გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002079194
N2/915-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე შოთა სირაძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია
მოსარჩელე: სს „ლ------ კ-------–-“,წარმომადგენელი: გ------- ფ-----,მოპასუხეები: ც-–---- ჩ-------–---ი, ლ-–- ბ--–-------ე, რ---------ი გ-------, რ----- ს-----–--, ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ა.
წარმომადგენელი: ი-----–- ჯ---------.
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს ც-–---- ჩ-------–---ს, ლ-–- ბ--–-------ეს, რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 10006,94 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 9 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ც-–---- ჩ-------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება NLC/C/703585, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაზე.
2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ც-–---- ჩ-------–---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება NLC/A/95652.
სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ლ-–- ბ--–-------ეს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება NLC/C703582.
სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და რ--------- გ-------ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება NLC/C703703.
სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და რ----- ს-----–--ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება NLC/C703583.
სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება NLC/C703691.
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, ც-–---- ჩ-------–---ზე გაიცა სესხი 10000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. გადახდა უნდა განხორციელებული ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი და მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულება.
2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 10006,94 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6998,75 ლარი, პროცენტი - 848,29 ლარი, ჯარიმა - 2159,9 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ლ-–- ბ--–-------ემ და მოპასუხე ც-–---- ჩ-------–---ის წარმომადგენელმა ი-----–- ჯ---------მ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ: სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში განმარტეს, რომ დარიცხული პირგსამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვეს მისი შემცირება 0,1%-მდე.
მოპასუხეები რ--------- გ-------, რ----- ს-----–-- და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 9 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ც-–---- ჩ-------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება NLC/C/703585.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- გენერალური ხელშეკრულება NLC/C703585, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ც-–---- ჩ-------–---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება NLC/A/95652, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 10000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით, სესხის სარგებლობისათვის სარგებელი განისაზღვრა წლიური 28%-ის ოდენობით, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სესხის ხელშეკრულება NLC/A/95652, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15 ოქტომბერს სს „ლ------ კ-------–სა“ და ლ-–- ბ--–-------ეს, რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მათ იკისრეს ც-–---- ჩ-------–---ის ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება NLC/C703582, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება NLC/C703703, სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება NLC/C703583, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება NLC/C703691.
3.1.4. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. ც-–---- ჩ-------–---მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები; 15.10.2015 წლის №LC/A/95620 ხელშეკრულება; სესხის დაფარვის გრაფიკი;
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება NCAS000073755, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 10006,94 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6998,75 ლარი, სარგებელი - 848,29 ლარი, პირგასამტეხლო - 2159,9 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები; ამონაწერი მსესხებლის მიერ ნაწარმოები გადახდების შესახებ;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ------ კ-------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. იგივე პრინციპის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე პირის, უფლება დარღვეულად, დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსისის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, ამდენად, სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მხარეთა მიერ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვით მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2159,9 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 0,1%-მდე, რაც შეადგენს 1260 ლარს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
დადგენილია, რომ სს „ლ------ კ-------–სა“ და ც-–---- ჩ-------–---ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ლ-–- ბ--–-------ემ, რ--------- გ-------მ, რ----- ს-----–--მ და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ამ დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა ც-–---- ჩ-------–---ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ძირითადი მოვალის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ლ-–- ბ--–-------ეს, რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა ც-–---- ჩ-------–---ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, მოპასუხეებს რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 37,8 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 235,41 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ------ კ-------–-ს“ სარჩელი ც-–---- ჩ-------–---ის, ლ-–- ბ--–-------ის, რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებს ც-–---- ჩ-------–---ს, ლ-–- ბ--–-------ეს, რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 9107,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6998,75 ლარი, სარგებელი - 848,29 და ჯარიმა - 1260 ლარი.
3. მოპასუხეებს რ--------- გ-------ს, რ----- ს-----–--სა და ი-----–--ა ა--–-----ხ----–--–--ას მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 37,8 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 235,41 ლარი. (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 08.09.2017, საგადასახადო დავალება № 11803 )
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე