გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210017002171977
N 2/834-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.01.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე, ნ----- ლუტიძე
მოსარჩელე მ------ა მ----------ა,წარმომადგენელი ნ--- ფ------ე,მოპასუხე ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- ს----–-,დირექტორი რ---–---- ც--–------ე;
წარმომადგენელი ჯ---- ჯ----–---–ი
დავის საგანი: მოპასუხის მიერ შექმნილი მუშაობაში ხელისშემშლელი პირობების გამო იძულებით დატოვებული 11 კვირეული საათის დაბრუნება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შექმნილი ხელისშემშლელი პირობების გამო იძულებით დატოვებული 11 კვირეული საათის დაბრუნება;
1.2. იძულებითი განაცდურის 2352 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის პოზიცია
მ------ა მ----------ა მუშაობს ხ---------–-- მ----–----–--------, სოფელ მ---–----- ს-------- ს----–-ში 1993 წლიდან დაწყებითი სწავლების პედაგოგად. მუშაობის პერიოდში 2015 წლამდე პრობლემა არ შექმნია. 2015 წლიდან ს----–-ში დაინიშნა ახალი დირექტორი რ---–---- ც--–------ე. დირექტორმა იმ მოტივით, რომ მასაც ჰქონდა განაცხადი შეტანილი სკოლის დირექტორობაზე, თავიდან მოცილების მიზნით დაუწყო დევნა და შევიწროვება. 2017 წლის 19 აპრილს, მასთან შეუთანხმებლად, მისი სადამრიგებლო მეორე კლასის მოსწავლეებთან ერთად გამოუშვა ძირითადი საკლასო ოთახიდან და შეუშვა ისეთ ოთახში, სადაც ნესტი და ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებია. დირექტორისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ასთმური ავადმყოფობა და ნესტში მისი ჯანმრთელობა გაუარესდებოდა, ასევე გამოყოფილი საკლასო ოთახი მეორე კლასის მოზარდების ჯანმრთელობასაც საფრთხეს შეუქმნიდა.
აღნიშნული ფაქტის გამო მოსწავლეთა მშობლებმაც მიმართეს დირექტორს განცხადებით, მაგრამ პასუხი არ გასცა განცხადებაზე. გადაიყვანა ბავშვები ნესტიან ოთახში, მაშინ როდესაც მას უმოქმედოდ ჰქონდა გამოკეტილი სხვა საკლასო ოთახები.იგი იძულებული გახდა, რომ გაკვეთილები ჩაეტარებინა სხვადასხვა კაბინეტებში. ვინაიდან ასე მუშაობა მისთვის შეუძლებელი იყო, დირექტორმა არ გაითვალისწინა მისი არაერთი წერილობითი განცხადება, იძულებული გახდა დაეტოვებინა 20 კვირეული საათიდან 11 კვირეული საათი და დარჩენილიყო 9 საათზე. შესაბამისად ხელფასი 840 ლარის ნაცვლად, დარჩა 461 ლარი, მისმა იძულებითმა განაცდურმა შეადგინა 392 ლარი, ე.ი. ივნისის თვიდან დღემდე შეადგენს 392x6 =2352 ლარს.
დირექტორმა მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელა მისი შევიწროება, არ დაუბრუნა მისი 11 საათი მაშინ, როცა ს----–-ს ამის რეალური საშუალება აქვს და ორი სერტიფიკატის მქონე პედაგოგი დატოვა 8 საათზე, ხოლო სხვა არასერტიფიცირებულ და არასპეციალისტ პედაგოგებს გადასცა განაკვეთნახევრები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მათი განმარტებით, უსაფუძვლოა მ------ა მ----------ას მიერ მითითებული გარემოებები, რომ მას სკოლის დირექტორი ავიწროვებდა და დევნიდა, პირიქით მ------ა მ----------ას მიერ ხორციელდებოდა გარკვეული ხასიათის ზეწოლა სკოლის დირექტორის მიმართ და სკოლის დირექტორისათვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დისციპლინური სახდელი დაედო.
2017 წლის 19 აპრილს მეორე კლასი მართლაც გადაიყვანეს სხვა საკლასო ოთახში, ბავშვების ინტერსების გათვალისწინებით და არა მოსარჩელის დევნის მიზნით. ს----–-ში ყველა საკლასო ოთახში ერთნაირი პირობებია და შეესაბამება სტანდარტებს. არ არსებობს ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობები, ოთახების ფართის ოდენობების გარდა, მათ შორის სხვა არანაირი განსხვავება არ არის. მოსწავლეთა მშობლებმა დირექტორს მიმართეს განცხადებით ამ კლასში ბავშვების დარჩენის შესახებ იმიტომ, რომ სწავლის დამთავრებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი.
მოსარჩელემ თვითნებურად მიატოვა ბავშვები და კლასი და სამი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა კლასში შესვლაზე. სწორედ ამ ფაქტის გამო დაეკისრა მას ახალი დისციპლინური სახდელი. ს----–-ში არ არსებობს საფრთხის შემცველი გარემო,მოსარჩელემ თავისი განცხადებით, თავისი ნებით თქვა უარი საათების გარკვეულ რაოდენობაზე და იძულებითი განაცდურიც არ არსებობს. საათებს ს----–-ში ანაწილებს საგნობრივი კათედრები და არა დირექტორი. მოსაჩელეს საათების მასზე განაწილების შესახებ არ მიუმართავს საგნობრივი კათედრისათვის. სარჩელი უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ა მ----------ა 1993 წლიდან მუშაობს ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- ს----–-ში დაწყებითი კლასის პედაგოგად. 2017 წლის მდგომარეობით მისი ყოველთვიური ანაზღაურება ხელზე ასაღები შეადგენდა 853 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა- განმარტებები;
- მ------ა მ----------ას შრომის წიგნაკი; დიპლომი და შრომის ხელშეკრულებები;
- 2017 წლის 23 ოქტომბრის ცნობა;
-
3.1.2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 3 სექტემბრის N14-19 ბრძანების საფუძველზე მ------ა მ----------ას მიენიჭა დაწყებითი საფეხურის (I-IV)მასწავლებლობის უფლება. ხოლო 2013 წლის 11 სექტემბრის N14-6 ბრძანების საფუძველზე მ------ა მ----------ას მიენიჭა ბუნებისმეტყველების (I-IV) მასწავლებლობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატები.
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. 2017 წლის გაზაფხულზე, ს-------- ს----–-ში მე-6 კლასში მოსწავლეთა შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მე-6 კლასი აიყვანეს სკოლის მეორე სართულზე და განათავსეს დირექტორის კაბინეტთან ახლოს, მე-10 კლასისათვის განკუთვნილ ოთახში, რომ მათთვის მეტად მიექციათ ყურადღება, ვინაიდან ს-------- სკოლის მე-6 კლასი არის პრობლემური, მე-10 კლასი გადაიყვანეს სკოლის მეორე კორპუსში, ხოლო მე-6 კლასის ყოფილ საკლასო ოთახში 2017 წლის 19 აპრილს გადაიყვანეს მ------ა მ----------ას სადამრიგებლო ჯგუფი, დაწყებითი კლასების კლასკომპლექტი 9 მოსწავლით, ხოლო მათ ყოფილ საკლასო ოთახში განთავსდა 2 მოსწავლიანი მე-5 კლასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ასხნა- განმარტებები;
_ სსიპ ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 16 ივნისის N2 სხდომის ოქმი;
_ მოწმეების ნ--- ლ-----ის, ი---- გ------ას, მ--- ტ--–----ის ნ----- გ--–-–---–ის ჩვენებები.
3.1.4. 2017 წლის 3 მაისის განცხადებით მ------ა მ----------ამ უარი განაცხადა დაწყებითი კლასში ქართული ენისა და მათემატიკის საათების ჩატარებაზე, კერძოდ ქართული ენის 7 საათიან და მათემატიკის 5 საათიან დატვირთვაზე და დაიტოვა ბუნებისმეტყველების სწავლების 3 საათი. შესაბამისად, გამოცხადდა შიდა კონკურსი ვაკანტური საათების შესავსებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ასხნა- განმარტებები;
_ მ------ა მ----------ას განცხადება;
_ 2017 წლის 04 მაისის ბრძანება N1/კ-11;
_ საკონკურსო კომისიის 2017 წლის 08 მაისის ოქმი N1.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოსარჩელეს განაცხადი ჰქონდა შეტანილი მ---–----- ს-------- სკოლის დირექტორობაზე, წარმოადგენდა სკოლის ამჟამინდელი დირექტორის რ---–---- ც--–------ის კონკურენტს. აღნიშნულის გამო დირექტორად დანიშვნის შემდეგ, რ---–---- ც--–------ემ დაიწყო მოსარჩელის დევნა და შევიწროება. მის ჯგუფს, მეორე კლასს შეუცვალა საკლასო ოთახი, გადაიყვანა ნესტიან, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ოთახში, რითაც საფრთხე შეუქმნა როგორც მოსარჩელის, ასევე მოსწავლეთა ჯანმრთელობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
_ მოწმე მ--- ტ--–----ის ჩვენება.
3.2.2. მ------ა მ----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაავადებულია ასთმით. მისი ამჟამინდელი სამუშაო საკლასო ოთახის პირობების მავნე ზემოქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება;
_ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3.2.3. მიუხედავად მოსარჩელის და მოსწავლეთა მშობლების განცხადებისა სკოლის დირექტორმა არ მიიღო ზომები ძველ საკლასო ოთახში მათ დასაბრუნებლად.
სოფელ მ---–----- ს-------- სკოლის დირექტორი რ---–---- ც--–------ის მიერ განხორციელებული დევნისა და შევიწროების გამო გახდა იძულებული მოსარჩელეს დაეთმო 11 კვირეული საათი. შესაბამისად შეუმცირდა ხელფასი 840 ლარის ნაცვლად, დარჩა 461 ლარი, მისმა იძულებითმა განაცდურმა შეადგინა ყოველთვიურად 392 ლარი, ე.ი. ივნისის თვიდან სარჩელის წარმოდგენამდე იძულებითი განაცდური შეადგენს 392x6 =2352 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ასხნა- განმარტებები;
_ მ------ა მ----------ას 2017 წლის 3 მაისის განცხადება.
3.2.4. მ---–----- ს-------- სკოლის დირექტორმა 2017-2018 სასწავლო წელშიც გააგრძელა მოსარჩელის დევნა და შევიწროება, რაც გამოიხატა მასში, რომ მიუხედავად თხოვნისა არ დაუბრუნა მისი კუთვნილი და იძულებით დატოვებული 11 საათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ასხნა- განმარტებები;
3.2.5. სსიპ ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- სკოლის დირექტორის 2016 წლის 11 აპრილის 1/კ-56 ბრძანების საფუძველზე მ------ა მ----------ას, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, კერძოდ, კოლეგის (დირექტორ რ---–---- ც--–------ის) სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის მიეცა სასტიკი საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ასხნა- განმარტებები;
_ სსიპ ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 7 აპრილის N3 სხდომის ოქმი;
_ სსიპ ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- სკოლის დირექტორის 2016 წლის 11 აპრილის 1/კ-56 ბრძანება;
3.2.6. მ------ა მ----------ას ჯგუფისათვის საკლასო ოთახის შეცვლა მოხდა სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ამასთან, ოთახის ფართისა და ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით. დაწყებითი კლასების კლასკომპლექტი 9 მოსწავლით განთავსდა 40 კვ.მ ფართის მქონე ოთახში, ხოლო მე-5 კლასი, ორი მოსწავლით, განთავსდა 25 კვ.მ მეტრის მქონე ფართის ოთახში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ასხნა- განმარტება,_ მოწმეების ი---- გ------ას, ნ--- ლ-----ის, ნ----- გ--–-–---–ის ჩვენებები.
3.2.7 მ------ა მ----------ას სადამრიგებლო კლასკომპლექტის ყოფილი და ამჟამინდელი საკლასო ოთახები მდებარებს სკოლის შენობის პირველ სართულზე ერთ დერეფანში და ერთმანეთის გასწვრივ. მ------ა მ----------ას ამჟამინდელი სამუშაო ოთახში, ისევე როგორც, დანარჩენ ორ ოთახში, რომლებიც ერთნაირადაა გარემონტებული და კეთილმოწყობილი, სათანადო პირობებია სწავლისა და მუშაობისათვის. აღნიშნულ საკლასო ოთახში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და ოთახში ჯანმრთლობისათვის საფრთხის შემცველი რაიმე პირობები არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოპასუხის ასხნა- განმარტება;
_ მოწმეების ი---- გ------ას, ნ--- ლ-----ის, ნ----- გ--–-–---–ის ჩვენებები.
3.2.8 მ------ა მ----------ას მიმართვის საფუძველზე, ხ---------–-- მ----–----–-------- რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ უშუალოდ ადგილზე შემოწმდა სოფელ მ---–----- ს-------- ს----–-ში სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობების არსებობა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სკოლის საკლასო ოთახებში, მათ შორის მ------ა მ----------ას ჯგუფის ამჟამინდელ საკლასო ოთახში, სასწავლო პროცესისათვის შეუსაბამო, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე და საფრთხის შემცველი პირობები არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოპასუხის ასხნა- განმარტება;
მოწმეთა ჩვენებები
3.2.9. 2017-2018 სასწავლო წლის საათების მასზე განაწილების შესახებ მოსაჩელეს არ მიუმართავს საგნობრივი კათედრისათვის. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა სკოლის სასწავლო გეგმა, საგნობრივ კათედრებზე პედაგოგებზე განაწილებული საათები და არც 2017 წლის 07 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე გაუკეთებია განაცხადი საათობრივი ბადის დამტკიცების დროს. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს და მოსთხოვა საათების დაბრუნება და განაწილება, მას შემდეგ, რაც კათედრის სხდომაზე განაწილდა საათები პედაგოგებზე. მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა ვინაიდან საათებს ს----–-ში ანაწილებს საგნობრივი კათედრები და არა დირექტორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მ---–----- ს-------- სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები;
_ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის სხდომის ოქმები;
_ მოსარჩელის განცხადება;
_ მოპასუხის ასხნა- განმარტება;
მოწმეთა ჩვენებები
3.2.10. 2017 წლის 06 სექტემბრის დაწყებითი სწავლების კათედრის სხდომაზე მოსარჩელემ სიტყვიერად განაცხადა 2017-2018 სასწავლო წლის საათების მასზე განაწილების შესახებ და მოითხოვა საათების დაბრუნება, თუმცა აღნიშნული საკითხი კათედრის სხდომაზე კენჭისყრაზეც არ დამდგარა. წერილობითი ფორმით საკითხის დაყენება არ წარმოადგენდა აუცილებლობას. პედსაბჭოს სხდომაზე კი აღარ გაუკეთებია განაცხადი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მ---–----- ს-------- სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ა მ----------ას სარჩელი არ უნად დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-ე მუხლები;
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2 მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ევროპის სოციალურ ქარტი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 . ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით რეგულირებული და დაცულია შრომის უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული შრომის უფლება გარანტირებულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. შრომის უფლების კონსტიტუციით აღიარებით სახელმწიფოს მიზანია იზრუნოს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, თავისი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე და ამ უფლების სამართლებრივ რეგულირებაზე. ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო.
შრომითი უფლებების დაცვა კი განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით, შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტებით, რომლებშიც ასახულია დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმები რომლებიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ და შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად მხარეებს შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა 1993 წლიდან და მოსარჩელე მუშაობს ხ---------–-- მ----–----–-------- სოფელ მ---–----- ს-------- ს----–-ში დაწყებითი კლასის პედაგოგად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის საპროცესო მოვალეობაა და მის შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
6.3. მ------ა მ----------ა სარჩელის საფუძვლად მიუთითებს, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან განიცდის დევნას და შევიწროებას, რაც გამოიხატება მასშიდ რომ მისი სადამრიგებლო კლასკომპლექტი გადაიყვანა ახალ საკლასო ოთახში, რომელშიც არის ნესტი და ჯანმრთელობისათვის მავნე პირობები. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაავადებულია ასთმით და ამჟამინდელი საკლასო ოთახი მავნე ზემოქმედებას ახდენს როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე.
სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩათვალა მოსარჩლის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება. ვერ გაითვალისწინებს სასამართლო, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის მ--- ტ--–----ის ჩვენებას, რომ საკლასო ოთახში, სადაც გადაიყვანეს მ------ა მ----------ას კლას კომპლექტი, არის ჯანმრთელობისათვის მავნე პირობები და მისი შვილიც დაავადდა, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცნობა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ იგი დაავადებულია ასთმით, არ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ამ საკლასო ოთახში არსებობს ჯანმრთელობისათვის მავნე გარემო და მოსწავლეთა და მოსარჩელის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ სადაო საკითხი, ახალ საკლასო ოთახში არის თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში პირობები, რამაც გააუარესა მოსარჩელის და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმოადგენს სპეციფიკურ, სპეციალურ ცოდნაზე დამყარებულ საკითხს და მისი გადაწყვეტისათვის სავალდებულოა გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნულ საკლასო ოთახში ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ პირობებს და ამ პირობების მავნე ზემოქმედებას მოსწავლეთა და მოსარჩელის ჯანმრთელობაზე, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია ამ საკლასო ოთახში არსებული მავნე პირობებისაგან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვისას მხარეთა განმარტებით, მოწმეების ნ--- ლ-----ის, ი---- გ------ას, მ--- ტ--–----ის ნ----- გ--–-–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ სკოლის პირველ სართულზე სულ სამი საკლასო ოთახია. სამივე ოთახი ერთნაირადაა გარემონტებული და კეთილმოწყობილი. მ------ა მ----------ას სასწავლო კლასის ყოფილი და ამჟამინდელი ოთახები პირველ სართულზე და ერთ დერეფანში მდებარეობს. მ------ა მ----------ას ამჟამინდელი სამუშაო ოთახში, ისევე როგორც, დანარჩენ ორ ოთახში, სათანადო პირობებია სწავლისა და მუშაობისათვის.
6.4. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება , რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მის მიმართ სკოლის დირექტორის მხრიდან მიმდინარეობდა დევნა და შევიწროება, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვის შედეგად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სათანადო მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან იგი განიცდის დევნასა და შევიწროებას. . ის გარემოება, რომ დირექტორმა მასთან შეუთანხმებლად შეუცვალა საკლასო ოთახი მის სადამრიგებლო ჯგუფს და გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ წარმოადგენს ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა დევნა და შევიწროება.
თვით მხარეების ახსნა-განმარტებებით, ასევე მოწმეების ნ--- ლ-----ის, ი---- გ------ას, მ--- ტ--–----ის ნ----- გ--–-–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მ------ა მ----------ას ჯგუფისათვის საკლასო ოთახის შეცვლა მოხდა სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, კერძოდ 2017 წლის გაზაფხულზე, ს-------- ს----–-ში მე-6 კლასში მოსწავლეთა შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მე-6 კლასი, როგორც პრობლემური კლასი , აიყვანეს სკოლის მეორე სართულზე და განათავსეს დირექტორის კაბინეტთან ახლოს, მე-10 კლასისათვის განკუთვნილ ოთახში, მე-10 კლასი გადაიყვანეს სკოლის მეორე კორპუსში, ხოლო მე-6 კლასის ყოფილ საკლასო ოთახში 2017 წლის 19 აპრილს გადაიყვანეს მ------ა მ----------ას სადამრიგებლო ჯგუფი, დაწყებითი კლასების კლასკომპლექტი 9 მოსწავლით, ხოლო მათ ყოფილ საკლასო ოთახში განთავსდა 2 მოსწავლიანი მე-5 კლასი.
ამასთან, ოთახის ფართისა და ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით. დაწყებითი კლასების კლასკომპლექტი 9 მოსწავლით, რომელიც არის მოსარჩელის სადამრიგებლო ჯგუფი, განთავსდა 40 კვ.მ ფართის მქონე ოთახში, ხოლო მე-5 კლასი ორი მოსწავლით, განთავსდა 25 კვ.მ მეტრის მქონე ფართის ოთახში. აღნიშნულ საკლასო ოთახში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და ოთახში გაუსაძლისი, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი რაიმე პირობების არსებობის შესახებ პრეტენზიებით დირექციისათვის არავის მიუმართავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორმა მისი დევნისა და შევიწროების მიზნით შეუცვალა მდებარეობა მის სადამრიგებლო ჯგუფს, რომ ამჟამინდელ საკლასო ოთახში არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე და საფრთხის შემცველი პირობები, რომ მისი სამუშაო საკლასო ოთახი მავნე ზემოქმედებას ახდენს როგორც მისი, ასევე მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია საგაკვეთილო საათების იძულებით დატოვებას და მოსარჩელის მიერ დატოვებული საათები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
6.5 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის პირველი მუხლით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეცვლის სამართლებრივი მოწესრიგება ექცევა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სფეროში, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება საათების დატოვების შესახებ წარმოადგენს გარიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გამოვლენილი ნება კი უნდა შეესაბამებოდეს ამ პირის სურვილს, ნამდვილ ნებას, მაგრამ თუ არსებობს ისეთი გარემოებები, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები, კერძოდ როდესაც პირს შეზღუდული აქვს თავისუფალი მოქმედების ნება, ანუ გარკვეულ გარემოებათა გამო იგი გამოხატავს იმ ნებას, რომელიც მის სურვილს, ნამდვილ ნებას არ შეესაბამება, გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას ასეთი ნების გამოვლენა ბათილია და ნების გამომვლენი, დაცულია შედეგებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. მოსარჩელემ საგაკვეთილო 11 კვირეული საათი დატოვა თავისი განცხადების საფუძველზე, თავისი ნებით. სკოლის დირექტორის მხრიდან რაიმე იძულებითი ზემოქმედების განხორციელება, საკლასო ოთახში ჯანმრთელობისათვის საშიში პირობების არსებობა სასამართლო სხდომაზე დადგენილი ვერ იქნა. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული სასამართლო სხდომაზე საათების დატოვების მაიძულებელი გარემოებები, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია და მოსარჩელემ თავისი ნება გამოხატა საათების დატოვების შესახებ განცხადებით. (გაწყვეტილების 6.2.-6.5. პუნქტი).
შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 11 კვირეული საგაკვეთილო საათის დატოვების შესახებ განცხადების დაწერისას მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი, ან/ და დიკრიმინაცია რაიმე ნიშნით. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოსარჩელის მიერ დატოვებული საათების მისთვის დაბრუნების საფუძველი და შესაბამისად არ არსებობს არც იძულებითი განაცდური. მოსარჩელეს უფლება აქვს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმართოს საგნობრივ კათედრას საათების განაწილების დროს. ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები და სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.
ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ------ა მ----------ას სარჩელი მისთვის მოპასუხის მიერ მუშაობაში შექმნილი ხელისშემშლელი პირობების გამო იძულებით დატოვებული 11 კვირეული საათის დაბრუნებისა და იძულებითი განაცდურის 2352 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მ------ა მ----------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე