განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100117002223621
1-1107/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–--- სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - გ--–- თ----ე
ბრალდებული - ლ-–- მ-------იძე
ადვოკატი - მ------–- ზ----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N075021217001
ბრალდებული: ლ-–- მ-------იძე
მამის სახელი: ნ---------
დაბადებული: 24.10.1--- წელს
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობ: მ-----------------------------------------------------------------------------------–----–------------------–---------------–---------------–-----------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ს----------–--- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 02 დეკემბერს, ლ-–- მ-------იძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ ”სარფი”-ში თ------კე წ--–----ნის პირადობის მოწმობის გამოყენებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა ს----------–--- სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-------იძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-–- მ-------იძის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ამოღების ოქმი, ნივთმტკიცება, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმეების თ------კე წ--–----ნის, დ---------–--–-------------------ს გამოკითხვის ოქმები, ლ-–- მ-------იძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- მ-------იძემ ჩაიდინა ს----------–--- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სამართლებრივი შეფასება:
5. ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - ს----------–--- სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ს----------–--- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
ლ-–- მ-------იძის მიერ ს----------–--- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ლ-–- მ-------იძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
10. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- მ-------იძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ს----------–--- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. დანაშაული - რაც გათვალისწინებულია ს----------–--- სსკ-ის 19; 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
11. ლ-–- მ-------იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
12. ლ-–- მ-------იძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
ს----------–--- სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით ლ-–- მ-------იძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 04 მარტს გასამართლებული იქნა ს----------–--- სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "დ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ს----------–--- სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი 03 (სამი) წელი თ/აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა ს----------–--- სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ს----------–--- სსკ-ის მე-79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ
58. ამდენად ლ-–- მ-------იძესთან მიმართებაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
59. ს----------–--- სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
60. აქედან გამომდინარე ლ-–- მ-------იძის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქ. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით.
70. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–- მ-------იძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ-–- მ-------იძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ვინაიდან დანაშულის ჩადენის დროს იმყოფებოდა იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ ლ-–- მ-------იძის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ლ-–- მ-------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ს----------–--- სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს----------–--- სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ-–- მ-------იძეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–- მ-------იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 დეკემბრიდან.
ლ-–- მ-------იძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თ------კე წ--–----ნის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა, თ------კე წ--–----ნის სახელზე შევსებული თურქეთის და ს----------–--- მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლის და გასვლის ფორმა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი