გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2-831-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შ----------–-----------
წარმომადგენელი - ე-–-----–--------ე, ჰ--------–----------ი
მოპასუხე - შ---------
წარმომადგენელი - გ-------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეს დაეკისროს შ----------–------------ის მიმართ შესყიდული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი დავალიანების 38304.00 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს დაეკისროს შ----------–------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ლარის გადახდა, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
1.3. შ----------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1311.12 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასევე მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, შ----------–-----------ა” შ----------ს მიაწოდა 110 კვ.მ. ბ-----–---ს ფილა 2015 წლის სექტემბერში სულ 4400 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების (-------------------; 282 მ. და 140 კვ. მ. ბ-----–---ს ბორდული 2015 წლის ოქტომბერში სულ 11394 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების (-------------------; 590მ ბ-----–---ს ბორდიული 2015 წლის ნოემბერში სულ 15930 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების (------------------- 340მ. და 100 კვ.მ. ბ-----–---ს ბორდიული 2015 წლის დეკემბერში სულ 10980 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების (ა-----------------); სულ 38304 ლარის ღირებულების ბ-----–---ს ფილა და ბ-----–---ს ბორდული.
მოსარჩელის განმარტებით, შ----------–------------მა სარჩელის შეტანის დღემდე ვერ მოახერხა ნებაყოფლობით ვალის ამოღება. შ---------- აანაზღაურა მხოლოდ 4400 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა - შესყიდული საქონლის ღირებულების 38304 ლარის ოდენობით ერიცხება დავალიანებად შ----------–------------ის მიმართ. შ----------–------------ს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან გამომდინარე შეექმნა ფინანსური პრობლემები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2016 წლის 08 აგვისტოს მოპასუხე შ---------” მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა შესაგებელი, რომლითაც იგი არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ---------–-----------მა შ------------ს მიაწოდა 110 კვ.მ ბ-----–---ს ფილა 2015 წლის სექტემბერში - სულ 4400 ლარის ღირებულების. 282 მ და 140 კვ.მ ბ-----–---ს ბორდიული 2015 წლის ოქტომბერში - სულ 11394 ლარის ღირებულების. 590 ბ-----–---ს ბორდიური - 2015 წლის ნოემბერში - სულ 15930 ლარის ღირებულების. 340 და 100 კვ.მ ბ-----–---ს ბორდიური - 2015 წლის დეკემბერში - სულ 10980 ლარის ღირებულების - სულ 38304 ღირებულების ბ-----–---ს ფილა და ბ-----–---ს ბორდიური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო ანგარიშფაქტურები
3.2. შ-----------მ აანაზღაურა მხოლოდ 4400 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 38304 ლარის ოდენობით ერიცხება შ---------–----------“-ს მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურები, წერილი, გადახდის დოკუმენტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებას, შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ შ----------–------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მხარეები წარადგენენ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სასამართლო იხილავს და იკვლევს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც პროცესის მონაწილე მხარეთა მიერ არის წარმოდგენილი. შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნარდობის, ისე ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს , ვინაიდან გამყიდველმა საკუთარი მასალებით იკისრა მყიდველისათვის საქონლის დამზადება და მიწოდება, ამ ვითარებაში გამყიდველი, როგორც მენარდე ამზადებს კონკრეტულ პროდუქციას, რასაც ყიდულობს შემკვეთი. ამასთან, დამზადებულია გვაროვნული ნივთი.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 631-ე პარაგრაფი, რომლის ანალოგია სსკ-ის 629-ე მუხლი, განიმარტება იმგვარად, რომ თუ ვალდებულების საგანია დასამზადებელი მოძრავი ნივთის მიწოდება, 651-ე პარაგრაფის თანახმად, მოქმედებს ნასყიდობის ხელშეკრულების სამართალი (იხ. იან კროპჰოლერი - გსკ-ის კომენტარი - გვ.469; მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ.). ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 1999/44 დირექტივის რეალიზაციის შედეგად, რომელიც ეხება სამომხმარებლო საქონლის რეალიზაციისა და დამზადების გარკვეულ ასპექტებს, იმ ხელშეკრულებების მიმართ, რომელთა საგანია დასამზადებელი ან საწარმოებელი მოძრავი ნივთების მიწოდება, გამოიყენება ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მასალისაგან არის ეს ნივთები დამზადებული ან წარმოებული (იხ. ზ.ძლიერიშვილი - ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/ - გვ. 177; თბილისი, 2016წ.)
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა რამდენიმე დამატებითი ფაქტის გამოკვლევა-დადგენა. მოცემულ შემთხვევაში ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ელემენტების არსებობის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულება, მყიდველი გამყიდველისაგან ყიდულობს ამ უკანასკნელის მიერ წარმოებულ საქონელს და სახეზეა გვაროვნული ნივთის დამზადება და მიწოდება (მიყიდვა), სსკ-ის 629.1-ე მუხლისა საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობა ნასყიდობის სახელშეკრულებო ნორმებით უნდა გადაწყდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ #-------------ს თანახმად სასაქონლო ზედნადები დგება საქონლის მიწოდებისთანავე ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. სასაქონლო ზედნადებით დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ზედნადები იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ზედნადების გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
როგორც საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებიდან დგინდება, 2015 წლის სექტემბერში შ---------–-----------მა შ------------ს მიაწოდა 110 კვ.მ ბ-----–---ს ფილა - სულ 4400 ლარის ღირებულების. 2015 წლის ოქტომბერში - სულ 11394 ლარის ღირებულების 282 მ და 140 კვ.მ ბ-----–---ს ბორდიული; 2015 წლის ნოემბერში - სულ 15930 ლარის ღირებულების 590 ბ-----–---ს ბორდიური. 2015 წლის დეკემბერში - სულ 10980 ლარის ღირებულების 340 და 100 კვ.მ ბ-----–---ს ბორდიური რაც საბოლოოდ შეადგენს 38304 ლარის ღირებულების ბ-----–---ს ფილა და ბ-----–---ს ბორდიური.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე და იგი განსაზღვრული იყო 38304 ლარით. დამკვეთს სამუშაოს მიღებისას შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სასამართლომ განმარტავს, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარეა ვალდებული აუნაზღაუროს ხელშემკვრელ მხარეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ხელშეკრულების შუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა დადგინდეს და დადასტურდეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა.
იმის გამო, რომ მოპასუხის მიერ არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შ----------–------------ის ( ს------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
შ----------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1311.12 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შ----------–------------ის ( ს------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შ-----------” ს/ნ 2-------- (დირექტორი გ-------------ე პ/ნ 0---------- ) დაეკისროს მოსარჩელე შ----------–------------ის მიმართ შესყიდული ქონების ღირებულებიდან დარჩენილი არსებული დავალიანების 38304.00 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეს შ-----------” ს/ნ 2-------- დაეკისროს მოსარჩელე შ----------–------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ლარის გადახდა.
4. შ----------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1311.12 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ონიანი