გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002037007
N2/793-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თ----- მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს მ-----------------------------–-----–------“
წარმომადგენელი ე----------------–---–ი
მოპასუხე ო------------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1065 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ელექტრონული სესხის №397974 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 30 დღეზე სარგებელი განისაზღვრა - 0,00%, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. ო------------მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ დაფარა სესხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც ერიცხება დავალიანება.
ო------------ს შპს მ-----------------------------–-----–------“ მიმართ ერიცხება დავალიანება 1065 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, პირგასამტეხლო - 565 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა 1065 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -500 ლარი, პირგასამტეხლო - 565 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 850 ლარისა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, პირგასამტეხლო 250 ლარი, იურიდიული მომსახურების საფასური - 100 ლარი) და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირი თანხის 500 ლარის დაკისრების ნაწილში და იშუამდგომლა სასასამართლო გადაწყვეტილების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 28 ოქტომბრამდე. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, რომლის პროცენტი შეადგენდა 0,00 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-საგადასახადო დავალება.
3.1.2. 2016 წლის 28 ოქტომბერს მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო -250 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გენერალური ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს მ-----------------------------–-----–------ს“ სარჩელი ო------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ო------------ს, შპს მ-----------------------------–-----–------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 690 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, პირგასამტეხლო - 190 ლარი) გადახდა.
ო------------ის შუამდგომლობა სასამართლოს გადაწყვეტილების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 417-420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ო------------მა მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია და მხარეებიც არ თვლიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 27 სექტემბერს, შპს მ-----------------------------–-----–------სა“ და ო----- გ-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხის თანხა 500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 28 ოქტომბრამდე. სესხი გაცემულ იქნა 30 დღის ვადით, რომლის პროცენტიც შეადგენდა 0,00 ლარს. ამასთან, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 28 ოქტომბრამდე ან/და განხორციელებულიყო გადასახდელის თანხების გადავადება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ ო------------ს 2016 წლის 27 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით აკისრია 500 ლარი სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმეში არსებული, 2016 წლის 27 სექტემბრის N-UN397974 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შესაბამისად, გაცემული სესხის ოდენობაა 500 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0,00%, სესხის ვადა - 30 დღე, სრულად დასაფარი თანხა - 500 ლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 1%, გადავადების პერიოდი და საკომისიო - 7 დღე- 37,50 ლარი, 14 დღე - 57,50 ლარი, 30 დღე - 95 ლარი, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს გამსესხებელი - თ----- ჭ-------- და მსესხებელი - ო------------ი.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ხელშეკრულება მოიცავდა მითითებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 1 პროცენტის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო შემცირებული სახით 250 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მხარეები მოქმედებენ რა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო რაოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 250 ლარი ნაცვლად 190 ლარისა.
6.4 საქართველო საპროცესო სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, სამ თვემდე ვადით, გადადოს, ან 1 წლამდე ვადით გაანწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს მისი ღსრულების საშუალება და წესი.აღნიშნული ნორმა, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე და მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, სამი თვემდე ვადით გადადოს, ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს აღსრულების საშუალება და წესი, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტურ გარემოებას, ან მიუთითებს თავის მძიმე ფინანასურ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენებას.
საგულისხმოა, რომ მითითებული ღონისძიებების დაშვებით, კანონმდებელი ხელს უწყობს მხარეს, ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, თუ ეს უკანასკვნელი, რომ აღსრულების გადავადება, განწილვადება, საშუალები თუ წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას, რეალურად დაეხმარება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ო------------მა ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის გამოყენების აუცილებლობა და ვერ დაასახელა გარემოებები (ქონებრივი მდგომარეობის და სხვა), რომელიც იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა გადაწყვეტილების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
შპს მ-----------------------------–-----–------ს“ უნდა დაუბრუნდეს შპს „ლ----– კ-------–-ს" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.07.2017 წ. საგადასახადო დავალება 1500551586) 26.59 ლარი, 10,11 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 13,30 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
7.1. ო------------ს შპს მ-----------------------------–-----–------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 27,60 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს მ-----------------------------–-----–------ს“ სარჩელი ო------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ო------------ს, შპს მ-----------------------------–-----–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 690 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, პირგასამტეხლო - 190 ლარი) გადახდა.
3. ო------------ის შუამდგომლობა სასამართლოს გადაწყვეტილების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს
4. ო------------ს გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასური, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ - 27,60 ლარი.
5. შპს მ-----------------------------–-----–------ს“ დაუბრუნდეს შპს „ლ----– კ-------–-ს" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.07.2017 წ. საგადასახადო დავალება 1500551586) 26.59 ლარი, 10,11 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 13,30 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
6. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე