაობის შესახებ წესები; რაც შეეხება მეხრეს, მან უგულებელყო კანონის მოთხოვნები;
გამოძიებას აქვს გაზიარებული ია–--------–---–ის ჩვენება, და ეს ვერსია მან გაიაზრა და გამოიკვლია; ცხენი რომ დააფრთხო საყვირმა ია–--------–---–ის განმარტებით იქნა მითითებული; ავტომანქანაზე არსებული დაზიანებიდან გამომდინარე ამტკიცებს რომ ცხენი შემოეჯახა; მის დასკვნაში მითითებულ ცხვრების რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს 95 შესაძლებელია იყოს ტექნიკური შეცდომა; რაოდენობას აქ მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია რომ ერთი ზოლი საფრთხის შემცველი იყო და ეს აიძულებდა ავტომანქანებს გადასულიყვნენ მეორე ზოლში;
დაათვალიერა ავტომანქანა აღწერა დაზიანებები; თანმიმდევრლად აღწერა როგორ განვითარდა პროცესი; რადგან მეორე დაზიანება პირველზე ადრე ვერ იქნებოდა; ავტომანქანა მოძრაობდა, ავტომობილი იყო მოძრაობაში; იყო დახრილობით; ცხენის გადაადგილება სხვაგვარად ვერ განაწილდებოდა; დაზიანების ფორმაა ისეთი ძრავის ბოლოში, დახრილობით მოძრაობდა, მარცხენა ზოლში გადასვლას აპირებდა და იმიტომ არის დაზიანებები დაზიანებების განვითარების მიხედვით; ავტომობილზე არსებული დაზიანებები და გვარიშვილის ჩვენება თანხვედრაშია ერთმანეთთან;
არ გამოიანგარიშა საფრთხემდე მძღოლს ჭირდებოდა 1.6 წმ რომა ეს მოეხდინა, მძღოლს 1.2 წმ ჰქონდა 28 მეტრის თუკი 52 მეტრი იყო საჭირო ის ვერ გაჩერდებოდა დროის ერთეულში მძღოლის რეაქციაზე მეტი დრო იყო საჭირო საფრთხე მოულოდნელად წარმოიქმნა და ვერ გაჩერდებოდა; დროში რომელიც მის ხელთ იყო, როდესაც მან დაინახა საფრთხე, დაიწყო მანევრი; გაჩერება არც ესაჭიროებოდა; ცხენი შემოეჯახა და საფრთხე მოულოდნელად გაჩნდა და სულაც არ იყო საჭირო გამოეანგარიშებინა გაჩერების დრო;
(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 20.10.2017წ 16:05:52სთ-17:46:59სთ)
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით:
ზუ--------------ძის თავის მიდამოს ჭრილობა, ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
...სისხლინაჟღენთი შუბლის მიდამოში, ნაჭდევები სახის, ხელის მტევნის არეში, ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე.
ზუ--------------ძის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა სხვადასხვა ანატომიურ ხაზებზე, ზედა ყბის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა მარცხნივ, ცდომით და ყვრიმალის ძვლის მორჩის მოტეხილობა მარცხნივ ცდომით, როგორც ცალკ-ცალკე ასევე ერთიანობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ზუ--------------ძის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნების არაერთჯერადი ზემოქმედებით, მათ შორის ნაწილი შესაძლებელია დაცემითაც.
ავტოტექტნიკური ექსპერტიზების მონაცემების, კონკრეტული ავტომობილის, ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის’’ მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე სხვადასხვა მიდამოებში არსებული დაზიანებების ხასიათის, ამ მარკის ავტომობილის პარამეტრების, კერძოდ კი მისი უკიდურესი წარზიდული ნაწილების გზის საფარის ზედაპირიდან დაშორებების (სიმაღლეების) გათვალისწინებით დგინდება, რომ ზუ--------------ძეს სხეულის უკანა ზედაპირის კანზე არ აღენიშნება ავტომობილის ფეხით მოსიარულესთან შეჯახებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, ანუ ავტომანქანის წარზიდულ ნაწილებთან პირველადი კონტაქტის კვალი სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და /ან მოტეხილობების სახით.
ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს ზუ--------------ძის სხეულზე არსებული დაზიანებების, მარჯვნივ პარავერტებრალურ (ხელხემლის ახლო) ხაზზე, II ნეკნის იზოლირებული მოტეხილობისა და მარჯვნივ ბეჭის ხაზზე V VI VII VIII და IX ნეკნების მოტეხილობის მიყენების მექანიზმი, თუმცა სავარაუდოდ ეს მოტეხილობები კონსტრუქციული უნდა იყოს, ანუ განვითარებული გულმკერდისა და ნეკნების კარკასის ძლიერი დეფორმაციის გამო. მექანიზმის ზუსტად დადგენა დღეისათვის შეუძლებელია საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო. (იხ დასკვნა 28.0--2017წ)
საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას მა---------–--–--ლმა განმარტა, რომ კონსულტაციის შემდეგ მოითხოვა დოკუმენტების გაცნობა; მის მიერ გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილია თუ რა მასალები გამოიკვლია, წარმოდგენილი იყო CD დისკები, გამოკვლევა აინტერსებდა; ექიმის ჩანაწერი აქვს პნევმოთორაქსზე, ამ დროს ფილტვის გარშემო არსებული ჰაერი გამოდის გარეთ და იჩუტება სუნთქვა იკვრება; ამ ჩანაწერმა დააინტერესა რადგან ამ დროს ნეკნების შეცილება არ არის ჩაწერილი, პლევრა შესაძლებელია დააზიანოს ნეკნის მოტეხილობამ წვეტმა, ამიტომ მოითხოვა დოკუმენტაცია გადააგზავნა რადიოლოგთან შესასწავლად და მათი დასკვნით არ იყო პლევრის დაზიანება, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი ექსპერტის მიერ ეს შეფასებულია ერთობლიობით; სიმძიმის ხარისხი ეძლევა იმის მიხედვით რომელიც უფრო მძიმეა და დაზიანებებიც ამ შემთხვევაში შეფასდა როგორც მძიმე; ეს ყველაფერი გადაღებულია ოპერაციამდე; თუ კი პნევმოთორაქსი გამოირიცხა - შესაბამისად იცლება დაზიანების ხარისხიც; მის მიერ დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები და საერთოდ გამოირიცხა მან დაზიანებებით პნევმოთორაქსი; გულმკერდი წარმოადგენს კასრის ფორმის კარკასს შეიძლება ძალის ზემოქმედება ხდებოდეს სხვა ადგილზე და მოტეხილობა ჰქონდეს სხვა მხარეს; აქ ფიქსირდება არაპირდაპირი მოტეხილობები ზემოქმედება იყო სხვა მხარეს და და სხვა მხარეს მოხდა, მოტეხილობა; პირდაპირი ზემოქმედება არ ყოფილა კონსტრუქციული მოტეხილობაა სახეზე რასაც წინ უძღოდა ძალოვანი ზემოქმედება; ზურგის მხრიდან ვინაიდან ზემოქმედება არ იყო, ზუ--------------ძეს სხეულზე განვითარებული არაერთჯერადი ზემოქმედებით შესაძლებელია ის განვითარებულიყო დაცემითაც; ავტომანქანის პარამეტრების და სიმაღლის უკანა ზედაპირის კანზე არ შეინიშნება ავტომანქანასთან პირველადი კონტაქტის კვალი;
საკვლევი მასალები მიიჩნევს, რომ არასაკმარისია რომ ზუსტად იქნეს დადგენილი დაზიანების ხარიხის და სახის არეში არსებული მოტეხილობები შესაძლებელია განვითარებულიყო დაცემით; ფილტვის ქსოვილი საერთოდ არ არის დაზიანებული; ფეხზე მდგარ მდგომარეობაში პირველადი შეჯახება არ არის გამოხატული; ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება; მეორე ნეკნი, სადაც არის ფილტვის მწვერვალი, მოტეხილობა არ ფიქსირდება, შესაბამისად პნევმოთორაქსიც გამოირიცხება; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 20.10.2017წ 17:55:52სთ-18:30:49სთ)
ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით N17/03-ატ, 20.01.2017 წ, დადგენილია, რომ
1) შემთხვევის მოცემული გზის მონაკვეთი კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ,,საგზაო მოძრაობის წესების’’ 5.22 ნიშნის თანახმად არის ,,დასახლებული პუნქტი’’, რომელშიც მოქმედებს ,,დასახლებული პუნქტისთვის’’ დადგენილი წესებით. თუ რამდენად სწორად არის ჩატარებული წინა/ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური/ექსპერტიზების დასკვნები, ასეთის შეფასება სცილდება ექსპერტის კომპეტენციას/ შეფასება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენტურია/.
2) ,,მე---------’’ სახ.N C-------- ავტომობილს მეტად მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული აქვს კაპოტის, წინა მარჯვენა ფრთისა და წინა მარჯვენა დგარის ზედაპირები/ იხ.1-8 და 10-11 ფოტოსურათები ნაჩვენები ისრებით/. კაპოტზე განვითარებული დაზიანებები ნალისებური ფორმისაა. დაზიანებების თავისებურებებიდან გამომდინარე არ გამოირიცხება მოცემულ შემთხვევაში/ ,,მე---------ს’’ მეორე სამოძრაო ზოლისაკენ / ცხენის ირიბულად ნახტომისებური გადაადგილება უკან, კაპოტზე და მარჯვენა ფრთაზე ფეხების დარტყმით/ რასაც ,,მე---------ს’’ მძღოლი აღნიშნავს/. კვლების მიმართულება ავტომობილზე წინიდან - უკან, თან დიაგონალურად მარჯვნიდან - მარცხნივ მიგვანიშნებს, იმაზე, რომ კონტაქტში შემომავალი ობიექტი/საგანი/ თავის მხრივ გადაადგილდებოდა დახრილი კუთხით მარჯვნიდან-მარცხნივ ე.ი. მეორე ზოლისაკენ.
3) ,,მე---------ს’’ საჭის მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები შემთხვევის წინ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
4) ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა ძრავის მაქსიმალური დატვირთვების მიხედვით/ ჰქონდა, თუ არა ადგილი ე.წ. ძრავის ,,გუდვას’’/, ან სიჩქარის განსაზღვრა აღნიშნული დაზიანებებით გზაზე მოძრაობის მიხედვით შეუძლებელია/ არც საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მამტკიცებელი იმისა, რომ შემთხვევის მონაკვეთში ავტომობილი ,,მე---------’’ მოძრაობდა ,,დასახლებულ პუნქტში’’ დასაშვებზე მეტი სიჩქარით.
5) ავტომობილის კაპოტზე, წინა მარჯვენა ფრთაზე და საქარე მინის მარჯვენა დგარზე აღინიშნება მეტად მკვრივი საგნის ზემოქმედების კვლები დიდი ძალით დარტყმის სახით/მათი ვრცლად აღწერილობა და ისრებით მითითება იხილეთ კვლევით ნაწილში/. დაზიანებულ ზედაპირებზე შეინიშნება ასევე ნაკლებად მკვრივ საგანთან კონტაქტის /დაჯახების/დამახასიათებელი ნიშნებიც.
6) მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში/როგორც გამოძიებით დადგენილ, ასევე განცხადებაში მოყვანილ შემთხვევებში/ ,,მე---------ს’’ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო ცხენზე დაჯახების თავიდან აცილება/ცხენზე დაჯახება ტექნიკური თვალსაზრისით მოახდენდა ავტომობილის მართვადობის დაკარგვას/ და /ქვეით მეხრეზე შეჯახების შემთხვევაშიც კი/ მძღოლის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის წესების’’ რომელიმე მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა / 25.10.პ, ან 33.2 მუხლის / არ აღინიშნება.
7) მოცემულ შემთხვევაში მეხრეს/ პირუტყვის გამრეკს/ უნდა ემოქმედა საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ,,საგზაო მოძრაობის წესების’’ 16.3.ა; 20.2; 20.3; 20.7; 22.1; 22.2; 22.8.გ და 22.9 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად/ მნიშვნელობები იხილეთ კვლევით ნაწილში/. ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში მოცემული დაჯახება არ მოხდებოდა. (იხ დასკვნა)
საქმის განხილვისას მოწმე ჰა--–----------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ საქმის მასალების ქსეროასლები მიიღო რომ ჩაეტარებინა სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზა; მასალები შეისწავლა; მოახდინა დეტალური დათვალიერება ავტომანქანის; შემთხვევის ადგილის, სრულად მონაკვეთი დაათვალიერა; გამოიკვეთა, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, გამოძიებას ჰქონდა დადგენილი რომ იმ მონაკვეთში იყო ინტენსიური მოძრაობა მიდიოდა მიკროავტობუსი, გამოჩნდა დაბრკოლება ცხენი და ცხვრის ფარა; მოხდა სათანადო გაანგარიშება, თუ 30 მეტრი იყო დისტანციით, მაშინ ეს იყო სწორად; ექსპერტს ხელოვნურად შემცირებული ჰქონდა დრო და მითითებულია ერთი წამი, დასახლებულ პუნქტთან მიმართებით; ია–--------–---–ს არ ჰქონდა დარღვეული კანონის მოთხოვნები მანქანაზე არსებული დაზიანებები აღწერა გამოიყენა გამომძიებლის იდეალური სურათი რომელზეც კარგად და საღად ჩანდა დაზიანების კვლები, სატრანსპორტოს საშუალებაზე შეინიშნება რაიმე მკვრივი საგნით განვითარებული დაზიანებები; ეს დაზიანება აღინიშნებოდა კაპოტის წინა და ზედა ზედაპირებზე ეს იყო ნალისებური ფორმის; გამოსაკვლევად არ ჰქონდა და წესით უნდა ჰქონოდათ ეს საგანი, აუცილებლად უნდა მომხდარიყო ცხენის დათვალიერება და თუ რაიმე მკვრივი საგანი იარსებებდა უნდა ამოეღოთ;
სათანადო გაანგარიშებებით მძღოლმა როცა შენიშნა, მისი განმარტებითაც არ შეეძლო თავიდან აეცილებინა. ის განმარტავდა, რომ ის გადადიოდა გვერდით ზოლში, ამ დროს ავტომანქანამ მისცა სიგნალი და ცხენი უკვე დაეჯახა ამ დროს;
მარჯვნიდან მარცხენა მხარე არის დაზიანებების მიმართულება; კონტაქტში შემავალი საგანი გადაადგილებას ახდენდა დაზიანებების დათვალიერებით ასახული მიმართულებით; საშუალება არ მისცა დამფრთხალმა ცხენმა და მძღოლმა ვერ შეძლო საფრთხის თვიდან აცილება;
მძღოლს თუ არ დაურღვევია, ამ დროს მიუთითა რამდენიმე პუნქტზე, რომ არ შეიძლებოდა ცხვრების გადარეკვა, მეხრეს დამხმარე უნდა ყოლოდა, შესაძლებელია საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც გაეწია დახმარება; მიღებული იქნებოდა გარკვეული ზომები ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილისთვის; ზევიდან ფეხებით კონტაქტში შემომავალი საგანი, ადასტურებს იმას, რომ მოხდა შემოჯახება; გამოძმიებელს დადგენილი ჰქონდა, რომ მოხდა გზის კიდეზემ რაც არასწორია, ეს მოხდა გამყოფ ზოლზე; სისხლის კვალით შესაძლებელი იქნებოდა ამის დადგენა ზუსტად; მძღოლის მოქმედებაში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა არ შეინიშნება; უმოქმედობა შეინიშნება მეხრეს მოქმედებაში მან კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნები არ შეასრულა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 20.10.2017წ 18:56:41სთ-19.24:49სთ)
ბრალდებულმა ია–--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, თავდაპირველად გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ ეთანხმება, ვინაიდან მას გარემოებებზე ამ სახით არ მიუთითებია, გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ ჯობდა როგორც თვითონ თვლიდა გამომძიებელი ისე დაეწერათ, მას არ განუცხადებია, რომ მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით; მას არ უთქვამს, რომ ცხენს დაეჯახა, მან შემთხვევის შესახებ განმარტება მისცა მოგვიანებით ადვოკატს და შემთხვევა ზუსტად და სწორად აღწერა; არ ეთანხმება ბრალდების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ შემთხვევა მოხდა დაუსახლებელ პუნქტში, ვინაიდან სპეციალისტები და თავად კანონი საგზაო ნიშნით ზუსტად გამოხატავს, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში; ის მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით; დისტანცია ჰქონდა დაახლოებით 40 მეტრზე მეტი; გვირაბიდან ჩაქვის მხარეს გასვლამდე დარჩენილი იქნებოდა 100 მეტრამდე ამ დროს დაინახა ცხვრის ფარა, მას მიყვებოდა მეხრე და ავშარით ცხენი; წინ მიმავალმა ავტომანქანამ ჯოგის უკან მიმავალ ცხენს გვერდი აუარა თვითონაც დაიწყო მოძრაობა მეორე ზოლში გადასასვლელად; გაატარა მარცხნივ მოძრავი ავტომანქანა, რომლემაც მისცა ჩავლის მომენტში სიგნალი და საყვირის ხმაზე დაფრთხა ცხენი დაარტყა უკანა ფეხები მისი ავტომანქანის კაპოტს უკანა ნაწილით შემოვარდა კაპოტსა და ფრთაზე, მოასკდა ე.წ სტოიკაზე, შემოახია მუცელი და ჩაამტვრია საქარე მინის მარჯვენა ნახევარი; მეუღლეს და ბავშვებს, რომლებიც ისხდნენ მანქანაში შემოეყარათ მინის ნამსხვრევები; ცხენი გადავარდა მარჯვენა მხარეს და დაეცა მანქანის გვერდით; სამოძრაო ზოლების გამყოფ ხაზთან ახლოს დატოვა იქვე სისხლის კვალი; ამის შედეგ მას მეხრე იქ არ დაუნახავს, მეხრეს არც შეჯახებია, მან დაინახა თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მეხრე როგორ ცდილობდა ცხვრების გამორეკვას გვირაბიდან; როგორ და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება მეხრემ მისთვის გაურკვეველია, თავად ნამდვილად არ მიუყენებია დაზიანება; მას ცხენი თავად შემოეჯახა და ავარდა მის ავტომანქანაზე; ის დაფრთხა საყვირის ხმაზე; (იხ სხდომის ოქმი, 28.01.2016წ)
ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში;
გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით მათი ერთობლივად ურთიერთშეჯერებით და შესწავლით კი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ია–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რის საფუძველზეც არის ია–--------–---–ის მიმართ ბრალი წარდგენილი, საქმის განხილვისას კი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა საპირისპირო გარემოებების მამტკიცებელი დასკვნები, რომლებიც ცალსახად გამორიცხავენ შემთხვევის მონაწილე მძღოლის ბრალეულობას და ადასტურებენ, რომ ბრალდებულს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა და საფრთხე შექმნა თავად დაზარალებულმა ზუ--------------ძემ, მის მიერ განხორციელებული მოქმედებით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე წარმოადგინონ და მოიპოვონ მტკიცებულებები რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე უდავოა, რომ ერთის მხრივ, სახეზეა ბრალდების მხარის პირდაპირი მტკიცებულება საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #2----, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებულმა ია–--------–---–მა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები - და მეორეს მხრივ სახეზეა - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა რომლის თანახმადაც მძღოლ ია–--------–---–ს - ბრალდებულს არ შეეძლო აეცილებინა თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება, ზუ--------------ძის - დაზარალებულის მიერ კი უგულებელყოფილი იქნა იგივე კანონის მოთხოვნები, რომლის დაცვის დროსაც შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა;
და ასევე ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სატრანსპორტო, ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა მიხედვითაც ასევე დასტურდება, რომ მძღოლ ია–--------–---–ის მოქმედებაში არ შეინიშნება საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა დარღვევა და ქვეითად მოსიარულე ზუ--------------ძის მოქმედებით კი უგულებელყოფილია იგივე კანონის მოთხოვნები;
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პირდაპირი მტკიცებულება მხოლოდ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სახით, დაზარალებულის განმარტებით არაფერი არ ახსოვს და ვერ აღწერს შემთხვევას, სხვა მოწმეები შემთხვევის შემსწრენი არ არიან; ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაა - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; მტკიცებულებების გამოკვლევით სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ის ერთიანობა რაც საკმარისი საფუძველი გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის;
სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი, როგორიცაა ქვეითის მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის, შეჯახების, დავარდნის და ავტომობილის გაჩერების ადგილები; სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მითითებულია რომ ბრალდებული შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ--------------ძეს, თუმცა არცერთი ფაქტობრივი გარემოება გამოძიებით ამ კუთხით დადგენილი არ არის;
ასევე ზუსტად დაუდგენელია რა სიჩქარით მოძრაობდა ბრალდებული შემთხვევამდე; თუმცა დასაბუთებულად სავარაუდოა, რომ მოძრაობდა ნებადართული სიჩქარით, რადგან დადგენილია, რომ, შემთხვევის ადგილზე არ არსებობს მუხრუჭის კვალი; ამ დროს კი გაურკვეველია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ავტომანქანის სრული გაჩერებისათვის გამოთვლილი მანძილი;
საგულისხმოა, რომ სხვა მტკიცებულება, რაც წარმოდგენილ დასკვნას გაამყარებდა სახეზე არ არის;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ საგზაო შემთხვევა მოხდა გვირაბში. ცხენი ოქმის მიხედვით განთავსებულია სამოძრაო ზოლის კიდეზე, მარჯვენა მხარეს. ოქმის მიხედვით, ზუსტად არ არის აღწერილი სისხლის კვალთან დაკავშირება.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის გამოკითხვით დგინდება, რომ სისხლის კვალი ერთი ადგილიდან მეორე ადგილისკენ მიემართება და ეს შესაძლებელია იყოს ცხენის შეჯახების შედეგად ფორთხვის გადაადგილების კვალი, რაც უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შეჯახება მოხდა სამოძრაო ზოლის გამყოფ ხაზთან ახლოს. ეს ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია თავად ბრალდებულის და ექსპერტების ჩვენებების, ამ მდგომარეობის აღწერის თანმიმდევრობით, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ასევე სასამართლოს საქმის განხილვით უდასტურდება, რომ ია–--------–---–ის მიერ ავტომანქანით ქვეითზე შეჯახება არ მომხდარა, რადგან ბრალდების მხარის მიერ ამის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ბრალდებული და ექსპერტები გამორიცხავენ აღნიშნულს. ბრალდებულის განცხადებით მას ქვეითი არ დაუნახავს შეჯახების მომენტში, ხოლო სამედიცინო ექსპერტი გამორიცხავს დაზარალებულის კონტაქტს ავტომანქანასთან.
შესაბამისად სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ დაზარალებულ ზუ--------------ძეზე ბრალდებულის მხრიდან ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების ფაქტს, მითუმეტეს სამედიცინო ექსპერტი, რომლის მიერ გაცემულ დასკვნაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არა აქვს, დასტურდება რომ დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იქნეს დაცემიდანაც, რა ვითარებაც - ანუ დაცემის ფაქტი - გაურკვეველია.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; ხსენებული მუხლით ქმედების კვალიფიცირებისათვის აუცილებელია მუხლის დანაწესში მითითებული წინაპირობების არსებობა ერთობლივად;
თითოეული წინაპირობების დასადგენად და დასადასტურებლად კი აუცილებელია სპეციალური ცოდნა და აქედან გამომდინარეა მნიშვნელოვანი კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ექსპერტთა დასკვნების შეფასება; როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ესპერტიზის დასკვნები გამომდინარეობს საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მასალების შესწავლით ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებების ანალიზით;
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ასევე ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საქმის განხილვისას ექსპერტთა ჩვენებებით დასაბუთებულად და უტყუარად გამოირიცხება ია–--------–---–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა და შესაბამისად ბრალეულობა ქვეითად მოსიარულე ზუ--------------ძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ია–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნებია წარმოდგენილი ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები, ვერ სცილდება დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად: ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ია–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, სახეზეა ურთიერთსაპირისპირო გარემოებების დამდგენი ექსპერტიზის დასკვნები ;
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ბრალდებული ია–--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ ,,მე---------ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G-------G, რომელიც განთავსებულია შპს “----------------ის“ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ია–--------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;
გამართლებულს ია–--------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მსჯავრდებულ ია–--------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით ია–--------–---–ის (პ/ნ 6---------3) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქობულეთი, სოფელი ხალა, დაზუსტებული ფართი 3396.00 კვ/მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3396.00 შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 50, კვარტალი -02, ნაკვეთი - 058, საკადასტრო კოდი N20.50.0--058.) - 2 000 /ორი ათასი/ ლარის წილს.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,მე---------ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G-------G, რომელიც განთავსებულია შპს “---------------“ სპეციალურ ავტო სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბ----------------’’ ადმინისტრაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე