გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1269-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- გ---–-----–---–--ე
მოსარჩელის წარმომადგენელი- თ---------------ა
მოპასუხე- სს ,,ქ--------–-----------ი’’
მოპასუხის წარმომადგენელი- თ---------------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე- მ---–---------–-----ია
მესამე პირის წარმომადგენლები- ვ----–---------–-–---–ი, გ-----------------ე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა
aRwerilobiTi nawili:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.შემცირდეს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,5 % -ის ნაცვლად 0.01 %-მდე, მოსარჩელეს ძირ თანხაში გადახდილად ჩაეთვალოს ჯარიმის სახით გადახდილი 504.67 აშშ დოლარიდან 493 აშშ დოლარი.
მოსარჩელეს დაეკისროს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა 1501.26 აშშ დოლარის მაგივრად 30.02 აშშ დოლარი.
1.2. შემცირდეს საკრედიტო ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა და 31 % -ის ნაცვლად განისაზღვროს წლიური 13 %, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2013 წლის 24 ოქტომბრიდან დღემდე გადახდილი წლიური სარგებლის თანხიდან 4497.57 აშშ დოლარიდან 2248 აშშ დოლარი ჩაითვალოს ძირ თანხაში გადახდილად.
ხოლო 2249 აშშ დოლარი პროცენტში გადახდილად.
1.3. დაკისრებული თანხის გადახდა განაწილვადდეს 3 წლის განმავლობაში.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
2013 წლის 17 ოქტომბერს მ---–---------–-----იას და სს ,,ქ--------–----------ს’’ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #1249, რომლითაც გენერალური საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.
2013 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #1701, რომლითაც გამსესხებელმა მ---–---------–-----იას სესხის სახით გამოუყო 7000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36 %-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ვადად განისაზღვრა 48 თვე.
აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა გ---–-----–---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------–--------------------------------------------------. უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 17 304 აშშ დოლარს.
მსესხებელი 2016 წლის 17 აპრილამდე ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მას ჯამში გადახდილი აქვს 7 296.08 აშშ დოლარი, მიუხედავად ამისა, 2016 წლის 01 ნოემბერს სს ,,ქ--------–-----------ის’’ წარმომადგენელმა მიმართა ნოტარიუს მ--------------–ს და მისი მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი 7978.47 აშშ დოლარზე, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4825.55 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი- 1651.66 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 1501.26 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სესხი უზრუნველყოფილია თითქმის სამმაგი ღირებულების უძრავი ქონებით, მიუხედავად ამისა, პროცენტი და პირგასამტეხლო მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---–------–---–--ე ითხოვს, რომ
1.შემცირდეს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,5 % -ის ნაცვლად 0.01 %-მდე, მოსარჩელეს ძირ თანხაში გადახდილად ჩაეთვალოს ჯარიმის სახით გადახდილი 504.67 აშშ დოლარიდან 493 აშშ დოლარი.
მოსარჩელეს დაეკისროს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა 1501.26 აშშ დოლარის მაგივრად 30.02 აშშ დოლარი.
2. შემცირდეს საკრედიტო ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა და 36 % -ის ნაცვლად განისაზღვროს წლიური 13 %, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2013 წლის 24 ოქტომბრიდან დღემდე გადახდილი წლიური სარგებლის თანხიდან 4497.57 აშშ დოლარიდან 2248 აშშ დოლარი ჩაითვალოს ძირ თანხაში გადახდილად.
ხოლო 2249 აშშ დოლარი პროცენტში გადახდილად.
3. დაკისრებული თანხის გადახდა განაწილვადდეს 3 წლის განმავლობაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბერს განჩინებით სამოქალაქო საქმეში გ---–------–---–--ის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართული იქნა მ---–---------–-----ია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,ქ--------–-----------ის’’ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შეთანხმება მოხდა ნებაყოფლობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის- მ---–---------–-----იას წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 17 ოქტომბერს მ---–---------–-----იას და სს ,,ქ--------–----------ს’’ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #1249, რომლითაც გენერალური საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.
2013 წლის 24 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #1701, რომლითაც გამსესხებელმა მ---–---------–-----იას სესხის სახით გამოუყო 7000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ვადად განისაზღვრა 48 თვე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #1248, საკრედიტო ხელშეკრულება #1701
3.1.2. საკრედიტო უზრუნველსაყოფად 2013 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა გ---–------–---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------–--------------------------------------------------.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, იპოთეკის ხელშეკრულება #1249
3.1.3. მსესხებელია 2016 წლის 17 აპრილამდე ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას, მას ჯამში გადახდილი აქვს 7 296.08 აშშ დოლარი.
2016 წლის 01 ნოემბერს სს ,,ქ--------–-----------ის’’ წარმომადგენელმა მიმართა ნოტარიუს მ--------------–ს და მისი მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი 7978.47 აშშ დოლარზე, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4825.55 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი- 1651.66 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 1501.26 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარი.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, სააღსრულებო ფურცელი #161255239
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-317ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სს ,,ქ--------–----------ს’’ და მ---–---------–-----იას შორის 2013 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება #1701, რომლის საფუძველზე მ---–---------–-----იაზე გაიცა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ვადად განისაზღვრა 48 თვე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ოქტომბერს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ---–------–---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------–--------------------------------------------------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 -ე ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
2016 წლის 1 ნოემბერს ნოტარიუს მ--------------–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სს ,,ქ--------–-----------ი’’, მოვალე - მ---–---------–-----ია, ხოლო მესაკუთრე- გ---–-----–---–--ე, აღსასრულებელი ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 4825.55 აშშ დოლარის, მიუღებელი სარგებელის- 1651.66 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს- 1501.26 აშშ დოლარის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 124.36 ლარისაგან.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსასრულებლად მიექცა გ---–------–---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------–--------------------------------------------------.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36 %-ით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცესო სარგებლის ოდენობა არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგასამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ 2013 წლის 24 ოქტომბერს საკრედიტო ხელშეკრულება #1701-ის 2.10 პუნქტით განსაზღვრული იქნა კრედიტის დაბრუნების გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ კრედიტორისათვის პირგასამტეხლოს სახით გადახდილია 504.67 აშშ დოლარი, ხოლო სააღსრულებო ფურცლით სს ,,ქ--------–-----------ი’’ ითხოვს მოპასუხისათვის 1501.26 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლო თვლის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - გადასახდელი ძირი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.1 %-მდე. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ პირგასამტეხლოს მიზანი არის კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---–------–---–--ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, 2016 წლის 01 ნოემბერს გაცემულ №161255239 სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება და პირგასამტეხლოს მოცულობა ნაცვლად ძირითადი ვალდებულების 0.5 პროცენტისა უნდა განისაზღვროს 0.1 პროცენტით. შესაბამისად, ვინაიდან მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილია 504.67 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1501.26 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ გადახდილად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის 3 წლის განმავლობაში განაწილვადების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კანონმდებელი გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესაძლებლობას ერთ წლამდე ვადით უშვებს, თუმცაღა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ მას არ შეუძლია დაკისრებული თანხის გადახდა, ან თუ არსებობს რაიმე ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რომელიც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს ისეთ საგანგებო ვითარებასთან, როცა სამართლის და ზნეობის ნორმები გვკარნახობს კანონით გათვალისწინებული აღსრულების განაწილვადების შესაძლებლობის გამოყენების საჭიროებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სს ,,ქ--------–-----------ის’’ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მოპასუხეს გ---–------–---–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს მ--------------–ის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს გაცემული №161255239 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A16115225-004/002 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნვეყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ---–------–---–--ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ქ--------–-----------ის'' მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს მ--------------–ის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში # 161255239 და მოვალე გ---–------–---–--ის ვალდებულება კრედიტორ სს ,,ქ--------–-----------ის’’ მიმართ სესხის ხელშეკრულება #1249-დან გამომდინარე განისაზღვროს 6477.21 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4825.55 აშშ დოლარი, სარგებელი- 1651.66 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო 1501.26 აშშ დოლარი ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ გადახდილად.
3. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზე;
4. მოპასუხე სს ,,ქ--------–----------ს'' მოსარჩელე გ---–------–---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი