გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2018
საქმის ნომერი
010210017001772977
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210017001772977

# 2-185/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე - თა----- კი---------

წარმომადგენელი - ნა---- გო-------

მოპასუხე - და---- მე-----–---–-

წარმომადგენელი - ლე-–- ბჟ--–---

მოპასუხე (მეორე სარჩელზე) - და---- მე-----–---–-

წარმომადგენელი - ლე-–- ბჟ--–---

მოპასუხე (მეორე სარჩელზე) - გო-- გო-----–---

წარმომადგენელი - კო-- ჯა----

თარჯიმანი - ზი------ ან---------

დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

დავის საგანი (მეორე სარჩელზე): გარიგების - ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე (424 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქ. N 7-) თანამესაკუთრედ ცნობა 1/2 წილით.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი და---- მე-----–---–სა და გო-- გო-----–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების 1/2 ნაწილში (მეორე სარჩელით).

1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება სრულად.

 

მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- მხარეები ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 04 მარტიდან, მათ ქორწინების პერიოდში შეეძინათ 2 მცირეწლოვანი შვილი. დაქორწინების შემდეგ მხარეები ჩავიდნენ უკრაინაში და თა----- კი---------ს პირადი ანგარიშიდან გამოიტანეს 35 000 დოლარი, რომელსაც მოსარჩელე აგროვებდა წლების მანძილზე, აღნიშნული თანხით ქ. ბათუმში, სერგეი მესხის ქ. N 7--ში, შეიძინეს 424 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ააგეს 300 კვ.მ. ფართის 3-სართულიანი სახლი, თითოეული სართულის ფართი შეადგენს 100 კვ.მ.-ს. შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე და---- მე-----–---–-ს სახელზე.

- ამჟამად აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მოპასუხე და---- მე-----–---–-, მოსარჩელე კი ცხოვრობს ნაქირავებში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად;

- 2017 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განქორწინება, ასევე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების უზრუნველყოფა (გასხვისების აკრძალვა), გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ბაჟის გადასახდელი თანხა, ვერ შეძლო იმავე სარჩელით ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობაზე მოთხოვნის დაყენება.

- 2017 წლის 18 იანვარს თა----- კი---------მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, მაგრამ მოპასუხე და---- მე-----–---–მა მოასწრო ქონების მოპასუხე გო-- გო-----–---ზე გადაფორმება. 2017 წლის 24 იანვარს, გახდა რა ცნობილი მისთვის სარჩელის აღძვრის შესახებ, და---- მე-----–---–მა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საკუთრებაში გადაუფორმა მოპასუხე გო-- გო-----–---ს.

- რეალურად, ეს არის მოჩვენებითი ნასყიდობა, მყიდველს ქონება არ გადასცემია და არც საფასური გადახდილა, სახლში ცხოვრობს მოპასუხე და---- მე-----–---–-.

(იხ. სარჩელი, მეორე სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტებები).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე და---- მე-----–---–- სარჩელს არ ცნობს. მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- სადავო ქონება იყიდა და---- მე-----–---–-ს მამამ - კლ------- მე-----–---–მა და მამიდან აქვს ეს ქონება ნაჩუქარი, თანხა გადაიხადა კლ------- მე-----–---–მა,- მიუთითებს რომ სახლის მშენებლობისას აღებული ჰქონდა დიდი ოდენობით სესხი, სესხი აიღო გო-- გო-----–--ისაგან.

- სახლი ექსპლუატაციაში შესული არ არის, ხარჯებთან არის დაკავშირებული. გო-- გო-----–---მ მოითხოვა სესხის დაბრუნება, სესხი ვერ დაუბრუნა გო-- გო-----–---ს, რის გამოც ქონება ვალის სანაცვლოდ გაასხვისა, გადასცა საკუთრებაში მევალეს - მოპასუხე გო-- გო-----–---ს.

- არ იცოდა, რომ მოსარჩელე აპირებდა განქორწინებას, მოსარჩელის მიზანია უსაფუძვლო გამდიდრება, რომ შემდგომში ქონება ჰქონოდა და ამიტომაც ის ითხოვს განქორწინებას და ქონების წილს, ქორწინების დროს შეძენილი სესხიც იყოფა და ვალდებულია სოლიდარულად ყველა სესხი გაიყოს და პასუხისმგებლობა ჰქონდეს თა----- კი---------საც.

(იხ. შესაგებლები, მოპასუხის ახსნა-განმარტებები).

 

2.2. მოპასუხე გო-- გო-----–--- სარჩელს არ ცნობს. მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- მისთვის უცნობი იყო, რომ თა----- კი---------სა და და---- მე-----–---–ს შორის არსებობდა უთანხმოება. არის მისი მეგობარი, მაგრამ ოჯახში არ სტუმრობდა. და---- მე-----–---–ს სჭირდებოდა თანხა და ასესხა.

- თავად გო-- გო-----–---ს ჰყავს 5 შვილი, ესაჭიროებოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვა. და---- მე-----–---–მა შესთავაზა, რომ რადგან ვალს ვერ გიბრუნებ, ამიტომ იყიდე ჩემი სახლი ვალის სანაცვლოდ, მიიჩნია, რომ ეს ორივეს (თა----- კი---------სა და და---- მე-----–---–-ს) სურვილი იყო და შეიძინა კიდეც სახლი, ქონება მასზე გადაფორმდა საკუთრებაში.

- მოპასუხე გო-- გო-----–--- მიიჩნევს, რომ ის არის კეთილსინდისიერი შემძენი და აქედან გამომდინარე გარიგების ბათილობის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის ახსნა-განმარტებები).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. თა----- კი--------- და და---- მე-----–---–- 2011 წლის 04 მარტიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ 2 მცირეწლოვანი შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. დღეის მდგომარეობით, თა----- კი---------ს მიერ აღძრულია ცალკე სარჩელი განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელები, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თა----- კი---------სა და და---- მე-----–---–-ს ქორწინების რეგისტრაციის დღის - 2011 წლის 04 მარტის შემდეგ, 2011 წლის 17 მაისიდან და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქუჩა #7-, 424 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე 30, 67 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობით, ს/კ #05.29.32.0--. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 10/05/2011წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელები, შესაგებლები;

- ქორწინების მოწმობა;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. თა----- კი---------მ 2017 წლის 23 იანვარს აღძრა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და---- მე-----–---–-ს მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე (424 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქ. N 7-) 1/2 წილით თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს ცალკე სარჩელი აღძრა და---- მე-----–---–-სა და გო-- გო-----–--ის მიმართ, და---- მე-----–---–სა და გო-- გო-----–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, ქონების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მიერ გაცემული ცნობები;

- სარჩელების წარმოებაში მიღების აქტები;

- სარჩელები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.5. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 23 იანვარს და 2017 წლის 27 იანვარს აღძრული სარჩელებისა გამო, სამოქალაქო საქმეები #2-185/2017წ. და #2-249/2017წ. გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ერთიანი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი - #2-185/2017წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინება;

 

3.1.6. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სადავო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქუჩა #7-, 424 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე 30, 67 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობით, ს/კ #05.29.32.0--, - 2017 წლის 24 იანვრამდე ირიცხებოდა და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში, ხოლო 2017 წლის 24 იანვრიდან, საჯარო რეესტრში ირიცხება მოპასუხე გო-- გო-----–--ის საკუთრებაში და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 24 იანვარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელები, შესაგებლები;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.7. მხარეებს შორის ასევე სადავო არაა ის გარემოებაც, რომ სადავო ქონებაზე მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქუჩა #7-, 424 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ #05.29.32.0--, - მასზე მდებარე 30, 67 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის ნაცვლად, გო-- გო-----–--ის საკუთრებაში გადაცემამდე, აშენებულია 300 კვ.მ. ფართის 3-სართულიანი სახლი, რომლის თითოეული სართულის ფართი შეადგენს 100 კვ.მ.-ს. სახლი კეთილმოწყობილია, თუმცა არ არის ექსპლუატაციაში შესული და საჯარო რეესტრში ჯერ არ არის რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელები, შესაგებლები;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- სახლის გეგმა-ნახაზი, ფოტო ილუსტრაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.8. დადგენილია, და მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ და---- მე-----–---–- და გო-- გო-----–--- ხანგრძლივი დროის განმავლობაში არიან ერთმანეთის მეგობრები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებლები;

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- სადავო ქონება, რომელიც 2011 წლის 17 მაისიდან და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში აღირიცხა (უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქუჩა #7-, 424 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე 30, 67 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობით, ს/კ #05.29.32.0--) და საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 10/05/2011წ., - შეიძინა მოპასუხე და---- მე-----–---–-ს მამამ და აჩუქა მას თუ იგი შეძენილია მეუღლეთა მიერ;

- რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი გო-- გო-----–---სა და და---- მე-----–---–ს შორის სესხის ფაქტს და სადავო ქონება, რომელიც 2017 წლის 24 იანვრამდე ირიცხებოდა და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში, ხოლო 2017 წლის 24 იანვრიდან, საჯარო რეესტრში ირიცხება მოპასუხე გო-- გო-----–--ის საკუთრებაში და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 24 იანვარს, - სესხის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაცემული სესხის სანაცვლოდ იყიდა გო-- გო-----–---მ და---- მე-----–---–-საგან, თუ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 10/05/2011წ., - წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან 2017 წლის 18 იანვარს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, მაგრამ მოპასუხე და---- მე-----–---–მა მოასწრო ქონების მოპასუხე გო-- გო-----–---ზე გადაფორმება. 2017 წლის 24 იანვარს, გახდა რა ცნობილი მისთვის სარჩელის აღძვრის შესახებ, და---- მე-----–---–მა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საკუთრებაში გადაუფორმა მოპასუხე გო-- გო-----–---ს. რეალურად, ეს არის მოჩვენებითი ნასყიდობა, მყიდველს ქონება არ გადასცემია და არც საფასური გადახდილა, სახლში ცხოვრობს მოპასუხე და---- მე-----–---–-.

 

მოპასუხე და---- მე-----–---–- კი მიუთითებს, რომ ქონება იყიდა მისმა მამამ - კლ------- მე-----–---–მა და აჩუქა მას, თანხა გადაიხადა კლ------- მე-----–---–მა. შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად მეგობრის - გო-- გო-----–--ისაგან ისესხა სოლიდური თანხა, ვერარ დაუბრუნა და ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული სახლი, რომ მოსარჩელის მიზანია უსაფუძვლო გამდიდრება განქორწინებიდან გამომდინარე,მოპასუხე გო-- გო-----–--- ადასტურებს და---- მე-----–---–ზე სესხის გაცემას და შემდგომში, ვერ დაუბრუნა რა სესხი, შეთანხმდნენ მის სანაცვლოდ ქონების ნასყიდობაზე - საკუთრებაში გადაცემაზე და მიიჩნევს, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ და---- მე-----–---–ს სურს დაამტკიცოს, რომ ქონება მამისგან აქვს ნაჩუქარი. ამ ფაქტის დადგენას მნიშვნელობა აქვს მეუღლეთა საერთო და ინდივიდუალური საკუთრების გამიჯვნისათვის. თუ ეს ქონება საჩუქარია, მაშინ ის ინდვიდუალური საკუთრებაა (თანახმად საქ. სკ-ის 1161-ე მუხლისა). თუ ქონება საჩუქარი არ არის, მაშინ დიდი ალბათობით ქონება მიჩნეული იქნება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, თუ ჰქონდა თუ არა ადგილი ნასყიდობას და არის თუ არა აქედან გამომდინარე გო-- გო-----–--- კეთილსინდისიერი შემძენი. რომც დადგინდეს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეღლეთა თანასაკუთრებას, თუ ადგილი ჰქონდა რეალურ ნასყიდობას, მაშინ, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, გავლენას მოახდენს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

სადავო საკითხების გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ:

- მოსარჩელის ინტერესში შედის დაამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება თანაცხოვრების დროს არის შეძენილი მეუღლეების მიერ.

- მოპასუხე და---- მე-----–---–-ს ინტერესშია, რომ დაამტკიცოს ქონების მამისგან ჩუქების ფაქტი, ასევე მის მიერ სესხის აღებისა და მის სანაცვლოდ გამსესხებელზე - მოპასუხე გო-- გო-----–---ზე სესხის სანაცვლოდ სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის ფაქტები. ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონების ჩუქების, ასევე სესხის აღების და მის სანაცვლოდ ქონების გადაცემის საკითხების მტკიცება მოპასუხეს ეკუთვნის. ამ ფაქტის დამტკიცება მხოლოდ მისთვისაა შესაძლებელი და მისი დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ქონების მამის მიერ შეძენის და შემდეგში ჩუქების ხელშეკრულებებით.

- მოპასუხე გო-- გო-----–--ის ინტერესში შედის დაამტკიცოს, რომ მან თანხა ასესხა და---- მე-----–---–ს და შემდეგში, სესხის სანაცვლოდ გადაეცა საკუთრებაში უძრავი ქონება. ამ საკითხების მტკიცება მას ეკუთვნის. ამ ფაქტების დამტკიცება მხოლოდ და---- მე-----–---–თან ერთად მისთვისაა შესაძლებელი და მისი დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ სესხისა და შემდეგში, სესხის დაბრუნების სანაცვლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებებით.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით, ამიტომაც ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადაო არაა. გარემოებათა სადაოობისას მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ასეთ დროს ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ობიექტურად ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მხოლოდ კონკრეტულ მტკიცებულებათა შეფასების გზით დაასაბუთოს თავისი შინაგანი რწმენა ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებაში.

 

3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

 

3.2.5.1. მხარეები ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 04 მარტიდან. თა----- კი---------ს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 3 000 აშშ დოლარი ყოველწლიური 10,50 % საპროცენტო განაკვეთით, განთავსების ვადა კი იყო 17/05/2010წ.-14.05/2011წ. (იხ. საბანკო ქვითრები).

3.2.5.2. თა----- კი---------სა და და---- მე-----–---–-ს ქორწინების რეგისტრაციის დღის - 2011 წლის 04 მარტის შემდეგ, 2011 წლის 17 მაისიდან და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქუჩა #7-, 424 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე 30, 67 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობით, ს/კ #05.29.32.0--. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 10/05/2011წ. ანუ, უძრავი ქონება და---- მე----–---–-ს საკუთრებაში ,,ჩნდება" ქორწინების რეგისტრაციიდან 2 თვისა და 13 დღის შემდეგ, ხოლო საბანკო ანგარიშზე თანხის განთავსების ბოლო დღიდან - 2011 წლის 17 მაისიდან. (იხ. საბანკო ქვითრები).

3.2.5.3. უტყუარად დგინდება ასევე, რომ მას შემდეგ, რაც თა----- კი---------მ 2017 წლის 23 იანვარს აღძრა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და---- მე-----–---–-ს მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე (424 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, მდებარე ქ. ბათუმი, ს. მესხის ქ. N 7-) 1/2 წილით თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, 2017 წლის 24 იანვრამდე ირიცხებოდა რა და---- მე-----–---–-ს საკუთრებაში, ხოლო 2017 წლის 24 იანვრიდან, ანუ მეორე დღესვე გაასხვისა, გადასცა მოპასუხე გო-- გო-----–---ს საკუთრებაში და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 24 იანვარს. (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, 2017 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება).

 

3.2.6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, ხოლო მოპასუხეებმა გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინეს სხვა სახის რაიმე მტკიცებულება, რომ:

- მოპასუხე და---- მე-----–---–მა სადავო ქონება მიიღო მამისგან ჩუქებით, თუნდაც ნასყიდობის ფორმით დადებული ხელშეკრულებით, ასევე მის მიერ სესხის აღებისა და მის სანაცვლოდ გამსესხებელზე - მოპასუხე გო-- გო-----–---ზე სესხის სანაცვლოდ სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება, ამდენად მისი ზეპირი განმარტება ვერ იქნება გაზიარებული.

- მოპასუხე გო-- გო-----–---მ თანხა ასესხა და---- მე-----–---–ს და შემდეგში, სესხის სანაცვლოდ მისგან გადაეცა საკუთრებაში უძრავი ქონება. როგორც და---- მე-----–---–მა, ასევე მან ამის დასამტკიცებლად მხოლოდ ზეპირი განმარტება წარმოადგინა, რაც ასევე ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მოპასუხე და---- მე-----–---–მა ვერ დაამტკიცა, რომ ეს ქონება ნაჩუქარია, და მისი ინდვიდუალური საკუთრება იყო. ვერც გო-- გო-----–--- ამტკიცებს, რომ ის კეთილსინდისიერი შემძენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე და---- მე-----–---–სა და მოპასუხე გო-- გო-----–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე და ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0--, - თანამესაკუთრედ ცნობილ უნდა იქნეს მოსარჩელე თა----- კი--------- მის ნახევრის - 1/2 ნაწილზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართვეელოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყვზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0-- მდებარე უძრავი ქონება მისი თანასაკუთრებაა. მიუხედავად ამისა, მასზე მხოლოდ და---- მე-----–---–-ს საკუთრება იყო რეგისტრირებული და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე მან გაასხვისა მისი წილი ქონებაც. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ამით ილახება მისი საკუთრების უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ თუ უძრავი ქონება მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაა და ეს ეს თანასაკუთრება არაა აღიარებული, ამით ილახება მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოსარჩელეს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ქონებაზე მისი საკუთრების აღიარება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.

დადგენილია, რომ თა----- კი--------- და და---- მე-----–---–- 2011 წლის 04 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. მათ რეგისტრირებული ქორწინებით ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლებები და მოვალეობებეი, მათ შორის ქონებრივი უფლებებიც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: ,,1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანოს, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ, რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში, მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მიუხედავად ასეთი დათქმისა, დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადავო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0-- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტირებული იყო და---- მე-----–---–-. ის ქონების მესაკუთრე გახდა 2011 წელში. ამ პერიოდში მხარეები ერთმანეთთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქონების და---- მე-----–---–-ს საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ თა----- კი---------მ უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1161–ე მუხლით ,,თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:

ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან

ჩუქებით“.

 

მოპასუხე ამტკიცებდა, რომ უძრავი ქონება შეძენილია მისი მამის ფულით. მისი განმარტება სასამართლომ გაიგო, როგორც მითითება ქონების ჩუქების გზით მიღებაზე. მოპასუხეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, მასზედ რომ მის მამას სადმე გააჩნდათ უძრავი ქონება, მტკიცებულება, რომ მისმა მამამ ეს ქონება იყიდა, რომ სადავო ბინა შვილს აჩუქა. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მისი არგუმენტები, როგორც ქონების ნაჩუქარი ფულით, ან მამისგან შეძენის, ასევე ამ ქონების საჩუქრად მიღების შესახებ. დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ ქონება შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პროცესში. ქორწინების განმავლობაში ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0-- მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ქონება გასხვისებულია. სახლი შედგება 3 სართულისაგან. თითოეული სართული 100 კვ/მ-ია, სულ 300 კვ/მ ფართი. დასახელებული ქონება მხარეთა თანასაკუთრებაა. თითოეულ მხარეს ერგება თანაბარი წილი ანუ ქონების 1/2 -1/2 წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმების სამართლებრივი შინაარსის გარიგებად აღიარებისათვის საჭიროა, მას გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, ანუ მიმართული იყოს კონკრეტული შედეგებისაკენ. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა სწორედ ამ იდეას ემსახურება. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებისათვის არის დამახასიათებელი. ამდენად, ამგვარი გარიგების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა. სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს იმ მიზეზებს, რომლებიც შესაძლებელია, გახდეს ამგვარი გარიგების საფუძველი, რადგან იგი ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საგანია. თუმცა, მის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი ქონების ,,გასხვისების" გზით, ცდილობს თავიდან აიცილოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- მე-----–---–სა და მოპასუხე გო-- გო-----–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ, ხოლო გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას, რომ 2017 წლის 24 იანვარს დადებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებამ წარმოშვა ის შედეგები, რაც ნასყიდობის მიზანს წარმოადგენს. მართალია, საქმის მასალების თანახმად, გო-- გო-----–---მ უძრავი ქონება დაირეგისტრირა საკუთრებაში, მაგრამ რომ იგი ახორციელებს მასზე ფლობასა და სარგებლობას, რაც საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელ ორ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ასეც რომ იყოს , ეს არაა საკმარისი, მაგრამ ამგვარი ცალმხრივი შედეგი ვერ გახდება აღნიშნული გარიგების მოჩვენებითობის გამაბათილებელი გარემოება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს, ყოველთვის თან ახლავს ის აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც სავალდებულოა უფლების რეგისტრაციისათვის. ასეთ შემთხვევაში, თუ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გამორიცხავს დაინტერესებული პირის აპელირებას მის მოჩვენებითობაზე, მივიღებთ იმ შედეგს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი უფლების რეალიზაცია უძრავ ნივთებთან მიმართებით ვერასოდეს ვერ განხორციელდება. ამდენად, გარიგების ბათილობის ამ საფუძველზე საუბრისას, მხედველობაშია მისაღები როგორც შედეგების ნამდვილობა, ასევე ის, თუ რა მიზანს ემსახურება თვითონ ხელშეკრულება. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- მე-----–---–სა და გო-- გო-----–---ს შორის გაფორმებული 2017 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა არა გო-- გო-----–--ის საკუთრების უფლების წარმოშობა უძრავ ქონებაზე, არამედ და---- მე-----–---–-ს მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. სასამართლოს ამგვარი დასკვნა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მიერ ვერ იქნა დადასტურებული მყიდველის მიერ სესხის გაცემის ფაქტი, რატა შემდეგ სესხის დაბრუნების სანაცვლოდ ეყიდა ეს ქონება. ნასყიდობის აუცილებელს ნიშანს გამყიდველის მიერ გარკვეული სარგებლის მიღება წარმოადგენს. ამ პირობის შეუსრულებლობაც მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნასყიდობის მიზანს არ ისახავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველი უარს არ იტყოდა თავის უფლებაზე. გარდა ამისა, სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოებები, რომ გამყიდველი აგრძელებს გაყიდული სახლის ფაქტობრივ ფლობას, გარიგების მხარეები არიან მეგობრები, მყიდველისათვის ცნობილი იყო სადავო ქონების მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენის ფაქტი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი ურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. იგი დადებულია იმ მიზნით, რომ და---- მე-----–---–მა თავი აარიდოს მოსარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე სახელმწიფო სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენო დავის საგნის ღირებულების გათვალისიწინებით შეადგენს 2250 ლარს. გადასახდელი მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა, ხოლო უზრუნველყოფებებზე მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (50+50=100) ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო, მოპასუხე და---- მე-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე გო-- გო-----–---ს კი - 750 ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხე და---- მე-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველ უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხეებს - და---- მე-----–---–სა და გო-- გო-----–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქ. სსკ-ის 199-ე მუხლით ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე და---- მე-----–---–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე გო-- გო-----–---ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ N05.29.32.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა დარჩეს ძალაში უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე,257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. თა----- კი---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე და---- მე-----–---–სა და მოპასუხე გო-- გო-----–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე და ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი ს. მესხის ქუჩა N7-, ს/კ #05.29.32.0--, - თანამესაკუთრედ ცნობილ იქნეს მოსარჩელე თა----- კი--------- ქონების 1/2 ნაწილზე.

 

3. მოპასუხე და---- მე-----–---–ს დაეკისროს მოსარჩელე თა----- კი---------ს სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების გამო 18.01.2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს - და---- მე-----–---–ს და გო-- გო-----–---ს, მოსარჩელის თა----- კი---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე განცხადების გამო 26.01.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე და---- მე-----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. მოპასუხე გო-- გო-----–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით და 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით (საქმე #18-უზრ/2017წ. და N27-უზრ/2017წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს ძალაში უცვლელი.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე