განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002252423
საქმე N 1-22/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - შო--------–---–ი
ბრალდებული: ზვ--------------ძე
მამის სახელი: ალ---------ე
დაბადებული: 2--08.1975 წელი
პირადი ნომერი: 6---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
ფაქტობრივი რეგისტრაციის მისამართი: ქ.ბათუმი, ფრ----------–--–---------–--------------–--------------
ბრალდებულის ადვოკატი - ირ---–-----–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171181217001
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა
1.1. 2004 წლის 03 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ზვ--------------ძე ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა დანას, რაც 2017 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმში, ბა------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის
ნასამართლევი პირის მიერ
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეებში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 14 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით Nც------, 26.12.2017წ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (იხ. ს.ფ 72-75).
2.4. ზვ--------------ძეს, 2004 წლის 03 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
2.5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ზვ--------------ძეს, საქართველოს კანონის "ამნისტიის შესახებ" საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2003 წლის 25 სექტემბრიდან; (იხ განჩინება 18.02.2013წ);
2.6. საქართველოს სსკ-ის 79 მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე;
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ;
2.7. ზვ--------------ძეს, ცივ იარაღის - დანის ტარება დაუდგინდა 2017 წლის 25 აგვისტოს, შესაბამისად მას ამ დროისთვის ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა;
2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ზვ--------------ძის, მა-–-------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, ზვ--------------ძის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის, ზედაპირული შემოწმების ოქმები, ტრასოლოგიური ექპერტიზის დასკვნები, 2004 წლის 03 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განაჩენი, ზვ--------------ძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზვ--------------ძემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა პირმა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზვ--------------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმში, ბა------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღის - დანის - ტარებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 -ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული ზვ--------------ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; ჰყავს პენსიონერი, ხანდაზმული დედა; ოჯახში არის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი; შემთხვევიდან დღემდე არ ყოფილა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში შემჩნეული და მხილებული; მისივე განმარტებით, მისთვის უცნობი იყო დანის ტარებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ და მის შემდეგ აღარც დაურღვევია კანონით დადგენილი წესი;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზვ--------------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი, არ არის აუცილებელი ამჟამად მისი საზოგადოებისაგან იზოლირება მოხდეს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ოჯახში არსებულ მდგომარეობას და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ზვ--------------ძის უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ზვ--------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა (ბრალდებული ამჟამად დასაქმებული არ არის; აპირებს დასაქმდეს); სასამართლო მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ზვ--------------ძის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-4 განყოფილებაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ზვ--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზვ--------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ზვ--------------ძის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე