გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
130210018002260811
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/40-2018

130210018002260811

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

მოსარჩელე - ხა–------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ი-------------ე,- თ------------–--ე

- მ----------------ე

მოპასუხე - შპს ,,ს------------------ი“

წარმომადგენელი - ნიკოლოზ გრიგალაშვილი

- სოფიო ქურთაული

დავის საგანი - 2016 წლის 21 სექტემბერს დადებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ს------------------ი''-ს დაეკისროს ხა–------------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ვადების დარღვევის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულებით 0,02%-ის ოდენობით (71670,84 X0,02%X41) ანუ 587,70 ლარის ოდენობით და ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობით (71670,84 X10%) 7167,08 ლარი. სულ მოპასუხეს დაეკისროს 7754,78 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ხ-–----ის მ----–----–------სა და შპს ,,ს------------------ი''-ს შორის 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ხ-–----ის მ----–----–------ის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობა, დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი ნახაზების მიხედვით (GPV კოდი:45200000).ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 71 670,84 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს ანუ 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხე შპს ,,ს------------------ი"-ს ხ-–----ის მ----–----–------ში არ წარუდგენია 2016 წლის 21 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად დადასტურდებოდა ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულება. ხ-–----ის მ----–----–------ის გამგეობამ 2016 წლის 07 დეკემბერს N07/9170 წერილით, 2016 წლის 08 დეკემბრის N07/9194, 2016 წლის 27 დეკემბრის N07/9629 და 2016 წლის N07/9657 წერილებით აცნობა მოპასუხეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ იყო დასრულებული და თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის ობიექტის მიწოდებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ვერ განხორციელდებოდა და მოპასუხის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

შპს ,,ს------------------ი"-ს ხ-–----ის მ----–----–------ის გამგეობამ 2017 წლის 23 მაისს N04/4259 წერილით კიდევ ერთხელ აცნობა იმის შესახებ, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული N1-- ხელშეკრულების ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ჩათვლით შეადგენდა 60 კალენდარულ დღეს, რაც მოპასუხე მხარის მიმართ ფაქტიურად არ განხორციელებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ს------------------”-მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ შპს "ს------------------მა" კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში, ხოლო მე-8 სოფელში (სოფ. წეღვერი) ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხ-–----ის მ----–----–------ის არაკეთილსინდისიერი ქმედებით - ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და მ----–----–------ს შორის. აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური დავალებაც. შესაბამისად შემსრულებლისათვის ხელშეკრულების შესრულების ადგილის უფლებრივი ნაკლის თაობაზე ცნობილი გახდა გარიგების გაფორმებისა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. აღნიშნული გარემოებების აღმოჩენის შემდგომ შპს "ს------------------ი" აწარმოებდა სიტყვიერ მოლაპარაკებას მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- მესაკუთრესთან, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა განაცხადა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვწეთზე სამუშაოების წარმოების შესახებ. აღნიშნული დადასტურებულია კ---------–--ის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილით. ვერ ასრულებდა რა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სოფელ წეღვერში, შპს "ს------------------მა" 2016 წლის 15 ოქტომბერს N 770/02-8 წერილით მიმართა ხა–------------–----–--------------ას, და აცნობა სამშენებლო პოლიგონის უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით, რომ იგი მოიცავდა კერძო საკუთრებას. თუმცა მ----–----–------ის მერიამ რეაგირების გარეშე დატოვა აღნიშნული წერილი. რაც შეეხება დარჩენილ 7 სოფელში წარმოებულ სამუშაოებს აღნიშნულ სამუშაოებზე მხარემ სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში 2016 წლის 18 ნოემბერს N 782/01-8 წერილით აცნობეს მ----–----–------ს სამუშაოების დასრულების თაობაზე. მ----–----–------ის მერიამ 2016 წლის 7 დეკემბრის N 07/9170 წერილითაცნობა მხარეს, რომ მათ მიერ გამოყოფილმა ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოები და იყო დაუსრულებელი, თუმცა წერილში არ იყო აღნიშნული თუ რა მოცულობის და რა სამუშაოების დაუსრულებლობაზე იყო საუბარი, მაშინ როდესაც შპს 'ს------------------მა" შვიდ სოფელში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაასრულა სამუშაოები. მერვე სოფელში კე ვერ შესრულდა მათგან დამოუკიდებელი, ზემოთაღნიშნული ობიექტური გარემოებების გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ-–----ის მ----–----–------სა და შპს ,,ს------------------ი''-ს შორის 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ხ-–----ის მ----–----–------ის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობა დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი ნახაზების მიხედვით (GPV კოდი:45200000).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის N1-- ხელშეკრულება.

-მხარეთა ახსნა განმარტება

 

3.1.2. ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 71 670,84 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს, ანუ 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის N1-- ხელშეკრულება.

-მხარეთა ახსნა განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს "ს------------------მა" შეასრულა წყლის სისტემის მოწყობითი სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში, ხოლო მე-8 სოფელში (სოფ. წეღვერი) ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხ-–----ის უნიციპალიტეტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით - ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და მ----–----–------ს შორის. აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა სატენდერო დოკუმენტაციაში ასახული ტექნიკური დავალება. შესაბამისად შემსრულებლისათვის ხელშეკრულების შესრულების ადგილის უფლებრივი ნაკლის თაობაზე ცნობილი გახდა გარიგების გაფორმებისა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. აღნიშნული გარემოებების აღმოჩენის შემდგომ შპს "ს------------------ი" აწარმოებდა სიტყვიერ მოლაპარაკებას მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- მესაკუთრესთან. მიუხედავად ამისა, მესაკუთრემ უარი განაცხადა საკუთარ ქონებაზე კომპანიის დაშვებაზე, რის გამოც სოფელ წეღვერში ვერ განხორციელდა წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული დასტურდება კ---------–--ის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილით

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, კობა მულაძის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილი.

 

3.2.4. 2016 წლის 18 ნოემბრის N 782/01-8 წერილის თანახმად შპს 'ს------------------მა" წერილით მიმართა მ----–----–------ს და მიუთითა რომ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში დაასრულა სამუშაოების წარმოება და სთხოვა საკითხის შესასწავლად კომისიის შექმნა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2016 წლის 18 ნოემბრის წერილი.

 

3.2.5. ხა–------------–----–--------------ის (გამგეობის უფლებამონაცვლე) 2016 წლის 07 დეკემბრის N 07/9170 წერილით შპს "ს------------------ს" ეცნობა, რომ გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის N 2741 ბრძანებით შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა 6 დეკემბერს განახორციელა საამშენებლო ობიექტის დათვარიელება და აღმოჩნდა, რომ ობიექტზე სამუშაოები არ არის დასრულებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 07 დეკემბრის N 07/9170 წერილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელეს შპს "ს------------------ის" მიერ შვიდ სოფელში შესრულებული სამუშაოების უხარისხობის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც შეეხება მერვე სოფელში (წეღვერში) ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხ-–----ის მ----–----–------ის არაკეთილსინდისიერი ქმედებით - ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოების უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და მ----–----–------ს შორის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება შპს ,,ს------------------ის“ მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი - უხარისხოდ შესრულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 629-ე, 653-ემუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ ხ-–----ის მ----–----–------სა და შპს ,,ს------------------ი''-ს შორის 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ხ-–----ის მ----–----–------ის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობა დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი ნახაზების მიხედვით (GPV კოდი:45200000).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის თანახმად, განსახილველი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი არსებით პირობას წარმოადგენს სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება.

 

აღნიშნული გარიგების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებდა განსაზღვრულ უფლებებს და მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს "ს------------------მა" შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში, ხოლო მე-8 სოფელში (სოფ. წეღვერი) ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხ-–----ის მ----–----–------ის ქმედებით - ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და მ----–----–------ს შორის. აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავდა სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური დავალებაც. შესაბამისად შემსრულებლისათვის ხელშეკრულების შესრულების ადგილის უფლებრივი ნაკლის თაობაზე ცნობილი გახდა გარიგების გაფორმებისა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. აღნიშნული გარემოებების აღმოჩენის შემდგომ შპს "ს------------------ი" აწარმოებდა სიტყვიერ მოლაპარაკებას მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- მესაკუთრესთან, მაგრამ უშედეგოდ. მესაკუთრემ კატეგორიული უარი განაცხადა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაშვებაზე, რაც დადასტურებულია კ---------–--ის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილით. აღნიშნულით უდავოდ დგინდება რომ სოფელ წეღვერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის შპს "ს------------------ი"ის ბრალეული მოქმედებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება, შესაბამისად მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს უხარისხობა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სწორედ მოსარჩელის ტვირთს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც მეორე მხარეს სთხოვს ვალდებულების შესრულებას მოვალეა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება-გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება, რომ მოპასუხემ უხარისხოდ, ან ვადის დარღვევით შეასრულა 2016 წლის 21 სექტემბრის N 1-- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები, სასამართლოში არ წარმოდგენილა. რაც შეეხება 2016 წლის 07 დეკემბრის ხ-–----ის მ----–----–------ის გამგეობის წერილს, რომ ობიექტზე სამუშაოები დასრულებული არ არის აღნიშნული არ დასდურტება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით, ინსპექტირების აქტით ან სხვა სახის წერილობითი მტკიცებულებით. მხოლოდ იმის მითითება, რომ მ----–----–------მა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ სოფელ წეღვერში შეეძლო სამუშაოები ეწარმოებინა პროექტით გათვალისწინებული ადგილიდან 5 მეტრის მოშორებით აღნიშნული ვერ ჩაითვლება შპს „ს------------------ის“ მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დამატებითი პირობების გამო შესაბამისი ხელშეკრულება. რაც შეეხება დანარჩენ 7 სოფელში წარმოებულ სამუშაოების უხარისხოდ წარმოებას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. არ არის შესაბამისი ინსპექტირების აქტები და ფორმა N 2, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დარღვევას, რომლის გამოსწორების მიზნით სამუშაოების დამკვეთმა მხარემ შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით მიმართა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. ამასთან მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა შპს „საქექსპერტიზის“ 2017 წლის 03 ივლისის დასკვნა, რომლის შესაბამისად ხ-–----ის მ----–----–------ის შვიდ სოფელში: ხისისყურში, ვაყაში, ნაცარგორაში, მცხეთიჯვარში, უწლევში, კლდისწყაროში და დიდ ფლევში ვიზუალური დათვალიერებით შესრულებული ხილული სამუშაოები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ ნახაზებს, სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად და სოფლებს მიეწოდება წყალი. შპს „ს------------------ის“ მიერ წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 51007,82 ლარს დარიცხვის ჩათვლით, რაც 4169.69 ლარით ნაკლებია ფორმა N 2-ში მითითებულ 55177,78 ლარზე. მათ შორის 10170,34 ლარის ღირებულებაზე დარიცხვების ჩათვლით არ წარდგენილა ფარული სამუშაოების აქტები. თუმცა უდავოა, რომ მათი შეუსრულებლობის გარეშე შემდგომი სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ მოითხოვოს პირგასამტეხლო.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან შპს „ს------------------ის“ მიერ სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად, ამასთან სამუშაოების ვადის დარღვევით წარმოების ან/და რაიმე წუნის ან უხარისხობის თაობაზე სათანადო მტკიცებულება გარდა მხარის ზეპირი განმარტებისა, მხარეს არ წარმოუდგენია, სარჩელო მოთხოვნა შპს „ს------------------ის“-ათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ხა–------------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

 

2. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

 

ნაირა გიგიტაშვილი