გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2018
საქმის ნომერი
180310016001436821
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/147-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივნები - თეა აფციაური, მერი თათრიშვილი

 

მოსარჩელე - ჯ------- გერმანიშვილი;

წარმომადგენელი - დ-----------------–---–--

 

მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მ------------–---–--

 

მესამე პირები - გ-----------–---–-----------------–---–--

(ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი)

წარმომადგენელი – გ-----------–------

 

დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს მ–------------–----–---------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება 72.07.08.3--- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იჭრება 72.07.08.7--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. (იხ დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 11 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო. (იხ. 2018 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომი ოქმი)

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საკადატრო კოდით 72.07.08.7-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ე--------- ჯ------- გ--------–---–- (მისამართი მ–------------------------–- #3)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. დანართი #1 17.01.2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)

 

4.2. საკადატრო კოდით 72.07.08.3-- და 72.07.08.3--. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით ე--------- გა----------–---–----------------------–---–-----------------–------------------------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. დანართი #2 და #3 31.03.2016 და 05.03.2015 წლის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.)

 

4.3. ლ----------------–-- სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის #500467--15 დასვნის თანახმად 72.07.08.3-- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა და რომელიც ასევე იჭრება ჯ------- გ-------–---–-- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ/ 72.07.08.7---)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. დანართი #4 2015 წლის 15 სექტემბრის ექპრეტიზის დასკვნა.

 

4.4.------------------------------ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის 2015 წლის 14 ნოემბრის #276155 წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2015 წლის 14 ნოემბრის #276155 წერილი.

 

4.5. გ-----------–---–---------------------–---–- 2015 წლის 29 დეკემბრის #2217 წერილით ეცნობათ, რომ 2 თვის ვადაში გამოესწორებინათ გადაფარვით, გამოწვეული ხარვეზი და 2015 წლის 29 დეკემბერს შესაბამისად შედგა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედმხედველობის სამსახურის მიერ #33 მითითება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2015 წლის 29 დეკემბრის #2217 წერილი და 2015 წლის 29 დეკემბრის მითითება #33

 

4.6. გ-----------–---–----------------------–---–-- მიმართ შედგა 2016 წლის 29 თებერვალს #33 მითითება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მითითება №33 29.02.2016.

 

4.7. 2016 წლის 11 აპრილის #6 სხდომის სამართალდაღვევის ოქმით დადგინდა, რომ მოქალაქეებს გ-----------–---–---------------------–---–- დაეკისრათ 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა და მათვე დევალათ სახელმწიფო ტერიტორიაზე განათავსებული უკანონო-ნაგებობების დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 11 აპრილის #6 სხდომის სამართალდაღვევის ოქმი.

 

4.8. 2016 წლის 28 აპრილს გამოიცა #--- წერილი რომლის თანახმადაც 2016 წლის 13 ივნისს იქნებოდა საბოლო გადაწყვეტილება მიღებული რამდენდაც სამართადამრღევებმა წარადგინეს საჯარო რეესტრში განცხადება 2016 წლის 22 აპრილს და ითხოვეს ვადის გაგრძელება, რადგანც საჯარო რეესტრში მათ ჰქონდათ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება საზღვრების კორექტირების თაობაზე მოცემული ვადა გარძელებული იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2016 წლის 28 აპრილის #--- წერილი.

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის #143625 გადაწყვეტილებით გ-----------–---–----------------------–---–-- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მათ უარი ეთქვათ წითელი ხაზების კორექტირებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის #143625 გადაწყვეტილება.

 

4.10. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 29 ივნისის #497 ბრძანებით გ-----------–---–---------------------–---–- დაეკისრათ ჯარიმა 3000 ლარი ამავდროულად დადგინდა კონკრეტულად ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც განთავსებული იყო ნაწილობრივ სახელმწიფო მიწაზე და მათვე დაეკისრათ დემონატაჟი. აღსანიშნავია, რომ მოცემული ბრძანებით არ დარეგულირდა ის საკითხი რომლის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 22 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ.2016 წლის 29 ივნისის #497 ბრძანება.

 

4.11. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გ-----------–---–--ა დ-----------------–---–-- საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია ს/კ 72.07.083--- მისამართი ქ. მ–------------------------–- #1) მოცემული ნახაზის წარმოადგენს დღეს არსებულ სიტუაციას რომლის განხვავებული სურათიც არის სამხარეულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ დასკვნაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ.-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის #------ წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ;პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება 72.07.08.3--- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იჭრება 72.07.08.7--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების უფლებისა და მისი შეზღუდვის ფარგლების განმარტებაზე. საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: ,,საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“.

 

საქართველოში საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლო აღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ მათი ქონებისა და უფლებების ჩამორთმევისაგან. ყველას აქვს თავისი ქონებისა და უფლებების ფლობისა და შენარჩუნების უფლება, თუმცა იგი არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. ამასთან, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესებით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. ამასთან, შენარჩუნებულ უნდა იქნას სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. სამართლიანად უნდა დაბალანსდეს საზოგადოების საერთო ინტერესის მოთხოვნები და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნები.

 

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციას, მისი პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. თუმცა, საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. შესაბამისად, კონვენცია ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს, კერძოდ, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესისთვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იმ პირობათა მკაცრ რეგლამენტაციას ახდენს, რომელთა შემთხვევაში საგამონაკლისო წესით შეიძლება დაშვებულად იქნეს მიჩნეული საკუთრების უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ოქმის თანახმად, საკუთრების უფლებაში ჩარევისას უნდა არსებობდეს: საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც უნდა იყოს განპირობებული საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით, უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული. ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში, ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. სახელმწიფომ საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა განახორციელოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, კერძოდ, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არ დააწესოს შეზღუდვები იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონკრეტული საჭიროება მოითხოვს. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. - ბალანსი საჯარო ინტერესსა და ინდივიდის დაცულ უფლებას შორის.

 

კონვენციის მე-17 მუხლი კი აღნიშნავს, რომ ამ კონვენციაში არ შეიძლება რაიმე განიმარტოს იმგვარად, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, მონაწილეობდეს ისეთ საქმიანობაში ან განახორციელოს ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს დადგენილია კონვენციით. ამდენად თავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განსაზღვრავს, რომ კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც შესაძლოა იჭრებოდეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებში ექვემდებარება ნებადართულ შეზღუდვებს.

 

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ჩარევა დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. კანონი კი უნდა იყოს ნათელი და არაორაზროვანი. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება. საკუთრების უფლებაში ჩარევისას, კანონთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი - კონკრეტული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით.

 

7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს მ–------------–----–---------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება 72.07.08.3--- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იჭრება 72.07.08.7--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ საკადატრო კოდით 72.07.08.7-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ე--------- ჯ------- გ--------–---–- საკადატრო კოდით 72.07.08.3-- და 72.07.08.3--. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით ე--------- გა----------–---–----------------------–---–-----------------–------------------------–-----

ლ----------------–-- სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის #500467--15 დასვნის თანახმად 72.07.08.3-- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც გათვსებულია შენობა-ნაგებობა და რომელიც ასევე იჭრება ჯ------- გ-------–---–-- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ/ 72.07.08.7---) 72.07.08.3-- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის 2015 წლის 14 ნოემბრის #276155 წერილი. გ-----------–---–---------------------–---–- 2015 წლის 29 დეკემბრის #2217 წერილით ეცნობათ, რომ 2 თვის ვადაში გამოესწორებინათ გადაფარვით, გამოწვეული ხარვეზი და 2015 წლის 29 დეკემბერს შესაბამისად შედგა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედმხედველობის სამსახურის მიერ #33 მითითება. გ-----------–---–----------------------–---–-- მიმართ შედგა 2016 წლის 29 თებერვალს #33 მითითება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. 2016 წლის 11 აპრილის #6 სხდომის სამართალდაღვევის ოქმით დადგნიდა, რომ მოქალაქეებს გ-----------–---–---------------------–---–- დაეკისრათ 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა და მათვე დევალათ სახელმწიფო ტერიტორიაზე განათავსებული უკანონო-ნაგებობების დემონტაჟი. 2016 წლის 28 აპრილს გამოიცა #--- წერილი რომლის თანახმადაც 2016 წლის 13 ივნისს იქნებოდა საბოლო გადაწყვეტილება მიღებული რამდენდაც სამართადამრღევებმა წარდგინეს საჯარო რეესტრში განცხადება 2016 წლის 22 აპრილს და ითხოვეს ვადის გაგრძელება, რადგანაც საჯარო რეესტრში მათ ჰქონდათ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება საზღვრების კორექტირების თაობაზე მოცემული ვადა გაგრძელებული იქნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის #143625 გადაწყვეტილებით გ-----------–---–----------------------–---–-- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მათ უარი ეთქვათ წითელი ხაზების კორექტირებაზე. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 29 ივნისის #497 ბრძანებით გ-----------–---–---------------------–---–- დაეკისრათ ჯარიმა 3000 ლარი ამავდროულად დადგინდა კონკრეტულად ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც განთავსებული იყო ნაწილობრივ სახელმწიფო მიწაზე და მათვე დაეკისრათ დემონატაჟი. აღსანიშნავია, რომ მოცემული ბრძანებით არ დარეგულირდა ის საკითხი რომლის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 22 დეკემბერს.

 

7.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ’’ მე-16 მუხლი მე-7 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 25-ე, 251, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, - ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველი ადმინისტრაციული წარმოება მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო მოსარჩელის მიერ წადგენილი ესპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხოლო საბოლოოდ დაჯარიმებისა და დემონატაჟის შესახებ ბრძანება გამოიცა სულ სხვა შენობა- ნაგებობაზე. შესაბამისად არსებობს სამართლებრივი საფუძველი და მ–------------–----–---------------- უნდა დაევალოს რომ გამოსცეს ინდივიდულაურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგანაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, რომ საქმე გადაწყვიტოს ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბუნდეს უკან მოსარჩელს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ------- გ-------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მ–------------–----–---------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება 72.07.08.3--- და 72.07.08.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იჭრება 72.07.08.7--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

3. მოპასუხეს - მ–------------–----–---------------- დაეკისროს მოსარჩელის ჯ------- გ-------–---–-- სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

4. ჯ------- გ-------–---–-- (პ/ნ. 01008015042) დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის დ-----------------–---–-------------------------8) მოცემულ საქმეზე 2016 წლის 15 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი რომელიც გადახდილია ;თიბისი ბანკი; სახაზინო კოდი 300763150 ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე