გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/678-16
N200210117002097519
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.02.2018 წ. ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ლ--–- ღ----–---–ი
წარმომადგენელი - რ---------------–ი
მოპასუხე - მ---- ს-------–---–ი
წარმომადგენლები - ჯ------- მ---–-–---–ი, თ----- დ----------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
გამოარკვია:
თელავის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბერს მომართა მოსარჩელე ლ--–- ღ----–---–მა მოპასუხის მ---- ს-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თელავის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ლ--–- ღ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ---- ს-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 411.00 ლარის ოდენობით ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. გაუქმდა 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე მ---- ს-------–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართი: თ--–-----------------–----------, ზონა-თ--–--------------------------–-----------------–------------------------------------------------------------------------------, ფართი:42.40კვ.მ., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5------------------.
2018 წლის 29 იანვარს თელავის რაიონულ სასამართლოს მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა ჯ------- მ---–-–---–მა და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. აღნიშნული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რომელიც განისაზღვრება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 (შვიდი) დღით, შეზღუდვას უწესებს პროცესის მხარეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, მასზე არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით და შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.
სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, კერძოდ მხარის მიერ, რომლის სასარგებლოდაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, წინასწარ არის გადახდილი ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე ლ--–- ღ----–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხის მ---- ს-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ლ--–- ღ----–---–ს მოპასუხე მ---- ს-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სახით 1000(ათასი) ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 414–ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მოსარჩელე ლ--–- ღ----–---–ს მოპასუხის მ---- ს-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სახით 1000(ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე