გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2018
საქმის ნომერი
020210017002009929
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210017002009929 (2/1280-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემა''

წარმომადგენლები: ნი--------იძე, მა-–------------ძე

 

მოპასუხეები: გი-------------ია, ლე-------------------ა, ლი-----------ია, ლი-------------ია, ნა-----------ა, ნე-----------------ია

წარმომადგენელი - ჯე---–--------ა

 

დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ელ--------------–--------ის მშენებლობის მიზნით, სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემისათვის’’ მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №47.12.3-.1--) სარჩელზე თანდართული სიტუაციური გეგმის (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 33) შესაბამისად აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა (დ-------------–------------------------------–-–-------------------.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაირღვევა მოპასუხეების ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1.მოპასუხეების გი-------------იას, ლე-------------------ას, ლი-----------იას, ლი-------------იას, ნი-------------- და ნე-----------------იას საკუთრებაშია წ--–--------------–----–----------------– ჭ--–-–ი, მე-3 ქ----------–- მდებარე, საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით რეგისტრირებული 12500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ მდებარე შენობა ნაგებობით - საცხოვრებელი სახლით (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №47.12.3-.1--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.1.2.წა-–-------------------------ლ ჭ--–-–ი მოპასუხეების მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მოსარჩელე სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემა’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 20-21);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.1.3.ს----------–----------------------------------–-ისა და განვითარების ბ------------–------------–-–----------------------------------–---------------––-------–--------------–-------------------- რომლითაც განისაზღვრა, რომ მსესხებელი - საქართველო აპირებს სესხის აღებას 22 145, 000 ევროს ოდენობით პროექტის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ელ--------------–--------ის მშენებლობას საქარ-----–--–---------------------–-----------ან ჯვ----ს ქვ----------ამდე და ჯვ----ს ქვ----------სა და ხო----ს ქვ----------ს შორის. ამავე ხელშეკრულებით, პროექტის განმახორციელებლად დასახელდა სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემა’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 70);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.1.4.,,ს----------–----------------------------------–-ისა და გან-----------------------) შორის 2----–-–------------------- გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ჯვ-----ხო----ს ელე-------------–-------------–-----–---------------------------------------–---------------------------------------- და 500 კვ ეგხ-ის მეოთხე (0 კმ − 8 კმ) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №61 განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ს----------–----------------------------------–-ისა და გან-----------------------) შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების („ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ი“) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2----–-–-------------------------------------–-----) ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ასახულია E----თან შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტში.

 

იმავე განკარგულების მე-3 პუნქტით, სს „სა---------–---------–-–--------–-----------ტემას“ E----თან შეთანხმებული განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად დაევალა:

 

ა) მოახდინოს ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 220 კვ ორჯაჭვა ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტის პირველი (0 კმ − 20 კმ ), მესამე (40 კმ − 60 კმ ) და 500 კვ ორჯაჭვა ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტის მეოთხე (0 კმ − 8 კმ) სექციების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთებისა და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა.

 

ბ) უზრუნველყოს ასაშენებელი ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ანძის პოლიგონების განთავსებისათვის საჭირო, სახელმწიფო, ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საკუთრებად რეგისტრირებული ან/და დასარეგისტრირებელი ქონების იდენტიფიცირება, დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ამ დოკუმენტაციის სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე უწყებისათვის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მთავრობის განკარგულება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 31);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.1.5.2015 წლის 10 თებერვალს სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემასა’’ (პროექტის მფლობელი) და შპს ,,ენ-------------ს’’ შორის გაფორმდა №60-7-115-089 დავალების ხელშეკრულება, რომლითაც ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტის განმახორციელებლად სს ,,სა---------–---------–-–--------–-----------ტემის’’ მიერ განისაზღვრა შპს ,,ენ-------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-დავალების ხელშეკრულება (იხ. მეორე ტომი);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.1.6.დადგენილია, რომ ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2----–-–-------------------------------------------–-----–---------------–----------–--------–---------------------–-–----------ს’’ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხელს უწყობს ენერგეტიკული ქსელის მდგრადობას და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის ზრდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-05.07.2016 წლის №3-- წერილი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 22);

-მინისტრის ბრძანება (იხ. ვებ გვერდი:-------------------------------------------------

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.პროეტის მშენებლობის არეალში (ელ--------------–--------ის დერეფანში) მოქცეულია მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №47.12.3-.1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 19);

-სიტუაციური გეგმა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 33);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.2.2.მოსარჩელემ მიმართა პროექტის მოქმედების არელაში განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და მათთან შეთანხმების მიღწევით დადო ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სარგებლობის მიზნით სერვიტუტის ხელშეკრულებები.

 

პროექტის განხორციელებისათვის, 500 კვ. საჰაერო ელ--------------–--------ის გასაყვანად, აუცილებელი გახდა ასევე მოპასუხეების კუთვნილი და პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე უძრავი ქონებით (საკადასტრო კოდი №47.12.3-.1--) სარგებლობა, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ შედგა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------------

 

3.2.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო სარჩელის დასაბუთება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, №00-----18 ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობა, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. უფრო მეტიც, იგი მიუთითებს მასზედ, რომ პროექტის განხორციელებით დაირღვევა მისი ჯანმრთელობის უფლება, თუმცა ამ არგუმენტს ეწინააღმდეგება თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი №0------17 ექპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ უკვე მოწყობილი ორი საძირკვლის და მოპასუხე მხარის მიერ მითითებული მესამე ანძის მიხედვით მოწყობილი საჰაერო ელ--------------–--------ის დაცვითი ზონის ს---------- დაშორებული იქნება საცხოვრებელ სახლზე 8,57 მეტრით; უკვე მოწყობილი ორი საძირკველის მიხედვით მოწყობილი საჰაერო გადამცემი ხაზის დაცვითი ზონის ს---------- დაშორებული იქნება საცხოვრებელ სახლზე 41,56 მეტრით.

 

რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან საკუთრების უფლების დარღვევაზე მითითებას, მოსარჩელე მხარისაგან მოპასუხეებს განემარტათ, რომ ელ--------------–--------ების მშენებლობის განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მათ მიწის ნაკვეთზე პროექტისათვის გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ საკომპენსაციო თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-05.07.2016 წლის №3-- წერილი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 22);

-№0------17 ექსპერტის დასკვნა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 170);

-№00-----18 ექსპერტის დასკვნა (იხ. მეორე ტომი);

-საექსპერტო დასკვნები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 163-167);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (---------------–-–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სხვა პირთა გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს სხვა ნორმატიული აქტით კი არ მიანდო, არამედ თავად კონსტიტუციაშია გადაწყვეტილი 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. აღსანიშნავია, რომ მითითებული დებულებაში - ,,საკუთრების შეზღუდვაში’’ იგულისხმება სხვისი საკუთრებით სარგებლობა, რომლის პირობები და წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსით. მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

6.2.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

ევროპულმა სასამართლომ მოახდინა პირველი მუხლის ანალიზი, რომელიც შედგება სამი წესისგან:

 

პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით;

 

მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს. მას ვხვდებით იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში;

 

მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით. ეს წესი კი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ამდენად, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.3.სასარჩელო განცხადების შინაარსით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი, რის შესახებაც მოსარჩელემ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტაცია, რომლითაც უდავოდ დადგინდა, რომ ჯვ-----ხო----ს ელ--------------–--------ის მშენებლობის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე, იგი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2----–-–-------------------------------------------–-----–---------------–----------–--------–---------------------–-–----------ს’’ შემადგენელი ნაწილია. პროექტი ხელს უწყობს ენერგეტიკული ქსელის მდგრადობას და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის ზრდას, რაც ბუნებრივია ემსახურება, როგორ საჯარო, ისე კერძო პირთა ინტერესებს.

 

აღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ, კერძოდ, ელექტროგადამცემი გაზის სამშენებლო დერეფანში მოქცეულ იქნა წა-–-------------------------ლ ჭ--–-–ი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე მოპასუხეების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლითაც მოსარჩელის მიერ სარგებლობის უფლებაზე, მიუხედავად პროექტის მნიშვნელობის აღიარებისა, უარს აცხადებს მოპასუხე მხარე ორი ფაქტობრივი საფუძვლით, კერძოდ, მისი მოსაზრებით, პროექტის განხორციელებით ილახება მისი შემდეგი უფლებები: 1) საკუთრების უფლება და 2) ჯანმრთელობის უფლება. შესაბამისად, მოპასუხე მხარის ამ პოზიციამ სასამართლოს წინაშე წარმოშვა აუცილებლობა განხილულ იქნეს პროექტის განხორციელებით ხსენებულ უფლებათა დაცულობის საკითხი.

 

6.4.სსკ-ის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვ----, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს სსკ-ის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მსგავსი შინაარსისაა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და თუ ეს ასე არ ხდება, ამას შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიეცეს.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი კიდევ უფრო ამყარებს იმ დასკვნას, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

განსახილველ ვითარებაში, დავა წარმოშობილია სამეზობლო ურთიერთობიდან, რომლის დასარეგულირებლად სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილზე. მითითებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (ი-------------------------------------------------–--–---------------------------–--------–--–------------------------------–--------–--–-).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, ისე №00-----18 ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური გეგმისაგან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 33) განსხვავებული №11 და №12 ანძებს შორის 500 კვ. საჰაერო ე. გადამცემი ხაზის გასაყვანად, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ №47.12.3-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ალტერნატიული გზის მოწყობა გამოიწვევს მიმდებარე მიწის ნაკვეთების უფრო მეტი ტერიტორიისა და სხვა მესაკუთრეების საცხოვრებელი სახლების მოხვედრას 500 კვ საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის სანიტარულ ზონაში. აქვე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. გარდა ამისა, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელ--------------–--------ების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ, ელ--------------–--------ის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელ--------------–--------ის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. მსგავის შინაარსისაა სამრეწველო სიხშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარული ნორმები და წესები 2971-87, რომლითაც, სანიტარული დაცვითი ზონის ფარგლებში აკრძალულია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების განთავსება.

 

გარდა ამისა, აღნიშნული, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელ--------------–--------ებისთვის საჰაერო ელ--------------–--------ის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი, რაც თავად მოპასუხის მიერ საქმეზე დართული №0------17 ექსპერტის დასკვნის მიხედვით, დაცულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ გეგმაზე, რასაც ცხადყოფს ასევე, სასამართლოს სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები.

 

ამრიგად, სასამართლო სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებისა და ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარდა სიტუაციურ გეგმაზე ასახული გზისა, მოსარჩელეს სხვა ალტერნატივა არა აქვს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს სხვა გზით არ გააჩნია ჯეროვანი და ეფექტური გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი ელექტრო გამაცემი ხაზის ანძებთან (ელექტრო ქსელთან), რაც წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველს მეზობლისადმი - მოპასუხისადმი, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელეის მიერ საჰაერო ელექტრო სადენის მშენებლობისათვის ქსელთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ის გარემოება, რომ სიტუაციურ გეგმაზე მოცემული მონაცემებით დაცულია 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების მოთხოვნები, გამორიცხავს მოპასუხეების მიმართ რაიმე სახის საფრთხეების არსებობას, რის შესახებაც ასევე მიუთითეს სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა.

 

საქმეში წარმოდგენილია საექსპერტო დასკვნები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 163-167), რომლითაც მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ პროექტს ეძლევა დადებითი შეფასება.

 

ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეებს ჯანმრთელობისათვის საფრთხის თაობაზე უტყუარად დამდგენი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ხოლო მხოლოდ მათი განმარტება, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ პროექტის განხორციელება გამოიწვევს ჯანმრთელობისათვის სახიფათო რისკებს, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.5.რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას მისი საკუთრების უფლებაში ხელშეშლის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, ელ--------------–--------ის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ იგი პროექტის განხორციელებით რჩება აბსოლუტურად შეზღუდული საკუთრების უფლების თვალსაზრისით.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება, იგივე დებულებას ითვალისწინებს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლითაც რეგლამენტირებულია კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მზაობა გამოთქვა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაუროს საკომპენსაციო თანხა მოპასუხეებს.

 

6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7.საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვ---- ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი შეფასებულია 70 360 ლარის ოდენობით, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ., აუდიტის დასკვნა) საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთ პირობებში დავის საგნის ღირებულებად უნდა 4000 ლარი. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაბრუნდეს უკან მოსარჩელეს. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურებაც.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს--------------------------------------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.ელ--------------–--------ის მშენებლობის მიზნით, ნება დაერთოს ს--------------------------------------------------------- ისარგებლოს მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №47.12.3-.1--) აუცილებელი გზით სარჩელზე თანდართული სიტუაციური გეგმის (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 33) შესაბამისად;

 

3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 170 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 0--------- წელს სარჩელზე №1--------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 3900 ლარიდან 3880 ლარი, რომლებიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”თი----------”, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა