განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
110100117001824816
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001824816

N1/38-2017

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ო-----ის ძე ა-–-----, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომ---- 1----------), ს-–----–-- გ------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ჩ---–---- ქ-------, ბინა N1, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ); 2. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის ი------ თვის ეპიზოდი); 3. საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის დ--------- თვის ეპიზოდი); 4. საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის 6 ი------- ეპიზოდი); 5. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის 4, 6, 7, 8, 9 ო----------- და 2017 წლის 11 ო----------- ეპიზოდები);

ადვოკატი - ფ------ ა----------;

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2013 წლის თებერვლიდან, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე ბინაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. გ------- ა-–----- ქ------- დ----ეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით და ამცირებდა მას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ: 2013 წლის 16 თ--------–-, ქ.ზესტაფონში ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, ქ------- დ----ე ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში, სადაც ხელები წაუჭირა კისერში და ცდილობდა მის გაგუდვას. ამასთანავე გ.ა-–-----მ, ქ.დ----ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში და სახეში, შეაგინა დედის მისამართით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2014 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, წინასწარი შეცნობით 2 თვის ორსულ მეუღლეს - ქ------- დ----ეს, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახელდობრ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებლის ტანჯვა გამოიწვია. 2014 წლის ი----–- (ზუსტი დრო დაუდგენელია), დილის საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, იმ მოტივით, რომ ქ.დ----ემ არ გადასცა თურქეთის რესპუბლიკიდან მისი დედისგან მიღებული ფულადი გზავნილი, ქ.დ----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, მუშტები რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2015 წლის ს----------- დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, წინასწარი შეცნობით 3 თვის ორსულ მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

2. 2016 წლის ი----–- (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, მეუღლეს, ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

3. 2016 წლის დ--------–- (ზუსტი დრო დაუდგენელია) საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, მეუღლეს, ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

4. 2013 წლიდან, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. მათ შეეძინათ და ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ქ.დ----ის მიმართ განხორციელებული არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გ------- ა-–----- 2017 წლის 19 იანვარს ბრალდებულის სახით მიცემული იქნა პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, გ------- ა-–-----მ კუთვნილი ტელეფონით განახორციელა სატელეფონო ზარები და მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები მეუღლეს, ქ------- დ----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სთხოვდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დაეწერა განცხადება, რათა ის არ დაეჭირათ, რაზეც ქ.დ----ე ეუბნებოდა უარს. რის გამოც გ.ა-–----- ამ უკანასკნელს აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით დედის მისამართით, რის შედეგადაც ქ.დ----ემ განიცადა ტანჯვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

5. 2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში, გ------- ა-–-----ს, მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ასევე, 2013 წლის 16 თ--------–-, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ:

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბრის თვიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ-------– დ----ემ, ც----- დ----ემ, მ------ დ----ემ, მ---- ა-------------მ, ქ--------- ნ--------ემ განაცხადეს, რომ გ------- ა-–----- არის მათი სიძე, ქ------- დ----ის მეუღლე.

 

8. 2013 წლის 18 ნოემბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში - საცოლე მითითებულია ქ------- დ----ე, საქმრო მითითებულია გ------- ა-–-----.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–----- და დაზარალებული ქ------- დ----ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2013 წლის 27 ნოემბერს - ა-- ა-–-----, ხოლო 2016 წლის 25 თ--------–- - ო---- ა-–-----. თანაცხოვრების პერიოდში გ------- ა-–----- მას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფას, კერძოდ: 2013 წლის თებერვლის დასაწყისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–-----მ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით. ასევე, შეიყვანა სააბაზანოში, ჩაკეტა შიგნიდან კარები, ხელები მოუჭირა ყელის არეში. ქ.დ----ე დაუსხლტა ხელიდან, გააღო კარები, გავიდა გარეთ, რა დროსაც გაეკიდა გ------- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2014 წლის ა-----–-- თვეში, როდესაც იყო ორსულად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით. 2014 წლის ი------ თვეში, დედამისმა თურქ----დან გამოუგზავნა გზავნილი. მისი მითითებით ოპერატორმა გ-------ს არ მისცა გზავნილი. როდესაც გ------- სახლში დაბრუნდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედის მისამართით, მამამისს უწოდა “პოლიციის ბოზი“. ასევე, თავის არეში ჩაარტყა მუჭები. 2015 წლის ს----------- თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–----- მივიდა სახლში, როდესაც მეორე შვილზე იყო 3 თვის ორსული, გ------- ა-–-----მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით. 2016 წლის ზაფხულში, ი------ თვეში, სახლში მისულმა გ------- ა-–-----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2017 წლის 3 ო----------- ჩამოვიდა თურქ----დან და იმყოფებოდა საქართველოში. 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 9 ო----------- ჩათვლით გ.ა-–----- მას სთხოვდა სასამართლოში განცხადების შეტანას, რომ არ დაეჭირათ ის, რაზეც უარით პასუხობდა. აღნიშნულზე გაბრაზებული გ.ა-–----- მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთერთ ასეთ შეურაცხყოფას შეესწრო დედამისიც, რომელმაც ტელეფონი გამოართვა და გაიგონა როგორ აგინებდა მას გ.ა-–-----. გ.ა-–----- ასევე, მას უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც და აყენებდა შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობის დროს ქ.დ----ე გა--ცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას ტანჯვას. ძალადობის შესახებ თავის მხრივ მოუყვა ოჯახის წევრებს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას და დას.

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ა-------------მ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. როგორც ქ----სგან იცის, თანაცხოვრების პერიოდში, გ------- მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის ო----------- თვის ეპიზოდში, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, როგორც ქ.დ----ისგან გადმოცემით იცის, 2017 წლის 4, 7, 8, და 9 ო-----------, ქ.დ----ეს ტელეფონზე დაურეკა და სმს შეტყობინებები გაუგზავნა გ------- ა-–-----მ, რომელიც ყოველთვის უწმაწურ სიტყვებს და სმს შეტყობინებებს წერდა ქ-------ს, აგინებდა მისი და დედამისის მისამართით.

 

13. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულში, როდესაც იმყოფებოდა მის დასთან ქ------- დ----ესთან სტუმრად, სახლში მივიდა გ------- ა-–-----, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ დაუწყო გინება ქ.დ----ეს დედის მისამართით.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან გ------- ა-–----- და ქ---- დ----ე დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში გ-------ს და ქ----ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ბევრჯერ შესწრებია, როდესაც გ------- და ქ---- კამათობდნენ. 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც გ-------მ ქ----ს დაურეკა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უსახო პირით, ისეთი სიტყვებით, რომლის გამეორებაც მოწმეს გაუჭირდა და განაცხადა „65 წლის ქალი ვარ და ამისთანა სიტყვები ჯერ არ მსმენია“.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში გ.ა-–----- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქ------- დ----ეს, ლანძღავდა მას. აღნიშნულის შესახებ იცის ქ.დ----ისგან.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო საქმის გამომძიებელი. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებულები, მოწმეები, დანიშნა სამედიცინო, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზები, შეადგინა დაზარალებულ გრ.დ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, წარუდგინა ბრალი გ.ა-–-----ს, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 9 და 10 ო----------- იმყოფებოდა სამსახურში მორიგედ. 10 ოქტომებრს, სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------- დ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული, დანიშნა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები. ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- ა-–-----. ქ.დ----ისგან ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ასევე, დაათვალიერა ქ.დ----ის მობილური ტელეფონიდან გადატანილი ინფორმაცია. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შედგენილი აქვს შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელისმოწერით.

 

18. 2017 წლის 10 ო----------- ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თერჯოლა, ა.ჭ----------- ქ--------–-, თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, ქ.თერჯოლა, ვ-–--ფ–----–-- ქ. N---–ი მცხოვრებ ქ------- დ----ისგან ნებაყოფლობით, იძულების გარეშე ამოღებული იქნა „-------- გ--–---- გ------ პ-----+“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3--------------/01, ჩართული შპს „------------“ ქსელში ნომრით 5---3-------. ამოღებული ტელეფონი დაულუქა ერთ პაკეტად თერჯოლის რაიონული სამმართველოს N3---- ლუქის ბეჭდით.

 

19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად: 1. ტელეფონიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია, კერძოდ: 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე 5-- 3------- და 5----------- სააბონენტო ნომრებს შორის არსებული სატელეფონო ზარები. არსებული დროისა და სააბონენტო ნომრის ფარგლებში მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებში ინფორმაცია არ ფიქსირდება; 2. ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტელეფონიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა, შესაბამისად შეუძლებელია იმის დადგენა როდის და რა მიზეზით მოხდა ინფორმაციის წაშლა მოწყობილობიდან. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- უ------–---–მა.

 

20. 2017 წლის 3 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თ.გ---–--–-–--ლის მიერ, დათვალიერებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია. ქ.დ----ის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 5-- 3-------, გ.ა-–----ის კუთვნილი ტელეფონიდან 5-----------, 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 10 ო----------- ჩათვლით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებული სხვადასხვა ხანგრძლივობის ზარები. აღნიშნული გარემოებები, ასევე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთმტკიცების CD დისკის გამოკვლევის დროს.

 

21. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, გ------- ა-–----ის ქმედებით ქ------- დ----ე გა--ცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ა------ემ.

 

22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ა-–----ის მიერ 2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში, მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ასევე, 2013 წლის 16 თ--------–-, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------- ა-–----ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში (2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში, მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაში. ასევე, 2013 წლის 16 თ--------–-, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში), შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ.ა-–----ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- ა-–----ის მხრიდან დაზარალებულ ქ------- დ----ეზე ძალადობისა (2013 წლის 16 თებერვლის და 2014 წლის ა-----–-- თვის ფაქტები) და სისტემატური შეურაცხყოფის (2013 წლის 16 თებერვლის, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------) განხორციელების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–-----ს დაზარალებულ ქ------- დ----ის მიმართ 2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში, ძალადობა არ განუხორციელებია. ასევე, 2013 წლის 16 თ--------–-, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

26. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

29. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ან/და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

30. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ა-–----ის მიერ ქ------- დ----ის მიმართ ძალადობისა (2013 წლის 16 თებერვალის ეპიზოდი და 2014 წლის ა-----–-- თვის ეპიზოდი) და სისტემატურად შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ქ------- დ----ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ა-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში გ------- ა-–-----მ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ. ასევე, მოწმეების ჩვენებებით, ვერ იქნა დადასტურებული სისტემატურად ქ------- დ----ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმეები ზოგადად მიუთითებენ გ------- ა-–----ის მხრიდან ქ------- დ----ეზე განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე. კონკრეტულად, თარიღების მითითებით, თუ როდის განახორციელა ძალადობა გ.ა-–-----მ, კონკრეტულად კი 2013 წლის 16 თ--------–-, ან 2014 წლის ა-----–-- თვეში მოხდა თუ არა ძალადობა ქ.დ----ის მიმართ მოწმეებს არაფერი უთქვამთ. სისტემატურად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, ასევე, ვერ უთითებენ მოწმეები. ზოგადად აცხადებენ, რომ გ------- ა-–----- ქ.დ----ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე ც----- დ----ის განმარტებით, ის შესწრებია მეუღლეებს შორის კამათს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა სისტემატურად შეურაცხყოფის მიეყენება, არც ც----- დ----ეს და არც სხვა მოწმეები არ დაუკონკრეტებიათ. როგორც უკვე სასამართლომ აღნიშნა, სისტემატური შეურაცხყოფა ეს არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული განმარტებები კი, ზოგადად შეურაცხყოფის მიყენება და კამათი არ შეიძლება სასამართლოს მხრიდან ჩაითვალოს პატივისა და ღირსების განზრახ დამცირებად, რომელიც გამოხატულია უწესო ფორმით.

 

32. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს კომპიუტერული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, იმ გარემოებათა გამო, რომ ექსპერტიზის დასკვნები ფაქტიურად წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და დაზარალებულის განმარტებაა მასში მოცემული, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში წარმოადგენენ დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, დაუშვებელია და არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქ.დ----ის ტელეფონში განხორციელებულია გ.ა-–----ის სატელეფონო ზარები, ხოლო მოკლეტექსტური შეტყობინებები წაშლილია. ამასთან, მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გ------- ა-–-----სა და ქ------- დ----ეს გარკვეული სახის კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთში ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით.

 

33. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ა-–----ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ა-–-----, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილი ბრალდებების იმ ნაწილში, რომელიც ეხება 2013 წლის 16 თ--------–- და 2014 წლის ა-----–-- თვეში ძალადობის განხორციელებას. ასევე, 2013 წლის 16 თ--------–-, 2014 წლის ა-----–-- თვეში, 2014 წლის ი------ თვეში, 2015 წლის ს----------- დასაწყისში, 2016 წლის ი----–-, 2016 წლის დ--------–-, 2017 წლის 4 ო-----------, 6 ო-----------, 7 ო-----------, 8 ო----------- და 9 ო-----------, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

34. 2013 წლის ნოემბრიდან, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე ბინაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და ჰყავთ 2 მცირეწლოვა-- შვილი. გ.ა-–----- ქ.დ----ეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2014 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, წინასწარი შეცნობით, 2 თვის ორსულ მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე, პურის საჭრელი დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, 2015 წლის ს----------- თვის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, წინასწარი შეცნობით, 3 თვის ორსულ მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავში, ორივე გვერდში და მუცელში, ასევე ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ორივე ფეხის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

35. 2016 წლის ი----–- (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ა-–-----მ, მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტები რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, ხელი მოკიდა თმაზე, მძლავრად მოქაჩა და ამოაცალა თმა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

36. 2016 წლის დ--------–-, ბარბარობის წინა დღეებში, საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტები რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, ხელი მოკიდა თმაზე, მძლავრად მოქაჩა და ამოაცალა თმა. ამის შემდეგ განაგრძო რა ძალადობა, გ------- ა-–-----მ ქ.დ----ე ძალით შეიყვანა საძინებელ ოთახში, წააქცია საწოლზე, ბალიში დააფარა სახეზე და მძლავრად დააწვა, უთხრა, რომ მოკლავდა. გ.ა-–----ის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ ქ------- დ----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

37. 2017 წლის 10 ო-----------, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თერჯოლაში, ვ-–--ფ–----–-- ქუჩაზე, გ------- ა-–-----მ, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ქ.დ----ესთან მიახლოება, ამ უკანასკნელს, ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა ხელის არეში, რა დროსაც ქ.დ----ემ გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.

 

38. 2017 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თერჯოლაში, ვ-–--ფ–----–-- ქუჩა N---–ი, შელაპარაკების დროს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–-----მ, მეუღლის ქ------- დ----ის ბაბუას, გ-------– დ----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და მუშტი დაარტყა სახეში, მარცხენა თვალის არეში, რამაც გ-------– დ----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ:

 

39. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბრის თვიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.

 

40. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ-------– დ----ემ, ც----- დ----ემ, მ------ დ----ემ, მ---- ა-------------მ, ქ--------- ნ--------ემ განაცხადეს, რომ გ------- ა-–----- არის მათი სიძე, ქ------- დ----ის მეუღლე.

 

41. 2013 წლის 18 ნოემბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში - საცოლე მითითებულია ქ------- დ----ე, საქმრო მითითებულია გ------- ა-–-----.

 

42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

43. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–----- და დაზარალებული ქ------- დ----ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

44. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, ა-- და ო---- ა-–-----ები. თანაცხოვრების პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ა-–----- მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2016 წლის ი------ თვეში, როდესაც იმყოფება ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ--------ში და მასთან სტუმრად იყო მისი და, ქ.ნ--------ე, სახლში დაბრუნებულმა გ.ა-–-----მ მას უმიზეზოდ დაარტყა მუშტები თავის არეში, მოქაჩა თმაში და ამოაცალა თმა. ქ.ნ--------ე შეეწინააღმდეგა გ.ა-–-----ს და გააშველა ისინი. აღნიშნულზე, მისი მცირეწლოვა-- დიშვილი განერვიულდა და ქ.ნ--------ე წავიდა. ასევე, 2016 წლის დ--------–-, ბარბარობის წინა დღეებში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, გ.ა-–----- მეგობრებთან ერთად სარდაფში სვამდა. როდესაც გ------- სახლში ავიდა, ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილს აჭმევდა საჭმელს, ლოჯში. გ.ა-–-----მ ჰკრა ხელი. როდესაც მიუთითა გაჩერებულიყო, გ.ა-–----- წამოხტა ფეხზე და დაუწყო ცემა თავისა და სახის არეში, ასევე ჩაარტყა გვერდებშიც. ძალის გამოყენებით შეიყვანა საძინებელ ოთახში, წააქცია საწოლზე, დააფარა ბალიში და ცდილობდა მის გაგუდვას. თმაში მოქაჩა მძლავრად და ამოაცალა თმები. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პირის არედან და თავიდან წამოუვიდა სისხლი. 2017 წლის 10 ო-----------, როდესაც მულმა და დედამთილმა შვილი მიუყვანეს თერჯოლაში, ვ-–--ფ–----–-- ქუჩაზე, მას შელაპარაკება მოუვიდა გ.ა-–-----სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას ხელი დაარტყა ხელზე, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ქ.დ----ის განმარტებით, თითოეული ძალადობის დროს, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. სრულიად უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ა-–----- მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ხშირ შემთხვევაში ესწრებოდნენ მისი დედამთილ-მამამთილიც.

 

45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------– დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილიშვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. იცის, რომ თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, კერძოდ ცემდა. 2016 წლის დ--------–-, როდესაც ქ.დ----ე მივიდა მათთან სახლში, მას აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ ხელებზე ეტყობოდა ნაკაწრები და თავზე თმა ამოგლეჯილი ჰქონდა. ქ-------მა უთხრა, რომ „გ-------მ წამავლო ხელი და მათრია ძირსო“. 2017 წლის 10 ო----------- იმყოფებოდა სახლში. მას თავად გ.ა-–----- მის სახლთან მისული არ უნახავს, თუმცა როდესაც ქ.დ----ე შებრუნდა სახლში, უთხრა, რომ გ.ა-–----- იყო მისული სახლთან, მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც გ-------მ ხელი დაარტყა ხელზე. ქ-------ს სიწითლე ემჩნეოდა. მოწმის განმარტებით, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ქ.დ----ე მათთან ცხოვრობდა სახლში, თუმცა რამდენიმე ხანში ქ-------ი და გ------- შერიგდნენ. მოგვიანებით კი ისევ გაიგო, რომ გ------- ა-–----- აგრძელებდა ძალადობას ქ.დ----ის მიმართ, კერძოდ ცემდა.

 

46. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ა-------------მ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, თუმცა ამ უკანასკნელს არ სურდა ოჯახის დანგრევა. გ.ა-–----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობების შესახებ იცის თავად ქ.დ----ისგან, თუმცა თვითონ პირადად არასდროს შესწრებია ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმის განმარტებით, ქ.ნ--------ისგან იცის, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც გ.ა-–-----მ თმები ამოაცალა თავიდან ქ.დ----ეს. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნებული იქნა 2017 წლის 10 ო----------- მ.აფრიდონიძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 10 ო-----------, როდესაც იმყოფებოდნენ სახლში, მათთან მივიდა გ.ა-–----ის დედა და და, რომლებმაც სახლში მიიყვანეს შვილიშვილი. ასევე სახლთან მისული იყო გ.ა-–-----, რომელსაც ქ.დ----ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც გ.ა-–-----მ დედის მისამართით შეაგინა ქ.დ----ეს. ქ.დ----ემ უთხრა, რომ შელაპარაკების დროს, გ.ა-–-----მ მას მარჯვენა ხელზე დაარტყა ხელი. ქ-------ს მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა სიწითლე.

 

47. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი და ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს. თავად ერთხელ, 2016 წლის ი----–- შეესწრო გ.ა-–----ის მხრიდან ქ.დ----ის მიმართ ძალადობის ფაქტს, კერძოდ, როდესაც იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ქ-------თან სტუმრად, მცირეწლოვან შვილთან მარიამ ნ--------ესთან ერთად, სახლში დაბრუნებულმა გ.ა-–-----მ ქ.დ----ეს თავში ჩაარტყა მუშტი რამდენჯერმე და მოქაჩა თმებში. ჩადგა შუაში და გააშველა ისინი. აღნიშნულზე, მის შვილს შეეშინდა, რის გამოც წავიდა. მოწმის განმარტებით, როგორც ქ------- დ----ისგან იცის, გ-------ს მხრიდან ქ----ს მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც დანით მუქარას, ასევე ძალადობის, ცემის ფაქტს.

 

48. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილისშვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, აღნიშნულზე ბევრჯერ უთხოვია გ-------სთვის მსგავსი არ განმეორებულიყო, თუმცა შეურაცხყოფა გრძელდებოდა. 2016 წლის დ--------–-, როდესაც ქ------- დ----ე მათთან მივიდა სახლში სტუმრად, მას ხელებზე ემჩნეოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, ხოლო თავზე თმა ჰქონდა ამოგლეჯილი. როდესაც ჰკითხა მიზეზების შესახებ, ქ-------მა უთხრა, რომ გ-------მ სცემა. 2017 წლის 10 ო-----------, გ-------სა და ქ----ს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც გ-------მ ხელი დაარტყა ქ----ს. აღნიშნულის თაობაზე უთხრა ქ.დ----ემ, თავად კი ნახა, რომ ქ-------ს ხელზე დაზიანება აღენიშნებოდა.

 

49. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სათან. თანაცხოვრების პერიოდში გ-------ს და ქ----ს ურთიერთობა დაეძაბათ, რაც განპირობებული იყო გ-------ს მხრიდან ქ----ს ცემით. ყოველთვის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ა-–----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, ცემდა. 2016 წლის დ--------–-, როდესაც ქ.დ----ე იმყოფებოდა სახლში და აჭმევდა მცირეწლოვან შვილს, გ------- ა-–-----მ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი ქ.დ----ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებში ხელი ჩაავლო და ძალით გაათრია საძინებელ ოთახში, სადაც ბალიში დააფარა სახეზე და დაემუქრა მოკვლით. 2017 წლის 10 ო-----------, გ.ა-–-----მ ხელი დაარტყა ქ.დ----ეს ხელის არეში, აღნიშნულის შესახებ უთხრა ქ.დ----ემ და აჩვენა ხელზე დაზიანება. მოწმის განმარტებით, ქ.დ----ემ მას უთხრა, რომ ოჯახში ვეღარ ძლებდა და უნდა გაშორებოდა გ.ა-–-----ს, აღნიშნული კი განპირობებული იყო გ.ა-–----ის მხრიდან ქ.დ----ის ცემის გამო. გ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობების შესახებ იცის ქ.დ----ისგან, რომელმაც მას მოუყვა ბოლოს ძალადობის შემდეგ.

 

50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ბ--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, დ----ეების მეზობლად. 2017 წლის 9 ო----------- იმყოფებოდა სახლში, თუმცა ხმაური არ გაუგ--. მეორე ან მესამე დღეს, ქ------- დ----ისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს, მეუღლესთან მოსვლია კონფლიქტი.

 

51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვალერი ბ--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, დ----ეების მეზობლად. 2017 წლის 9 ო----------- იმყოფებოდა სახლში, თუმცა ხმაური არ გაუგ--. 2017 წლის 10 ო-----------, ზ---- ბრეგვაძისგან გაიგო, რომ ქ------- დ----ეს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, თუმცა მიზეზი, რის გამო მოხდა კონფლიქტი არ იცის.

 

52. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ და ზ------ კ-------კომ განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 17 იანვარს მათ მიერ მოხდა გ------- ა-–----ის დაკავება. დაკავებულს ადგილზე განემარტა უფლებები და დაკავების შემდეგ გადაყვა--ლი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

53. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში. ხელმძღვანელობიდან დაევალა, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებული გ------- ა-–----- ი.გ-------ესთან ერთად გადაეყვანა ქ.ქუთაისში, ნარკოლოგიური, ალკოჰოლური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად. გ.ა-–----- გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, რა დროსაც განმარტების გარეშე გ.ა-–-----მ უარი განაცხადა ექსპერტიზების ჩატარებაზე.

 

54. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 იანვარს, თ------ შ------–--ის დადგენილების საფუძველზე, გ.ა-–----- გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, სამხარაულის ბიუროში, ნარკოლოგიური, ალკოჰოლური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. გადაყვა--ლმა გ.ა-–-----მ უარი განაცხადა შემოწმებაზე, რის თაობაზეც შეადგინა ოქმი. გ.ა-–----- გადაიყვანა მან და მისმა მეწყვილე მ------ ჯ-----ემ. გაურკვეველი მიზეზების გამო, გ.ა-–-----მ უარი განაცხადა შემოწმებაზე.

 

55. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლად. იყო საქმის გამომძიებელი. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებულები, მოწმეები, დანიშნა სამედიცინო, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზები, შეადგინა დაზარალებულ გრ.დ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, წარუდგინა ბრალი გ.ა-–-----ს, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

56. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა გ.კბილაშვილი, N2 საპყრობილეში ბრალი წარუდგინა გ.ა-–-----ს და გამოკითხა. ასევე შეადგინა მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი.

 

57. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 9 ო----------- იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ ქ------- დ----ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა შვილი და არ უბრუნებდა. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ქ------- დ----ე, რომელსაც გაესაუბრა, რა დროსაც ქ.დ----ემ განუცხადა, ქორწინებაში იმყოფებოდა ზესტაფონში მცხოვრებ გ------- ა-–-----სთან, რომლის დამაც წაიყვანა მისი შვილი ო---- ა-–-----. რამდენიმე ხანში დაუკავშირდა მისი მეუღლე და უთხრა, რომ თუ მეორე შვილს არ ჩაუყვანდა, არ ანახებდა წაყვა--ლ ბავშვს. აღნიშნულზე, ტელეფონში მოუვიდათ შელაპარაკება და მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ქ.დ----ეს დაუტოვა მისი კუთვნილი ტელეფონი და უთხრა, თუ რამე მოხდებოდა ეცნობებინა მისთვის. რამდენიმე საათში, 10 ო-----------, დაახლოებით პირველი საათისთვის, დაუკავშირდა ქ------- დ----ე და განუმარტა, რომ მასთან მისული იყო გ------- ა-–----- და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე შეეხო ხელით. თავის მხრივ, აღნიშნული შეატყობინა თერჯოლის რაიონულ სამმართველოს და გაემართა ქ---- დ----ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე გ.ა-–----- არ დახვდა, ხოლო ქ.დ----ემ დაუდასტურა ტელეფონში ნათქვამი ფაქტი. შემდეგ ქ------- დ----ე, მის მშობლებთან ერთად გადაყვანილი იქნა თერჯოლის რაიონულ სამმართველოში.

 

58. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 9 და 10 ო----------- იმყოფებოდა სამსახურში მორიგედ. 10 ო-----------, სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------- დ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული, დანიშნა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები. ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- ა-–-----. ქ.დ----ისგან ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. დაათვალიერა ქ.დ----ის მობილური ტელეფონი. ასევე დაათვალიერა ქ.დ----ის მობილური ტელეფონიდან გადატანილი ინფორმაცია. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შედგენილი აქვს შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელისმოწერით.

 

59. სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა გ------- ა-–-----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

60. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 17.01.2---–---------------თ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ქ------- დ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა ნაწიბურები (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ----ჰ---------–---” ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ცნობა #---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 29.05.2015)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ქ------- დ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 29.05.2----–----------თ-ზე, საიდანაც გაიწერა იმავე დღეს 22:30 სთ-ზე დიაგნოზით : ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა წინამხარზე.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ----ჰ---------–---” ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ცნობა #3629 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 07.06.2---–)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ქ------- დ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 07. 06. 2015 წ-ს 18:00 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:00 საათზე დიაგნოზით: ნაფლეთოვანი ჭრილობები მარჯვენა მტევანზე.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ნაწიბურები წარმოადგენენ აღნიშულ მიდამოებში არსებული ნაკვეთი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს, განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

მარჯვენა წინამხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული ნაწიბური ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 29.05.2---–, ხოლო მარჯვენა მტევნის წინა ზედაპირზე არსებული ნაწიბური ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 07.06.2---–. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–აშვილმა.

 

61. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 10.10.17 წ. 06:51-07:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ------- დ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

62. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–-----მ განხორციელებული ქმედებებით, ქ------- დ----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ:

 

63. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2014 წლის ა-----–-- თვეში, როდესაც ორსულად იმყოფებოდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაარტყა თავისა და მუცლის არეში. სამზარეულოდან გამოიტანა პურის საჭრელი დანა და დაემუქრა მოკვლით. განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც ორსულად იყო მეორე შვილზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–-----მ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა თავის, მუცლის და გვერდების არეში მუშტი, ფეხები მიარტყა ფეხზე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი. შეეცადა გარიდებოდა სიტუაციას, მოკიდა ხელი მცირეწლოვან შვილს ანის და წავიდა თერჯოლაში, ბებიასთან და ბაბუასთან. როდესაც სახლიდან გამოვიდა, გ------- მას გაჰყვა, თუმცა მოახერხა დამალვა და ტაქსის აყვანა, თეჯოლაში ჩასვლა. ქ.დ----ის განმარტებით, ძალადობის ფაქტებს თავიდან არავის უყვებოდა, თუმცა შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე მოუყვა ოჯახის წევრებს, მამას, დედას, ბაბუას, ბებიას და დას. ორსულობის შესახებ იცოდნენ მისი ოჯახის წევრებმა, მათ შორის გ------- ა-–-----მაც.

 

64. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------– დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილიშვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. 2015 წლის სექტემბერში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მათთან სახლში ტაქსით მივიდა ქ.დ----ე, რომელმაც უთხრა, რომ გ------- ა-–-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა და აღნიშნულის გამო წამოვიდა სახლიდან.

 

65. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ა-------------მ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. 2014 წელს, როდესაც იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ქ-------ს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და იმყოფებოდა მათთან სახლში. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ქ.დ----ემ უთხრა, რომ გ------- მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე დაემუქრა დანით, მოკვლით. განუმარტა, რომ იყო ორსულად და ტკიოდა მუცელი. წავიდნენ ქ.ქუთაისში, „-----------“ კლინიკაში, სადაც ქ.დ----ეს ჩაუტარდა ოპერაცია და მოიშორა ნაყოფი, ვინაიდან ექიმის განმარტებით იყო არასასურველი ორსულობა. მოწმის განმარტებით, ქ.დ----ისგან იცის, რომ სხვა დროსაც იყო ფაქტები, როდესაც გ.ა-–-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

66. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი და ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. 2014 წლის ა-----–-- თვეში, როდესაც იმყოფებოდა თერჯოლაში, მათთან მივიდა ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილთან, ანისთან ერთად. ქ.დ----ემ უთხრა, რომ გ.ა-–----- ძალადობდა მასზე, სცემა მუშტებით თავის არეში, ჩაარტყა რამდენჯერმე. ასევე და--ს გამოყენებით დაემუქრა. ქ.დ----ემ შეძლო დანის წართმევა და დამალვა. ამ დროს ქ.დ----ე იყო ორსულად, დაახლოებით 2 თვის. მოწმის განმარტებით, ვინაიდან იყო არასასურველი ორსულობა, საჭირო გახდა ექიმების ჩარევა და ოპერაციის შედეგად ქ.დ----ეს შეუწყდა ორსულობა. ქ.დ----ისგან იცის, რომ სხვა დროსაც ჰქონია ადგილი გ.ა-–----ის მხრიდან მის მიმართ ძალადობას.

 

67. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილიშვილი, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–-----სთან. 2015 წელს, თვე არ ახსოვს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა მათთან სახლში, ქ.თერჯოლაში, უთხრა, რომ გ------- ა-–----- სცემდა მას, მოახერხა წამოსვლა და ტაქსით მივიდა მათთან. მოწმის განმარტებით, ერთხელ თავადაც არის შემსწრე, როდესაც ორსულ ქ.დ----ეს, გ.ა-–-----მ მიაყენა დაზინება, თუმცა როდის მოხდა, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს.

 

68. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი ქ.დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ.ა-–-----სთან. 2014 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, ქ------- დ----ე მივიდა მათთან სახლში, ქ.თერჯოლაში და უთხრა, რომ გ.ა-–-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ცემა. ამ დროს ქ.დ----ე იყო 2 ან 3 თვის ორსული. თერჯოლაში ყოფნის დროს, ქ-------ს დაეწყო მუცლის ტკივილი, რის გამოც ის წაიყვანეს ქ.ქუთაისში კლინიკაში, სადაც ქ.დ----ეს ჩაუტარდა ოპერაცია და შეუწყდა ორსულობა. ასევე, 2015 წელს, ქ---- როდესაც მივიდა მასთან თერჯოლაში, უთხრა, რომ ოჯახში აღარ გაეძლებოდა, ცემდა გ------- და უნდა გაშორებოდა.

 

69. სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა გ------- ა-–-----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

70. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–-----მ განხორციელებული ქმედებებით, ქ------- დ----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

ქმედება - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

71. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ-------– დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, გარედან შემოესმა ხმაური. როდესაც გავიდნენ, ჭიშკრის წინ დახვდათ გ.ა-–-----, რომელიც იჯდა ტაქსში და ეკამათებოდა მძღოლს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა ის მანქანიდან არ გადმოდიოდა. როდესაც გადმოვიდა, მისი მითითებით ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი. აღნიშნულზე გაბრაზებული გ------- ა-–----- წავიდა მისი მიმართულებით და მარჯვენა ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში. ქუჩიდან ხმაურზე, მისი ოჯახის წევრები გავიდნენ გარეთ. როდესაც თავად გავიდა, დაინახა, რომ გ------- ა-–-----მ გაიწია ბაბუის გ-------– დ----ის მიმართულებით და ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

 

72. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ა-------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა გ.ა-–-----, რომელიც იჯდა ტაქსში და ეკამათებოდა მძღოლს. მიუხედავად მათი თხოვნისა, გადმოსულიყო მანქანიდან, ის გაძალიანდა და არ გადადიოდა. როდესაც გ.ა-–----- ჩავიდა მანქანიდან, წავიდა გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს მარცხენა თვალის არეში ჩაარტყა მუჭი.

 

73. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. გარედან შემოესმათ ხმაური, როდესაც მ.ა-------------მ გაიხედა, უთხრათ, რომ მისული იყო გ.ა-–-----. გრ.დ----ესთან ერთად გავიდა გარეთ. ის და მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ გ-------ს გადმოყვანას მანქანიდან, თუმცა გ------- არ გადადიოდა. როდესაც გ.ა-–----- ჩამოვიდა მანქანიდან, გაიწია ბაბუის გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც მუშტი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

 

74. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა გ.ა-–-----, რომელიც იჯდა ტაქსში და არ ჩადიოდა. მიუხედავად მათი თხოვნისა, ჩასულიყო მანქანიდან, გ------- გაძალიანდა. როდესაც გ------- ჩავიდა მანქანიდან, მისი მეუღლის მითითებით, ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი. ამ დროს გ-------მ შეუტია გ-------– დ----ეს, გაიწია მისკენ და მარჯვენა ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში. მოწმის განმარტებით გრ.დ----ეს თვალი გაუშავდა და ტკიოდა დაახლოებით სამი დღის განმავლობაში.

 

75. სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა არასრულწლოვანმა მოწმემ გ-------– დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში და თამაშობდა კომპიუტერს. გარედან შემოესმა ხმაური, როდესაც გავიდა, ნახა გ------- ა-–-----, რომელიც იჯდა ტაქსში და არ ჩადიოდა მანქანიდან. მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნაზე, ჩასულიყო მანქანიდან, გარკვეული დროის შემდეგ გ------- ჩამოვიდა მანქანიდან. ჩამოსვლის შემდეგ იგი გაიწია ბაბუის გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც მარჯვენა ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

 

76. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს, საღამოს ხანს, ზუსტი დრო არ იცის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–----- მივიდა მასთან და თხოვა მოყვარეში, მ------ დ----ის ოჯახში გადაყვანა. თერჯოლაში იდგა სადგურის ტერიტორიაზე, ტაქსაობდა. ჩაისვა, მიიყვანა ჭიშკრამდე. როცა მივიდნენ ადგილზე, გადაიფიქრა ოჯახში შესვლა და მოსთხოვა უკან წაყვანა. ის დაჟინებით თხოვდა ოჯახში შესულიყო. აღნიშულზე, სახლიდან გამოვიდნენ ოჯახის წევრები, გ-------–ი დ----ე, ც----- დ----ე, ქ--------- ცოლის და, ცოლისძმა გ------- დ----ე. გ-------, მაია აფრიდონიძის თხოვნით ჩავიდა მანქანიდან. აღნიშნულის შემდეგ, გ-------– დ----ის მითითებით, რომ წასულიყო მის საქმეზე, დატოვა ადგილი.

 

77. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და გვიან მივიდა სახლში. როდესაც სახლში მივიდა, იქ დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–-----, რომელიც მისთვის უცნობმა ორმა პირმა წაიყვანა სახლიდან. ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ გ------- ა-–-----მ მამამისს გ-------– დ----ეს ხელი დაარტყა თვალის არეში. მისი განმარტებით, გ-------– დ----ეს თვალზე სილურჯე ემჩნეოდა.

 

78. სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა გ------- ა-–-----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

79. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 18.01.2017 წ. 20:00-20:12 სთ.ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ-------– დ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5-1,3 სმ.) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

80. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ა-–-----მ, განხორციელებული ქმედებით გ-------– დ----ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

81. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, ხელის ჩარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

82. განსახილველი დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნამდვილად ორსულადაა და ქალის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საფრთხე ექმნება ემბრიონის ნორმალურ განვითარებას. დამნაშავემ უნდა იცოდეს ქალის ორსულობის შესახებ ზუსტად და არა ვარაუდით.

 

83. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელის ჩარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

84. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- ა-–-----მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 2014 წლის ა-----–-- თვის ეპიზოდი, 2015 წლის ს----------- თვის ეპიზოდი); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2016 წლის ი------ თვის ეპიზოდი); 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2016 წლის დ--------- თვის ეპიზოდი); 4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2017 წლის 10 ო----------- ეპიზოდი); 5) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2017 წლის 6 ი------- ეპიზოდი). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- ა-–----ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------- ა-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

86. სასამართლო ვერ გიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ გ------- ა-–----ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ.ა-–----ის ბრალეულობას. პირდაპირი მოწმე მხოლოდ ქ.დ----ეა, ხოლო სხვა მოწმეები არიან ირიბი მოწმეები და ისინი სასამართლოს გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ქ------- დ----ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც თანხვედრილია დაზარალებულის განმარტებებთან.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

87. გ------- ა-–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

88. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

89. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ა-–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

90. გ------- ა-–----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე, 59-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დ--------- განაჩენით, გ------- ა-–-----ს ძირითად სასჯელთან ერთად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დ--------- განაჩენით, გ------- ა-–-----ს ძირითად სასჯელთან ერთად განესაზღვრა დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული N----- მიმართვით დასტურდება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დ--------- განაჩენის და ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 დ--------- განაჩენის საფუძველბზე გაცემული N1/1---2009 და 1/2-- სააღსრულებო ფურცლები, რომლიც თანახმად გ------- ა-–-----ს დაეკისრა ჯარიმა თითოეულ განაჩენზე 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, ვინაიდან გ.ა-–-----ს მოხდილი არ აქვს დანიშნული დამატებითი სასჯელი, არ არის გასული ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის განსაზღვრისას გ------- ა-–----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები), ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, გ.ა-–-----ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 

91. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ა-–----ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ო----------- №1/4/5-- გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ------- ა-–----ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

 

92. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ხოლო მე-8 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დ--------- N316აგ-13 განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ 59-ე მუხლის 1-ლი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ გ------- ა-–-----ს არ აქვს გადახდილი მის მიმართ 2009 წლის 4 დ--------- და 2010 წლის 29 დ--------- განაჩენებით დანიშნული დამატებითი სასჯელები, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

93. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის ი------ თვის ეპიზოდი);

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის დ--------- თვის ეპიზოდი);

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ო----------- თვის ეპიზოდი);

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (2013 წლის თებერვლის თვის და 2014 წლის ი------ თვის ეპიზოდები);

 

გ------- ა-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის ა-----–-- თვის ეპიზოდი, 2015 წლის ს----------- თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ი------ თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დ--------- თვის ეპიზოდი), სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 ი------- ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ო----------- ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს;

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის ა-----–-- თვის ეპიზოდი, 2015 წლის ს----------- თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ი------ თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დ--------- თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 ი------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ო----------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ა-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით და--შნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, მთლიანად დაემატოს, წინა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დ--------- N1/1---09 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დ--------- N1/2-- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ა-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

გ------- ა-–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–------------------------–-–----- ი------ ჩათლით;

 

გ------- ა-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- ა-–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის „-------“ ფირმის სანთებელა და მოშავო ფერის „-------“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3--------------, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ------- ა-–-----ს ანდა მის ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

საექსპერტო კვლევის შედეგად ქ------- დ----ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე