გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2018
საქმის ნომერი
200210015001099475
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/400-15

№200210015001099475

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

თავდაპირველი სარჩელით, მოსარჩელე - ნ-----–--------ე

წარმომადგენელი - მ-----------–--ე

თავდაპირველი სარჩელით, მოპასუხეები - მ------------–---–---–ი, თ------------–---–---–ი

წარმომადგენელი - თ------–------–---–ი

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

შეგებებული სარჩელით, მოსარჩელეები - მ------------–---–---–ი, თ------------–---–---–ი

წარმომადგენელი - თ------–------–---–ი

შეგებებული სარჩელით, მოპასუხე - ნ-----–--------ე

წარმომადგენელი - მ-----------–--ე

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ურთიერთგაქვითვის გზით სესხისა და ქირავნობის მოთხოვნების შეწყვეტა და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.

 

გამოარკვია:

 

თელავის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბერს მომართა მოსარჩელე ნ-----–--------ემ მოპასუხეების მ------------–---–---–ის და თ------------–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თელავის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-----–--------ის სარჩელი მოპასუხეების მ------------–---–---–ის და თ------------–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოპასუხე მ------------–---–---–ს მოსარჩელე ნ-----–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დაბრუნება 11950 აშშ დოლარის ოდენობით;

მოხდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: N53.20.45.055.01.044, მდებარე: ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქ. N7) რეალიზაცია.

თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ-----–--------ის მოთხოვნა მოპასუხეების მ------------–---–---–ის და თ------------–---–---–ის მიმართ 2014 წლის 06 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს მ------------–---–---–ს და თ------------–---–---–ს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე მ------------–---–---–ს მოსარჩელე ნ-----–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 400(ოთხასი) ლარის ანაზღაურება.

თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხე მ------------–---–---–ს მოსარჩელე ნ-----–--------ის სასარგებლოდ ასევეე დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 878.90 ლარის ანაზღაურება.

შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

2018 წლის 20 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოს მომართა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ-----–--------ემ და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის საკითხი სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. აღნიშნული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რომელიც განისაზღვრება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 (შვიდი) დღით, შეზღუდვას უწესებს პროცესის მხარეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, მასზე არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით და შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.

 

სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, კერძოდ მხარის მიერ, რომლის სასარგებლოდაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, წინასწარ არის გადახდილი ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული,ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე ნ-----–--------ის სარჩელისა გამო მოპასუხეების მ------------–---–---–ისა და თ------------–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ნ-----–--------ის სასარგებლოდ მოპასუხე მ------------–---–---–ს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სახით 1200(ათასორასი) ლარიდან 600(ექვსასი) ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 414–ე მუხლებით და

დაადგინა:

 

1. თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე მ------------–---–---–ს თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე ნ-----–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 600( ლარის) ანაზღაურება.

 

2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე