გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
120210017002163853
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2163853-2/659-17 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

მოსარჩელე - ნ----------------------

წარმომადგენელი - ი-----------------

მოპასუხე - ლ--------------------------------------

წარმომადგენელი - ი----- ხი------–---–ი

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება ნ----------------------ს და მოპასუხეების ლ--------------------------------ს საკუთრებაში არსებულუძრავ ქონებაზე, მდებარე ბ--------------------------------------------------------------------ნატურის გაყოფის გზით საჯარო რეესტრში აღრიცხული წილების პროპორციულად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად (ექსპერტიზის დასკვნა 3----------------------).

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ნ---------------------- და მოპასუხეები ლ-------------------------------- თანასაკუთრების უფებით ფლობენ უძრავ ქონებას, მდებარე ბ------------------------------------------------------------------, აღნიშნული ქონების ½ ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო მეორე ნახევარი კი მოპასუხეების.

 

ნ----------------------ს აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრობს დ------ მოპაუხეებთან ლე--–- და მ------------------ებთან ერთად, მათ ერთმანეთში გააჩნიათ დაძაბული ურთიერთობა, მოპასუხეები უძღუდავენ მოსარჩელეს საკუთრების სარგებლობის უფლებას და მხარეებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა. მოპასუხეებს დაკავებული აქვთ უძრავი ქონების დიდი ნაწილი, ვინაიდან იგი საჯარო რეესტრში გამიჯნული არ არის წილების პროპორციულად.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ნ---------------------- ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას წილების პროპორციულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ლ------------------------------------------- სარჩელი მთლიანად ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ბ-----------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 9---------–-------------------------------- საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 2-------- წარმოადგენს ნ----------------------ს, მ------------------ს და ლ------------------ თანასაკუთრებას, ნ----------------------ს წილია ½, ხოლო მ------------------ს და ლ------------------ წილი ½. განაცხადის რეგისტრაციის თარიღია 1---------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები, დამოწმების თარიღი 1---------- 0----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 22-24)

 

3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ--------------–----------------------–-------------------- საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისა, შესაძლებელია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- დასკვნა (ს.ფ. 27-37);

 

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ½ წილის მესაკუთრეებს ლ------------------ და მ------------------ს შესაძლებელია მიეკუთვნოს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიგა საერთო ფართობიდან 2--------------------- კვ.მ. მთლიანი მიწის ნაკეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 9----------------- კვ.მ.-დან ლ------------------ და მ------------------ს შესაძლებელია გამოეყოს 3-----------

½ წილის მესაკუთრეს ნ----------------------ს შესაძლებელია მიეკუთვნოს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიგა საერთო ფართობიდან 2-------------------------მ. მთლიანი მიწის ნაკეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 9----------------- კვ.მ.-დან ნ----------------------ს შესაძლებელია გამოეყოს 3-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- დასკვნა (ს.ფ. 27-37)

 

3.2. საქმეში დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან სარჩელის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ბ-----------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 9---------–-------------------------------- საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 2-------- წარმოადგენს ნ----------------------ს, მა----ე ზ--------- და ლ------------------ თანასაკუთრებას, ნ----------------------ს წილია ½, ხოლო მ------------------ს და ლ------------------ წილი ½.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის განსაზღვრავს, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კანონის 959-ე მუხლის მიხედვით თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

ამავე კანონის 961ე მუხლის შესაბამისად თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

ამავე კანონის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით

 

კანონი მესაკუთრეს უფლებას ანიჭებს გააუქმოს საზიარო უფლება (სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლი და 96--ე მუხლი). ამდენად, გამოკვეთილია მისი ინტერესი ისარგებლოს თავისი საკუთრებით. ამასთან, გამართლებულია მისი მოქმედების აუცილებლობა, ვინაიდან, საზიარო უფლების შენარჩუნება არღვევს მისი საკუთრების უფლებას, რადგან იგი ვერ სარგებლობს მის სახელზე რიცხული ქონებით.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება საგნის ნატურით გაყოფისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

1. საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;

2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.

 

როგორც პირველი ასევე მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ--------------–----------------------–-------------------- საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისა, შესაძლებელია; კერძდ, ½ წილის მესაკუთრეებს ლ------------------ და მ------------------ს შესაძლებელია მიეკუთვნოს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიგა საერთო ფართობიდან 2--------------------- კვ.მ. მთლიანი მიწის ნაკეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 9----------------- კვ.მ.-დან ლ------------------ და მ------------------ს შესაძლებელია გამოეყოს 3----------- ½ წილის მესაკუთრეს ნ----------------------ს შესაძლებელია მიეკუთვნოს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიგა საერთო ფართობიდან 2-------------------------მ. მთლიანი მიწის ნაკეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 9----------------- კვ.მ.-დან ნ----------------------ს შესაძლებელია გამოეყოს 3-----------

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებად სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალური დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა, რომ საზიარო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3----------–------------- დასკვნა.

 

საზიარო უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით განეკუთვნება, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომლის დანაწესით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ირკვევა მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები; მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. “

 

სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველ ნაწილით კი, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სსკ 963-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1-0 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეემა ლ------------------------------------------- შესაგებლით სარჩელი ცნეს ისინი თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 36--ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ნ----------------------ს და მოპასუხეების ლ--------------------------------ს საზიარო უფლება მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე ბ-------------------------------------------------–---------------------, საჯარო რეესტრში აღრიცხული წილების პროპორციულად, კერძოდ ნ----------------------ს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიგა საერთო ფართობიდან 2-------------------------მ. მთლიანი მიწის ნაკეთიდან განაშენიანებული ფართის გამოკლებით 7---- კვ.მ.-დან გამოეყოს 3----------- თანახმად საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ვარიანტი I---- შესაბამისად (ექსპერტიზის დასკვნა 3----------------------).

 

3. მოსარჩელე ნ----------------------ს დაუბრუნდეს ი----------------ის მიერ 0--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე