გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017--2073267
საქმე № 3/72-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.01.2018წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ე-–- კუ----ი
წარმომადგენელი: იზ---–--- მო------ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა-- არ-----ე
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვით---ების სამინისტრ
წარმომადგენელი: ნი--- ხა---------ე
მოპასუხე: დუ----–--- ლო---ე
წარმომადგენელი: მა-–---- ქა--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 13 დეკემბრის, უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.0-. 8-- სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება დუ----–--- ლო---ის სახელზე უძრავი ქონების-ს/კ 3-.0-.4-.13- რეგისტრაციის შესახებ.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვით---ების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 19 თ-------–-- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1--- ოქმი.
მოსარჩელის მიერ აღნიშნული შინაარსით სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა სასამართლოს სხდომაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას, 1997 წლის 15 იანვარს საჩხერის რაიონის სოფელ მე-------ს მიწის რეფორმის კომისიამ, მამამისს - ოთ--- კუ----ს მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N1-----ით საკუთრებაში გადასაცა სოფელ მ-------–- 0.33 ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი სამ ნაკვეთად. მათგან ერთი, სადაო მიწის ნაკვეთი 18-- კვ.მ. ფართობი მდებარეობს მოპასუხეთა გ---- ლო---ის, დუ----–--- ლო---ის, ჟუ–---- ლო---ის ნაკვეთის გვერდით. ეს ნაკვეთები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ცალ - ცალკეა შემოღობილი მავთულებით.
მოსარჩელეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრისათვის აქამდე არ მიუმართავს.
მოსარჩელის მამა - ოთ--- კუ----ი გარდაიცვალა 2015 წლის 23 ო-----------. მოსარჩელემ 2017 წლის 1 მაისს მამის სამკვიდრო ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა. სხვა სამკვიდრო ქონებასთან ერთად სურდა საკუთრებაში დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთებიც. საჯარო რეესტრის სამსახურმა 18-- კვ.მ მიწის ფართობის რეგისტრაცია არ განახორციელა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის, ასევე, 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ მამისის - ოთ--- კუ----ის და მოპასუხეთა: გ---- ლო---ის, დუ----–--- ლო---ის და ჟუ–---- ლო---ის N 3-.0-.4-.13- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მასალების ეცნობა, რომ ზედდება ამ ორ ნაკვეთ შორის მოხდა იმის გამო, რომ 2--- წლის 13 დეკემბერს მე-------ს საკრებულოს საპრივატიზაციო გეგმის საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე სოფელ მ-------–-, სახელმწიფო ქონებად შეცდომით დარეგისტრირდა 37-- კვ.მ მიწის ფართობი (ნაკვეთი 8--), საკადასტრო კოდით N3-.0-.0-.8-- მასში (37-- კვ.მ ფართობში) სინამდვილეში მასში შევიდა მამის (ოჯახის) საკუთრებაში არსებული 18-- კვ.მ მიწის ფართობიც. 200- წლის 19 თებერვალს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა სპეც. აუქციონზე გაიტანა აღნიშნული 37-- კვ.მ მიწის ფართობი და იგი შეიძინა მოპასუხე დუ----–--- ლო---ემ.
200- წლის 4 ნოემბერს დუ----–--- ლო---ის საკუთრებაში დარეგისტრირდა სპეციალურ აუქციონზე შეძენილი 37--კვ.მ მიწის ფართობი საკადასტრო კოდით N3-.0-.0-.8--. 200- წლის 19 თ-------–-- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის ოქმი N1----ის საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით 1984 წლიდან (33 წელია) ფლობს, ხოლო 1997 წლის 15 იანვრიდან (20 წელია) მის საკუთრებაშია 18-- კვ.მ. სადაო მიწის ფართობი, რომელსაც ამუშავებს, აშენებს ნერგებს, მოჰყავს მოსავალი. აღნიშნულის შესახებ იცის მოპასუხემ და არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამ ნაკვეთზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების არაკანონიერება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ფაქტობრივად ისე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რეესტრის მონაცემებით 2--- წლის 13 დეკემბერს საკადასტრო კოდზე 3-.0-.0-.8-- (უფლების რეგისტრაციის ნომერი N3-2-------0-) რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრების უფლება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 37--კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე შემდეგი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე: საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტრო საჩხერის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2--- წლის 13 ნოემბრის N 310 მომართვა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიერ, 200- წლის 19 თებერვალს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N1--- საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა დუ----–--- ლო---ეს. შესაბამისად მისი საკუთრების საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მარეგისტრირებელ ორგანოში 200- წლის 3 ნოემბერ წარდგენილი განცხადების თანახმად (უფლების რეგისტრაციის ნომერი 3-2---------; თ---იღი 03.11.200-წ) დაუზუსტებელი მონაცემებით.
2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებთ მიმართა დუ----–--- ლო---ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (უძრავი ნივთი მდებარე - საჩხერის რაიონი, სოფელი მე-------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 37--კვ.მ.) სარეგისტრაციო დოკუმენტად მითითებულ იქნა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები. მითითებულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ N8------------06 (04.04.2017) გადაწყვეტილებით, საჩხერის რაიონში, სოფელ მ-------–- მდებარე 37--კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დუ----–---, გ---- და ჟუ–---- ლო---ეების თანასაკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა 1996 წლის 8 თ-------–-- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტიN1---- და 2017 წლის 28 მარტის N5------ საარქივო ცნობა).
2017წლის 29 სექტემბერს სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ჟუ–---- ლო---ემ, სადაც მიუთითა, რომ N8----------- სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენის დროს არ მოხდა შესაბამისი საკადასტრო კოდის მითითება (საკადასტრო კოდი: 3-.0-.0-.8--), რის დაზუსტებასაც ითხოვდა განმცხადებლი - დუ----–--- ლო---ე, შესაბამისად აღნიშნულმა გამოიწვია არასწორად 3-.0-.4-.13-. საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან მიმართებაში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად 1996 წლის 0- თ-------–-- N1---- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტისა და 2017 წლის 28 მარტის N 5------ საარქივო ცნობს მითითება. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება 3-.0-.4-13- საკადასტრო კოდთან მიმართებაში N1--- უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის თანახმად. დამატებით აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა დუ----–--- ლო---ის თანხმობა ცვლილების განხორცილების თაობაზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრაციის შესახებ N8----------- (05.10.2017) გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილება 3-.0-.0-.8-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილში) და 3-.0-.4- 13- საკადასტრო კოდით დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დუ----–--- ლო---ის საკუთრებად დარეგისტრირდა საჩხერის რაიონში, სოფელ მ-------–- მდებარე 37-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელს დაკმაყოფილების საფუძველი.
გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელის მიერ შემოტანილ შუამდგომლობაზე სარჩელის გათხოვასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის სააგენტომ თანხმობა განაცხადა.
2.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელის მიერ შემოტანილ შუამდგომლობაზე სარჩელის გახმობასთან დაკავშირებით სამინისტრომ უარი განაცხადა.
2.3. სარჩელს ასევე, არ დაეთანხმა მოპასუხე დუ----–--- ლო---ე და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელის მიერ შემოტანილ შუამდგომლობაზე სარჩელის გახმობასთან დაკავშირებით დუ----–--- ლო---ემ თანხმობა განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელს მამა - ოთ--- კუ----ი რეგისტრირებული იყო საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–-, რომელსაც მიწის რეფორმის პერიოდში 1997 წლის 15 იანვარს მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით (N1----) საკუთრებაში გადაეცა სოფელ მ-------–- 0.33 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი სამ ნაკვეთად: სახნავი:-0,18ჰა., 0.14 ჰა. , „ტ----–---“0.01ჰა.
მოსარჩელის მამა - ოთ--- კუ----ი გარდაიცვალა 2015 წლის 23 ო-----------. მოსარჩელემ 2017 წლის 1 მაისს მამის სამკვიდრო ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №13-54 (ს.ფ.19);
- საარქივო ცნობა (ს.ფ.21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.15-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 მაისს მოსარჩელემ განცხადებით (N882017363324 ) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. განცხადებით მოთხოვნილ იქნა საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–- მდებარე 18-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N 8-------------- (19.05.2017) და N 8-------------- (28.06.2017) გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.4-.13- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განასზღვრული ზედდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტიელება N 8-------------- (19.05.2017) (ს.ფ.17).
- N 8-------------- (28.06.2017) (ს.ფ.18);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. დადგენილია, რომ საჩხერის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილებამ 2--- წლის 13 ნოემბერს N 310 წერილით მიმართა საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა სახემლმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–- მდებარე 0.37 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად. (მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შესრულებული მე-------ს საპრივატიზებო გეგმის საკადასტრო ინფორმაცია, ნაკვეთი - 00-).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩხერის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 46)
- მე-------ს საპრივატიზებო გეგმის საკადატრო ინფორმაცია (ს.ფ. 184)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. დადგენილია, რომ საჩხერის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2--- წლის 13 ნოემბერს N 310 წერილით მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–- მდებარე 0.37 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: საკადასატრო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა: საჩხერის რაიონი, კოდი 3-, სექტორი მე-------, კოდი 0-, კვარტალი 0-, ნაკვეთის N8--, ფართობი: დაუზუსტებელი 37--კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე: სახელმწიფო. განაცხადი რეგისტრაციის N3-. 06.2---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ.47)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. „სახელმწიფო საკუთრებში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვით---ების 2005 წლის 23 სექტემბრის N1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვით---ების სამინისტროს სახელმწიფო ქონებს აღრიცხვის 24.12.200- წლის N 5-- ბრძანებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისათვის ჩასატარებელი სპეციალური აუქციონის გრაფიკი დანართი N 1-ის მიხედვით. აღნიშნული ბრძანებით დაევალა სამმართველოს სპეციალისტს საჩხერის რაონში უზრუნველყო აუქციონის გრაფიკის განთავსება შესაბამისი დასახლებების ადმინისტრაციულ შენობებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე, სპეციალური აუქციონის ჩამტარებელ კომისიას დაევალა უზრუნველყო დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით აუქციონის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალური აუქციონის ჩატარების გრაფიკის, დანართი N1 შესაბამისად განისაზღვრა 200- წლის 29 იანვარს სპეციალურ აუქციონზე გასაყიდად გასატანი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჭალოვანის, ჯალაურთის, სარეკის, ცხომარეთის, მე-------ს ქორეთსა და ჭალის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის გრაფიკის შესაბამისად რიგით 61 ნომრად მითითებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მდებარე 0.37 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: საკადასატრო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა: საჩხერის რაიონი, კოდი 3-, სექტორი მე-------, კოდი 0-, კვარტალი 0-, ნაკვეთის N8--, ფართობი: დაუზუსტებელი 37--კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონებს აღრიცხვის 24.12.200- წლის N 5-- ბრძანება (ს.ფ. 186)
- სპეციალური აუქციონის ჩატარების გრაფიკი (ს.ფ. 196)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.6. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მცხოვრებმა -დუ----–--- ლო---ემ 200- წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა ლეჩხუმის - იმერეთის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის და სხვა უძრავი ქონების შემდგომი პრივატიზების მიზნით 200- წლის 29 იანვარს გასამართ სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე, რომელზედაც შემდგომი პრივატიზების მიზნით გამოტანილი იყო მიწის ნაკვეთი რიგით ნომრით 61(00-), სარეგისტრაციო ნომრით 3-0-0-8--. განცხადებას თან დაურთო მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა. ასევე, გადახდილ იქნა მიწის შესყიდვის ბე (საგადასახდო დავალება N 2.თ---იღი 11.0.200-წ. საიდენტიფაკაციო კოდი: 3----------, გადამხდელი: დუ----–--- ლო---ე, სახაზინო კდი: 3--------, თანხის ოდენობა 5.40 (ხუთი ლარი და ორმოცი თეთრი), გადახდის დანიშნულება: სახ. მიწის შესყიდვის ბე. დუ----–--- ლო---ის მიერ ასევე, შევსებულ იქნა შესასყიდი ფასის შეთავაზების განაცხადი. შეთავაზებული შესასყიდი ფასი 20 (ოცი) ლარი, შემთავაზებელი- დუ----–--- ლო---ე.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერეთის სამხარეო სამმართველოს სპეცილური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ, 200- წლის 29 იანვარს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N 55 ოქმის საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მდებარე რიგითი ნომრით: 61 (00-), სარეგისტრაციო ნომრით 3-0-0-8--, ნაკვეთის ფართობი 0.37 ჰა. საკუთრებაში გადაეცა დუ----–--- ლო---ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11. 01. 20- წლის დუ----–--- ლო---ის განცხადება (ს.ფ. 188)
- დ. ლო---ის პირადობის მოწმობა (ს.ფ.189)
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 190)
- შესასყიდი ფასის შეთავაზების განაცხადი (ს.ფ. 191)
- სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 29.01.200- წლის N55 ოქმი (ს.ფ. 192)
- 4.02.200- წლის დუ----–--- ლო---ის განცხადება (ს.ფ. 193)
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 194)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.7.დადგენილია, რომ დუ----–--- ლო---ემ გაიმარჯვა ჩატარებულ სპეცილურ აუქციონში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერთის სამხარეო სამმართველოს მიერ 19.02.200- წელს გაიცა მიწისა მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმი N1---, სარეგისტრაციო ნომრით - 3-0-0-8--, მდებარე: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–-, მიწის ნაკვეთის ფართი: 0,37--, გამოსასყიდი თანხა: 20.00 (ოცი მთელი და 00 მეასედი) ლარი, გადახდილი თანხა 10.00 (ათი მთელი და 00 მეასედი) ლარი, თანხის პროცენტი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N 1--- ოქმი (ს.ფ. 195)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.8. დადგენილია, რომ დუ----–--- ლო---ემ 200- წლის 03 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მდებარე 37-- კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერთის სამხარეო სამმართველოს მიერ, 200- წლის 19 თებერვალს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N1---.
დადგენილია, რომ 03.11.200- წლის მიწის სააღრიცხვო ბარათით დუ----–--- ლო---ის საკუთრებად დარეგისტრირდა საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–- მდებარე 37-- კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასატრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: საჩხერის მუნიციპალიტეტი, კოდი 3-, სექტორი მე-------, კოდი 0-, კვარტალი 0-, ნაკვეთის N8--, ფართობი: დაუზუსტებელი 37--კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, უფლება: საკუთრება. მესაკუთრე: დუ----–--- ლო---ე (პ/ნ 3----------), განაცხადი რეგისტრაციის N 3-0-0-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ. ლო---ის 03.11.200- წლის განცხადება (ს.ფ. 103)
- 03.11.200- წლის მიწის სააღრიცხვი ბარათი (ს.ფ. 105)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებთ მიმართა დუ----–--- ლო---ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (უძრავი ნივთი მდებარე - საჩხერის რაიონი, სოფელი მე-------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 37--კვ.მ.) განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვთი ნაზახი. მითითებულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ N8------------06 (04.04.2017) გადაწყვეტილებით, საჩხერის რაიონში, სოფელ მ-------–- მდებარე 37--კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დუ----–---, გ---- და ჟუ–---- ლო---ეების თანასაკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა 1996 წლის 8 თ-------–-- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტიN1---- და 2017 წლის 28 მარტის N5------ საარქივო ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ. ლო---ის განცხადება (ს.ფ.110)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 126)
- ცნობა საქართველოს ეროვნული არქივიდან (ს.ფ.36)
- მიწის მიღება - ჩაბარების N 1---- აქტი (ს.ფ. 41-42)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.10. 2017წლის 29 სექტემბერს სააგენტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ჟუ–---- ლო---ემ, სადაც მიუთითა, რომ N8----------- სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენის დროს არ მოხდა შესაბამისი საკადასტრო კოდის მითითება (საკადასტრო კოდი: 3-.0-.0-.8--), რის დაზუსტებასაც ითხოვდა განმცხადებლი - დუ----–--- ლო---ე, შესაბამისად აღნიშნულმა გამოიწვია არასწორად 3-.0-.4-.13-. საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან მიმართებაში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად 1996 წლის 0- თ-------–-- N1---- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტისა და 2017 წლის 28 მარტის N 5------ საარქივო ცნობს მითითება. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება 3-.0-.4-13- საკადასტრო კოდთან მიმართებაში N1--- უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის თანახმად. დამატებით აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა დუ----–--- ლო---ის თანხმობა ცვლილების განხორცილების თაობაზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრაციის შესახებ N8----------- (05.10.2017) გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილება 3-.0-.0-.8-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილში) და 3-.0-.4- 13- საკადასტრო კოდით დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დუ----–--- ლო---ის საკუთრებად დარეგისტრირდა საჩხერის რაიონში, სოფელ მ-------–- მდებარე 37-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ. ლო---ის 29.09.2017წ. განცხადება (ს.ფ.119-120,121,127)
- დ. ო---ის თანხმობა (ს.ფ 128)
- 05.10.2017 წლის N8----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 212)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 130)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.11. მოსარჩელემ, მის მიერ აღძრულ სარჩელზე, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე განცხადებით მომართა სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის გახმობის თაობაზე.
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოპასუხე დუ----–--- ლო---ე მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელს გახმობასთან დაკავშირებით დაეთანხმნენ.
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვით---ების სამინისტროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაეთანხმოს მოსარჩელე მხარეს საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის გახმობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განცხადება (ს.ფ. 225)
- დ.ლო---ის განცხადება (ს.ფ. 231)
- 11.0-.2018წ საჯარო რეესტრის წერილი (ს.ფ. 232)
- 09.01.2018 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი (ს.ფ.233)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–- კუ----ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი იმერეთის სამხარეო სამმართველოს 200- წლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1--- ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ე-–- კუ----ის სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 13 დეკემბრის, უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.0-. 8-- სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
ე-–- კუ----ის სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების დუ----–--- ლო---ის სახელზე უძრავი ქონების-ს/კ 3-.0-.4-.13- რეგისტრაციის შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 -ე მუხლი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
მოსარჩელემ, მის მიერ აღძრულ სარჩელზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განცხადებით მომართა სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის გახმობის თაობაზე.
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოპასუხე დუ----–--- ლო---ე მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელს გახმობასთან დაკავშირებით დაეთანხმნენ.
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაეთანხმოს მოსარჩელე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის გახმობას.
შესაბამისად სასამართლო თვლის რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ გამოცემულ სადაო აქტებთან მიმართებაში სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო სამინისტროსთან მიმართებაში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2.აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნული კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა.
აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.
აღნიშნული კანონის შესაბამისად სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ საჩხერის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2--- წლის 13 ნოემბერს N 310 წერილით მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა საჩხერის რაიონის სოფელ მ-------–- მდებარე 0.37 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: საკადასატრო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა: საჩხერის რაიონი, კოდი 3-, სექტორი მე-------, კოდი 0-, კვარტალი 0-, ნაკვეთის N8--, ფართობი: დაუზუსტებელი 37--კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე: სახელმწიფო. განაცხადი რეგისტრაციის N3-. 06.2---.
6.3. „სახელმწიფო საკუთრებში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების 2005 წლის 23 სექტემბრის N1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონებს აღრიცხვის 24.12.200- წლის N 5-- ბრძანებით დამტკიცდდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცული ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისათვის ჩასატარებელი სპეციალური აუქციონის გრაფიკი. დანართი N 1-ის მიხედვით.
დადგენილია, რომ დანართი N1 შესაბამისად განისაზღვრა 200- წლის 29 იანვარს სპეციალურ აუქციონზე გასაყიდად გასატანი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის გრაფიკის შესაბამისად რიგით 61 ნომრად მითითებულ იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მდებარე 0.37 ჰა. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: საკადასატრო მონაცემები: სარეგისტრაციო ზონა: საჩხერის რაიონი, კოდი 3-, სექტორი მე-------, კოდი 0-, კვარტალი 0-, ნაკვეთის N8--, ფართობი: დაუზუსტებელი 37--კვ.მ,6.4. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალური აუქციონი განმარტებულია: აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საკომლო წიგნში აღრიცხვა დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან საკომლო წიგნიდან ამონაწერით;
ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
მე-13 მუხლის თანახმად იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხამად სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
6.5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სპეციალურ და ღია აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ბე მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ის ოდენობით.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბეს გადახდა სპეციალური და ღია აუქციონების შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მცხოვრებმა -დუ----–--- ლო---ემ 200- წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა ლეჩხუმის - იმერეთის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის და სხვა უძრავი ქონების შემდგომი პრივატიზების მიზნით 200- წლის 29 იანვარს გასამართ სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე, რომელზედაც შემდგომი პრივატიზების მიზნით გამოტანილი იყო მიწის ნაკვეთი რიგით ნომრით 61(00-), სარეგისტრაციო ნომრით 3-0-0-8--. განცხადებას თან დაურთო მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები: პირდობის მოწმობა. ასევე, გადახდილ იქნა მიწის შესყიდვის ბე 5.40 (ხუთი ლარი და ორმოცი თეთრი), გადახდის დანიშნულება: სახ.მიწის შესყიდვის ბე. დუ----–--- ლო---ის მიერ ასევე, შევსებლ იქნა შესასყიდი ფასის შეთავაზების განაცხადი. შეთავაზებული შესასყიდი ფასი 20 (ოცი) ლარი, შემთავაზებელი- დუ----–--- ლო---ე.
დადგენილია, რომ დუ----–--- ლო---ემ გაიმარჯვა ჩატარებულ სპეცილურ აუქციონში და საქართველოს ეკონომიკური განვით---ების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა - ლეჩხუმი - იმერთის სამხარეო სამმართველოს მიერ 19.02.200- წელს გაიცა მიწისა მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმი N1---, სარეგისტრაციო ნომრით - 3-0-0-8--, მდებარე: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–-, მიწის ნაკვეთის ფართი: 0,37--, გამოსასყიდი თანხა: 20.00 (ოცი მთელი და 00 მეასედი) ლარი, გადახდილი თანხა 10.00 (ათი მთელი და 00 მეასედი) ლარი, თანხის პროცენტი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა დასაშვებია, მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების სახის ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის ისეთ დარღვევის შემთხვევაში, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი იმერეთის სამხარეო სამმართველოს 200- წლის 19 თ-------–-- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1--- ოქმი სრულიად კანონიერად გაიცა. ის არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველ
მოსარჩელე ე-–- კუ----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დუ----–--- ლო---ის მიმართ უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან თანხმობა განაცხადეს სარჩელის გახმობასთან დაკავშირებით.
6.7 „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეცვლილი და დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით მთლიანად უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 23 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–- კუ----ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი იმერეთის სამხარეო სამმართველოს 200- წლის 19 თებერვლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1--- ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ე-–- კუ----ის სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 13 დეკემბრის , უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.0-. 8-- სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველი.
3. ე-–- კუ----ის სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების დუ----–--- ლო---ის სახელზე უძრავი ქონების-ს/კ 3-.0-.4-.13- რეგისტრაციის შესახებ, დარჩეს განუხილველი.
4.განემარტოს მოსარჩელეს, რომ მას უფლება აქვს მომართოს სასამართლოს ახალი სარჩელით განუხილველად დატოვებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში.
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ჩაბარებიდან 12 დღეში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით(ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
7.გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი