გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N (2/1315-2017) 010210017001895909
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
10 იანვარი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ი-----–- შავაძე
სხდომის მდივანი სოფიო ქ---–-----
მოსარჩელე: მ------ მ--–------
წარმომადგენელი: ლ--–- ქ----------
მოპასუხე: სსიპ „ს-----------------------–----–---------------–--------------------“
წარმომადგენელი: გ-- ქ---–-----; მ------ გ--------
მოთხოვნა: სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N02-09/61 ბრძანების ბათილად ცნობა ;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N02-09/61 ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან ;
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1 მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სსიპ „ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ასა და რ------ში“ ა---–- ამბების სამსახურში ო------------- პოზიციაზე.
2.2. 2017 წლის 25 თებერვალი მოსარჩელისათვის იყო არასამუშაო დღე მ---–---ელში, რის გამოც მიიღო კერძო პირის დაკვეთა ქორწილის გადაღებაზე, აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ი-----–- ბ-------ისათვის, რომელმაც მოსარჩელეს სთხოვა, რომ ვინაიდან ქორწილის გადაღება უნდა მოეხდინა მწვანე კონცხზე, მ---–----–-- სარგებლობაში არსებული კამერის გამოყენებით ტ--–------ისათვის გადაეღო საგაზაფხულო არტები.
2.3. მოსარჩელე მ------ მ--–------ მივიდა მ---–----–-- შენობაში და დაუბრკოლებლად გაიტანა მ---–----–-- სარგებლობაში არსებული ვიდეო-კამერა, მოსარჩელის განმარტებით მ---–----–-- დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ მაშინ რთავენ შენობის გარეთ ვიდეოკამერის გატანის უფლებას, თუკი არსებობს ხელმძღვანელი პირის ნებართვა.
2.4. მ---–----–-- კამერის გატანის შემდგომ, მოსარჩელეს დამკვეთმა შეუცვალა მითითება და ქორწილისათვის კადრების გადაღება ნაცვლად მწვანე კონცხის დაავალეს ქედის ღვინის სახლში, რის გამოც მ------ მ--–------ს აღარ უსარგებლია მ---–----–-- ვიდეო-კამერით. ვინაიდან მოსარჩელე ვეღარ მოახდენდა საგაზაფხულო არტების გადაღებას კამერა დატოვა სახლში და ქორწილის გადასაღებათ წავიდა საკუთარი ვიდეოკამერით.
2.5. მ------ მ--–----ძის განმარტებით მისთვის სხვა დროსაც უთხოვია ი-----–- ბ-------ეს არტების გადაღება, რაც გადაუღია კიდეც და გამოუყენებია მ---–---ელს.
2.6. სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N02-09/61 ბრძანებით უსაფუძვლოდ დაეკისრა დისციპლინარული სანქციის სახით შრომის ანაზღაურების 10%-ის დაქვითვა, რადგან მოსარჩელემ მ---–---ლიდან ვიდეოკამერა გაიტანა მ---–----–-- ერთ-ერთი სამსახურის უ--------- მითითებით საგაზაფხულო არტების გადასაღებად და მის ქმედებაში რაიმე სახის დარღვევას ვერ ხედავს.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის განმარტებით მ------ მ--–------ 2014 წლიდან მუშაობს სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს ა---–- ამბების სამსახურის ო------------- პოზიციაზე.
3.2. დასაქმებულთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში განსაზღვრულია, რომ დამსაქმებელი ასრულებს სამსახურის უ---------, რედაქტორის ან პროდიუსერის მითითებებს. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა ან/და მ---–----–-- ხელმძღვანელმა იცოდა, რომ მოსარჩელე 2017 წლის 25 თებერვალს ახორციელებდა კერძო შეკვეთაზე მომსახურეობას.
3.3. მოპასუხის განმარტებით ვიდეოკამერის მ---–---ლიდან გატანა არ მომხდარა, მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის - მ---–----–-- ა---–- ამბების სამსახურის უ---------, რედაქტორის ან პროდიუსერის მითითების საფუძველზე. რაც შეეხება საგაზაფხულო არტების გადაღებას, მოპასუხის განმარტებით, მ---–---ლიდან არ უნდა მომხდარიყო ვიდეოკამერის არაგეგმიური გატან, რადგან, სამსახუროებრივად მოსარჩელის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს რაიმე სახის არტების გადაღება და კამერის გატანის მიზნად არტების გადაღების დასახელება ეწინააღმდეგება მ---–----–-- სტრუქტურულ მოწყობას.
3.4. მოპასუხის განმარტებით არტის, როგორც პროდუქტის შესაქმნელად მ---–---ელში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების მონაწილეობით, მაგრამ აღნიშნული ჯგუფის წევრები არ არიან არც ა---–- ამბების სამსახურის თანამშრომლები, სადაც მოსარჩელეა დასაქმებული და არც მ---–----–--მიმდინარე სამსახურის თანამშრომლები, რომლის ხელმძღვანელიც იყო ე.წ. დავალების გამცემი ი-----–- ბ-------ე.
3.5. მოპასუხის განმარტებით მ---–----–-- სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციები მკაცრად არის გამიჯნული, მითითებებისა და დავალებების გამცემ პირთა წრე მინიმუმამდე არის დაყვანილი. როგორც მოსარჩელისათვის ასევე „დავალების გამცემი“ სუბიექტისათვის ნათლად იყო ცნობილი, რომ მოსარჩელეს - ა---–- ამბების სამსახურის ოპერატორს, შესასრულებლად სავალდებულო „დავალება“ არ უნდა მიეღო სხვა სტრუქტურული ერთეულის (მიმდინარე მ---–----–-- სამსახურის) ხელმძღვანელისაგან, უკიდურეს შემთხვევაში - მოსარჩელეს მიღებული დავალების ნამდვილობა უნდა გადაემოწმებინა უშუალო ხელმძღვანელთან და მოსარჩელეს მ---–---ლიდან კამერის გატანამდე თანხმობა უნდა მიეღო აღნიშნულ ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან.
3.6. მოპასუხის განმარტებით მ---–----–-- დაცვას ახორციელებს სსიპ დაცვის პოლიცია, დაცვის პოლიციის მიზანს წარმოადგენს მ---–----–-- ქონებრივი უსაფრთხოების დაცვა. დაცვის პოლიცია არ არის უფლებამოსილი მ---–----–-- თანამშრომელს აუკრძალოს შენობიდან მ---–----–-- ქონების გატანა და შენობაში მ---–----–-- ქონების შემოტანა, დაცვის პოლიცია აფიქსირებს მხოლოდ ფაქტს ქონების გატანისა და შემოტანის შესახებ. მოპასუხის განმარტებით დაცვის პოლიცია ოპერატორთან, ჟურნალისტთან, მემონტაჟესთან თუ სხვა სუბიექტებთან არ არკვევს ქონების გატანის მართლზომიერების /უფლებამოსილების საკითხს. დაცვის პოლიცია არ არის უფლებამოსილი ო------------- მოძრაობა მ---–----–-- ქონებით გადაამოწმოს მ---–----–-- ხელმძღვანელობასთან.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე მ------ მ--–------ მუშაობს სსიპ „ს-----------------------–----–---------------–--------------------“-ში „ა---–- ამბების სამსახურში“ ო------------- პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; მხარეთა განმარტებები.
4.1.2. 2017 წლის 25 თებერვალი მ------ მ--–----ძისათვის იყო დასვენების დღე მ---–---ელში, აღნიშნულ დღეს მ------ მ--–------მ განახორციელა მ---–----–-- ვიდეოკამერის არაგეგმიური გატანა, რაც გრძელდებოდა 2017 წლის 25 თებერვლის 9:40 საათიდან იმავე დღის 22:40 საათამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მ------- ს-----ის მოხსენებითი ბარათი; მხარეთა განმარტებები; მოწმეთა ჩვენებები.
4.1.3. 2017 წლის 25 თებერვალს მ------ მ--–------ კერძო დაკვეთით ახდენდა ქორწილის გადაღებას, გადაღებისას ვიდეო-კამერას მიკრული ქონდა სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს ლოგო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა განმარტებები
4.1.4. სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის ბრძანებით სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს ა---–- ამბების სამსახურის ო------------- მ------ მ--–----ძის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული სანქცია - დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, რაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 10 % .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
. სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დირექტორის 2017 წლის 23 მარტის ბრძანება; მხარეთა განმარტებები
4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. დამსაქმებელს - სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ასა და რ------ს და მ------ მ--–------ს შორის შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებულია 2017 წლის იანვრის თვეში გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტში გაწერილია დასაქმებულის შრომითი მოვალეობები, რომლის „ი“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ მ------ მ--–----ძის შრომით მოვალეობაში შედის შეეასრულოს სამსახურის უ--------- (იგულისხმება ა---–- ამბების სამსახური), რედაქტორის და პროდიუსერის მითითებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება; მხარეთა განმარტებები.
4.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 25 თებერვალს მ------ მ--–----ძის მიერ სამსახურიდან ვიდეო-კამერის გატანის თაობაზე უცნობი იყო მ------ მ--–----ძის სამსახურის უ---------, რედაქტორის და პროდიუსერისათვის, შესაბამისად ვიდეო-კამერის გატანა არ მომხდარა აღნიშნული პირების თანხმობის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა განმარტებები; მ---–----–-- ა---–- ამბების სამსახურის უ--------- შ------- ღ-–-----ის მოხსენებითი ბარათი;
4.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ---–----–-- მიმდინარე სამსახურის უფროსი ი-----–- ბ-------ე არ იყო უფლებამოსილი ა---–- ამბების სამსახურის ო-------------ათვის მიეცა რაიმე სახის სამსახურეობრივი დავალება, თუნდაც საგაზაფხულო არტების გადაღების სახით. რადგან მსგავსი სამუშაოების შესასრულებლად მ---–---ელში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების მონაწილეობით, მაგრამ აღნიშნული ჯგუფის წევრები არ არიან არც ა---–- ამბების სამსახურის თანამშრომლები და არც მ---–----–-- მიმდინარე სამსახურის თანამშრომლები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მ---–----–-- დებულება; საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უ--------- ი----- თ---------ძის 2017 წლის 13 მარტის მოხსენებითი ბარათი; სატ--–------ო მ---–---ლობის განვითარების სამსახურის უ--------- ი--- გ------–-–---–-ს 2017 წლის 13 მარტის მოხსენებითი ბარათი.
4.2.4 მოსარჩელის განმარტებით მ---–----–-- ვიდეო-კამერის ღირებულება შეადგენს რამდენიმე ათას ლარს. მოსარჩელე სასარჩელო განცხადების დავის ფაქტობრივ გარემოებებში, კერძოდ, მეხუთე ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს, რომ, ვინაიდან დამკვეთმა შეუცვალა გადაღების ადგილი, ვეღარ ახერხებდა საგაზაფხულო არტების გადაღებას და მ---–----–-- ვიდეო-კამერა დატოვა სახლში, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას კი განაცხადა, რომ მ---–----–-- კამერა თან წაიღო ქორწილში, მაგრამ არ უსარგებლია მ---–----–-- ვიდეო-კამერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
სასარჩელო განცხადება მეხუთე ფაქტობრივი გარემოება; სასამართლო სხდომის ოქმი
4.2.5. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მიმდინარე სამსახურის უ--------- დავალებით, მას სსიპ „ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------სათვის ადრეც დაუმზადებია სხვადასხვა სახის არტები, რომლებსაც იყენებდა მ---–---ელი, რადგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა მის მიერ შექმნილ შესაბამისი სამუშაოს თაობაზე და აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
4.2.6. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ მ---–----–-- შენობიდან ვიდეო-კამერის გატანის შემდგომ, როცა მიემგზავრებოდა მწვანე კონცხის მიმართულებით, დამკვეთმა შეცვალა პოზიცია და მწვანე კონცხის ნაცვლად საქორწილო კადრების გადაღება მოითხოვა ქედის მუნიციპალიტეტში ე.წ. ღვინის სახლში, რის გამოც მოსარჩელე დაბრუნდა გზიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ვეღარ მოახდენდა საგაზაფხულო არტების გადაღებას, მოსარჩელემ მ---–---ელში არ მიიტანა ვიდეო-კამერა, მისი განმარტებით კამერის მ---–---ელში არ დაბრუნება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ დამკვეთმა არ მისცა შესაძლებლობა, უკან მობრუნებულს რამდენიმე წუთით შეევლო მ---–---ელში ვიდეო-კამერის დასატოვებლად.
4.2.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ 2017 წლის 25 თებერვალს მის მიერ მ---–----–-- ვიდეო-კამერის გატანა ემსახურებოდა საგაზაფხულო არტების გადაღებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საგაზაფხულო არტების გადაღება არ შედის მოსარჩელის სამსახურეობრივ მოვალეობაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ასევე, რომ საგაზაფხულო არტების გადაღება არ შედიოდა ასევე მ---–----–-- მიმდინარე სამსახურის უ--------- უფლებამოსილებაში, მიმდინარე სამსახურის უფროსი არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის მიეცა რაიმე სახის დავალება. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა საგაზაფხულო არტების გადაღება, მიუხედავად აღნიშნულისა პირველივე შესაძლებლობისთანავე, როცა მოსარჩელე მობრუნდა გზიდან მ---–---ელში არ დააბრუნა ვიდეო-კამერა და 2017 წლის 25 თებერვლის 9:40 საათიდან იმავე დღის 22:40 საათამდე მის მფლობელობაში იყო მ---–----–-- ვიდეო-კამერა. უდავოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ახდენდა ქორწილის გადაღებას ვიდეო-კამერით რომელსაც მიმაგრებული ქონდა მ---–----–-- ლოგო, რაც მესამე პირებს უქმნიდა განცდას, რომ ქორწილის გადაღებას ახდენდა სსიპ ს-----------------------–----–---------------–--------------------.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
7.2. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინარული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენებას ადრე ადგილი არ ჰქონია.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია დავის წარმოშობის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.
7.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ მ--–------მ 2017 წლის 25 თებერვალს, უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე მ---–----–-- შენობიდან გაიტანა რამდენიმე ათას ლარად ღირებული მ---–----–-- ვიდეო-კამერა, რომელიც თან წაიღო ქორწილში, სადაც ახდენდა ქორწილის გადაღებას, მ---–----–-- ვიდეო-კამერა მის მფლობელობაში იმყოფებოდა 2017 წლის 25 თებერვლის 9:40 საათიდან იმავე დღის 22:40 საათამდე, ქორწილის გადაღებას ახდენდა კამერით რომელსაც მიმაგრებული ქონდა მ---–----–-- ლოგო, რითაც მესამე პირებს რჩებოდა განცდა რომ ქორწილის გადაღებას ახდენდა სსიპ ს-----------------------–----–---------------–--------------------. სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მ---–----–-- შენობიდან ვიდეო-კამერის გატანა არ ემსახურებოდა მ---–----–-- მიზნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დისციპლინური პასუხისმგებლობის წარმოშობის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.
7.5. სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს დებულების 5.3.2. პუნქტის თანახმად მ---–----–-- დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად აჭარის ტ--–------ისა და რ------ს თანამშრომლებისათვის
7.6. სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ისა და რ------ს შრომის შინაგანაწესის 1.1. მუხლის თანახმად შრომის შინაგანაწესი არეგულირებს სსიპ ს-----------------ი მ---–----–-- აჭარის ტ--–------ასა და რ------ში შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. ამავე შინაგანაწესის მე-15 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის. 15.3. მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად დისციპლინური სანქციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო 15.5. მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, დასაქმებულის ადრინდელი მუშაობა და ყოფაქცევა. შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 10 პროცენტს.
7.7. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრულია დასაქმებულის შრომითი მოვალეობები, ხოლო ხელშეკრულების მე-4 მუხლში გაწერილია მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
7.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
7.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7.11. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ--–----ძის მიმართ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო 100 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით, 364-ე, 369-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. მ------ მ--–----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ი-----–- შავაძე