გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N172231697-2/782-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - სს ,,კ-------------ი’’
წარმომადგენელი - გ------------–--–ი
მოპასუხე - ნ----------–----------ე
მოპასუხე - ზ------------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ----------–ა ნ------ეს და ზ------------ეს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანება 4045.09 ლარი, საიდანაც 3366.35 ლარი არის ძირითადი თანხა, 457.42 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 178.77 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 22.58 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 19.97 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
1.2. მოპასუხე ნ----------–ა ნ------ეს 2017 წლის 05 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 29.36 ლარი, საიდანაც 18.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 0.68 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 0.68 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
1.3. მოპასუხე ნ----------–ა ნ------ეს 2016 წლის 28 ივლისის განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს სესხზე L----------- – 254.39 ლარი, საიდანაც 236.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 12.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1.06 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 5.00 ლარი არის ჯარიმა ძირზე;
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 05 იანვარს მოსარჩელე სს ,,კ------------სა’’ და ნ----------–ა ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 5 000 ლარი 24 თვის ვადით, კლებადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენდა ყოველთვიურ 1.63%-ს. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 და 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.3 პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორცილებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით; ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის წესი გავრცელებულიყო მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაფორმებულ და ძალაში მყოფ ყველა გარიგებაზე (ხელშეკრულებაზე).
2017 წლის 04 იანვარს ზ---ა ნ------ესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაეფარა ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარა იქნებოდა, თავდები ვალდებული იქნებოდა თავად დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარემ ზუსტად განსაზღვრა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 6409 ლარი.
მსესხებლის მხრიდან შეწყვეტილი იქნა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის გადახდა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან, შესაბამისად მსესხებლისა და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილით. მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.
სოლიდარული მოპასუხეების ნ----------–ა ნ------ის და ზ------------ის სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბერის მდგომარეობით შეადგენს: 4045.09 ლარს, საიდანაც 3366.35 ლარი არის ძირითადი თანხა, 457.42 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 178.77 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 22.58 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 19.97 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
2017 წლის 05 იანვარს მოსარჩელესა და ნ----------–ა ნ------ეს შორის გაფორმდა N1----------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სესხის მოცულობა 60 ლარით, 12 თვით 1 წლის განმავლობაში 1 იანვრის ჩათვლით და გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ დამზღვევის მიერ, 04.01.2017წ თარიღში შევსებული განაცხადი კითხვარითა და M-------------- სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის და 2.4 პუნქტის შესაბამისად სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების 6.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 0.5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის წესი გავრცელებულიყო მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაფორმებულ და ძალაში მყოფ ყველა გარიგებაზე.
2017 წლის 05 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ----------–----------ის (პ/ნ 4----------) სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 29.36 ლარს, საიდანაც 18.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 0.68 ლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 0.68 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
2016 წლის 28 ივლისს მოსარჩელესა და ნ----------–----------ეს შორის გაფორმდა N W------------- ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა ,,ნატვრის ბარათი’’ N1---------------, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 740 აშშ დოლარი, მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. ბარათის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად ბარათის მიმღები ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე ,,ბარათის გამცემის’’ მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო ბარათის გამცემი.
ხელშეკრულების 1.12 მუხლის თანახმად ბარათზე არსებული ლიმიტის ფარგლებში ნივთის შეძენა განიმარტა, როგორც სესხი, სადაც ბარათის გამცემი წარმოადგენს ,,გამსესხებელს’’, ხოლო ბარათის მიმღები ,,მსესხებელს’’. ერთ დღეს ნივთების შეძენის მიზნით განვადების ბარათზე არსებული ლიმიტიდან ჩამოჭრილი თითოეული თანხა ცალკე განიხილება, როგორც ერთი სესხი. ბარათზე არსებული ლიმიტიდან თანხების ჩამოჭრის შედეგად წარმოქმნილი სესხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების ადგილისათვის ,,ბარათის გამცემის’’ მიერ ვალუტის უნაღდო ოპერაციებისათვის დადგენილი კომერციული კურსი. ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური გადასახდელი თანხები შეტანილი უნდა ყოფილიყო ბარათის მიმღების მომსახურე ოფისისათვის ბარათის გამცემის მიერ ვალუტის უნაღდო გაცვლითი ოპერაციებისათვის დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
მსესხებელმა ნატვრის ბარათი გამოიყენა შემდეგნაირად: 2016 წლის 28 ივლისს შეიძინა საქონელი და წარმოიშვა სესხი: 1--------- – 420 ლარი, 18 თვის ვადით;
მსესხებელს აღარ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული გადასახადები 2017 წლის ნოემბრის თვიდან, შესაბამისად მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი გაფრთხილებული იქნა როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელესა და ნ----------–----------ეს შორის (პ/ნ 4----------) შორის 2016 წლის 28 ივლისს გაფორმებული NW------------- ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ----------–----------ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება სესხზე L----------- 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 254.39 ლარს, საიდანაც 236.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 12.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1.06 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 5.00 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------მ’’ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს ,,კ------------ი’’.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ----------–ა ნ------ემ და ზ------------ემ თავდაპირველად შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნას ძირი თანხის 3366,35 ლარის და ჯარიმების 22,58 ლარის და 19,97 ლარის ნაწილში ეთანხმებიან, ხოლო პროცენტის 457.42 ლარის და სიცოცხლის დაზღვევის თანხის 178.77 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ ეთანხმებიან. მეორე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. მესამე სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმებიან ძირი თანხის 236,25 ლარის და ჯარიმების 1,06 ლარის და 5 ლარის ნაწილში, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის თანხის 12,08 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ ეთანხმებიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 05 იანვარს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა და ნ----------–----------ეს შორის გაფორმდა სესხის N1----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----------–----------ემ სესხის სახით მიიღო 5000 ლარი 24 თვით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1,63 %. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლით კი სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძის თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ხელშეკრულების 5.1 და 5.2 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. 5.3 მუხლით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნეოდა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 05 იანვრის საბანკო კრედიტის N1----------- ხელშეკრულება;
- გადახდის გრაფიკი;
- 05.01.2017 წლის ნ. ნ------ის განაცხადი სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე თანხმობის განცხადების შესახებ.
3.2. 2017 წლის 04 იანვარს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა და ზ------------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაეფარა ძირითადი მოვალის ნ----------–ა ნ------ის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას ან უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარა იქნებოდა, თავდები ვალდებული იქნებოდა თავად დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 6409 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 04 იანვრის თავდების განცხადება;
- 2017 წლის 04 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება;
3.3. 2017 წლის 05 იანვარს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა და ნ----------–ა ნ------ეს შორის გაფორმდა N1----------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----------–ა ნ------ეზე სესხის სახით გაცემული იქნა 60 ლარი, სესხის მოქმედების ვადა 12 თვე. სესხი გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ დამზღვევის მიერ, 04.01.2017წ თარიღში შევსებული განაცხადი კითხვარითა და M-------------- სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით. სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 0.5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის წესი გავრცელებულიყო მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაფორმებულ და ძალაში მყოფ ყველა გარიგებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულება;
- გადახდის გრაფიკი;
- მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი M--------------.
3.4. 2016 წლის 28 ივლისს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა და ნ----------–ა ნ------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ,,ნატვრის ბარათი’’ N1---------------, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 740 აშშ დოლარი, მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. ბარათის მიმღებმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე ,,ბარათის გამცემის’’ მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო ბარათის გამცემი. ბარათზე არსებული ლიმიტის ფარგლებში ნივთის შეძენა განიმარტა, როგორც სესხი, სადაც ბარათის გამცემი წარმოადგენს ,,გამსესხებელს’’, ხოლო ბარათის მიმღები ,,მსესხებელს’’. ერთ დღეს ნივთების შეძენის მიზნით განვადების ბარათზე არსებული ლიმიტიდან ჩამოჭრილი თითოეული თანხა ცალკე განიხილება, როგორც ერთი სესხი. ბარათზე არსებული ლიმიტიდან თანხების ჩამოჭრის შედეგად წარმოქმნილი სესხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება ხელშეკრულების გაფორმების ადგილისათვის ,,ბარათის გამცემის’’ მიერ ვალუტის უნაღდო ოპერაციებისათვის დადგენილი კომერციული კურსი. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური გადასახდელი თანხები შეტანილი უნდა ყოფილიყო ბარათის მიმღების მომსახურე ოფისისათვის ბარათის გამცემის მიერ ვალუტის უნაღდო გაცვლითი ოპერაციებისათვის დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განვადების ბარათის მეშვეობით სესხად თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N-------------- ხელშეკრულება და მისი დანართი N3;
3.5. 2016 წლის 28 ივლისს გაფორმებული განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ----------–ა ნ------ემ სესხის სახით მიიღო – 420 ლარი, 18 თვის ვადით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საქონლის შეძენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-გადახდის გრაფიკი;
-განვადების ვაუჩერი, ანგარიშ-ფაქტურა, ცნობა ტრანზაქციის შესახებ;
3.6. მსესხებელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა დაგვიანებით, იგი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ზეპირი და სატელეფონო შეტყობინებებით, ასევე გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, თუმცა უშდეგოდ. მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე;
3.7. 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მოპასუხეების ნ----------–ა ნ------ის და ზ------------ის დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4045.09 ლარს, საიდანაც 3366.35 ლარი არის ძირითადი თანხა, 457.42 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 178.77 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 22.58 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 19.97 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ამონაწერი სესხის ანგარიშიდან;
-ცნობა დავალიანების შესახებ;
3.8. 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ----------–ა ნ------ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 29.36 ლარს, საიდანაც 18.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 0.68 ლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 0.68 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ცნობა დავალიანების შესახებ;
3.9. 2016 წლის 28 ივლისის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N W------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ----------–ა ნ------ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 254.39 ლარს, საიდანაც 236.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 12.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1.06 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 5.00 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ცნობა დავალიანების შესახებ;
3.10. შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------მ’’ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს ,,კ------------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,კ------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 625-ე, 891-ე,892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე, 400-ე, 416-ე, 418-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
განსახილველ შემთხევაში მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს პირველ სასარჩელო მოთხოვნის ძირი თანხის 3366,35 ლარის და ჯარიმების 22,58 ლარის და 19,97 ლარის ნაწილში; მესამე სასარჩელო მოთხოვნის ძირი თანხის 236,25 ლარის და ჯარიმების 1,06 ლარის და 5 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლოდ და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხევაში ნ----------–ა ნ------ისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს შორის გაფორმებული 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულების, 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულების, 2016 წლის 28 ივლისის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N W------------- ხელშეკრულების, აგრეთვე ზ------------ისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს შორის 2017 წლის 05 იანვარს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კ-------------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ნ----------–ა ნ------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. თავის მხრივ ნ----------–ა ნ------ე, ასევე ზ------------ე, თავდებობის ფარგლებში, ვალდებულნი იყვნენ აღნიშნული კრედიტი დაეფარათ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,კ------------სა’’ და ნ----------–----------ეს) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები დარღვეული იქნა ნ----------–ა ნ------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სს ,,კ-------------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია არც თავდებს ზ---ა ნ------ეს, რომელმაც იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაეფარა კრედიტის თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მოპასუხეების ნ----------–ა ნ------ის და ზ------------ის დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4045.09 ლარს, საიდანაც 3366.35 ლარი არის ძირითადი თანხა, 457.42 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 178.77 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 22.58 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 19.97 ლარი არის ჯარიმა ძირზე. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხეები არ არიან თანახმა გადაიხადონ პროცენტი 457.42 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 178.77 ლარი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ----------–ა ნ------ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 29.36 ლარს, საიდანაც 18.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 0.68 ლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 0.68 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე. ნ----------–ა ნ------ე არ არის თანახმა გადაიხადოს აღნიშნული დავალიანება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივლისის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N W------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ----------–ა ნ------ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 254.39 ლარს, საიდანაც 236.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 12.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1.06 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 5.00 ლარი არის ჯარიმა ძირზე. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხე ნ----------–ა ნ------ე არ არიას თანახმა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა 12,08 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ არ უნდა დაეკისროთ გადასახდელად არსებული დავალიანებიდან ის თანხები, რომელთა გადახდასაც ისინი არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი, რასაც ისინი დაეთანხმნენ და გააფორმეს ხელშეკრულება. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბანკის მიერ სესხის გაცემის ძირითადი მიმართულება არის ის რომ, მან სარგებელი მიიღოს სესხის გაცემით, ბანკის მიერ სარგებლის მიღება მის მიერ გაცემული თანხის შესაბამისი პროცენტის ოდენობით, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, სრულიად შეესაბამება კანონს. რაც შეეხება დაზღვევის თანხების დაკისრებას, აღნიშნულიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობას წარმოადგენს, რასაც თავის დროზე დაეთანხმა მოპასუხე მხარე და სწორედ ამ პირობის გათვალისწინებით იქნა დადებული მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებები, ამდენად მოპასუხეთა პრეტენზია ამ ნაწილშიც საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კრედიტორს ყოველთვის გააჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად: ''სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.''
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულიება შეადგენს 4328,84 ლარს, შესაბამისად ბაჟის ოდენობა შეადგენს 129,90 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის - 171,35 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 41,45 (171,35-129,90) ლარი.
ვინაიდან მოპასუხეებმა მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ სცნოს სარჩელი, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 3651,21 ლარის ნაწილში, რომელზეც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 109 ლარს, აქედან ნახევარი, ანუ 54,5 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის შესაბამისად, ხოლო ნახევარი, ანუ 54,5 ლარი, უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 677,63 (178,77+29,36+12,08+457,42) ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 20,90 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ-------------ი’’ (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე ნ----------–----------ეს (პ/ნ 4----------) და ზ---ა ნ------ეს (პ/ნ 4----------) 2017 წლის 05 იანვარს გაფორმებული სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სულ 4045.09 ლარის გადახდა, საიდანაც 3366.35 ლარი არის ძირითადი თანხა, 457.42 ლარი არის დარიცხული პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 178.77 ლარი, დარიცხული ჯარიმა 22.58 ლარი, ხოლო 19.97 ლარი არის ჯარიმა ძირზე;
1.2. მოპასუხე ნ----------–ა ნ------ეს 2017 წლის 05 იანვრის სესხის N1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 29.36 ლარის გადახდა, საიდანაც 18.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 0.68 ლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა 0.68 ლარი დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
1.3. მოპასუხე ნ----------–ა ნ------ეს (პ/ნ 4----------) 2016 წლის 28 ივლისის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N W------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 254.39 ლარის გადახდა, საიდანაც 236.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 12.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 1.06 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 5.00 ლარი არის ჯარიმა ძირზე.
2. მოპასუხეებს ნ----------–ა ნ------ეს და ზ------------ეს მოსარჩელის სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 75.40 თეთრის გადახდა.
3. მოსარჩელეს სს ,,კ------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარი გადახდილი ბაჟიდან 95.95 თეთრი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლუზია თოდუა