გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210017002210131
# 2/330-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.01.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
მოსარჩელე: რ--------- გ--–------ი
მოპასუხე: ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“
წარმომადგენელი: ო---- ჭ----–--ე
დავის საგანი: ხელფასის ანაზღაურება, ზიანის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე რ--------- გ--–------მა ( პ/ნ 3---------- მცხოვრები საჩხერე სოფელი ს------) მოპასუხე ა(ა)იპ ო----–- ც-----------ს სახ. საჩხერის კ---–-------ს ც------ის მიმართ, განაცდურის მიღების, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 31.03.2017 წლის გადაწყვეტილება N 2/36-17 წ-ით (100210017001828187) ბათილად სცნო ა(ა) იპ ს---------------–--–------------------–----------–---------–------ის 2016 წლის 26 დეკემბრის N109/1 და 2017 წლის 2 თებერვლის N47/1 ბრძანებები და სასამართლომ აღადგინა ა(ა)იპ ს---------------–--–------------------–----------–---------–------ის უ--------ს ს--–---–----ის თანამდებობაზე, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 31 ოქტომბერს.
მოსარჩელე რ--------- გ--–------ი განმარტავს, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიმართა წერილობით ა(ა)იპ ს---------------–--–------------------–----------–---------–------ის დირექტორს ო---- ჭ----–--ეს თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც უპასუხოდ და შესაბამისად რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. მოსარჩელის განმარტებით მისი თანამდებობაზე აღდგენა მოხდა მხოლოდ აღმასრულებლის ჩარევის შემდეგ 2017 წლის დეკემბრის თვიდან.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ა(ა)იპ ო----–- ც-----------ს სახ. საჩხერის კ---–-------ს ც------ი ვალდებულია ნაცდურის სახით გადაუხადოს 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის დეკემბრის ათი თვის ხელფასის თანხა ( ნაცდური) -2350 ( ორიათას სამას ორმოცდაათი) ლარი, ასევე აღსრულების თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადავიხადე აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და 1000 ( ერთი ათასი) ლარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მივიღე იმის გამო, რომ ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, მარტოხელა პენსიონერი, ჩემი შემოსავალი არის მხოლოდ პენსია და ისიც ნახევარი, ვინაიდან მაქვს საბანკო დავალიანება, რის გამოც ვერ ჩავიტარე დროულად სათანადო კვლევები და შესაბამისად მკურნალობა.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა-1000 ლარი არის მორალური და მატერიალური ზიანი მათ შორის ხელფასის დაგვიანებით გამოწვეული ზიანი
მოსარჩელის მოსაზრებით ა(ა)იპ ო----–- ც-----------ს სახ. საჩხერის კ---–-------ს ც------ი ვალდებულია ნაცდურის სახით გადამიხადოს 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის დეკემბრის ათი თვის ხელფასის თანხა ( ნაცდური) -2350 ( ორიათას სამას ორმოცდაათი) ლარი, ასევე აღსრულების თანხა 20 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადავიხადე აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და 1000 ( ერთი ათასი) ლარი ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია :
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხემ სადაც მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს შემდეგს: ა(ა) იპ „ ს---------------–--–------------------–----------–---------–------ის“ ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული იყო პროცესები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. სააღსრულებო ფურცელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ა(ა) იპ საჩხერის ო----–- ც-----------ს სახელობის საჩხერის კ---–-------ს ც------ი“-ს დირექტორს ჩაბარდა 2017 წლის 29 ნოემბერს, მანამდე 2017 წლის 27 ნოემბერს კ---–-------ს ც------ის დირექტორმა წერილით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს საჩხერის კ---–-------ს ც------ის საშტატო ნუსხაში ცვლილების თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით რ--------- გ--–------ი ა(ა) იპ „ საჩხერის ო----–- ც-----------ს სახელობის საჩხერის კ---–-------ს ც------ს“ უნდა აღედგინა უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე და გადაეხადა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200(ორასი) ლარის ოდენობით. რაც განხორციელებულ იქნა ნებაყოფლობით. ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება და სააღსრულებო ფურცლის წარდგენა აღმასრულებლის საჭიროებას არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ „ საჩხერის ო----–- ც-----------ს სახელობის საჩხერის კ---–-------ს ც------ს“ არ უნდა დაეკისროს აღსრულების თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი. ასევე არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების თანხა 1000 ლარი, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა რა რაოდენობის ზიანი მიადგა მას მოცემულ პერიოდში.
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა 2350 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სასამართლომ მხარებისათვის განსაზღვრა დრო მორიგების თაობაზე, თუმცა მორიგება ვერ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“ რეგისტრირებულია 2007 წლის 17 მაისს და მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 2--------. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანებით 2016 წლის 1 აგვისტოდან დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ო---- ჭ----–--ე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ო---- ჭ----–--ე დაწესებულების დირექტორად დარეგისტრირდა 2017 წლის 09 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ.51);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით რ--------- გ--–------ის სარჩელი მოპასუხე - ა.ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“ მიმართ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი, ა.ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს 2016 წლის 26 დეკემბრის N 109/1 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი, ა.ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს 2017 წლის 02 თებერვლის N 47/1 ბრძანება და აღდგენილი იქნა რ--------- გ--–------ი ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ში უ-------- ს--–---–----ის თანამდებობაზე ა.ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს გადასახდელად დაეკისროს რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა-200(ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, ხოლო საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბერს საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი 2017 წლის 31 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.68)
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.53)
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.46);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ ა(ა). ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს დირექტორის ო---- ჭ----–--ის 2017 წლის 02 თებერვლის N47/1 ბრძანებით რ--------- გ--–------ი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან (ფოლკლორის დარგში უ-------- ს--–---–----ის პოზიციაზე), ხოლო 2017 წლის დეკემბერში საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი აღდგენილი იქნა იგივე სამსახურში. მოსარჩელე ითხოვს ათი თვის ხელფასს -2300 ლარს, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებიდან გამომდინარე. რ--------- გ--–------ის ხელფასი შეადგენდა თვეში 230 ლარს, რაც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადსაც. დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარე ადასტურებს 2300 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.12);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რ--------- გ--–------მა მიიღო სააღსრულებო ფურცელი და მიმართა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღსრულებისათვის. მან გადაიხადა აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- სააღსრულებო ფურცელი და ქვითარი (ს.ფ.46,15)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ--------- გ--–------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ სახელფასო განაცდური 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარი(რაც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს)
ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ ზიანი (ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) 217 ლარისა და 14 თეთრის ოდენობით .
ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რ--------- გ--–------ის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის ევროპის სოციალური ქარტია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ--------- გ--–------ი უკანონოდ იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან და შესაბამისად იგი აღდგენილი იქნა სამსახურში. მას 10 თვის განმავლობაში არ მიუღია ხელფასი, კერძოდ განთავისუფლების დღიდან 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 2 დეკემბრამდე. 10 თვის ხელფასი საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადით შეადგენს 2300 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისადზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ცნობს მოსარჩელის მოთხოვნას 2300 ლარის ნაწილში. რაც შეეხება დაყოვნებული თანხის ანაზღაურებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის მოთხოვნის ფარგლებში , ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის ათი თვის განმავლობაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის-184 ლარის 0,07 პროცენტი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, რაც შეადგენს მთლიანად 217 ლარს და 14 თეთრს.
სასამართლო თვლის, რომ დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს
6.3. სააღსრულებო კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს.
დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე რ--------- გ--–------მა მიიღო სააღსრულებო ფურცელი და მიმართა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღსრულებისათვის. მან გადაიხადა აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე რ--------- გ--–------ს უნდა აუნაზღაურდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების საფასური-50 ლარი
6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სრულად იქნა დასაბუთებული ის მიზეზი და საფუძველი, თუ რატომ უნდა დაკმაყოფილდეს რ--------- გ--–------ის სარჩელი.
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ სახელფასო განაცდური 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარი(რაც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს)
ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ ზიანი (ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) 217 ლარისა და 14 თეთრის ოდენობით .
ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რ--------- გ--–------ის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით .
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება: ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;ასევე დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
ამ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებულები არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ--------- გ--–------ის (პ.№3----------) სარჩელი მოპასუხე - ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“ (ს.ნ. 2--------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ სახელფასო განაცდური - 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარი (რაც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს).
1.2. ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ ზიანი (ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) 217 (ორასჩვიდმეტი) ლარისა და 14(თოთხმეტი) თეთრის ოდენობით .
1.3. ა.(ა).ი.პ. ,,ს---------------–--–------------------–----------–---------–------ი“-ს დაეკისროს გადასახდელად რ--------- გ--–------ის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რ--------- გ--–------ის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით .
2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი