გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2018
საქმის ნომერი
100210017002192043
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210017002192043

2/310 -17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12. 02 . 2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ა------- ა-----ე

წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი

მოპასუხეები: ლ---–- ტ-----ე

წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე

 

დავის საგანი: ნივთების გამოთხოვა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე ა-------ი ა-----ემ ( პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა სოფელი ჯ---–------) მოპასუხე ლ---–- ტ-----ის (პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა, ჭ----------ს ქ N1) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ლ---–- ტ-----ემ 2016 წლის 16 დეკემბერს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ჭიათურა, ჭ----------ს ქ N1. აღნიშნული ბინა იყო საცხოვრებლად მოუწესრიგებელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჩუქების შემდგომ აღნიშნულ ბინაში ჩასვა ფანჯარა ღირებული 350 ლარად, შეიტანა ავეჯი, კერძოდ კი 2 მაგიდა და სკამები-ღირებული 275 ლარად, კუხნა ღირებული 1385 ლარად, შეშა ღირებული 800 ლარად, ლ---–-ს თხოვნით მის მევალეს თ------ კ-------ს გადასცა 800 ლარი სხვადასხვა წვრილმანი საერთო ღირებულებით 280 ლარად. იგი მიუთითებს, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მასსა და ლ---–- ტ-----ეს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება. ფაქტიურად ლ---–- ტ-----ემ მიიღო სარგებელი მისის მხრიდან რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები დარჩა ბინაში და დაუფლებულია იგი. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მცდელობისა, რომ ლ---–- ტ-----ემ დაუბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯი, ის კატეგორიულ უარს აცხადებს და მიუთითებს, რომ წაიღოს ნივთები. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვს მოპასუხე ლ---–- ტ-----ემ დაუბრუნოს მოსარჩელეს 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღირებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად, 30 ლარი სხვადასხვა ტანსაცმელი.

გარდა ამისა მოსარჩელე ითხოვს მეტალოპლასმასის ფანჯრის ღირებულების-350 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მისივე ხარჯებით იქნა ჩასმული . ხარჯებმა შეადგინა 160 ლარი(60 ლარი აგური, ცემენტი 60 ლარი, 20 ლარი ქვიშა და 20 ლარი წებო ცემენტი) . მოსარჩელე ითხოვს ასევე თ------ კაპანაძისათვის გადაცემული 800 ლარის ანაზღაურებას და სათბობი შეშის ღირებულების-800 ლარის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ლ---–- ტ-----ემ (პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა, ჭ----------ს ქ N1) სადაც მიუთითებს , რომ გაეცნო ა------- ა-----ის სარჩელს რომელსაც არ ეთანხმება. 2016 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელეს ჩუქების ფორმით გადაცა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა იმ პირობით, რომ მოევლო და მზრუნველობა გაეწია სიცოცხლის განმავლობაში. მოპასუხე მიუთითებს , რომ მიუხედავად ამისა მოპასუხე ა------- ა-----ემ პირობა არ შეასრულა გამოიზამთრა მის ბინაში და გაზაფხულზე ანუ აპრილის თვეში მიატოვა და წავიდა. მოპასუხით განმარტებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და 2017 წლის 02 აგვისტოს საჩხერის რაიონული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება და დაუბრუნდა ლ---–- ტ-----ეს კუთვნილი ბინა.

 

მოპასუხე ლ---–- ტ-----ე შესაგებელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე ა-------ი ა-----ეს ბინაში არაფერი გაუკეთებია მან მის მიერ გადახდილი თანხით ჩასვა მხოლოდ ერთი ფანჯარა. მან თავის ნებით ბინაში მოიტანა სამზარეულო, მაგიდა, სკამები და კარადა. და თანახმა არის მის მიერ მოტანილი ნივთები წაიღოს. მოპასუხის განმარტებით მისთვის ცნობილი არ არის თუ როდის ან რისთვის გადაუხადა თ------ კ-------ს ა------- ა-----ემ 800 ლარი. ამის შესახებ მისთვის არ უთხოვია და არც მისი ვალი ქონია. რაც შეეხება შეშის მიტანის ფაქტს, შეშა არ მოუტანია. შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავს, რომ თანახმაა წაიღოს ა------- ა-----ემ მოტანილი ნივთები , თანხის გადახდა კი არ შეუძლია. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე, კერძოდ იგი თანახმაა მოსარჩელეს დაუბრუნოს 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღირებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ მოპასუხე ლ---–- ტ-----ე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ , კერძოდ იგი თანახმაა მოსარჩელეს დაუბრუნოს 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღირებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ---–- ტ-----ე (პ.ნ.5----------; დაბ:01.01.1941 წელს) არის მარტოხელა მოხუცი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე - ა-------ი ა-----ე (პ.ნ.5----------) ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---–-----ში. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ერთმანეთის ნათესავები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ.17)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ---–- ტ-----ემ (პ/ნ 5----------) და ა------- ა-----ემ (პ/ნ5----------) 2016 წლის 16 დეკემბერს დადეს უძრავი ნივთის-ს/კ.38.10.02.007.01.013 ნაჩუქრობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი - ს/კ.38.10.02.007.01.013 მდებარე ჭიათურაში, ჭ----------ს ქ.1-ში საკუთრების უფლებით აღირიცხა ა-------ი ა-----ის სახელზე.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის ლ---–- ტ-----ეს და ა------- ა-----ეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ა------- ა-----ეს უნდა მოევლო ლ---–- ტ-----ისთვის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შემდგომ ა------- ა-----ეს დარჩებოდა საკუთრებაში ლ---–- ტ-----ის ქონება. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე მხარეებს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ა------- ა-----ის განმარტებით გარკვეული პერიოდი მეუღლის დედასაც კი აცხოვრებდა მოსარჩელესთან იმისათვის , რომ მოევლო ლ---–- ტ-----ისათვის. დადგენილია, რომ ა------- ა-----ემ სადაო ბინაში გააკეთა ავეჯი რაშიდაც ხელოსანს გადაუხდა 1385 ლარი ასევე ჩასვა ბინაში მეტალოპლასმასის ფანჯარა. ავეჯის შეძენის ფაქტს ადასტურებს მოწმე როინ შეყილაძე, რომელმაც დაამზადა ხის ავეჯი და მიიღო მითითებული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 17)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. 2017 წლის 2 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---–- ტ-----ეს სურვილი ჰქონდა თავის ქონება სიკვდილის შემდგომ საკუთრებაში დარჩენოდა იმ პირს ვინც იზრუნებდა მასზე და შესაბამისად მიაქცევდა ყურადღებას საჭიროებებიდან გამომდინარე. ამავე საქმეში თ------ კ------- განმარტავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ის თავის მეუღლესთან ერთად უვლიდა და პატრონობდა ლ---–- ტ-----ეს, თუმცა შემდეგ ლ---–- ტ-----ემ უარი განაცხადა მათთან ცხოვრებაზე და ასევე გააუქმა შედგენილი ანდერძი სანოტარო ბიუროში. თ------ კაპანაძის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო ლ---–- ტ-----ის სურვილის შესახებ, რომ მას თავისთან უნდა მიეყვანა თავისი ნათესავი ა------- ა-----ე. ა------- ა-----ემ თ------ კ-------ს გადაუხადა 800 ლარი მას შემდეგ , რაც ლ---–- ტ-----ემ გაწყვიტა ურთიერთობა თ------ კაპანაძის ოჯახთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ.17)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---–- ტ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, და ბათილად იქნა ცნობილი ლ---–- ტ-----ეს და ა------- ა-----ეს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს დადებული უძრავი ნივთის-ს/კ.38.10.02.007.01.013 (მისამართი ქ.ჭიათურა ჭ----------ს ქ.N1) ჩუქების ხელშეკრულება და მოცემული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ---–- ტ-----ის სახელზე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის ლ---–- ტ-----ეს და ა------- ა-----ეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ა------- ა-----ეს უნდა მოევლო ლ---–- ტ-----ისთვის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შემდგომ ა------- ა-----ეს დარჩებოდა საკუთრებაში ლ---–- ტ-----ის ქონება. აღნიშნული შეთანხმება თავისი შინაარსით წარმოადგენდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შინაარსს, თუმცა მხარეებს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. თვალთმაქცური გარიგების კრიტერიუმების დადგენის გამო დაკმაყოფილებული იქნა სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 17)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა კიდეც მოპასუხესთან თავისი ოჯახით. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელის მიერ ბინის გასათბობად შეშაც მიიტანა მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ტანსაცმლის შეძენის ფატები და ასევე 280 ლარის სხვადასხვა წვრილმანზე გაწეული ხარჯი. სასამართლო გადაწყვეტილებით და მოწმე გრიგოლ ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეტალოპლასმასის ფანჯარა ჩასმული იქნა მოსარჩელის ორგანიზებით რაშიდაც მან გადაიხადა სამასორმოცდაათი ლარი. მოპასუხე განმარტავს, რომ ფანჯრის ფული მან მისცა ა------- ა-----ეს და შემდგომ ა------- ა-----ემ გადაუხადა ხელოსანს. ა------- ა-----ე უარყოფს თანხის გადაცემის ფაქტს . მაშასადამე მოპასუხე თანხის რაოდენობას სადაოდ არ ხდის. არ ხდის სადაოდ თანხის გადახდის ფაქტსაც, თუმცა იგი ამ შემთვევაში ვერ ადასტურებს. ა------- ა-----ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მტკიცების ტვირთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.17)

- მოპასუხის ახსნა განმარტება (იხ.24.01.18 წ. ოქმი.14.20.26 დან 14:21:22-მდე)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ა------- ა-----ის სარჩელი ლ---–- ტ-----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: ა------- ა-----ეს უნდა დაუბრუნდეს ლ---–- ტ-----ის მფლობელობიდან: 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღიღებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად. ლ---–- ტ-----ეს ა------- ა-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 350 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 327-ე, 941-942, 949-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა ადასტურებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.

 

6.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა------- ა-----ესა და ლ---–- ტ-----ეს შორის დადებული დაფარული გარიგება დადასტურებულია, რომ წარმოადგენდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა იქნას განხილული განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის შესაბამისად ”სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.”

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება სამისდღეშიო რჩენის შესახებ, თუმცა მოცემული შეთახმება გარიგების ფორმით არ დაფიქსირებულა. მხარეთა ნება აღნიშნული შეთანხმების ირგვლივ დაფიქსირებული იქნა არასწორად კერძოდ, მხართა შორის გაფორმდა არა სამისდღესშიო რჩენა არამედ ჩუქების ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.

 

6.3. მოცემულ საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის ლ---–- ტ-----ეს და ა------- ა-----ეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ა------- ა-----ეს უნდა მოევლო ლ---–- ტ-----ისთვის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შემდგომ ა------- ა-----ეს საკუთრებაში დარჩებოდა ლ---–- ტ-----ის ქონება. აღნიშნული შეთანხმება თავისი შინაარსით წარმოადგენდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შინაარსს, თუმცა მხარეებს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს ა------- ა-----ეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის შესაბამისად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია რომ მოპასუხე ლ---–- ტ-----ე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ , კერძოდ იგი თანახმაა მოსარჩელეს დაუბრუნოს 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღირებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად.

სასამართლო თვლის, რომ შეშა , რომელშიდაც მოსარჩელის განმარტებით გადახდილი არის რვაასი ლარი და რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე წარმოადგენს ხარჯს, რომელიც მითითებული ნორმის შესაბამისად არ ანაზღაურდება. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებით თ------ კაპანაძისათვის გადახდილი რვაასი ლარი მოპასუხესთან მიზეზობრივ კავშირში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებებით და აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოპასუხესთან მიმართებაში ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში ვერ თავსდება.

 

6.4.მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ტანსაცმლის შეძენის ფატები და ასევე 280 ლარის სხვადასხვა წვრილმანზე გაწეული ხარჯი. სასამართლო გადაწყვეტილებით და მოწმე გრიგოლ ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეტალოპლასმასის ფანჯარა ჩასმული იქნა მოსარჩელის ორგანიზებით რაშიდაც მან გადაიხადა სამასორმოცდაათი ლარი. მოპასუხე განმარტავს, რომ ფანჯრის ფული მან მისცა ა------- ა-----ეს და შემდგომ ა------- ა-----ემ გადაუხადა ხელოსანს. ა------- ა-----ე უარყოფს თანხის გადაცემის ფაქტს . მაშასადამე მოპასუხე თანხის რაოდენობას სადაოდ არ ხდის. არ ხდის სადაოდ თანხის გადახდის ფაქტსაც, თუმცა იგი ამ შემთვევაში ვერ ადასტურებს. ა------- ა-----ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მტკიცების ტვირთს. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ იქნა გადახდილი საკუთარი სახსრებიდან ფანჯრის საფასური-სამასორმოცდაათი ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამდენად სასამართლო თვლის რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ სამასორმოცდაათი ლარის ანაზღაურება.

 

6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ,სარჩელის ცნობა მოსამზადებელ ეტაპზე შეეხება სარჩელის ნაწილს და შესაბამისად ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა იყოს გაანგარიშებული ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------- ა-----ის სარჩელი ლ---–- ტ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

1.1. ა------- ა-----ეს დაუბრუნდეს ლ---–- ტ-----ის მფლობელობიდან: 2(ორი) მაგიდა და 6 სკამი ღირებული 275 ლარად, სამზარეულო ღირებული 1385 ლარად თეფშების ჩასაწყობი ღირებული 35 ლარად საათი ღირებული 12 ლარად , ჭიქები ღირებული 12 ლარად, სუფრა ღირებული 12 ლარად , იატაკის საწმენდი ჯოხი ღიღებული 5 ლარად, ნაძვის ხე ღირებული 35 ლარად ცოცხი ღირებული 5 ლარად.

 

1.2.ლ---–- ტ-----ეს ა------- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 350 ლარის გადახდა.

1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. ა------- ა-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 53 (ორმოცდაცამეტი) ლარი და 28 (ოცდარვა) თეთრი (საგადახდო დავალება N120, გადამხდელის დასახელება - თეა მ------–-–---–ი; გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“; გადასახადის გადამხდელის დასახელება - ა-------ი ა-----ე; სახაზინო კოდი: 300223150; თარიღი - 29.11.2017წ.; თანხა - 117 ლარი ) კანონით დადგენილი წესით.

ლ---–- ტ-----ეს ა------- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 ლარისა და 50 თეთრის გადახდა (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი)

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/