განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002063821
1-729/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–ოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - ვ-–-------- თ-------იძე
ბრალდებული -ი----- ს-------იძე (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - თ----ზ კ----ე, არსენ ხიჯაკაძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N005080813002
ბრალდებული: ი----- ს-------იძე
მამის სახელი: მ------დი
დაბადებული: 10.08.1--8 წელს
მოქალაქეობა: ს----------–ოს
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დ-----------ლი
მცხოვრები: ბ-----------------–----–----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;3441-ე მუხლის პირველი ნაწილი; ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა: 2013 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 07:05 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე N 443-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ს----------–ოს მოქალაქე ი----- ს-------იძე შეეცადა ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაეყვანა მიგრანტი-თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე მაიაგოზელ ბაიმატოვა, რა დროსაც ეს უკანასკნელი მესაზღვრეების მიერ დაკავებული იქნა, ხოლო ი----- ს-------იძემ მოახერხა გაქცევა და მიმალვა.
2013 წლის 02 აგვისტოს შემდეგ ი----- ს-------იძემ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს ტერიტორიიდან უკანონოდ გადაკვეთა ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა.
ს----------–ოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
მოწმე მოწმე ბ-----------------ძის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------–ოს სასაზღვრო ძალებში. 2013 წელს აგვისტოში საზღვრის დაცვის თანამშრომელთან ზ-----ბ გ------სთან ერთად იმყოფებოდა სასაზღვრო განწესში ხელვაჩაურის რაინის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე 443 სასაზღვრო ნიშნის რაიონში და იცავდა სახელმწიფო საზღვარს. 2013 წლის აგვისტოს დასაწყისში სასაზღვრო ნიშნის რაიონში ახორციელებდა პატრულირებას რა დროსაც მოესმა ფეხის ხმა. მაშინვე მოახდინეს ჩასაფრება და დაელოდნენ რა მოხდებოდა. დაინახა რომ გამომავალ ბილიკზე, რომელიც მიემართება სასაზღვრო ზოლისკენ გამოვიდა ერთი მამაკაცი და გაემართა საზღვრის ზოლისკენ. იქვე ტყის პირას ბუჩქებში შენიშნეს ერთი ქალბატონიც. სასაზღვრო ზოლი დაახლოებით 20 მეტროში მდებარეობდა. უცხო მამაკაცი მესაზღვრეებიდან 7-8 მეტროში იმყოფებოდა. მესაზღვრეებმა მოუწოდეს შეჩერებულიყო, მაგრამ უცნობმა, როგროც კი დაინახა მესაზღვრეები არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, მიტრიალდა და ტყეში გაიქცა. გაქცეული ვერ დააკავეს, ხოლო ქალბატონის ადგილზე დაკავეს. მოგვიანებით ამოიცნო ფოტოსურათით პირი, რომელიც გაექცა მესაზღვრეებს, იგი აღმოჩნდა ს-------იძე. შემდგომ მიიღო მონაწილეობა პირის ამოცნობაში და უცხო მამაკაცში, რომელიც არ დაემორჩილა მესაზღვრეების მოთხოვნას და მიიმალა ტყეში ამოიცნო ბრალდებული ს-------იძე. მოწმე ბ-----------------ძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ადგილიდან საიდანაც ცდილობდა ს-------იძე საზღვრის გადაკვეთას ს----------–ოს უახლოესი დასახლებული პუნქტი დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
გარდა მოწმის ჩვენებებისა არსებით სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებებზე, როგორც უდაო მტკიცებულებებზე და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ს----------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, საქმეში არსებული უდაო მტკიცებულებებით: კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ა-–-----------------------------------------------------------------ავას, ი----- ს-------იძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტო სურათით და პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ინფორმაციებით ი----- ს-------იძის ს----------–ოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ, მ--------------ძის და ი----- ს-------იძის გამოკითხვის ოქმებით,ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი- ს----------–ოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა და ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3441 მუხლის პირველი ნაწილი- მცდელობა, ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ს----------–ოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. რაც შეეხება მცდელობას, ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის აღნიშნული ქმედება დანაშაულად ჩაითვლება მაშინ როდესაც პირის მოქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზთა გამო.
ი----- ს-------იძის მიერ ს----------–ოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტები დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ს----------–ოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია ს----------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულის ი----- ს-------იძის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ი----- ს-------იძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ს----------–ოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და მცდელობა ს----------–ოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის დანაშაული, რაც გათვალისწინებულია ს----------–ოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და ს----------–ოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-3441 მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ი----- ს-------იძეს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ იგი მიიმალა და არ გამოცხადდა სასამართლოში სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს ი----- ს-------იძე უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ი----- ს-------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3441--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ი----- ს-------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ს----------–ოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი----- ს-------იძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით,ი----- ს-------იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ ი----- ს-------იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი