გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
170210017002041994
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210017002041994

საქმე #2/122-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე -კ-------–------ი,მ---------–---–---------------–-----–-------------–-- ი---------–---–ი

მოპასუხე - ც-----------------ე,წარმომადგენელი - ა---–----------, შ----------------ე

მოპასუხე - თ---------- გ---–--ე,დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობიდან უძრავი ქონების ამორიცხვა, ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2013 წლის 23 სექტემბერს ც-----------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონების ჩამონათვალიდან ამორიცხულ იქნეს საცხოვრებელი სახლის 7 (შვიდი) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი.

1.2. შეტანილ იქნეს ცვლილება 2--- წლის 14 ივლისს კ-------–------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და გაიცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებელ მ---- ა--–------ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე სრულად.

 

სარჩელის საფუძველი:

 

მოსარჩელემ 2012 წლის 30 ნოემბერს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიმართა ნოტარიუს თ---------------–--------------------------–-–----------------------–--–--–--------- მ---------–------ის დანაშთ ქონებაზე ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის გაცემა. დედამისი მ---- ა--–------ი ქორწინებამდელი გვარი ა------ე, იყო ქალიშვილი გ--------ი (ჯ----) ა------ისა, რომელიც სამამულო ომში გაიწვიეს და არ დაბრუნებულა. საარქივო ცნობების შესაბამისად, გ--------ი (ჯ----) ა------ე იყო კომლის უფროსი, კომლის წევრებად კი ამავე საარქივო ცნობის მიხედვით არიან: ს----- დ-------ის ასული ა------ე, ბ----–- ი-–----ს ასული (მეუღლე) და მ---- გ--------ის ასული (შვილი). 2012 წელს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, მ---- გ--------ის ასული ა------ე არის კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი. ტექბიუროს ჩანაწერის შესაბამისად სახლთმფლობელობის ერთადერთი მესაკუთრე არის მ---- ა------ე. ნოტარიუსმა თ---------- გ---–--ემ კი 2--- წლის 14 ივლისს მოსარჩელის სახელზე გაცემულ ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობაში, მიუთითა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მის სახლზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ქუჩის მხარეს 28,5 კვმ ფართის მხოლოდ ერთი ოთახი და მისი შესაბამისი სარდაფი, მაშინ როცა მთელი სახლთმფლობელობა დედამისის სახელზეა აღრიცხული ტექბიუროს არქივის ჩანაწერების შესაბამისად. ნოტარიუსმა თ---------- გ---–--ემ 2013 წლის 23 სექტემბერს (კ-------–------ის მიერ განცხადების დაფიქსირების შემდეგ) გასცა ც-----------------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა იმ სახლთმფლობელობაზე სრულად, რომელიც ტექბიუროს არქივის ჩანაწერების და საარქივო ცნობის შესაბამისად, ირიცხება დედამისის მ---- ა--–------ის სახელზე, გარდა იმ 28,5 კვმ ფართის ოთახისა, რომელიც ნოტარიუსმა ,,საგანგებოდ" მიუთითა მოსარჩელის ზოგად სამკვიდრო მოწმობაში. ც-----------------ე არის ბებიამისის (მ---- ა------ის დედა) ბ----–- ი-–----ს ასული ჯ--------ის ძმის, ქ-–------ი ჯ--------ის შვილი-კანონისმიერი მემკვიდრე, რომლებიც გ--------ი(ჯ----) ა------ის კომლის წევრები არასდროს ყოფილან. ასე უკანონოდ მოხდა სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემა და მას აქვს ერთადერთი გზა, სასამართლოს მეშვეობით შეძლოს წართმეული სამკვიდრო ქონების დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე კ-------–------ი ითხოვს 2013 წლის 23 სექტემბერს ც-----------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონების ჩამონათვალიდან ამორიცხულ იქნეს საცხოვრებელი სახლის 7 (შვიდი) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი. შეტანილ იქნეს ცვლილება 2--- წლის 14 ივლისს კ-------–------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და გაიცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებელ მ---- ა--–------ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე სრულად.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ---------- გ---–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სამკვიდრო მოწმობები გაცემული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე ც-----------------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ც-----------------ეს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით აქვს მიღებული მამის სამკვიდრო ქონება და 2013 წლის 23 სექტემბერს #1-------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის შესაბამისად. კ-------–------ის მიერ წარმოდგენილი სარჩელი არის უსაფუძვლო და უსამართლო. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა შეტანილ იქნეს ცვლილება 2--- წლის 14 ივლისს კ-------–------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და გაიცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებელ მ---- ა--–------ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე სრულად, რადგან მ---- ა--–------ის სახელზე 1988 წელს მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილება ხანდაზმულია, რომლითაც მოსარჩელე კ-------–------ის დედას მ---- ა--–------ს მიეკუთვნა ქ-–------ი ჯ--------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელის სახლის მეორე სართულზე ქუჩის მხარეს 28,5 კვმ ფართის ერთი ოთახი და მისი შესაბამისი სარდაფით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მ---- გ--------ის ასული ა------ე დაიბადა 1--- წლის 1-------ს, დედა ჯ--------ე ბ----–- ი-–-------ის ასული, მამა ა------ე გ-------–ი ნ--------ის ძე. მ---- ა------ე 1--- წლის 1--------–- ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა დ----- ა--–------თან. მ---- ა--–------ი გარდაიცვალა 2--- წლის 12 იანვარს. მისი მეუღლე დ----- ა--–------ი გარდაიცვალა 1992 წლის 12 დეკემბერს. კ-------–------ი არის მ---------–------ის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---- ა------ის დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობების ასლები, ს.ფ. 216-218;

-დ----- ა--–------ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ. 219.

-კ-------–------ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ.220.

 

3.1.2. ქ-–------ი ჯ--------ე გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. ც-----------------ე არის მისი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ-–------ი ჯ--------ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ. 248;

- ც-----------------ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ.2-0.

 

3.1.3. 1983 წლის 20 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული იქნა #--- ცნობა, რომელიც მიეცა თეთრიწყაროს სახალხო სასამართლოს მასზედ, რომ სოფ. ა--------ში მდებარე საცხოვრებელი მდებარე ს----–------------ში გადასახადს იხდიდა აწ გარდაცვლილი კ------- ვ-–----მ----ს ასული ჯ--------ე 1944 წლიდან, ხოლო მისი გარდაცვალების დღიდან მისი შვილი ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 20 ოქტომბრის #--- ცნობა, ს.ფ. 163.

 

3.1.4. 1988 წლის 05 იანვარს თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული იქნა #4-- ცნობა, რომელიც მიეცა ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ეს მასზედ რომ, აწ გარდაცვლილ კ------- ვ-–----მ----ს ასულ ჯ--------ეს სოფელ ა--------ში დარჩა პირად საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა შემდგარი სამი საცხოვრებელი ოთახისგან, ერთი სამზარეულოსაგან, ერთი აივნისგან და ორი სარდაფისგან, რომელთაც ყადაღა არ ერიცხება. საცხოვრებელი სახლი კ------- ვ-–----მ----ს ასულ ჯ--------ეს ეკუთვნოდა 1900 წლის საკომლო წიგნების ჩანაწერის საფუძველზე. აწ გარდაცვლილი კ------- ვ-–----მ----ს ასული ჯ--------ე იყო მუდმივი მაცხოვრებელი სოფელ ა--------ის. საცხოვრებელ სახლს მოქ. კ------- ვ-–----მ----ს ასული ჯ--------ის, მისი გარდაცვალების დღიდან ფლობს მისი შვილი ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ე, რომელიც ცხოვრობდა მასთან ერთად და აგრძელებს ამ სახლში ცხოვრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 05 იანვრის #4-- ცნობა, ს.ფ. 146.

3.1.5. 1988 წლის 29 აპრილს თეთრიწყაროს რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ #2/56 საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელისა გამო ა------ე მ---- გ-------–ის ასულის ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძესთან და თეთრიწყაროს რაიონის სანოტარო კანტორასთან სამემკვიდრეო სახლის წილზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, გამოარკვია შემდეგი: მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე, მოსარჩელის ალალი ღვიძლი ბიძაა-დედის ძმა. მოსარჩელე 1--- წელს დაბადებული და იმავე წელს ა-------–-----ის რაიონიდან მშობლებთან ერთად გადმოსახლებული იქნა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში და შესახლდნენ გასახლებული გერმანელების მიერ დატოვებულ ერთ-ერთ სახლში, რომელიც მამამისის სახელზე დაიწერა.

 

მოსარჩელის მამა გაწვეული იქნა დიდ სამამულო ომში, სადაც 1942 წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1943 წელს კი მოსარჩელის დედა გათხოვდა, რომელიც 1944 წელს გარდაიცვალა, იმის გამო, რომ მოსარჩელე მ---- ა------ე მცირეწლოვანი იყო სასოფლო საბჭომ მეურვედ ბებია კ------- ჯ--------ე დაუნიშნა და მასთან შეასახლა.

 

1955-1960 წლებში მამისეული სახლი, რომელიც ორი საცხოვრებელი ოთახისაგან და ორი სარდაფისაგან შედგებოდა სამეურნეო წიგნში აღირიცხა, როგორც მ---- ა------ის საკუთრება, მაგრამ მისი გათხოვების შემდეგ 1968 წლიდან სახლი მის ბებიაზე კ------- ჯ--------ეზე გადაფორმდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

 

მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე, როგორც ბიძა მეთვალყურეობას უწევდა მ---- ა------ეს, როცა ის არასრულწლოვანი იყო, თუმცა პირადად სოფელში არ იყო ჩაწერილი. მ---- ა------ის გათხოვების შემდეგ სამეურნეო წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ მეურნეობა გაუქმდა, თუმცა მას სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობდა კიდეც სახლით.

 

ძველ სახლში ქ-–------ი ჯ--------ემ ორი ოთახი და ღია ბალკონი მოაშენა, რომელიც დედამისზე კ------- ჯ--------ეზე გაფორმდა, ნაწილობრივ გაკეთდა ძველი სახლიც.

 

კ------- ჯ--------ეზე 1983 წლის 04 აპრილს გარდაიცვალა. მანამდე 1976 წლის 10 დეკემბერს მან ა--------ის სასოფლო საბჭოში გააფორმა ანდერძი, რომ თავის ქონებას, მათ შორის სახლს, სიკვდილის შემდგე უანდერძებდა ქ-–------ი ჯ--------ეს.

 

აღნიშნული ცნობილი გახდა მ---- ა------ისათვის და 1983 წლის სექტემბერში აღძრა სარჩელი მშობლის მიერ დანატოვები სახლის /ძველი აშენებულის/ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. შემდგომში საქმე ორჯერ დარჩა განუხილველი და ამ პერიოდში მიუხედავად სასამართლოს წერილობითი გაფრთხილებისა, თეთრიწყაროს სანოტარო კანტორის მიერ დასახელებული ანდერძის საფუძველზე ქ-–------ი ჯ--------ეზე 1986 წლის 7 იანვარს სადაო სახლზე გაცემული იქნა სამემკვიდრეო მოწმობა და მთლიანი სახლი ქ-–------ი ჯ--------ეზე აღირიცხა საკუთრების უფლებით.

 

მ---- ა------ის განცხადებით და განმეორებითი სარჩელით საქმის წარმოება კვლავ განახლდა და იგი მოითხოვს სახლის ნახევარს საკუთრების უფლებით, კერძოდ ძველი სახლის ძველ ნაწილს და აცხადებს, რომ აღნიშნული სახლი მისი მშობლების მიერაა დატოვებული, მასზე იყო გაფორმებული, გაურკვეველი მიზეზების გამო ბებიამისზე გაფორმა და ბებიის სიკვდილის შემდეგ მთლიანად ბიძამისი ქ-–------ი ჯ--------ე დაეუფლა.

 

მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო და დაადასტურა, რომ სახლის ძველი ნაწილის ნახევარი იყო მხოლოდ მოსარჩელის მშობლების. მან და დედამისმა გაზარდეს მ---- ა------ე, მან გაათხოვა და მზითვიც მისცა, ძველ სახლს მან მოაშენა ორი ოთახი და ბალკონი, გაუკეთა რეკონსტრუქცია, ის თანახმაა რომ ერთი ოთახის კონპენსაცია მისცეს მ---- ა------ეს, რომელი ოთახიც მის მშობლებს ეკუთვნოდათ-სახლის ძველი ნაწილიდან.

 

სასამართლოს სთვლის, რომ მ---- ა------ის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და მას სადაო სახლიდან საკუთრების უფლებით უნდა მიეკუთვნოს მხოლოდ ძველი წილის ერთი ოთახი და მისი შესაბამისი სარდაფი შემდეგ გარემოებათა გამო:

1. დადგენილია და ამას არც მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე უარყოფს, მოსარჩელეს და მის მშობლებს, როგორც რ------ნ გადმოსახლებულებს დედამისთან კ------- ჯ--------ესთან ერთად მიეცათ სახლი, ერთი ოთახი იყო მათი, მეორე დედამისის.

2. წარმოდგენილი საარქივო ცნობით ირკვევა, რომ კ------- ჯ--------ე ცალკე მეურნეობად იყო აღრიცხული 1961-63 წლებში და მ---- ა------ე კი ცალკე მეურნეობად, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მამისეული სახლის წილზე კომლის უფროსად მ---- ა------ე იქნა გატარებული.

3. მეორე საარქივო ცნობით ირკვევა, რომ მ---- ა------ეზე ირიცხებოდა 1918 წელს აშენებული სახლი.

4. #949 საარქივო ცნობაში ისიცაა აღნიშნული, რომ შემდგომში მ---- ა------ის სახლის წილის კ------- ჯ--------ის სახლზე გადაფორმებაზე არავითარი საფუძველი არ მოიპოვება.

5. თვით მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე ვერ უარყოფს, რომ ერთი ოთახი ირიცხებოდა მ----ს მშობლებზე, რომელიც შემდგომ დედამისის საკუთრება გახდა, ვინაიდან მ---- ა------ე თვითნებურად გათხოვდა და მიატოვა სახლი, თუმცა იმასაც ვერ უარყოფს, რომ სახლთან კავშირი არ გაუწყვეტია. ქ. ჯ--------ე აცხადებს, რომ ის თანახმაა ერთი ოთახის კონპენსაცია აუნაზღაუროს მოსარჩელეს და თანახმაა საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს მან ამ ოთახით, როცა კი დასჭირდება იგი.

ამრიგად დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოდგენდა მშობლების მიერ დატოვებული სახლის წილის მესაკუთრეს და ამ წილის მასზე ჩამორთმევის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია, რის გამოც სადაო სახლიდან მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს ერთი ოთახი და შესაბამისი სარდაფი-სახლის ძველ ნაწილში.

გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 197-200 მუხლებით და გადაწყვიტა:

მ---- გ-------–ის ასული ა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და იგი ცნობილი იქნეს სოფელ ა--------ში მდებარე მოპასუხე ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის /ძველი ნაწილი/ მეორე სართულზე ქუჩის მხარეზე მდებარე ერთი ოთახის 28,5 კვ. მეტრი ფართის და მისი შესაბამისი სარდაფის მესაკუთრედ საერთო შესასვლელის სარგებლობის უფლებით და სახლის აღნიშნული წილი გაფორმდეს მის სახელზე საკუთრების უფლებით.

 

აღნიშნულის გამო შეტანილი იქნეს სათანადო ცვლილება თეთრიწყაროს რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1986 წლის 7 იანვარს ქ-–------ი ჯ--------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში.

 

გადაწყვეტილების ასლი სამეურნეო წიგნებში რეგისტრაციისათვის გადაეგზავნოს ა--------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, ს.ფ. 132-134.

3.1.6. 1991 წლის 03 ივნისს შედგენილი ტექნიკური პასპორტის თანახმად (საქმე #1802) თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე უძრავი ქონება, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში საკუთრების უფლებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, მთლიანი წილობრივი მონაცემით 215,00 აღრიცხულია მ---- ა--–------ის სახელზე, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 4100 კვმ, ლიტერი "ა" საცხოვრებელი სახლი, სართულიანობა 1, ლიტერი "ვ" საცხოვრებელი სახლი, სართულიანობა 2, ლიტერი "ს" დამხმარე ნაგებობა 10 კვმ. ბინის ტექნიკური მაჩვენებელია: საერთო ფართი 233,54 კვმ, საცხოვრებელი 204,56 კვმ, დამხმარე ფართი 28,98 კვმ, სამეურნეო ფართი 66,00, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 4100 კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1991 წლის 03 ივნისს შედგენილი ტექნიკური პასპორტი, ს.ფ. 82-96;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2013 წლის 15 იანვარის ინფორმაცია, ს.ფ.234-235.

 

3.1.7. ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 11 იანვარს გაცემული #1 საარქივო ცნობის თანახმად, ა--------ის სასოფლო საბჭოს თეთრიწყაროს რაიონის 1955-1960 წ.წ საკომლო წიგნებში მ---- გ-------–ის ასული ა------ე არ ირიცხება კომლის წევრად, იგი ირიცხება IX-X კლასის მოსწავლეთ.

ხოლო 1958 წლიდან ამავე საკომლო წიგნში აღნიშნულია, რომ მისი ოჯახი დახურულია, ქ-------–--ში წასვლასთან დაკავშირებით

საფუძველი: ფ.40,აღწ.1, ს.10-, ფ.51. ს.143, ფ.47.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 11 იანვარს გაცემული #1 საარქივო ცნობა, ს.ფ. 154.

3.1.8. ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 11 იანვარს გაცემული #2 საარქივო ცნობის თანახმად, ა--------ის სასოფლო საბჭოს თეთრიწყაროს რაიონის 1951-1953 წ.წ საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძე.

მისი ოჯახის წევრები არიან: 1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე-შვილი, 3. ჯ--------ე მ------- ლ----ის ასული, რძალი, 4. ჯ--------ე ც------ ქ-–------ის ას. შვილიშვილი. 5. ჯ--------ე გ--–--- ი-–-------ის ას-შვილი, რომელსაც გვერდზე აღნიშნული აქვს, რომ გათხოვდა, წასული თბილისში.

საფუძველი: ფ.40,აღწ.1, ს.58,ფ.31.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 11 იანვარს გაცემული #2 საარქივო ცნობა, ს.ფ. 153.

 

3.1.9. ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 18 აპრილს გაცემული #9 საარქივო ცნობის თანახმად, ა--------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა--------ის თეთრიწყაროს რაიონის 1940-1944 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ლ------------------ში ჯ--------ე ი-–---- გ------ის ძე, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებიან: 1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–----ს ძე-შვილი, 3. ჯ--------ე გ--–--- ი-–----ს ას-შვილი.

 

1945-47 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ლ------------------ში ჯ--------ე ი-–---- გ------ის ძე, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–----ს ძე-შვილი, 3. ჯ--------ე გ--–--- ი-–----ს ას-შვილი. 4. ჯ--------ე მ----- ლ----ის ასული -რძალი.

 

1948-50 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–-------ი გ------ის ძე, მისამართი ნაჩვენებია #15, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე-შვილი, 3. ჯ--------ე მ------- ლ----ის ასული, რძალი, ჯ--------ე გ--–--- ი-–-------ის ას-შვილი. 5. ა------ე მ---- გ-------–ის ასული-შ/შვილი. 6. ჯ--------ე ც------ ქ-–------ის ასული შ/შვილი.

 

1951-53 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძე, მისამართი ნაჩვენებია #15, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე-შვილი, 3. ჯ--------ე მ------- ლ----ის ასული, რძალი, 4. ჯ--------ე ც------ ქ-–------ის ას. შ./შვილი. ჯ--------ე გ--–--- ი-–-------ის ას-შვილი არის მინაწერი გათხოვდა გადავიდა თბილისში.

 

1954-55 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძე, ქუჩის დასახელება არ არის შევსებული. # წერია 15. ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე-შვილი,1955-60 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძე, 1955-57 წლებში მისამართი არის კ----–--–---------ს ქ. ნომ---- ნაჩვენები არ არის, 1958-60 წლებში ქუჩის დასახელება და ნომ---- შევსებული არ არის.

ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ას.-ცოლი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი ი-–-------ის ძე-შვილი.

 

1958-60 წლების საკომლო წიგნში ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძეს როგორც ოჯახის უფროსს გადასმულია აქვს ხაზი და წერია ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ასული-ცოლი, ი-–-------ის 1958 წელში გარდაცვალების გამო.

 

1961-66 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ასული, ს----–------------ში, ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებული არ არიან.

 

1967 წლიდან ა--------ის სასოფლო საბჭოს დოკუმენტები ბ---–---ის რაიონულ სახელწიფო არქივში არ შემოსულა.

 

საფუძველი: ფ-49, აღწ.1, საქ.1.ფ.61. ს.11, ფ.34, ს.18, ფ.23, ს:89,ფ.36. ს.58, ფ.31, ს.96.ფ.40. ს.10-. ფ.50. ს.143. ფ:66.ს.181. ფ.59. ს. 230. ფ.544

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 18 აპრილს გაცემული #9 საარქივო ცნობა, ს.ფ.150-151;

 

3.1.10. ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 1996 წლის 22 აპრილს გაცემული #10 საარქივო ცნობის თანახმად, ა--------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა--------ის თეთრიწყაროს რაიონის 1940-1942 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ლ------------------ში ა------ე ჯ---- ნ--------ის ძე, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ა------ე ს----- დ-------ის ასული-დედა, 2. ა------ე ბ----–- ი-–----ს ასული -ცოლი, 3. ა------ე მ------- ჯ----ს ასული-შვილი-აქვს მინაწერი-გარდაიცვალა, 4. ა------ე მ---- ჯ----ს ას-შვილი.

 

1943-1944 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ლ------------------ში ა------ე ჯ---- ნ--------ის ძე სახელი ჯ----ს გადასმული აქვს ხაზი და წერია გ--------ი-რომელიც 21.0-.42. წასულია წითელ არმიაში. ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ა------ე ს----- დ-------ის ასული-დედა, რომელსაც გვერდზე გრაფაში მინაწერი აქვს, რომ წასულია სულ რაჭაში. 2. ა------ე ბ----–- ი-–----ს ასული-ცოლი, 3. ა------ე მ---- ჯ----ს ასული -შვილი, 2. ბ----- ს------ ა------ის ძე ო.უ. 5. ბ----- ვ---------–--ეს ასული-ცოლი, ბ----- რ-----ი ს------ს ძე-შვილი, 7. ბ----- ვ-------ი ს------ს ძე-შვილი.

 

1945-1947 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ლ------------------ში ა------ე გ--------ი ნ--------ის ძე, ამ ოჯახის წევრებად ირიცხებოდნენ: 1. ა------ე ბ----–- ი-–----ს ას-ცოლი, რომელსაც მინაწერი აქვს გვერდზე -წასულია თბილისში-მოსამსახურედ. 2. ა------ე მ---- გ--------ის ას-შვილი-მასაც აქვს მიწერილი წასულია თბილისში.

 

1948-50 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ჯ--------ე ი-–------- გ------ის ძე კოლ-წევრი მისამართი ნაჩვენებია #15. ამ ოჯახის წევრებად ირიცხებიან:1. ჯ--------ე კ------- ვ-–----მ----ს ასული-ცოლი, კოლ-წევრი. 2. ჯ--------ე ქ-–------ი-შვილი-კოლ-წევრი. მობ. თბილისში. 3. ჯ--------ე მ------- ლ----ის ასული-რძალი-კოლ წევრი. 4. ჯ--------ე გ--–--- ი-–-------ის ასული-შვილი-სამკ. კაბ.იწ. თბილისში წასული.5. ა------ე მ---- გ-------–ის ასული-შ/შვილი. 6. ჯ--------ე ც------ ქ-–------ის ასული შ/შვილი.

 

1951-53 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ა------ე მ---- გ--------ის ას: მისამართი არ არის ნაჩვენები. ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებული არ არიან.

 

1954-1956 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ა------ე მ---- გ-------–ის ასული მისამართი ნაჩვენებია #15, ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებული არ არიან.

 

1955-57 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ა------ე მ---- გ-------–ის ასული მისამართი ნაჩვენები არ არის. მე-9 კლ. მოსწავლე-ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებული არ არიან.

 

1958-60 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ა------ე მ---- გ-------–ის ასული მისამართი ნაჩვენები არ არის. მე-10 კლ. მოსწავლე, ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებული არ არის ოჯახი დახურულია თბილისში წასვლასთან დაკავშირებით.

 

1961-63 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად რეგისტრირებულია ა------ე მ---- გ-------–ის ასული, მისამართი არ არის ნაჩვენები ოჯახის სხვა წევრები რეგისტრირებულნი არ არიან, გათხოვდა 1--- წელს, კომლი გაუქმებულია.

 

საფუძველი ფ.40, აღწ.1.ს.1, ფ.18 ს.11.ფ.17.ს.18.ფ.15 ს.39. ფ.36.ს.56.ფ.მ.ს.96. ფ.41. ს.10-.ფ.50. ს. 143. ფ.67.. ს.198.ფ.60.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---–---ის რაიონული სახელმწიფო არქივის 1996 წლის 22 აპრილის #10 საარქივო ცნობა, ს.ფ.147-148;

 

3.1.11. 2--- წლის 21 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის საკრებულოს მიერ გაცემული იქნა #192 ცნობა, რომელიც მიეცა ც-----------------ეს, მასზედ, რომ მისი მამის აწ გარდაცვლილი ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ის საკუთრებაში მყოფი 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადი გადაიხადა მთლიანად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის საკრებულოს 2--- წლის 21 ოქტომბრის #192 ცნობა, ს.ფ. 162.

3.1.12. 2011 წლის 30 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული იქნა #123 ცნობა, რომელიც მიეცა ც-----------------ეს, მასზედ, რომ გარდაიცვალა მისი მშობელი მამა ქ-–------ი ჯ--------ე, რომელიც იყო მუდმივი მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში. მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მის მთელ დანაშთ მოძრავ ქონებას კერძოდ საცხოვრებელ სახლს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში დაეუფლა, სარგებლობს და დღესაც აგრძელებს ცხოვრებას იმავე სახლში მისი შვილი ც-----------------ე, რომელიც რეგისტრირებულია ქ-------–--ში, გლდანის მასივი 6 მ/რ, კორპუსი 27, ბინა 169.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 30 აგვისტოს #123 ცნობა, ს.ფ. 141.

 

3.1.13. 2011 წლის 30 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული იქნა #124 ცნობა, რომელიც მიეცა ც-----------------ეს, მასზედ, რომ მისი აწ გარდაცვლილი მამა ქ-–------ი ჯ--------ე, ნამდვილად ცხოვრობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 30 აგვისტოს #124 ცნობა, ს.ფ. 152.

 

3.1.14. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთ რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ის სასოფლო საბჭოს 1940-1942 წლების საკომლო წიგნებში ბ----–- ი-–----ს ასული (დოკუმენტებში ასეა გვარი არ არის მითითებული) ცალკე კომლად არ ფიქსირდება, იგი ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია ჯ---- ნ--------ის ძე ა------ე. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: ს----- დ-------ის ას (დოკუმენტებში ასეა, გვარი არ არის მითითებული)-დედა, ლ------- ჯ----ს ას (დოკუმენტებში ასეა, გვარი არ არის მითითებული)-ქალიშვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა). მ---- ჯ----ს ას (დოკუმენტებში ასეა, გვარი არ არის მითითებული)-ქალიშვილი

 

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ის სასოფლო საბჭოს 1943-1944 წლების საკომლო წიგნებში ბ----–- ილიკ. ას (დოკუმენტებში ასეა) ა------ე ცალკე კომლად არ ფიქსირდება, იგი ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია ჯ---- (გ--------ი) ნ--------ის ძე ა------ე. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: ს----- დ------- ას (დოკუმენტებში ასეა) ა------ე -დედა (გადახაზულია, წასულია), მ---- ჯ----ს ას (დოკუმენტებში ასეა) ა------ე ქალიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის 2012 წლის 12 აპრილის საარქივო ცნობა, ს.ფ. 80.

 

3.1.15. 2011 წლის 30 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული #23 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა ც-----------------ეს მასზედ, რომ გარდაიცვალა მისი მშობელი მამა ქ-–------ი ჯ--------ე, ა--–------ი, რომელიც იყო მუდმივი მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში. დღიდან მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მის მთელ დანაშთ მოძრავ ქონებას კერძოდ საცხოვრებელი სახლს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში დაეუფლა, სარგებლობს და დღესაც აგრძელებს ცხოვრებას ამავე სახლში მისი შვილი ც-----------------ე, რომელიც რეგისტრირებულია ქ-------–--–-----–---------------------------------------------. არასრულწლოვანი, არაქმედუნარიანი, კმაყოფაზე მყოფი და სხვა მემკვიდრენი აწ გარდაცვლილს გარდა ამ ერთი მემკვიდრისა არ დარჩენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 30 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს ცნობა, ს.ფ. 247.

 

3.1.16. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ 2012 წლის 03 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად აღმოსავლეთ რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ის სასოფლო საბჭოს 1951-1953, 1954-1956, 1955-1957, 1958-1960 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ---- გ-------–ის (დოკუმენტებში ასეა) ასული ა------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის 2012 წლის 03 დეკემბრის საარქივო ცნობა, ს.ფ. 79.

 

3.1.17. 2012 წლის 30 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსს თ---------- გ---–--ეს განცხადებით მიმართა კ-------–------მა, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ და განაცხადა რომ 2--- წლის 12 იანვარს გარდაიცვალა დედამისი მ---- ა--–------ი, რომელიც იყო მუდმივი მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში რომელსაც პირად საკუთრებაში ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში, აგრეთვე აქტივები და პასივები, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მას ჰქონდა მესამე პირებთან ურთიერთობაში და ითხოვა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა ზემოთ აღნიშნულ ქონების დედამისის კუთვნილ წილზე, ხოლო დანარჩენი კი ღიად რჩება სხვა მემკვიდრის გამოცხადებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336 მუხლისა, სხვა მემკვიდრეები გარდა ზემოაღნიშნულისა არსებობენ სხვა მემკვიდრეები-მისი აწ გარდაცვლილი დედის ბიძის აწ გარდაცვლილი ქ-–------ი ჯ--------ის-შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კ-------–------ის 2012 წლის 30 ნოემბრის განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის #121282444, ს.ფ. 213-214.

3.1.18. 2012 წლის 5 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული #218 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა კ-------–------ს მასზედ, რომ გარდაიცვალა მისი დედა მ---- ა------ე -ა--–------ი, რომელიც იყო მუდმივი მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში. მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მის მთელ დანაშთ უძრავ ქონებას კერძოდ საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახს და მის შესაბამის სარდაფს მდებარე თეთრიწყაროს რ-ნის სოფელ ა--------ში დაეუფლა, სარგებლობს და დღესაც აგრძელებს ცხოვრებას მავე სახლში მისი შვილი კ--- ა--–------ი, რომელიც რეგისტრირებულია ქ-------–--ში. არასრულწლოვანი, არაქმედუნარიანი, კმაყოფაზე მყოფი და სხვა მემკვიდრენი აწ გარდაცვლილს გარდა შვილებისა კ-------–------ი, ე-- ა--–------ი, მ----- ა--–------ის არ დარჩენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 5 დეკემბრის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს #218 ცნობა, ს.ფ.215.

 

3.1.19. სსგს თეთრიწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 06 დეკემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად 1--- წლის 16 სექტემბერს, ა-------–-----ში დაბადებული, მ---- გ-------–ის ასული ა------ის რეგისტრაციის ადგილი იყო თბილისი, დ. ჟღენტის ქ. #12, რეგისტრაციის თარიღი 0-.0-.2---, გაუქმების თარიღი 12.01.2---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---- ა------ის საინფორმაციო ბარათი, ს.ფ. 229.

 

3.1.20. 2012 წლის 28 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსს თ---------- გ---–--ეს განცხადებით მიმართა ც-----------------ის წარმომადგენელმა ა---–----------მა, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ და განაცხადა რომ 2001 წლის 04 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი მამა ქ-–------ი ჯ--------ე რომელსაც თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში პირად საკუთრებაში ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ც-----------------ემ როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრე-შვილმა, ფაქტიური ფლობით მიიღო სამკვიდროში შემავალი მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, აქტივები და პასივები, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მას ქონდა მესამე პირებთან ურთიერთობისას და ითხოვა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა ზემოთ აღნიშნულ ქონებაზე მისი წარმომადგენლის ა---–----------ის მეშვეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336 მუხლისა, სხვა მემკვიდრეები გარდა არსებობენ მამამისის აწ გარდაცვლილი დის მ---- ა------ე-ა--–------ის შვილი კ-------–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ც-----------------ის 2012 წლის 28 დეკემბრის განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის #121369487, ს.ფ. 243-244.

3.1.21. 2013 წლის 2- თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული იქნა #2- ცნობა, რომელიც მიეცა ც-----------------ეს, მასზედ, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში, მოქალაქე ქ-–------ი ჯ--------ის საკუთრება არსებული უძრავი ქონებაზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა განაცხადის რეგისტრაციის #127--/2--- საკადასტრო კოდი 8-----------, შეცდომით არის გაცემული კაციტაძე ქ-–------იზე სინამდვილეში უნდა იყოს ჯ--------ე ქ-–------ი, რაც დასტურდება სოფ. ა--------ის საკომლო წიგნი #2. გვ.#48 ჩანაწერის თარიღი 1996-200 წ. საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 2- თებერვლის #2- ცნობა, ს.ფ. 161.

3.1.22. 2013 წლის 2- იანვარს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ გაცემული იქნა #1--------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. თ---------- გ---–--ემ წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით დაადასტურა რომ ც-----------------ემ, როგორც მამკვიდრებლის ქ-–------ი ჯ--------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ შვილმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო ქ-–------ი ჯ--------ის პირად საკუთრებაში შემავალ მთელი ქონებიდან მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ა--------ი და შემნახველი ბანკის ანაბრის წიგნაკზე არსებული ფულად თანხებზე, მისი წარმომადგენლის -მოქმედი მინდობილობით ა---–----------ის მეშვეობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 2- იანვრის #1--------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 266-269.

3.1.23. 2013 წლის 23 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსს თ---------- გ---–--ეს განცხადებით მიმართა ც-----------------ის წარმომადგენელმა ა---–----------მა, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ და განაცხადა რომ 2001 წლის 04 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი მამა ქ-–------ი ჯ--------ე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრე-შვილმა, მიიღო მის პირად საკუთრებაში შემავალი მთელი ქონებიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შემნახველი ბანკის ანაბრის წიგნაკზე არსებული ფულად თანხები ამჟამად დამატებით სურს მიიღოს ქ-–------ი ჯ--------ის პირად საკუთრებაში არსებულ უძრავ -მოძრავ ქონებაზე კერძოდ, მთელი საცხოვრებელი სახლიდან მის კუთვნილ შვიდი (7) საცხოვრებელ ოთახზე მათ ქვეშ განთავსებული სარდაფზე და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, ასევე სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივებზე და პასივებზე, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მას ქონდა მესამე პირებთან ურთიერთობაში. ზოგადი ხასიათის დამატებითი სამკვიდრო მოწმობა მისი მარწმუნებლის ა---–----------ას მეშვეობით და ითხოვა დამატებით გაიცეს სამკვიდრო მოწმობა ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე. ხოლო ერთი ოთახი 28,5 კვმ და მის ქვეშ განთავსებული სარდაფი დარჩეს ღიად სხვა მემკვიდრის გამოცხადებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ც-----------------ის 2013 წლის 23 სექტემბრის განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის #131003023, ს.ფ. 245-246.

3.1.24. 2013 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ გაცემული იქნა #1-------- დამატებითი ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. თ---------- გ---–--ემ წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით დაადასტურა რომ ც-----------------ემ, როგორც მამკვიდრებლის ქ-–------ი ჯ--------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ შვილმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, დამატებით მიიღო ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილ ქ-–------ი ჯ--------ეს პირად საკუთრებაში რიცხული სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები უძრავი და მოძრავი ნივთები-კერძოდ მთელი საცხოვრებელი სახლიდან მის კუთვნილ შვიდი (7) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი) მოთხოვნის უფლება და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მისი წარმომადგენლის -მოქმედი მინდობილობით ა---–----------ის მეშვეობით, ხოლო ერთი ოთახი 28,5 კვმ და მის ქვეშ განთავსებული სარდაფი კი დარჩეს ღიად სხვა მემკვიდრის გამოცხადებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 14 ივლისის #1-------- ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 73-76.

3.1.2-. 2013 წლის 0- ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ე---------ე ა--–------ი-ჭ--–--ემ და მოითხოვა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. ა--------ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 10 ოქტომბრის TT 2----------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ა--------ი მესაკუთრე ქ-–------ი ჯ--------ის და მ---- ა------ის სააღრიცხვო ბარათი არ მოიძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 10 ოქტომბრის TT 2----------03 გადაწყვეტილება, ს.ფ. 300.

 

3.1.26. 2013 წლის 12 დეკემბერს ინდ. მეწარმე გ. გაბუნიას მიერ ც-----------------ის დაკვეთით შედგენილი იქნა საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზი, მისამართი თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ა--------ი, ს----–-----------, სართულის გეგმა მ. 1:100, ტექნიკური მახასიათებლები: 1. განაშენიანების ფართი-212,7, 2. საერთო ფართი-91,5+19,7=112,2. 3. სასარგებლო ფართი 91,5, 4. დამხმარე ფართი 19,7, 5. ოთახების რაოდენობა 7. განმარტება: დაშტრიხული ოთახი 6 და დაშტრიხული სარდაფი 9 ეკუთვნის მ---- ა------ეს საფუძველი: სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე 3--------- წ, 29 აპრილი. სარდაფის გეგმა მ 1:100 ექსპლიკაცია: 9. სარდაფი-41,1 მ2, 10. სარდაფი 41,1მ2. განმარტება: წაშტრიხული სარდაფი 9 ეკუთვნის მ---- ა------ეს, ხოლო წაუშტრიხავი სარდაფი 10 ც------ ფ--------ეს. მასვე ეკუთვნის პირველ ფურცელზე აღნიშნული ოთახები: 2,3,4,5,7,8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ა--------ი, ს----–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზი, ს.ფ. 2-5-2-6.

3.1.27. 2--- წლის 06 ივლისს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 8----------- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 1172,00 კვმ, ნაკვეთის წინა ნომ---- 8-----------, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი : #1 (ერთსართულიანი სულ რვა ოთახი), შენობა ნაგებობის საერთო ფართი 140,7 , სარდაფი საერთო ფართით 82,2 კვმ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების: მიწის განაწილების სია 148, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება #2/3074-14, დამოწმების თარიღი 21.03.2014 წელი, სამკვიდრო მოწმობა #121002770, დამოწმების თარიღი 23.0-.2013 ნოტარიუსი თ. გ---–--ე საფუძველზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ც-----------------ის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლიდან შვიდი ოთახი საერთო ფართი 112,2 კვმ და სარდაფი 41,1 კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 06.07.2---, ს.ფ.165.

3.1.28. 2--- წლის 07 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად სოფელ ა--------ში მდებარე უძრავი ქონება: ნაკვეთის ფუნქცია: გაურკვეველი, ფაქტიური ფართობი 4100,000,ზომის ერთეული კვმ, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე 4100,000.ლიტერი: საკუთრების აღწერა -ლიტერი ა, დასახლება საცხოვრებელი, სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):44,66 კვმ.საკუთრების აღწერა ლიტერი ვ: ლიტერი ვ, დასახელება საცხოვრებელი, სართულების რაოდენობა 2, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):359,68 კვმ.საკუთრების აღწერა ლიტერი ს: ლიტერი ს, დასახელება დამხმარე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):10,00 კვმ.

1991 წლის 03 ივნისის ტექნიკური პასპორტით აღრიცხულია მ---- ა--–------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 07 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, ს.ფ. 81.

3.1.29. 2--- წლის 17 ივლისს საჯარო რესტრისე როვნულ საგენტოს განცხადებით მიმართა კ-------–------ის წარმომადგენელმა ლ-------------–მა, რომელმაც მოითხოვა პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე რაიონის თეთრიწყარო, სოფელი ა--------ი. წარდგენილ განცხადებას ერთვოდა სარეგისტრაციოდ იხ. N 8-----------, გადაწყვეტილების ასლი, ცნობა დახასიათება, სსგს-ს გადაწყვეტილება.

2--- წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 8------------03, რომ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, ვერ დგინდება 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან კავშირი. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებას N2/56 ხანდაზმულია, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად " სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. წარმოსადგენი იყო დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 8------------03, ს.ფ. 164.

 

3.1.30. 2--- წლის 14 ივლისს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ გაცემული იქნა #1-------- ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, თ---------- გ---–--ემ წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით დაადასტურა რომ კ-------–------მა, როგორც მამკვიდრებლის მ---- ა--–------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან-შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ფაქტობრივი დაუფლებით სრულად მიიღო აწ გარდაცვლილი დედის-მ---- ა--–------ის პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოძრავი ნივთები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ქუჩის მხარეს 28,5 კვ. ფართის ერთი ოთახი და მისი შესაბამისი სარდაფი. ასევე აქტივები და პასივები, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მას ჰქონდა მესამე პირებთან ურთიერთობისას, მისი წარმომადგენლის, მოქმედი მინდობილობით ლ-------------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 14 ივლისის #1-------- ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 69-72.

3.1.31. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ 2--- წლის 26 სექტემბერს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთ რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სასოფლო საკრებულოს სოფელი ა--------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ე(გადახაზულია). კომლის შემადგენლობაში ირიცხება: მ---- გ-------–ის ასული ა------ე-ოჯახის უფროსი.

ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ის შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია მ---- გ-------–ის ასული ა------ე.

თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის საკრებულოს სოფელ ა--------ის 1996-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ე (გადახაზულია გარდაიცვალა 2--- წელს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის 2--- წლის 26 სექტემბრის საარქივო ცნობა, ს.ფ. 206-208.

3.1.32. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის მიერ 2--- წლის 2- ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, აღმოსავლეთ რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა--------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ე(გადახაზულია). კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ოჯ. უფროსი მ---- გ-------–ის ასული ა------ე-ოჯახის უფროსი.

ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ის შემდეგ კომლის უფროსად ფიქსირდება მ---- გ-------–ის ასული ა------ე.

თეთრიწყაროს რაიონის ა--------ის საკრებულოს სოფელ ა--------ის 1996-2008 (რეკვიზიტები შევსებულია 2--- წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ე (გადახაზულია გარდაიცვალა 2--- წელს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონული არქივის 2--- წლის 2- ოქტომბრის საარქივო ცნობა, ს.ფ. 297-299.

3.1.33. 2--- წლის 08 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ-------------–მა და მოითხოვა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 08 დეკემბრის #TT20---------03 გადაწყვეტილებით ლ-------------–ს ეცნობა, რომ უძრავი ნივთის 8----------- სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიწის განაწილების სია #----ის ასლი არ ინახება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 08 დეკემბრის #TT20---------03 გადაწყვეტილება, ს.ფ.356.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მ---- ა--–------ის სახელზე გაცემულ ცნობა დახასიათებაში და ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ქონება არ არის იმ ქონების იდენტური, რომელზეც გაცემული იქნა სადავო 2013 წლის 23 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ც-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება (7 საცხოვრებელი ოთახი, საერთო ფართით 112,2 კვ.მ. და სარდაფი 41,1 კვ.მ.) ს/კ 8-----------, რომელზეც გაცემული იქნა 2013 წლის 23 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს კ-------–------ის დედის მ---- ა--–------ის (ა------ე) სამკვიდრო ქონებას რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით და ტექნიკური პასპორტით.

 

საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული 1988 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით უდაოდაა დადგენილი რომ მ---- ა------ის სახელზე ირიცხებოდა 1918 წელს აშენებული სახლი. მ---- ა------ის მამისეული სახლი შედგებოდა ორი საცხოვრებელი ოთახისაგან და ორი სარდაფისაგან, რომელსაც ქ-–------ი ჯ--------ემ ორი ოთახი და ღია ბალკონი მიაშენა და ნაწილობრივ გადაკეთდა ძველი სახლიც. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მ---- ა------ე წარმოადგენდა მშობლების მიერ დატოვებული სახლის წილის მესაკუთრეს, რის გამოც სადაო სახლიდან მას მიეკუთვნა ერთი ოთახი 28,5 კვ.მ. და მისი შესაბამისი სარდაფი, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 1991 წლის 03 ივნისის ტექნიკური პასპორტით და ცნობა დახასითებით დგინდება, რომ მ---- ა--–------ის სახელზე აღრიცხულია სოფელ ა--------ში მდებარე უძრავი ქონება: ნაკვეთის ფუნქცია: გაურკვეველი, ფაქტიური ფართობი 4100,000,ზომის ერთეული კვმ, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე 4100,000.ლიტერი: საკუთრების აღწერა -ლიტერი ა, დასახლება საცხოვრებელი, სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):44,66 კვმ .საკუთრების აღწერა ლიტერი ვ: ლიტერი ვ, დასახელება საცხოვრებელი, სართულების რაოდენობა 2, უფლების ამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):359,68 კვმ. საკუთრების აღწერა ლიტერი ს: ლიტერი ს, დასახელება დამხმარე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვმ):10,00 კვმ. ამავე ტექ-პასპორტის მიხედვით საცხოვრებელი სახლი "ლიტერ ა" აშენებულია 1951 წელს, ხოლო საცხოვრებელი სახლი "ვ" აშენებულია 1981 წელს. აღნიშნული ტექ-პასპორტით მ---- ა--–------ის სახელზე რიცხულია ერთი - ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ლიტერი "ა" და ერთი - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი "ლიტერი ვ" და ასევე 10 კვ.მ. ფართის დამხმარე შენობა ნაგებობა ლიტერი "ს". აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ცნობა დახასიათება და ტექნიკური პასპორტი ეხება სხვა დამოუკიდებელ ქონებას და იგი არ არის იდენტური სადავო სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონებისა. ამას ადასტურებს თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებიც. კერძოდ, მოსარჩელე ცალსახად მიუთითებს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონება არის სწორედ ის ქონება, რომელზეც 1988 წლის 29 აპრილს თეთრიწყაროს სახალხო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწვეტილება. მხარეთა განმარტებით დღეისათვის სადავო უძრავ ქონებას წარმოადგენს ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ქვეშაც მდებარეოს ორი სარდაფი და სახლი შედგება 8 ოთახისა და ღია აივნისაგან. ასევე მხარეები ადასტურებენ რომ ამ შენობა ნაგებობის გარდა მიწის ნაკვეთზე სხვა დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობა არ დგას. ის რომ ეს ქონებები ერთმანეთის იდენტური არ არის დადასტურებული იქნა ასევე საჯარო რეესტრის მიერ მიღებული 2--- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებითაც, რომლის თანახმად წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით (გადაწყვეტილების ასლი, ცნობა დახასიათება, სსგს-ს გადაწყვეტილება), საჯარო რეესტრის მიერ ვერ დადგინდა 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან კავშირი.

 

ასევე მოწმე მ-------------–---–ის მიერ განმარტებული იქნა, რომ ის არის ც-----------------ის და კ-------–------ის ნათესავი, მისი დედა იყო ქ-–------ი ჯ--------ის და. მისი განმარტებით ქ-–------ი ჯ--------ე და მ---- ა--–------ი ცხოვრობდნენ ამ სახლში და ქ-–------ი ჯ--------ეს სხვა საცხოვრებელი სახლი არ ქონდა. ის სახლი არის ერთსართულიანი, და აქვს ორი დიდი ოთახი სარდაფი, რომელზეც დგას ეს სახლი. თავიდან ეს სახლი იყო ორი დიდი ოთახი, ზალა და ბებიის ოთახი, შემდეგ ბებიის ოთახი გაიყო ფანერით, იქით მიმატებული სამზარეულოა. ოთახები გაიყო იმიტომ რომ ყველას, მ----ს, ც------ს, ბებიას, ქ-–------ის და დედამისს, ყველას ქონოდა თავისი ოთახი. სახლს აქვს დიდი აივანი, ამ აივნის ქვეშ არის გარაჟი და ორი ბოსელი. ეს სახლი ასეთია რაც, მას ახსოვს. ეზოში ცალკე დამოუკიდებლად სხვა შენობა არ დგას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. მოწმის მეშვეობით დასტურდება მრავალი ფაქტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ“. მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. აქ მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც გააჩნია მოსარჩელეს და მოპასუხეს, რომლებისთვისაც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გარკვეული სარგებლობის მოტანა. ამრიგად, მოწმე სამოქალაქო პროცესში სასამართლოს მიერ საქმის გარემოების შესახებ ჩვენების მისაღებად გამოძახებული პირია, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება, რამდენადაც მოწმე თვითონ უშუალოდ აღიქვამს ფაქტებს, იგი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პირით. ამრიგად, მოწმის ჩვენება, ესაა სასამართლოში მოწმედ გამოძახებული და კანონით განსაზღვრული წესით დაკითხულ იურიდიულად დაუინტერესებელი პირის ცნობები საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობა დახასიათებაში და სახლის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მონაცემები და სადავო თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მახასიათებლები არ არის იდენტური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმის ჩვენება, 2018 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი, 13:37:57-14:08:17 დროის მონაკეთი, ს.ფ. 343-347, 351.

- 2--- წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 8------------03, ს.ფ. 164.

- 2--- წლის 07 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, ს.ფ. 81. - 1991 წლის 03 ივნისს შედგენილი ტექნიკური პასპორტი, ს.ფ. 82-96;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-------–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე, 1500-ე, 1503-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 106-ე, 266-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე კ-------–------მა ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ 2013 წლის 23 სექტემბერს ც-----------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონების ჩამონათვალიდან საცხოვრებელი სახლის 7 (შვიდი) საცხოვრებელი ოთახის, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფის და მიმდებარე მიწის ნაკვეთის ამორიცხვა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა დახასიათებითა და სახლის ტექნიკური პასპორტით საკუთრების უფლებით ირიცხება მ---- ა--–------ის სახელზე.

შესაბამისად, სასამართლოსათვის დავის გადაწყვეტისას არსებითია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, წარმოადგენდა თუ არა სადავო სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ნივთი მთლიანად მ---- ა--–------ის საკუთრებას და რას შეადგენდა ქ-–------ი ჯ--------ის სამკვიდრო ქონება.

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა რომ მ---- ა--–------ის სახელზე გაცემულ ცნობა დახასიათებაში და ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ქონება არ არის იმ ქონების იდენტური, რომელზეც გაცემული იქნა სადავო 2013 წლის 23 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად მ---- ა--–------ი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მთლიანი ნაწილის მესაკუთრეს. ამას ასევე მოწმობს თავად მოსარჩელე მხარის მიერ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ბიუროში წარდგენილი განცხადება, სადაც მიუთითებდა, რომ მის გარდა სადავო უძრავ ქონებაზე დედამისის კუთვნილი წილის გარდა არსებობს სხვა მემკვიდრეც, ქ-–------ი ჯ--------ის შვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა ) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

 

ამავე მუხლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

დადგენილია, რომ 2001 წლის 04 ოქტომბერს გარდაიცვალა ქ-–------ი ჯ--------ე, ც-----------------ე წარმოადგენს ქ-–------ი ჯ--------ის პირველი რიგის, კანონისმიერ მემკვიდრეს. ქ-–------ი ჯ--------ის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული სახლის ნაწილი, აქტივები და პასივები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად 1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. 2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

 

ამავე კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

 

2012 წლის 28 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსს თ---------- გ---–--ეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადებით მიმართა ც-----------------ის წარმომადგენელმა ა---–----------მა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არსებობს სხვა მემკვიდრეც მამამისის აწ გარდაცვლილი დის მ---- ა------ე-ა--–------ის შვილი კ-------–------ი.

 

2013 წლის 2- იანვარს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ გაცემული იქნა #1--------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომ ც-----------------ემ, როგორც მამკვიდრებლის ქ-–------ი ჯ--------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ შვილმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო ქ-–------ი ჯ--------ის პირად საკუთრებაში შემავალ მთელი ქონებიდან მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ა--------ი და შემნახველი ბანკის ანაბრის წიგნაკზე არსებული ფულად თანხებზე, მისი წარმომადგენლის -მოქმედი მინდობილობით ა---–----------ის მეშვეობით.

 

2013 წლის 23 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის ნოტარიუსს თ---------- გ---–--ეს განცხადებით მიმართა ც-----------------ის წარმომადგენელმა ა---–----------მა, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ და განაცხადა რომ 2001 წლის 04 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი მამა ქ-–------ი ჯ--------ე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრე-შვილმა, მიიღო მის პირად საკუთრებაში შემავალი მთელი ქონებიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შემნახველი ბანკის ანაბრის წიგნაკზე არსებული ფულად თანხები. ამჟამად დამატებით სურს მიიღოს ქ-–------ი ჯ--------ის პირად საკუთრებაში არსებულ უძრავ -მოძრავ ქონებაზე კერძოდ, მთელი საცხოვრებელი სახლიდან მის კუთვნილ შვიდი (7) საცხოვრებელ ოთახზე მათ ქვეშ განთავსებული სარდაფზე და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, ასევე სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივებზე და პასივებზე, მოთხოვნის უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მას ქონდა მესამე პირებთან ურთიერთობაში. ზოგადი ხასიათის დამატებითი სამკვიდრო მოწმობა მისი მარწმუნებლის ა---–----------ას მეშვეობით და ითხოვა დამატებით გაიცეს სამკვიდრო მოწმობა ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე. ხოლო ერთი ოთახი 28,5 კვმ და მის ქვეშ განთავსებული სარდაფი დარჩეს ღიად სხვა მემკვიდრის გამოცხადებამდე.

 

2013 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ გაცემული იქნა #1-------- დამატებითი ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომ ც-----------------ემ, როგორც მამკვიდრებლის ქ-–------ი ჯ--------ის კანონისმიერმა მემკვიდრემ შვილმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, დამატებით მიიღო ზოგადი ხასიათის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილ ქ-–------ი ჯ--------ეს პირად საკუთრებაში რიცხული სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები უძრავი და მოძრავი ნივთები-კერძოდ მთელი საცხოვრებელი სახლიდან მის კუთვნილ შვიდი (7) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი) მოთხოვნის უფლება და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მისი წარმომადგენლის -მოქმედი მინდობილობით ა---–----------ის მეშვეობით, ხოლო ერთი ოთახი 28,5 კვმ და მის ქვეშ განთავსებული სარდაფი კი დარჩა ღიად სხვა მემკვიდრის გამოცხადებამდე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსის მიერ დარღვეული იქნა კანონის მოთხოვნები, რადგან ნოტარიუსმა უფლების დამდგენ დოკუმენტად ჩათვალა 1988 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ტექბიუროს პასპორტის არქივის დოკუმენტებში ასახული არ იყო ანუ 1988 წლის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ასევე წარდგენილი არ იყო ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობის დამდგენი დოკუმენტი. მისი განმარტებით არ არსებობს დოკუმენტი რომელიც სადავო ქონებაზე ქ-–------ი ჯ--------ის საკუთრებას რაიმე ფორმით ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1172 კვ.მ. მიწის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა #1 (ერთ სართლიანი სულ 8 ოთახი) საერთო ფართი 140,7 კვ.მ., სარდაი საერთ ფართით 82,2 კვ.მ. საკადასტრო კოდი # 8----------- (ნაკვეთის წინა ნომ---- #8-----------) თანასაკუთრების უფლებით - მიწის განაწილების სია #---, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების 2/3074-14, დამოწმების თარიღი 21.03.14, სამკვიდრო მოწმობა 1--------, დამოწმების თარიღი 23.0-.13,- უფლების დადმგენი დოკუმენტების საფუძველზე აღრიცხულია ც-----------------ისა და ქ-–------ი ჯ--------ის თანასაკუთრებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის სარეგისტრაციოდ წარდგენამდე, აღნიშნული უძრავი ქონება აღრიცხული იყო ქ-–------ი ჯ--------ის საკუთრებაში, შესაბამისად აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ქ-–------ი ჯ--------ის სამკვიდრო მასაში შემავალ სამკვიდრო ქონებას. ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე რომ არ იძებნება უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის განაწილების სია #---, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენდა ქ-–------ი ჯ--------ის საკუთრებას, ვინაიდან ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი.

 

რაც შეეხება 1988 წლის 29 აპრილს თეთრიწყაროს რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ #2/56 საქმეზე (მ---- ა------ის სარჩელისა გამო მოპასუხე ქიშვარი ჯ--------ისა და თეთრიწყაროს რაიონის სანოტარო კანტორის მიმართ სამემკვიდრეო სახლის წილზე საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე) მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლომ განიხილა რა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, გამოარკვია შემდეგი: მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე, მოსარჩელის ალალი ღვიძლი ბიძაა-დედის ძმა. მოსარჩელე 1--- წელს დაბადებული და იმავე წელს ა-------–-----ის რაიონიდან მშობლებთან ერთად გადმოსახლებული იქნა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში და შესახლდნენ გასახლებული გერმანელების მიერ დატოვებულ ერთ-ერთ სახლში, რომელიც მამამისის სახელზე დაიწერა. მოსარჩელის მამა გაწვეული იქნა დიდ სამამულო ომში, სადაც 1942 წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1943 წელს კი მოსარჩელის დედა გათხოვდა, რომელიც 1944 წელს გარდაიცვალა, იმის გამო, რომ მოსარჩელე მ---- ა------ე მცირეწლოვანი იყო სასოფლო საბჭომ მეურვედ ბებია კ------- ჯ--------ე დაუნიშნა და მასთან შეასახლა. 1955-1960 წლებში მამისეული სახლი, რომელიც ორი საცხოვრებელი ოთახისაგან და ორი სარდაფისაგან შედგებოდა სამეურნეო წიგნში აღირიცხა, როგორც მ---- ა------ის საკუთრება, მაგრამ მისი გათხოვების შემდეგ 1968 წლიდან სახლი მის ბებიაზე კ------- ჯ--------ეზე გადაფორმდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე, როგორც ბიძა მეთვალყურეობას უწევდა მ---- ა------ეს, როცა ის არასრულწლოვანი იყო, თუმცა პირადად სოფელში არ იყო ჩაწერილი. მ---- ა------ის გათხოვების შემდეგ სამეურნეო წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ მეურნეობა გაუქმდა, თუმცა მას სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობდა კიდეც სახლით. ძველ სახლში ქ-–------ი ჯ--------ემ ორი ოთახი და ღია ბალკონი მოაშენა, რომელიც დედამისზე კ------- ჯ--------ეზე გაფორმდა, ნაწილობრივ გაკეთდა ძველი სახლიც. კ------- ჯ--------ე 1983 წლის 04 აპრილს გარდაიცვალა. მანამდე 1976 წლის 10 დეკემბერს მან ა--------ის სასოფლო საბჭოში გააფორმა ანდერძი, რომ თავის ქონებას, მათ შორის სახლს, სიკვდილის შემდგე უანდერძებდა ქ-–------ი ჯ--------ეს. აღნიშნული ცნობილი გახდა მ---- ა------ისათვის და 1983 წლის სექტემბერში აღძრა სარჩელი მშობლის მიერ დანატოვები სახლის /ძველი აშენებულის/ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. შემდგომში საქმე ორჯერ დარჩა განუხილველი და ამ პერიოდში მიუხედავად სასამართლოს წერილობითი გაფრთხილებისა, თეთრიწყაროს სანოტარო კანტორის მიერ დასახელებული ანდერძის საფუძველზე ქ-–------ი ჯ--------ეზე 1986 წლის 7 იანვარს სადაო სახლზე გაცემული იქნა სამემკვიდრეო მოწმობა და მთლიანი სახლი ქ-–------ი ჯ--------ეზე აღირიცხა საკუთრების უფლებით. მ---- ა------ის განცხადებით და განმეორებითი სარჩელით საქმის წარმოება კვლავ განახლდა და იგი ითხოვდა სახლის ნახევარს საკუთრების უფლებით, კერძოდ ძველი სახლის ძველ ნაწილს და აცხადებს, რომ აღნიშნული სახლი მისი მშობლების მიერაა დატოვებული, მასზე იყო გაფორმებული, გაურკვეველი მიზეზების გამო ბებიამისზე გაფორმდა და ბებიის სიკვდილის შემდეგ მთლიანად ბიძამისი ქ-–------ი ჯ--------ე დაეუფლა.

 

მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო და დაადასტურა, რომ სახლის ძველი ნაწილის ნახევარი იყო მხოლოდ მოსარჩელის მშობლების. მან და დედამისმა გაზარდეს მ---- ა------ე, მან გაათხოვა და მზითვიც მისცა, ძველ სახლს მან მოაშენა ორი ოთახი და ბალკონი, გაუკეთა რეკონსტრუქცია, ის თანახმაა რომ ერთი ოთახის კონპენსაცია მისცეს მ---- ა------ეს, რომელი ოთახიც მის მშობლებს ეკუთვნოდათ-სახლის ძველი ნაწილიდან. სასამართლომ მ---- ა------ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას სადაო სახლიდან საკუთრების უფლებით მიაკუთნა მხოლოდ ძველი წილის ერთი ოთახი და მისი შესაბამისი სარდაფი. დადგენილი იქნა და ამას არც მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე უარყოფდა, მოსარჩელეს და მის მშობლებს, როგორც რ------ნ გადმოსახლებულებს დედამისთან კ------- ჯ--------ესთან ერთად მიეცათ სახლი, ერთი ოთახი იყო მათი, მეორე დედამისის. წარმოდგენილი საარქივო ცნობით ირკვევა, რომ კ------- ჯ--------ე ცალკე მეურნეობად იყო აღრიცხული 1961-63 წლებში და მ---- ა------ე კი ცალკე მეურნეობად, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მამისეული სახლის წილზე კომლის უფროსად მ---- ა------ე იქნა გატარებული. მეორე საარქივო ცნობით ირკვევა, რომ მ---- ა------ეზე ირიცხებოდა 1918 წელს აშენებული სახლი. #949 საარქივო ცნობაში ისიცაა აღნიშნული, რომ შემდგომში მ---- ა------ის სახლის წილის კ------- ჯ--------ის სახლზე გადაფორმებაზე არავითარი საფუძველი არ მოიპოვება. თვით მოპასუხე ქ-–------ი ჯ--------ე ვერ უარყოფს, რომ ერთი ოთახი ირიცხებოდა მ----ს მშობლებზე, რომელიც შემდგომ დედამისის საკუთრება გახდა, ვინაიდან მ---- ა------ე თვითნებურად გათხოვდა და მიატოვა სახლი, თუმცა იმასაც ვერ უარყოფს, რომ სახლთან კავშირი არ გაუწყვეტია. ქ. ჯ--------ე აცხადებს, რომ ის თანახმაა ერთი ოთახის კონპენსაცია აუნაზღაუროს მოსარჩელეს და თანახმაა საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს მან ამ ოთახით, როცა კი დასჭირდება იგი. ამრიგად დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მშობლების მიერ დატოვებული სახლის წილის მესაკუთრეს და ამ წილის მასზე ჩამორთმევის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია, რის გამოც სადაო სახლიდან მოსარჩელეს მიეკუთვნა ერთი ოთახი და შესაბამისი სარდაფი-სახლის ძველ ნაწილში. შესაბამისად მ---- გ-------–ის ასული ა------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილი იქნა სოფელ ა--------ში მდებარე მოპასუხე ქ-–------ი ი-–-------ის ძე ჯ--------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის /ძველი ნაწილი/ მეორე სართულზე ქუჩის მხარეზე მდებარე ერთი ოთახის 28,5 კვ. მეტრი ფართის და მისი შესაბამისი სარდაფის მესაკუთრედ საერთო შესასვლელის სარგებლობის უფლებით და სახლის აღნიშნული წილი გაფორმდეს მის სახელზე საკუთრების უფლებით. აღნიშნულის გამო შეტანილი იქნეს სათანადო ცვლილება თეთრიწყაროს რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1986 წლის 7 იანვარს ქ-–------ი ჯ--------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში. გადაწყვეტილების ასლი სამეურნეო წიგნებში რეგისტრაციისათვის გადაეგზავნოს ა--------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები დავალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ.სუსგ № ას-827-791-2014, № ას-592-560-2015; № ას-895-845-2015; № ას-58-56-2016, № ას-1199-1159-2016; № ას-824-790-2016).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის მიერ სადავო სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის შესაბამისად, რადგან სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს მის მიერ გათვალისწინებული იქნა თეთრიწყაროს სახალხო სასამართლოს 1988 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილი ფაქტები და მხარეების მიერ წარდგენილი განცხადებები. განცხადებები, რომლითაც მხარეები ადასტურებდნენ სადავო უძრავ ქონებაზე თანამემკვიდრეობას და უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტს, რომ სადავო უძრავი ქონების ნაწილი, საცხოვრებელი სახლის /ძველი ნაწილი/ მეორე სართულზე ქუჩის მხარეზე მდებარე ერთი ოთახი 28,5 კვ. მეტრი ფართის და მისი შესაბამისი სარდაფი ეკუთვნოდა მ---- ა--–------ს და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა ქ-–------ი ჯ--------ის სამკვიდრო ქონებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კ-------–------ის მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 23 სექტემბერს ც-----------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და სამკვიდრო ქონების ჩამონათვალიდან ამორიცხულ იქნეს საცხოვრებელი სახლის 7 (შვიდი) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ასევე შეტანილ იქნეს ცვლილება 2--- წლის 14 ივლისს კ-------–------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და გაიცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებელ მ---- ა--–------ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე სრულად. იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 23 სექტემბერს ც-----------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონების ჩამონათვალიდან საცხოვრებელი სახლის 7 (შვიდი) საცხოვრებელი ოთახი, მათ ქვეშ განთავსებული სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთის ამორიცხვის თაობაზე, არ არსებობს მისი მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან მოსარჩელე კ-------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებული არაა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 600,00 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებულია 2--- წლის 28 ივლისის განჩინებით. ვინაიდან კ-------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. კ-------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 28 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო ც-----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საცხოვრებელი სახლიდან 7 საცხოვრებელი ოთახის საერთო ფართი 112,2 კვ.მ. და სარდაფი 41,1 კვ.მ. მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში საკადასტრო კოდი 8-----------.

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე