გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2018
საქმის ნომერი
210210117001887687
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001887687

საქმე N 2/329-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

 

სხდომის მდივანი

 

მოსარჩელე და------–----–---–ი

წარმომადგენელი ლე-–----------–---–ი

 

მოპასუხეები თა-----------–---–ი, ნო------------–---–ი, ალ----------------–---–ი

 

წარმომადგენლები ცი----------------–---–ი, და------------–---–ი

 

დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1 დაეკისროს თა-----------–---–ს მოსარჩელე და------–----–---–ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--. გაუქმდეს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნო------------–---–ის სახელზე და ქონების მესაკუთრედ აღირიცხოს თა-----------–---–ი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.0--. გაუქმდეს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ალ----------------–---–ის სახელზე და ქონების მესაკუთრედ აღირიცხოს თა-----------–---–ი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 23 მაისს ნოტარიუს ლ---------–-----ის მიერ შედგენილი სანოტარო აქტით, მოპასუხე თა-----------–---–მა აღიარა და------–----–---–ის მიმართ 5000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--.. თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დადიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.0--. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებები დადებულია მოჩვენებით, მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოპასუხე თა-----------–---–მა თავი აარიდოს მის მიერ აღიარებული ვალის გადახდას. ხელშეკრულებების ბათილობით კი შესაძლებელი იქნება ფულადი ვალდებულების დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების რეალური აღსრულება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო გარიგებების ბათილად ცნობის ნაწილში განმარტა, რომ გარიგებები დაიდო ჩუქების მიზნით, ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზანი მას არ ჰქონია და აღიარებს ამ ვალს, აქვს შესაძლებლობაც, რომ გადაიხადოს ის გარკვეულ დროში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2014 წლის 23 მაისს ნოტარიუს ლ---------–-----ის მიერ შედგენილი სანოტარო აქტით, მოპასუხე თა-----------–---–მა აღიარა და------–----–---–ის მიმართ 5000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ვალის არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 23 მაისს ნოტარიუს ლ---------–-----ის მიერ შედგენილი სანოტარო აქტი ვალის აღიარების შესახებ (ს.ფ 26-30)

 

3.1.2. თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება,3.2.3. თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.0--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება,სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე, 524-ე, 525-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელით შედავებული გარიგებანი მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა მოსარჩელე მხარეს ევალება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნით მოსარჩელემ დაადასტურა გარიგებათა მართლწინააღმდეგობა რაც თავისთავად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. განმარტებული ნორმის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი ფასეულობების დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა. შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად კი, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 23 მაისს ნოტარიუს ლ---------–-----ის მიერ შედგენილი სანოტარო აქტით, მოპასუხე თა-----------–---–მა აღიარა და------–----–---–ის მიმართ 5000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--.. თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.0--

 

მოსარჩელის მითითებით, სადავო გარიგებები მიზნად ისახავს მოპასუხის მხრიდან აღიარებული ვალის გადახდის თავიდან აცილებას, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

 

მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა “ურთიერთშეთანხმება”, “გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან დაკავშირებულ/არსებულ ურთიერთობასთან, მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.

 

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 23 მაისს ნოტარიუს ლ---------–-----ის მიერ შედგენილი სანოტარო აქტით, მოპასუხე თა-----------–---–მა აღიარა და------–----–---–ის მიმართ 5000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. თა-----------–---–სა და ნო------------–---–ს შორის 2014 წლის 0- ივნისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--.. თა-----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------––- მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.0-.5-.0--. ვალის აღიარების შემდეგ მოპასუხემ გააჩუქა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რაც განხორციელდა მესამე პირის მიმართ არსებული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მხარეებს არ სურდათ სადავო გარიგებების დადება, ანუ მათი შინაგანი ნება არ გამოვლენილა სათანადო შინაარსის ხელშეკრულებებში და სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თამნახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესხაებ

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, დაეკისროს თა-----------–---–ს მოსარჩელე და------–----–---–ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა, მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენ ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარცელის სასარგებლოდ მის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს გაჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე და------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე თა----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5000(ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი თა----------–---–სა და ნო-----------–---–ს შორის 2014 წლის 02 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი მ--------–-, უძრავი ქონების საკადასტრო კოდზე N5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, ს/კ 5-.0-.5-.1--, გაუქმდეს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნო------------–---–ის სახელზე და აღნიშნული ქონებათა მესაკუთრედ თა----------–---–ი იქნეს ცნობილი.

 

1.3 .ბათილად იქნეს ცნობილი თა----------–---–სა და ალ----------------–---–ს შორის 2016 წლის 08 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი მ--------–-, უძრავი ქონების საკადასტრო კოდზე N5-.0-.5-.0-- გაუქმდეს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ალ----------------–---–ის სახელზე და აღნიშნული ქონებათა მესაკუთრედ თა----------–---–ი იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხე თა-----------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის 359 (სამას ორმოცდაცხრამეტი)ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს თა-----------–---–ს, ნო------------–---–ს და ალ----------------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინაწარ გადახდილი ბაჟი 120 (ას ოცო) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარისა, მტკიცებულებათა მოძიებისათვის გადახდილი თანხა 80(ოთხმოცი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 84(ოთხმოცდაოთხი) ლარის, განახლებული ამონაწერის მისაღებად გადახდილი 62(სამოცდაორი) ლარის, საფოსტო გზავნილის ხარჯი 48.10(ორმოცდარვა და 10) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხელშეკრულების გამოთხოვის ხარჯი 3,50(სამი ლარი და 50) გადახდა.

 

4. მოპასუხეებს თა-----------–---–ს, ნო------------–---–ს და ალ----------------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი თანხა 638(ექვსას ოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი