გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2018
საქმის ნომერი
130210117002175345
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-806-17

(1302101170--175-45)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - დ-------–-------ძე

წარმომადგენელი - გ--------------–--ლი

მოპასუხეები - ო------–-------ძე და ნ-------------–--ლი

მოპასუხე ნ-------------–--ლის წარმომადგენელი - კ------------–-----ძე

დავის საგანი - ქონების გაყოფა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2009 წლის 26 მარტს მოპასუხე ო------–-------ძესა და მოპასუხე ნ-------------–--ლს შორის დადებული უძრავი ნივთის - საცხოვრებელი სახლის - ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, საკადასტრო კოდით 6--1--5-.0--, ნაწილობრივ - 1/2 ნაწილში, ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში მდებარე უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს დ-------–-------ძე, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 26 მარტს მოპასუხე ო------–-------ძესა და მოპასუხე ნ-------------–--ლს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე - რომელიც მდებარეობს ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (საკადასტრო კოდით 6--1--5-.0--) ნაწილობრივ - 1/2 ნაწილში, ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს დ-------–-------ძე. შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში.

 

1.3. ო-------–-------ძის სახელზე რიცხული ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს დ-------–-------ძე. შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში.

მოსარჩელე უთითებს, რომ ო------–-------ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1972 წლის 20 ნოემბრიდან, თუმცა ამჟამად მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ერთად აღარ ცხოვრობენ. მან და მისმა მეუღლემ 1972 წლიდან ცხოვრება გააგრძელეს ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში ძველ და ხანძრისგან განადგურებულ სახლში, ახალი სახლის აშენება დაიწყეს ერთობლივად, მისი (დ-------–-------ძის) მშობლების ხელშეწყობით მოპასუხე ო------–-------ძემ მუშაობა დაიწყო ფ----ში, სადაც მიიღეს 2,5 ოთახიანი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ შვილებთან ერთად, ო------–-------ძის მთლიანი შემოსავალი სოფელ ს------–-–--ში მდებარე სახლის მშენებლობას ხმარდებოდა. სახლის მშენებლობა დაასრულეს 1983 წელს.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მეუღლესთან უთანხმოების გამო ვეღარ ჩადიოდა სოფელ ს------–-–--ში, 2004 წელს შეიტყო რომ ო-------–-------ძემ შეირთო სხვა ქალი - ნ-------------–--ლი, 2016 წლის 16 ნოემბერს მისთვის (მოსარჩელისათვის) ცნობილი გახდა, რომ მისმა მეუღლემ ო------–-------ძემ მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - გაასხვისა, კერძოდ, უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთთან ერთად (საკარმიდამო), საკადასტრო კოდით 6--1--5-.0-- ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მოპასუხე ნ-------------–--ლს. ასევე ნ-------------–--ლს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 6--1--5-.0--. მოპასუხე ნ-------------–--ლისათვის ცნობილი იყო, რომ ო------–-------ძეს ჰყავდა მეუღლე, რომლის თანასაკუთრებასაც წარმოადგენდა მითითებული ქონება. მიუხედავად ამისა, რომ დ-------–-------ძეს თანხმობა არ უთქვამს მთელი ქონების მის საკუთრებაში გადაცემაზე - ო-------–-------ძემ მაინც გააჩუქა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც თანაცხოვრების და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში იყო შეძენილი.

ჩუქების ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება ო-------–-------ძესა და ნ-------------–--ლს შორის, ნ-------------–--ლმა იცოდა, რომ ო-------–-------ძეს ყავდა რეგისტრირებული მეუღლე და ორი შვილი, იგი არაკეთილსინდისიერი შემძენია, გარიგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 312, 1158, 1160 მუხლის I ნაწილის მოთხოვნებს, იგი არღვევს ზნეობრივ ნორმებს და საჯარო წესრიგს, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ ფ----ში არსებული ბინა არ არის პრივატიზებული და მოპასუხის მოთხოვნა ფ----ის ბინის ს------–-–--ის ბინაზე გაცვლის შესახებ მისთვის მიუღებელია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და შესაგებელში მიუთითეს, რომ სარჩელი აგებულია მოგონილ ამბებსა და სიცრუეზე. მოსარჩელეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში.

მოპასუხე ო-------–-------ძემ განმარტა, რომ 1983 წლამდე მეუღლესთან დ-------–-------ძესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. ფ----ში, სადაც ო-------–-------ძის სახელზე დღემდე ირიცხება კომუნალური-საპრივატიზაციო ბინა, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე.

1983 წელს ო-------–-------ძე საცხოვრებლად გადმოვიდა ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, სადაც ჰქონდა ძველი მამაპაპეული სახლი, რომელის აღდგენაც ხანძრის შემდეგ დაიწყო თვითონ, მოსარჩელე ცხოვრობდა ფ----ში. შვილები, რომლებიც სკოლაში სწავლობდნენ ქ. ფ----ში, მხოლოდ არდადაგების პერიოდში ჩამოდიოდნენ მამასთან, რომელიც უზრუნველყოფდა მათ მატერიალურად, შემდგომ უფროსი ქალიშვილი მოაწყო თბილისში - უმაღლეს სასწავლებელში.,1992 წელს მოპასუხემ შეირთო მეორე მეუღლე - ნ-------------–--ლი ისე, რომ პირველთან - დ-------–-------ძესთან განქორწინებული ოფიციალურად არ იყო მათი (მოპასუხეების) თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივი შრომით არის აშენებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ს------–-–--ში.

ამ სახლის მშენებლობაში დ-------–-------ძეს მონაწილეობა არ მიუღია, იგი ააშენა ნ-------------–--ლთან ერთად, მათ შეეძინათ ორი ვაჟი, რომლებიც 20 და 24 წლის არიან, სახლი დღესაც არ არის მთლიანად გამართული, მხოლოდ პირველი სართულის სამი ოთახით სარგებლობენ, იგი თანახმაა ეს ბინა მთლიანად დაუთმოს მოსარჩელეს და საცხოვრებლად გადავიდეს ფ----ში არსებულ ბინაში.

მოპასუხე ო------–-------ძე ასევე უთითებს, რომ თუ მოსარჩელე შეწყვეტს დავას იგი თანახმაა მითითებული ფ----ის ბინა, რომელიც მან მიიღო, დაუთმოს მას (დ-------–-------ძეს).

მისივე განმარტებით სახლი და ერთი მიწის ნაკვეთი ნ-------------–--ლს აჩუქა, რადგან სახლი მასთან ერთად ააშენა, ამასთან შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და მიზანშეწონილად ჩათვალა ნ-------------–--ლისათვის ეჩუქებინა თავისი წილიც, რადგან სახლის ნახევარი ისედაც ნ-------------–--ლს ეკუთვნოდა. (იხ. ოქმი)

ნ-------------–--ლის წარმომადგენელმა ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ო-------–-------ძე მეუღლის გარეშე ცხოვრობდა სოფელ ს------–-–--ში და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ო-------–-------ძე და დ-------–-------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მან ასევე განმარტა, რომ ო-------–-------ძის შვილებთან იყო კარგ ურთიერთობაში, როცა ისინი არდადაგებზე ჩამოდიოდნენ მამასთან. (იხ. ოქმი). მანვე განმარტა, რომ ს------–-–--ში სახლი და მიწის ნაკვეთი მას აჩუქა ო-------–-------ძემ, რომელიც იყო რეგისტრირებული ამ ქონების მესაკუთრედ, მათ ყავთ ორი შვილი და ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. (იხ. ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დოდო ხაფავა 1972 წლის 20 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ო------–-------ძესთან (პ/ნ 4----------) და ქორწინების დროს მიიღო მეუღლის გვარი - შუბითიძე (იხ. ქორწინების მოწმობა ს.ფ. 24).

 

3.2. მ----–-------ძე (პ/ნ 4----------) და მაკა შუბითიძე (პ/ნ 4----------) არიან დ-------–-------ძის და ო------–-------ძის შვილები (დაბადების მოწმობები ს.ფ. 25-26).

 

3.3. დ-------–-------ძე და ო------–-------ძე 1883 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში - მოსარჩელე ცხოვრობდა ძირითადად ქალაქ ფ----ში, სადაც სკოლაში სწავლობდნენ შვილები, ხოლო ო-------–-------ძე ცხოვრობდა ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (იხ. სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).

 

3.4. მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებულ იქნა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, რომლის პირველი სართული გამოიყენება საცხოვრებლად. (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

საქმეში წარმოდგენილი სახლის ტექ. პასპორტით - 041010-ით დასტურდება, რომ სადაო სახლი აღრიცხულია ო-------–-------ძის სახელზე და მისი ექსპლოატაციაში შესვლის თარიღია 1983 წელი. (ს.ფ 46-4941)

 

3.5. საჯარო რეესტრში უძრავი ქონება მიწის ნაკვეთზე 2000 კვ. მეტრზეა საკადასტრო კოდით №6--1--5-.0--. და 5600 კვ. მეტრზე საკადასტრო კოდით №6--1--5-.0--. ო------–-------ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1995 წლის 20 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი საფუძველზე - 2009 წლის 24 მარტს. ( ს.ფ 36-40)

 

3.6. ო------–-------ძემ (პ/ნ 4----------) 2009 წლის 26 მარტს ნ-------------–--ლს (პ/ნ 4----------) აჩუქა ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №6--1--5-.0--.(იხ. უძრავი ქონების ჩუქების გარიგება ს.ფ. 43).

 

3.7. ო------–-------ძემ (პ/ნ 4----------) 2009 წლის 26 მარტს ნ-------------–--ლს (პ/ნ 4----------) აჩუქა ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, მდებარე 5600კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №6--1--5-.0-- (იხ. უძრავი ქონების გარიგება ს.ფ. 44).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------–-------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უძრავი ნივთის - საკადასტრო კოდით №6--1--5-.0--. საცხოვრებელი სახლის - ჩუქების ხელშეკრულება ო-------–-------ძესა და ნ-------------–--ლს შორის 1/2 ნაწილში და დ-------–-------ძე ცნობილი იქნეს ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

სარჩელი სხვა ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56, 102-ე, 312-ე, 1158-1160-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ მათ შორის ქორწინება რეგისტრირებულია 1972 წელს და დღემდე მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა განქორწინება სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. (იხ. ოქმი)

 

6.2. იმავე კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სადავო ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრების უფლება გააჩნდა დ-------–-------ძეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ დ-------–-------ძის ნება (თანხმობა) ქონების გაჩუქების თაობაზე არ არსებობდა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო ამავე კოდექსის 56-1-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)

დადგენილია, რომ მოპასუხეები დღემდე ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ერთ სახლში, სახლის ფაქტობრივი განკარგვა არ მომხდარა, ჩუქება განხორციელდა იმ განზრახვით, რომ ზიანი მიყენებოდა მოსარჩელის ქონებრივ ინტერესებს, რის გამოც ჩუქება მოჩვენებითი, თვალთმაქცური ხასიათისაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ო-------–-------ძის და მოწმეების ჩვენებებს, რომ სახლი აშენდა ნ-------------–--ლთან ერთად, რადგან ასეთი არ დასტურდება წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტით, რომელშიც სახლის აშენების თარიღად მითითებულია 1983 წელი.

6.6. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ-------------–--ლის განმარტებას, რომ მან არ იცოდა თუ ოთარი და დ-------–-------ძეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რადგან მან იცოდა, რომ მათ ჰყავდათ საერთო შვილები, ამასთან იგი მოახდენდა ქორწინების რეგისტრაციას ო-------–-------ძესთან რომ არ არსებულიყო დამაბრკოლებელი გარემოება - წინა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. ე.ი იცოდა, რომ დ-------–-------ძე იყო სახლის თანამესაკუთრე.

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმება მორიგებას; მე-3 ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებს, მასზედ, რომ ჩუქება იყო თვალთმაქცური და მოჩვენებითი - მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1160 მუხლის დებულებანი აღარ განიხილება.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

 

მიწის ნაკვეთები ო------–-------ძეს მიღებული აქვს 1995 წლის 20 ნოემბერს მიღება-ჩაბარების აქტით, იმ პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ და ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდათ ქორწინება.

დადგენილია, რომ ო-------–-------ძე და ნ-------------–--ლი ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1992 წლიდან, რაც დაადასტურა, ასევე დ-------–-------ძის შვილმა მ----–-------ძემ სასამართლო სხდომაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული მიწის ნაკვეთები ვერ ჩაითვლება დოდო და ო-------–-------ძეების საერთო საკუთრებად და ეს ქონება წარმოადგენს ო-------–-------ძის ინდივიდუალურ საკუთრებას, მას უფლება ჰქონდა გაესხვისებინა მიწის ნაკვეთი 5600 კვ.მ საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--. ნ-------------–--ლზე, ასევე უფლება აქვს შეუზღუდავად ფლობდეს 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ს/კ 6--1--5-.0--, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებას.

მართალია სამოქალაქო კოდექსის 1168 მუხლი არეგულირებს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების საკითხს თანასაკუთრების გაყოფისას, მაგრამ სასამართლო თვლის, რომ იგი კანონის ანალოგიით უნდა გავრცელდეს მოცემულ შემთხვევაზეც, რადგან ფაქტობრივად მხარეები ამ დროისათვის წლების განმავლობაში ერთად აღარ ცხოვრობდნენ, არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, ო-------–-------ძეს 1992 წლიდან ყავდა სხვა მეუღლე და მასთან შეძენილი შვილები, რის გამოც 1995 წელს მიღებული მოწის ნაკვეთები უნდა ჩაითვალოს მის ინდივიდუალურ საკუთრებად. ამასთან ეს ქონება ო-------–-------ძეს მიღებული აქვს პრივატიზაციის შედეგად უსასყიდლოდ კანონის საფუძველზე და იგი არ ჩაითვლება თანასაკუთრებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოცემული დავის საგნის ღირებულება შეადგენს 8000 ლარს, შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 240 ლარს.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოპასუხეებს ო-------–-------ძეს და ნ-------------–--ლს სოლიდარულად სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეთ 80 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე, 2017 წლის 16 ნოემბერს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლის შესაბამისადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ო------–-------ძის (პ/ნ 4----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (ს/კ 6--1--5-.0--) და მოპასუხე ნ-------------–--ლის (პ.ნ. 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, რომლებიც მდებარეობენ ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (ს/კ 6--1--5-.0-- და ს/კ 6--1--5-.0--) - უნდ დარჩეს ძალაში- გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 250-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დ-------–-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. 2009 წლის 26 მარტს ო------–-------ძესა და ნ-------------–--ლს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--. ბათილად იქნას ცნობილი ნაწილობრივ - 1/2 ნაწილში და აღნიშნული სახლის - 1/2 ნაწილი აღირიცხოს დ-------–-------ძის სახელზე.

3. სარჩელი 2009 წლის 26 მარტს ო------–-------ძეს და ნ-------------–--ლს შორის დადებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის- მდებარე ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში, საკადასტრო კოდი 6--1--5-.0--. ხელშეკრულების 1/2 ნაწილში გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. ო-------–-------ძის სახელზე რეგისტრირებულ ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში მდებარე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ს/კ 6--1--5-.0--, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში დ-------–-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ო------–-------ძის (პ/ნ 4----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (ს/კ 6--1--5-.0--) და მოპასუხე ნ-------------–--ლის (პ.ნ. 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, რომლებიც მდებარეობენ ქ-----–ის რაიონის სოფელ ს------–-–--ში (ს/კ 6--1--5-.0-- და ს/კ 6--1--5-.0--) - დარჩეს უცვლელად- და გაუქმდეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ..

 

6. ო-------–-------ძეს და ნ-------------–--ლს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეთ 80 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი