განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
050100117002184365
დავის ტიპი
108
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0--------------365

საქმე N 1-----17

განაჩენი

საქართველოს სახელით

0--02.2--8 წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ--–-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: დ-----------–--ე, ზ----------------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------1

ბრალდებული: ჯ-----–-–------–ი

მამის სახელი: ნ--------ი

დაბადებული: 2--04.19-- წელი

პირადი ნომერი: 3---------0

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ო----------ი, სოფელი მ--–---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლი

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2--7 წლის 1----------ბერს, დაახლოებით 17 საათზე ჯ-----–-–------–ს, ო----------ის მუნციპალიტეტის სოფელ მ--–---------ში შელაპარაკება მოუვიდა მ---------–------თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მოუქნია ხელკეტი, რაზეც განაწყენდა ჯ-----–-–------–ი და მის ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში დაარტყა მ---------–------, რომელიც მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჯ-----–-–------–მა ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

განზრახ მკვლელობა.

 

2.1. 2--7 წლის 0---------რის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ჯ-----–-–------–ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ჯ-----–-–------–მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-----–-–------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ-----–-–------–ის ბრალეულობას, სახელდობრ, შეტყობინება, 2--7 წლის 1----------ბრის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, 2--7 წლის 1----------ბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, დადგენილება მ---------–------ გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღის წარმოების შესახებ და მ---------–------ ტანსაცმელების, სისხლის, ანაწმენდების, პირადი ნივთების ამოღების ოქმი, შუამდგომლობა და განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, ნიმუშის აღების ოქმები, მოწმეების: მ------------ის, დ-------------–--ის, ნ---------------ის, ს------------–-----ის, თ---------------–---–ის, ნ-----–-------–---–ის, რ--------–-------ის დაკითხვის ოქმები, შეტყობინება ჯ-----–-–------–ის გამოცხადების შესახებ, ბრალდებულ ჯ-----–-–------–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა და განჩინება ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ჯ-----–-–------–ის დაკითხვის ოქმი, ჯ-----–-–------–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღების წარმოების შესახებ, რ--------–-------ისაგან დანაშაულის იარაღის - დანის ამოღების ოქმი, 2--7 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ჯ-----–-–------–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ-----–-–------–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რის გამოც ჯ-----–-–------–ი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ჯ-----–-–------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ჯ-----–-–------–ს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჯ-----–-–------–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჯ-----–-–------–ის მიერ ქმედების ჩადენას წინ უძღოდა შელაპარაკება მ---------–------თან, რა დროსაც მერაბ ღაჟონიამ რამდენჯერმე მოუქნია ხელკეტი ჯ-----–-–------–ს.

 

ამდენად, ჯ-----–-–------–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჯ-----–-–------–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი -თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ხელის ანაბეჭდი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული მუყაოს კოლოფი, ე.წ. ინსულინის შპრიცები, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: დანა, შავი ფერის ჩანთა, მასში არსებული დეზედორანტი, მაკრატელი, შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის პულოვერი, ბალიში, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ლითონის გასაშლელი ხელკეტი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ს------------–-----ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა ’’------ა", სახელმწიფო ნომრით B------SS და გასაღებები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, უნდა დარჩეს მის მფლობელობაში. მ---------–------ გვამის გამოკვლევის დროს, ექსპერტ ლ------------------საგან ამოღებული გარდაცვლილი მ---------–------ ლურჯი ნაქსოვი ჟაკეტი, შავი მაისური, შავი ჯინსის შარვალი, ყავისფერი ტყავის ქამარი, ლურჯი ტრუსი, შავი წინდები, შავი სპორტული ფეხსაცმელი, მ---------–------ პირადი ნივთები ვერცხლისფერი მეტალის ჯაჭვი, ჯვარი, ყავისფერი ტყავის საფულე, თ----------ის ბარათი, ვ-----------ის ბარათი, მ---------–------ პირადობის მოწმობა, მ---------–------ მართვის მოწმობა, ჰ------ს მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ერთი ცალი ორმოცდაათლარიანი, ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, ორი ოცთეთრიანი და ერთი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა, შავი ფერის ცხვირსახოცი, სანთებელა და დანა, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ს------------–-----ს. მ---------–------ გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ლ------------------საგან ამოღებული მ---------–------ მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, მ---------–------ თავის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, მ---------–------ გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები და სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. ჯ-----–-–------–ის დაკავების დროს ამოღებული ტანსაცმელი (შავი სპორტული ნაჭრის შარვალი, ნაცრისფერი ე.წ. ნაქსოვი ჟაკეტი), რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს. რ--------–-------ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. რ--------–-------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ჯ-----–-–------–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჯ-----–-–------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

1.1. მსჯავრდებულ ჯ-----–-–------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 1-----------რის 9:55 საათიდან.

 

2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ხელის ანაბეჭდი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული მუყაოს კოლოფი, ე.წ. ინსულინის შპრიცები რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

2.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: დანა, შავი ფერის ჩანთა, მასში არსებული დეზედორანტი, მაკრატელი, შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის პულოვერი, ბალიში, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ლითონის გასაშლელი ხელკეტი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ს------------–-----ს.

 

2.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა "ჰ------", სახელმწიფო ნომრით B------SS და გასაღებები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, დარჩეს მის მფლობელობაში.

 

2.4. მ---------–------ გვამის გამოკვლევის დროს, ექსპერტ ლ------------------საგან ამოღებული გარდაცვლილი მ---------–------ ლურჯი ნაქსოვი ჟაკეტი, შავი მაისური, შავი ჯინსის შარვალი, ყავისფერი ტყავის ქამარი, ლურჯი ტრუსი, შავი წინდები, შავი სპორტული ფეხსაცმელი, მ---------–------ პირადი ნივთები ვერცხლისფერი მეტალის ჯაჭვი, ჯვარი, ყავისფერი ტყავის საფულე, თ----------ის ბარათი, ვ-----------ის ბარათი, მ---------–------ პირადობის მოწმობა, მ---------–------ მართვის მოწმობა, ჰ------ს მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ერთი ცალი ორმოცდაათლარიანი, ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, ორი ოცთეთრიანი და ერთი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა, შავი ფერის ცხვირსახოცი, სანთებელა და დანა, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ს------------–-----ს.

 

2.5. მ---------–------ გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ლ------------------საგან ამოღებული მ---------–------ მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, მ---------–------ თავის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, მ---------–------ გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები და სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

2.6. ჯ-----–-–------–ის დაკავების დროს ამოღებული ტანსაცმელი (შავი სპორტული ნაჭრის შარვალი, ნაცრისფერი ე.წ. ნაქსოვი ჟაკეტი), რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.7. რ--------–-------ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

2.8. რ--------–-------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ჯ-----–-–------–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა