გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2130464-2/599-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გი------ ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
მოსარჩელე - შ---------------
დირექტორი - გ----------------------
წარმომადგენელი - ავ-------ლ ჭა--------ა, მა----ე კო-----ე
მოპასუხე - შ-----–-----------
წარმომადგენელი - მი----– ელ--------–---–ი, ნი----–---- ბრ-----–ი
მესამე პირი - ა-------------–----–---------------
წარმომადგენელი - გი------ ჩი-----ე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს მოპასუხე შ----------------ს მიერ, მხარეებს შორის 2----–-–---------------- დადებული N--- ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეზე შ--------------- დაკისრებული პირგასამტეხლო 2902 ლარამდე და გადახდილი თანხიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 26125 ლარი;
მოსარჩელე შ----------------ს წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის საფუძველზე, ელექტრონულ ტენდერში (-------------- გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე შ-----–-----------. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, 2----–-–---------------- მოპასუხესა და მესამე პირს ა-------- მუნიციპალიტეტს შორის შედგა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ „კ----–------ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის შესყიდვის -63 9605 ლარის ღირებულების ოდენობით. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2----–-–------------------- 112 დღე 2----–-–---------------- ჩათვლით.
მოპასუხემ 2----–-–---------------- გააფორმა ხელშეკრულება მოსარჩელესთან (-------------- როგორც სუბკონტრაქტორთან, რათა შეესრულებინა 2----–-–---------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მესამე პირის ა-------- მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაზეც გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები. ბოლო სამუშაოების ჩაბარება განხორციელდა 15 დღის დაგვიანებით, ნაცვლად 2----–-–----------------ა, სამუშაო ჩაბარდა 2----–--–----------------- დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, ვადის გადაცილების გამო. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა ვადის 15 დღით გადაცილების გამო პირგასამტეხლო 0,3%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 639605-ის 0,3% , სულ ჯამურად კი 29 027,47 ლარი მოპასუხემ წერილობით დააკისრა მოსარჩელეს იძულებით საბანკო გადარიცხვით სრულად-გადაეხადა პირგასამტეხლო 29 027,47 ლარის ოდენობით თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო 29 027,47 ლარის ოდენობით არის არაგონივრული და შეუსაბამო. და უნდა შემცირდეს 2902 ლარამდე, ასევე უნდა დაბრუნდეს მოპასუხისთვის უვე გადახდილი პირგასამტეხლოს თანხიდან 26 1285 ლარის ოდენობის თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე შ-----–------------ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არანაირი მტკიცებულება იძულების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა საქმეში, ასევე შ--------------- არა მხოლოდ დროულად (ვადაში) ვერ შეასრულა 2----–-–---------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც არც თვითონ უარყოფს, არამედ ვერც სამუშაოები დაასრულა.
2.2.მესამე პირმა ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–---------------- ა---––---- მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ-----–------------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა „კ----–------ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. მისი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 639605 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2----–-–----------------- ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.56-57);
3.1.2. 1---------– N--- ხელშეკრულების მეშვიდე მუხლში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია გრაფიკის მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.57);
3.1.3. 1---------– N--- ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის 7.5 პუნქტის მესამე აბზაცით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო მეორე მხარისთვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 0.3% არაუგვიანეს 30 საბანკო დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.57).
3.1.4. 1---------– N--- ხელშეკრულების მეათე მუხლის მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.58).
3.1.5. 2----–-–---------------- შ------------------- და შ--------------- -ს შორის დაიდო ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა „კ----–------ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. მისი ღირებულება განისაზღვრა 612503.55 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2----–-–----------------- ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1---------– ხელშეკრულება N--- (ს.ფ.21-22);
3.1.6. 1---------– N--- ხელშეკრულების მეშვიდე მუხლში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია გრაფიკის მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3% ოდენობით. ამავე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო მეორე მხარისთვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 3% არაუგვიანეს 30 საბანკო დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1---------– ხელშეკრულება N--- (ს.ფ.23);
3.1.7. 1---------– N--- ხელშეკრულების მეათე მუხლში განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1---------– ხელშეკრულება N--- (ს.ფ.24);
3.1.8. შ----------------ს მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღების ვადის გადაცილება 15 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაზედაც დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3% 29027 ლარი, აღნიშნული ჯარიმა კი გადახდილ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ჯარიმის გადახდის აქტი (ს.ფ.64);
- საგადასახადო დავალება (ს.ფ.67);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე შ----------------ს წარმომადგენლის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე შ-----–------------ს იძულების საფუძველზე მოხდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე აღმოჩნდებოდა უკიდურეს ფინანსურ მდგომარეობაში და ვერ შეძლებდა ფულად ანგარიშსწორებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის 2----–-–---------------- გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა 15 კალენდარული დღით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელე მხარე სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არსებული იძულების გამო გადაიხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც იყო შეუსაბამოდ მაღალი, და თუ კი იგი მას არ გადაიხდიდა ვერ შეძლებდა მიმწოდებელთან ფულად ანგარიშსწორებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, იგი მხოლოდ სიტყვიერად შემოიფარგლა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის კოდექსის 400-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ 2----–-–---------------- მხარეებს შორის გაფორმებული N--- ხელშეკრულების 10 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში კი შ----------------ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების გრაფიკი 15 კალენდარული დღით, რაზედაც მოსარჩელე მხარის მიერ მოხდა კიდეც ჯარიმის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც გადაიხადა კიდეც მოსარჩელემ, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთ ნების გამოხატვაში, თუკი მოსარჩელეს ხელშეკრულებებში მითითებული პირგასამტეხლოები მიაჩნდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მას უფლება ქონდა აღნიშნული პრეტენზია ხელშეკრულებების გაფორმებამდე წამოეყენებინა. შესაბამისად არ არსებობს მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისგან პირგასამტეხლოს გადახდა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აანაზღაურა კიდეც დაკისრებული პირგასამტეხლო იმავე წელს 2--- წელს, ხოლო მისი ოდენობა სადავოდ გახადა მხოლოდ 2--- წელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხა- რეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელე შ----------------ს ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან მოპასუხე მხარის მხრიდან იძულების განხორციელების შედეგად მოახდინა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------- -ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გი------ ლონდარიძე